განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210018002529783
საქმე №2ბ/7835-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მომხსენებელი მოსამართლე (თავმჯდომარე)- დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
საქმის განხილვის ფორმა -- ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - კ------ ტ--------ი, ა---– ტ--------ი, ა----–-- ტ--------ა, ა----- ტ--------ა, ე-–----ა კ--------ა, ზ--------ა ტ--------ა და ს-----ი ტ--------ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,კ------------ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2014 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და კ------ ტ--------ს შორის 240 თვის ვადით - 2034 წლის 22 აგვისტომდე გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურების შესახებ, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ოდენობა - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. ამავედროს, აღნიშნული ხელშეკრულების 5.2 მუხლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული დოკუმენტები (იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა, საბანკო გარანტია, სესხის და სხვა ხელშეკრულებები) წარმოადგენს ამ ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.
2. იმავე დღეს, სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში გასაცემი (გაცემული) სესხების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა კ------ ტ--------ის, ა---– ტ--------ის, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ასა და ს-----ი ტ--------ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი მ--------–----------–------------–-- საკადასტრო კოდით: 8-----------. იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ა---– ტ--------ს, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ასა და ს-----ი ტ--------ს წარმოადგენდა თავად მსესხებელი კ------ ტ--------ი.
იპოთეკის ხელშეკრულების 5.3.3 მუხლის თანახმად, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, თუ მსესხებელი არ გადაიხდის ამ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ სესხებს, დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმას; ამავე დროს ხელშეკრულებების 5.11 მუხლის თანახმად: იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას /კრედიტორის/ იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას;
3. 2014 წლის 22 აგვისტოს სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელესა და მსესხებელ კ------ ტ--------ს შორის, 2015 წლის 26 აგვისტოს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა ისესხა 4120 აშშ დოლარი, 23 თვის ვადით - 2017 წლის 7 აგვიტოს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.8 მუხლის თანახმად, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2.58%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე კი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე).
4. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა (რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით), ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად (სს" კ------------ი"-ს მსესხებებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს "---------------------------–------------"-ში; "საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები"-ს შესახებ შეთანხების 4.3.2. პუნქტის ასევე 28.11.14 შეთანხმების თანახმად ნათლად სჩანს, რომ სადაზღვევო პრემიას იხდის დამზღვევი, ანუ სს ,,კ------------ი", შესაბამისად, გადახდის გრაფიკში მითითებული თანხა მსესხებელმა უნდა გადაუხადოს მოსარჩელს); ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.
5. მსესხებელს ჰყავს თავდებები. კერძოდ: ე-–----- კ--------ა, ა----–-- ტ--------ა, ა----- ტ--------ა, ზ--------ა ტ--------ა, ა---– ტ--------ი და ს-----ი ტ--------ი, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებებით, თავდებმა პირებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულებების 2.1 მუხლით, მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის ჯამი, რაც ჯამში შეადგენს 6030 აშშ დოლარს (აქედან ძირი თანხა მაქსიმუმ 4120 აშშ დოლარი, პროცენტი -1760 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა -135 აშშ დოლარი, მომსახურების ყოველწლიური გადასახდელი - 15 აშშ დოლარი) ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
6. სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს "7.1. გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა". ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად: "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღურება". წინამდებარე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულების პირობებს, გამსესხებელს ასევე აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის და სესხის ხელშეკრულების 8.2 მუხლში გათვალისწინებული თანხების დაუყოვნებლივ სრულად მოთხოვნის უფლება.
7. ხელშეკრულებაში მითითებული თანხით განხორციელდა სს ,,კ------------ში'' კ------ ტ--------ის სახელზე არსებული დავალიანების დაფარვა, შესაბამისად, რეალურად განხორციელდა უკვე არსებული სესხის გადაფარვა 4014.44 აშშ დოლარის ოდენობით.
8. მსესხებელი უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 7 ივნისიდან, გრაფიკის მიხედვით, გადაუხდელია 2016 წლის 7 ივნისს გადასახდელი თანხა 2017 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, რასაც ემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა. გრაფიკით შეთანხმებულ ვადებში თანხის გადაუხდელობის და ვადაგადაცილების გამო როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს გაფრთხილების წერილები გაეგზავნათ და ჩაბარდათ კანონმდებლობით დადგენილი წესით. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2017 წლის 7 აგვისტოს, ვალდებულება კი დღემდე შეუსრულებელია (გაფრთხილების მიცემიდან დღემდე გასულია გონივრული ვადა და შესაბამისად, ამოწურულია სადავო საკითხის არასასამართლო გზით გადაჭრის შესაძლებლობა);
9. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარმოება, რომ სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მოსარჩელეთა მიერ გადახდილ იქნა თანხა 200 აშშ დოლარის ოდნეობით, მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული თანხმა მთლიანად მიემართა ჯარიმის დასაფარად, ხოლო მოპასუხეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული 200 აშშ დოლარით დაიფარა თანხის ძირი.
10. 2016 წლის 9 სექტემბერს, შპს ,-------------------------------–-- კ-------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,-------------------------------–-- კ-------დ”. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კ------------ი“.
11. ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „კ------------მა“ და მოითხოვა მოპასუხეებს მოსარჩელე სს "კ------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5473.58 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 3520 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 751.45 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი 81.76 აშშ დოლარი, საკომისიო 14.42 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა (0.27%) 929.95 აშშ დოლარი და ჯარიმა (5%) 176 აშშ დოლარი. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დავალიანების გადასახდელად გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი მ--------–----------–------------–--, საკადასტრო კოდით: 8-----------. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების კ------ ტ--------ის, ა---– ტ--------ის, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ასა და ს-----ი ტ--------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
12. სარჩელის საფუძვლები:
12.1. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და კ------ ტ--------ს შორის 240 თვის ვადით - 2034 წლის 22 აგვისტომდე გაფორმდა ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურების შესახებ, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ოდენობა - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. ამავედროს, აღნიშნული ხელშეკრულების 5.2 მუხლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული დოკუმენტები (იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა, საბანკო გარანტია, სესხის და სხვა ხელშეკრულებები) წარმოადგენს ამ ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს. იმავე დღეს, სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში გასაცემი (გაცემული) სესხების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა კ------ ტ--------ის, ა---– ტ--------ის, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ასა და ს-----ი ტ--------ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი მ--------–----------–------------–-- საკადასტრო კოდით: 8-----------. იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ა---– ტ--------ს, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ასა და ს-----ი ტ--------ს წარმოადგენდა თავად მსესხებელი კ------ ტ--------ი. იპოთეკის ხელშეკრულების 5.3.3 მუხლის თანახმად, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, თუ მსესხებელი არ გადაიხდის ამ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ სესხებს, დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმას; ამავე დროს ხელშეკრულებების 5.11 მუხლის თანახმად: იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას /კრედიტორის/ იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას;
2014 წლის 22 აგვისტოს სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელესა და მსესხებელ კ------ ტ--------ს შორის, 2015 წლის 26 აგვისტოს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა ისესხა 4120 აშშ დოლარი, 23 თვის ვადით - 2017 წლის 7 აგვიტოს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.8 მუხლის თანახმად, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2.58%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე კი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა (რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით), ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად (სს" კ------------ი"-ს მსესხებებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს "---------------------------–------------"-ში; "საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები"-ს შესახებ შეთანხების 4.3.2. პუნქტის ასევე 28.11.14 შეთანხმების თანახმად ნათლად სჩანს, რომ სადაზღვევო პრემიას იხდის დამზღვევი, ანუ სს ,,კ------------ი", შესაბამისად, გადახდის გრაფიკში მითითებული თანხა მსესხებელმა უნდა გადაუხადოს მოსარჩელს); ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით. მსესხებელს ჰყავს თავდებები. კერძოდ: ე-–----- კ--------ა, ა----–-- ტ--------ა, ა----- ტ--------ა, ზ--------ა ტ--------ა, ა---– ტ--------ი და ს-----ი ტ--------ი, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებებით, თავდებმა პირებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულებების 2.1 მუხლით, მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის ჯამი, რაც ჯამში შეადგენს 6030 აშშ დოლარს (აქედან ძირი თანხა მაქსიმუმ 4120 აშშ დოლარი, პროცენტი -1760 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა -135 აშშ დოლარი, მომსახურების ყოველწლიური გადასახდელი - 15 აშშ დოლარი) ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
მოსარჩელის განმარტებით, თავდებებთან გაფორმებულ თავდებობის განცხადებებსა და ხელშეკრულებებზე არ არის დასმული მათი გაფორმების თარიღები, რაც აშკარა ტექნიკური ხარვეზია. აღნიშნული თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები რომ ნამდვილად 2015 წლის 26 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებაზეა გაფორმებული, ადასტურებს თავად თავდებობის ხელშეკრულებების 2.1 პუნქტში განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის ოდენობებისა და 2015 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებაში, გადახდის გრაფიკსა და სესხის თანხის გადახდის ისტორიაში მითითებული თანხების იდენტურობის ფაქტი. აღნიშნული ფაქტი, ასევე, დასტურდება თავდებ ს-----ი ტ--------თან 2018 წლის 21 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით. ასევე აშკარა ტექნიკური ხასიათის შეცდომაა დაშვებული ს-----ი ტ--------თან გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტში, სადაც მომსახურების ყოველწლიური გადასახდელი - 15 ,,აშშ დოლარის" ნაცვლად, მითითებულია ,,ლარი".
სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს "7.1. გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა". ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად: "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღურება". წინამდებარე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულების პირობებს, გამსესხებელს ასევე აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის და სესხის ხელშეკრულების 8.2 მუხლში გათვალისწინებული თანხების დაუყოვნებლივ სრულად მოთხოვნის უფლება.
მსესხებელი უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 7 ივნისიდან, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევამ მიიღო სისტემატიური ხასიათი; გრაფიკის მიხედვით, ამ დროისათვის გადაუხდელია 2016 წლის 7 ივნისს გადასახდელი თანხა 2017 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, რასაც ემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა (დეტალური ინფორმაცია იხ. დანართში #6). გრაფიკით შეთანხმებულ ვადებში თანხის გადაუხდელობის და ვადაგადაცილების გამო როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს გაფრთხილების წერილები გაეგზავნათ და ჩაბარდათ კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნიშანდობლივია, რომ სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2017 წლის 7 აგვისტოს, ვალდებულება კი დღემდე შეუსრულებელია (აქვე აღსანიშნავია, რომ გაფრთხილების მიცემიდან დღემდე გასულია გონივრული ვადა და შესაბამისად, ამოწურულია სადავო საკითხის არასასამართლო გზით გადაჭრის შესაძლებლობა);
დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის სოლიდარული მოთხოვნა მოპასუხეების კ------ ტ--------ის, ე-–----- კ--------ას, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ზ--------ა ტ--------ას, ა---– ტ--------ის და ს-----ი ტ--------ის, მიმართ ჯამში შეადგენს: 5673.58 აშშ დოლარს, (საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 3520 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 751.45 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი - 81.76 აშშ დოლარი, საკომისიო 14.42 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა (0.27 პროცენტი) - 1129.95 აშშ დოლარი და ჯარიმა (5 პროცენტი) - 176 აშშ დოლარი.
იმისათვის რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის წარმოედგინა იპოთეკის საგნის მოპასუხის საკუთრებაში ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება, მოსარჩელის მიერ განხორციელდა საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლება; საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის კი მოსარჩელის მიერ გადახდილია 11 ლარი (რომელიც არის საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების საფასური, თანახმად საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N509 დადგენილებით დამტკიცებული 'საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების" მე-3 მუხლის "ა" ქვეპუნქტისა.
2016 წლის 9 სექტემბერს, შპს ,-------------------------------–-- კ-------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,-------------------------------–-- კ-------დ”, გარდა ამისა, განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კ------------ი“.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა, რომ ვინაიდან სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ მოსარჩელეთა მიერ გადახდილ იქნა თანხა 200 აშშ დოლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა მთლიანად აისახა ჯარიმის ნაწილში. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მისი სოლიდარული მოთხოვნა მოპასუხეების კ------ ტ--------ის, ე-–----- კ--------ას, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ზ--------ა ტ--------ას, ა---– ტ--------ის და ს-----ი ტ--------ის, მიმართ ჯამში შეადგენს: 5473.58 აშშ დოლარს, (საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 3520 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 751.45 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი - 81.76 აშშ დოლარი, საკომისიო 14.42 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა (0.27 პროცენტი) - 929.95 აშშ დოლარი და ჯარიმა (5 პროცენტი) - 176 აშშ დოლარი.
13. მოპასუხის შესაგებელი:
13.1. მოპასუხეების კ------ ტ--------ის, ა---– ტ--------ის, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ასა და ს-----ი ტ--------ის პოზიცია.
მოპასუხეებმა კ------ ტ--------მა, ა---– ტ--------მა, ე-–----- კ--------ამ, ზ--------ა ტ--------ამ და ს-----ი ტ--------მა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და თანხმობა გამოთქვეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადაიხადონ სესხის დარჩელი ძირი თანხა 2634.85 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ.
წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელეს და მოპასუხეებს შორის დაიდო სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებიც მთლიანად მორგებული იყო მოსარჩელის ინტერესზე და მოპასუხეების ინტერესები დაცული არ ყოფილა, აღნიშნული ხელშეკრულებები შედგენილი იყო ქართულ ენაზე, ვინაიდან მოპასუხეები არ ფლობდნენ ქართულ ენას და ხელშეკრულებაც მათთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსი მათთვის უცნობი იყო. აგრეთვე, 2015 წლის 26 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 4120 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ საპროცენტო განაკვეთი - 2.58% ძალიან მაღალია და განისაზღვრა არასწორად, აგრეთვე, არასწორად განისაზღვრა და ძალიან მაღალია გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმა 5% და ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%.
მოპასუხეების მტკიცებით, სარჩელს არ ერთვის იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს "კ------------მა" ს----------------------- "ა-–----- ბ-----ში" გადაიხადა სადაზღვევო თანხა.
მოპასუხეებმა აგრეთვე სადავოდ გახადეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი თავდებობის ხელშეკრულებების ნამდვილობის ფაქტი და მიუთითეს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები ფორმის დაუცველად არის შედგენილი, კერძოდ, მათში არ არის მითითებული მათი შედგენის თარიღი და სესხის ხელშეკრულების ნომერი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმდა აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულებები, თარიღი არ არის მითითებული აგრეთვე თავდებობის შესახებ განცხადებებზე. მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს თავდებობის ხელშეკრულებებში მითითებული ზღვრული თანხების ვალუტის გამომსახველი საშუალებებიც. მათ მიუთითეს, რომ თავდებობის ხელშეკრულებებში ხელით არის ჩამატებული ვალუტის გამომსახველი საშუალება და ნაცვლად თავდაპირველად მითითებული ეროვნული ვალუტა ლარისა მითითებულია უცხოური ვალუტა დოლარი.
მოპასუხე კ------ ტ--------მა მიუთითა, რომ სესხის გაცემის დღიდან მას მთლიანობაში გადახდილი აქვს 2016 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 23 აგვისტომდე - 2236.96 აშშ დოლარი. (იხ. შესაგებელი, 10.10.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
14. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს კ------ ტ--------ს, ა---– ტ--------ს, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ას და ს-----ი ტ--------ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების 3527,52 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3320.75 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი 81.76 აშშ დოლარი, ჯარიმა (0.27 პროცენტი) - 92.99 აშშ დოლარი, ჯარიმა (5 პროცენტი) – 17.6 აშშ დოლარი, საკომისიო 14.42 აშშ დოლარი. დავალიანების გადახდევინების მიზნით განხორციელდა იპოთეკით დატვირთული, შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: მდებარე - მ--------–----------–------------–--, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 8-----------; იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს კ------ ტ--------ის, ა---– ტ--------ის, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ას და ს-----ი ტ--------ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე; კ------ ტ--------ს, ა---– ტ--------ს, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ას და ს-----ი ტ--------ის მოსარჩელე სს „კ------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისთვის გაღებული ხარჯის - 11 ლარის გადახდა; მოპასუხეებს კ------ ტ--------ს, ა---– ტ--------ს, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ას და ს-----ი ტ--------ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 67 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; მოსარჩელე სს ,,კ------------ს” დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 415.99 ლარიდან - ნაწილი - 194 ლარი, რომელიც გადახდილია 2---------, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; ანგარიშის N300 093 150 (საგადასახადო დავალება N------). არ დაკმაყოფილდა კ------ ტ--------ის, ა---– ტ--------ის, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ას და ს-----ი ტ--------ის შუამდგომლობა აღსრულების განწილვადების თაობაზე. (იხ. გადაწყვეტილება) ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს კ------ ტ--------ს, ა---– ტ--------ს, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ას და ს-----ი ტ--------ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საპროცენტო სარგებლის 751.45 აშშ დოლარის გადახდა. კ------ ტ--------ს, ა---– ტ--------ს, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ას და ს-----ი ტ--------ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 54 ლარის ოდენობით. (იხ. დამატებითი გადაწყვეტილება)
15. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და 2018 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს კ------ ტ--------მა, ა---– ტ--------მა, ა----–-- ტ--------ამ, ა----- ტ--------ამ, ე-–----- კ--------ამ, ზ--------ა ტ--------ამ და ს-----ი ტ--------მა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
15.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდაოდ სს „კ------------სა“ და მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება საპროცენტო სარგებლის 751.45 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევის 81.76 აშშ დოლარის, ჯარიმის (0.27 პროცენტი) 92.99 აშშ დოლარის, ჯარიმა 5% -17.7 აშშ დოლარისა და საკომისიოს 14.42 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არის კაბალური და უკანონო. 2015 წლის 26 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების თანახმად, სს „კ------------ისგან“ კ------ ტ--------მა აიღო სესხი 4120 აშშ დოლარი, თუმცა სესხის საპროცენტო განაკვეთი 2.58% განისაზღვრა არასწორად და აღნიშნული პროცენტი საგრძნობლად მაღალია. ასევე არასწორად განისაზღვრა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმა 5%, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% საგრძნობლად მაღალია. სესხის გაცემიდან დღემდე კ------ ტ--------ს გადახდილი აქვს მთლიანობში 6 745 აშშ დოლარი, საიდანაც 2015 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით გადახდილი აქვს 4 298 აშშ დოლარი, ხოლო 07.06.2016 წლიდან 23.08.2018 წლის ჩათვლით გადახდილი აქვს 2 247 აშშ დოლარი.
15.2. აპელანტების განმარტებით, მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი არ აქვს 2014 წლის 22 აგვისტოს მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს-----------------------ში სადაზღვევო თანხის დამადასტურებელი მტკიცებულება.
15.3. მხარეებს შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება სრულიად მორგებულია მოსარჩელის ინტერესზე და დაცული არ არის მსესხებლისა და თავდების ინტერესები. აღნიშნული ხელშეკრულებები გაფორმდა ქართულ ენაზე, რომელიც ხელშეკრულებებზე ხელმოწერის დროს მსესხებლისა და თავდებებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე არ გადათარგმნილა. ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებულია თავდები ს-----ი ტ--------ი და სხვები, ხოლო ხელშეკრულების მეორე მხარე ე.ი. ბანკის წარმომადგენელი მითითებული არ არის. ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებული არ არის კ------ ტ--------ის რომელი სესხის ხელშეკრულების ვალდებულებიდან გამომდინარე არიან თავდები. არ არის მითითებული სესხის თარიღი და ნომერი. თავდებობის ხელშეკრულებები გაყალბებულია. გაუგებარია, რომელი სესხის დარღვევის გამო ითხოვს მოსარჩელე ვალდებულების შესრულებას. ხელშეკრულების 2.1. პუნქტში თანხების შესახებ ინფორმაცია ხელით ჩამატებულია და მითითებულია ბუნდოვნად. თავდებობის ხელშეკრულებაში სესხად ფულადი თანხა უწერია ეროვნულ ვალუტაში -ლარში, ხოლო ანაზღაურებას ითხოვს დოლარში. სესხის ხელშეკრულების ის პუნქტები, სადაც განსაზღვრულია პროცენტის ოდენობა და პირგასამტეხლოს პროცენტები აშკარად ეწინააღმდეგება კანონს. ხელშეკრულებაში იმთავითვე ჩაიდო ისეთი პირობა, რამაც მსესხებელი და თავდები პირები ჩააყენა უარეს მდგომარეობაში, ხოლო სს „კ------------ი“ იღებს იმაზე მეტ სარგებელს, რაც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
სამოტივაციო ნაწილი
16. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
17. მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტი) და სასამართლოს დასკვნებს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს:
18. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების პრეტენზიას შეუსაბამოდ მაღალი სარგებლის და ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით და განმარტავს შემდეგს:
2014 წლის 22 აგვისტოს სესხის ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში სს „კ------------სა“ და მსესხებელ კ------ ტ--------ს შორის, 2015 წლის 26 აგვისტოს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა ისესხა 4120 აშშ დოლარი, 23 თვის ვადით - 2017 წლის 7 აგვიტოს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.8 მუხლის თანახმად, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2.58%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე კი გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე).
სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს "7.1. გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა". ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად: "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღურება". წინამდებარე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულების პირობებს, გამსესხებელს ასევე აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის და სესხის ხელშეკრულების 8.2 მუხლში გათვალისწინებული თანხების დაუყოვნებლივ სრულად მოთხოვნის უფლება.
პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს კ------ ტ--------ს, ა---– ტ--------ს, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ას და ს-----ი ტ--------ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების 3527,52 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3320.75 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი 81.76 აშშ დოლარი, ჯარიმა (0.27 პროცენტი) - 92.99 აშშ დოლარი, ჯარიმა (5 პროცენტი) – 17.6 აშშ დოლარი, საკომისიო 14.42 აშშ დოლარი, ხოლო 2018 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს კ------ ტ--------ს, ა---– ტ--------ს, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ას და ს-----ი ტ--------ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საპროცენტო სარგებლის 751.45 აშშ დოლარის გადახდა.
პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული სააკრედიტო ხელშეკრულების დებულებები, რომლითაც სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა, არ არის შეუსაბამოდ მაღალი არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით არ არის უცილოდ ბათილი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიწვევდა არა მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, არამედ სარგებლის ნაწილში მის ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. პალატა განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში მითითებულ განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს „სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. (ას-139-139-2018)
აღნიშნულის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
19. პალატა იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდი არის ხანგრძლივი, სესხის მოვალეს უნდა დაებრუნებია 2017 წლის 7 აგვისტოს, თუმცა ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო სესხის ძირ თანხაზე 3320.75 აშშ დოლარზე 92.99 აშშ დოლარი, ჯარიმა - 17.6 აშშ დოლარი და საკომისიო 14.42 აშშ დოლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, დაკისრებული პირგასამტეხლო საგრძნობლად მაღალია. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ის დაკარგავს თავის ძირითად პრევენციულ და ზიანის მაკომპენსიერებლ ფუნქციას. აქედან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
20. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი არ აქვს 2014 წლის 22 აგვისტოს მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს-----------------------ში სადაზღვევო თანხის დამადასტურებელი მტკიცებულება, ვინაიდან 2015 წლის 26 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა (რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით), ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად (სს" კ------------ი"-ს მსესხებებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს "---------------------------–------------"-ში; "საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები"-ს შესახებ შეთანხების 4.3.2. პუნქტის ასევე 28.11.14 შეთანხმების თანახმად სადაზღვევო პრემიას იხდის დამზღვევი, ანუ სს ,,კ------------ი", შესაბამისად, გადახდის გრაფიკში მითითებული თანხა მსესხებელმა უნდა გადაუხადოს მოსარჩელს); ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით. ამდენად, წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე დგინდება სს „ კ------------ის“ ვალდებულება სს „ს----------------------- ა-–-----ს“ მიმართ, სადაც დაზღვეულს წარმოადგენს სს „კ------------ის“ მსესეხებელი ფიზიკური პირი. შესაბამისად, აპელანტების მოსაზრება ს-----------------------ში სადაზღვევო თანხის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის თაობაზე უსაფუძვლოა.
21. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება სრულიად მორგებულია მოსარჩელის ინტერესზე და დაცული არ არის მსესხებლისა და თავდების ინტერესები. აღნიშნული ხელშეკრულებები გაფორმდა ქართულ ენაზე, რომელიც მათთვის გასაგებ ენაზე არ გადათარგმნილა. ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებულია თავდები ს-----ი ტ--------ი და სხვები, ხოლო ხელშეკრულების მეორე მხარე ე.ი. ბანკის წარმომადგენელი მითითებული არ არის, ასევე არ არის მითითებული სესხის თარიღი და ნომერი. ხელშეკრულების 2.1. პუნქტში თანხების შესახებ ინფორმაცია ხელით ჩამატებულია და მითითებულია ბუნდოვნად. თავდებობის ხელშეკრულებაში სესხად ფულადი თანხა უწერია ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ხოლო ანაზღაურებას ითხოვს დოლარში.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ თავდებებთან გაფორმებულ თავდებობის განცხადებებსა და ხელშეკრულებებზე არ არის დასმული მათი გაფორმების თარიღები, აღნიშნული თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები, რომ ნამდვილად 2015 წლის 26 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებითაა გაფორმებული, ადასტურებს თავად თავდებობის ხელშეკრულებების 2.1 პუნქტში განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის ოდენობებისა და 2015 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებაში, გადახდის გრაფიკსა და სესხის თანხის გადახდის ისტორიაში მითითებული თანხების იდენტურობის ფაქტი, შესაბამისად, ისინი თავადვე ადასტურებენ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობის ფაქტს. აღნიშნული ფაქტი, ასევე, დასტურდება თავდებ ს-----ი ტ--------თან 2018 წლის 21 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით. ასევე აშკარა ტექნიკური ხასიათის შეცდომაა დაშვებული ს-----ი ტ--------თან გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტში, სადაც მომსახურების ყოველწლიური გადასახდელი - 15 ,,აშშ დოლარის" ნაცვლად, მითითებულია ,,ლარი".
22. პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტების განმარტებას იმის თაობაზე, რომ არ იციან ქართული ენა და მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულებების შინაარსი, რადგან საქმეში წარმოდგენილი თავდებობის ხელშეკრულებებზე ხელმოწერები მოპასუხეთა მიერ შესრულებულია ქართულ ენაზე და ივარაუდება, რომ მათთვის ხელშეკრულების შინაარსი და პირობები ცნობილია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში სწორედ აპელანტების (მოპასუხეთა) ინტერესის სფეროს წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ მათ მიერ გამოვლენილი ნება არ შეესაბამებოდა მათ ნამდვილ ნებას. სამოქალაქო სამართალში აღიარებული მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, აპელანტებმა ვერ შეძლეს სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით გაექარწყლებინათ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მითითება დოკუმენტების შესაბამობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
23. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ------ ტ--------ის, ა---– ტ--------ის, ა----–-- ტ--------ას, ა----- ტ--------ას, ე-–----- კ--------ას, ზ--------ა ტ--------ას და ს-----ი ტ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლე: ქეთევან დუგლაძე
ბესარიონ ტაბაღუა