განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
110100118002655002
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-764-2018 წელი

№110100118002655002

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

5 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ვ------- ნ------ის,მსჯავრდებულის – მ----- ჯ------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა მ----- ჯ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ----- ჯ------ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ.ქ-------–-------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ--------–--------------------–-----------ში, მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გა-თვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

მ----- ჯ------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-ლისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

მ----- ჩ-------ე ქორწინებაში იმყოფება მ----- ჯ------ესთან. ისინი ერთად ცხოვრობენ თ--------–--------------------–-----------ში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ 2 არასრულწლოვანი შვილი. მ----- ჯ------ეს და მ----- ჩ-------ეს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის მოტივიც გახდა გენდერული შეუწყნა-რებლობა, რაც გამოიხატებოდა მ----- ჯ------ის მიერ მ----- ჩ-------ის გავლენის ქვეშ მოქცევაში, ქცევის კონტროლში, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის აკრ-ძალვაში. ასევე, მ----- ჯ------ე მეუღლეს არ აძლევდა შესაძლებლობას ემუშავა საკუთარი პროფესიით. 2018 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, თ--------–--------------------–-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ----- ჯ------ემ მეუღლეს – მ----- ჩ-------ეს მოსთხოვა თავი დაენებებინა სამსახურისათვის, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნულით განაწყენებულმა მ----- ჯ------ემ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრე-ბით, ხელი დაარტყა მხრისა და ტუჩის არეში მ----- ჩ-------ეს, ასევე კისერში მოუჭირა ხელი ამ უკანასკნელს, რის შემდეგაც მ----- ჩ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 31 აგვისტოს, დილის საათებში, თ--------–--------------------–-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მ----- ჯ------ემ, მეუღლის დედას ლ---- ჩ-------ეს თმებში მოკიდა ხელი, წააქცია ძირს და თავი დაარტყმევინა რამდენჯერმე მიწის ზედაპირზე, რის შემდეგაც ლ---- ჩ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ----- ჯ------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ ჯეროვნად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი. ჩადენილი დანა-შაულის ხასიათის და საშიშროების გათვალისწინებით, არსებობს დანაშაულებრივი ქმე-დების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთადაც აუცილებელია მკაცრი სას-ჯელის გამოყენება, რაც გახდებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მყარი გარანტი. ნაკლებად მკაცრი სასჯელის პირობებში რეალურად არსებობს იმის საფრთხე, რომ მ----- ჯ------ე მომავალში ჩაიდენს ანალოგიურ დანაშაულს. დანიშნული სასჯელით ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნების განხორციელება, ვინაი-დან მსჯავრდებულს არ გაუჩნდება მოსალოდნელი სასჯელის შიში და მეტი პასუხის-მგებლობით არ მოეკიდება მართლწესრიგის დაცვას და ახალი დანაშაულის ჩადენისაგან თავის შეკავებას.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა მ----- ჯ------ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივ-რებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ვ------- ნ------ეს, რომელიც ითხოვს მ----- ჯ------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.

– მსჯავრდებულ მ----- ჯ------ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიე-რად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ----- ჯ------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ----- ჯ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ----- ჯ------ის მიმართ სას-ჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მ----- ჯ------ე არ არის ნა-სამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, მის მიერ ჩადენილია ნაკ-ლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან და შერიგებულია დაზარალებულებთან; ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართ-ლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალი-ზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი მ----- ჯ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ----- ჯ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ----- ჯ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქ-ტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩა-ეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის სა-ფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფ-რო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ----- ჯღა-მაძეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავი-სუფლების აღკვეთა 01 (ერთი) ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

მ----- ჯ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 31 აგვისტოდან 2018 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმდეს მ----- ჯ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს თანხა საქმის განმხილველი სასამართლოს გადა-წყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემა-ვალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდ-გენის გზით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, მ----- ჯ------ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ად-გილი; ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენ-ტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მ----- ჯ------ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევა-ლოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მი-ხედვით;

ასევე, დამატებით სასჯელზე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონ-ტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები – სსიპ 112 - დან გამოთხოვილი ჩანაწერი CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili