განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
200100118002684184
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002684184

საქმე №1ბ/1616-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----- ბ---------–---–ის

ადვოკატის: მ-------ი პ-----–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ--–- გ-------–---–ის მონაწილეობის გარეშე (გარდაცვალების გამო).

ღია სასამართლო სხდომაზე თ--–---ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №035180718002) მსჯავრდებულ გ--–- გ-------–---–ის მიმართ. გ--–- ვ--–----ს ძე გ-------–---–ი დაბადებულია 1--- წლის 14 ივნისს, პ/ნ2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არ მქონე, გარდაცვალებამდე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–---ს რაიონის სოფელ ი---–----–ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით გ--–- გ-------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა და კულტივირება დიდი ოდენობით.

 

გ--–- გ-------–---–ის აღნიშნული ქმედება პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის გაზაფხულზე გ--–- გ-------–---–მა თ--–---ს რაიონის სოფელ ი---–----–ი მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებას. 2018 წლის 18 ივლისს შსს თ--–---ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გ--–- გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 2 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის მცენარეს, საერთო წონით 217,14 გრამი.

 

თ--–---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით:

 

გ--–- გ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.

 

გ--–- გ-------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თ--–---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ--–---ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ბ---------–---–მა და მოითხოვა გ--–- გ-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დანიშვნა.

 

პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა შემდეგი: თ--–---ს რაიონულმა სასამართლომ გ--–- გ-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდებისას არასწორად გამოიყენა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება, როცა არ დაუნიშნა სასჯელი. სწორად არ იქნა განამარტებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 151 გრამიდან 266 გრამამდე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის დათესვისა და კულტივირებისათვის 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. გ--–- გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან კი ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 217,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ 217,14 გრამის ოდენობით კანაფის მოყვანა და კულტივირება შეიძლება, შეიცავდეს მისი რეალიზაციის ავტომატურ საფრთხეს, რაც ამართლებს მისი მოყვანისა და კულტივირებისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. შესაბამისად, მიაჩნია, რომ 151 გრამზე მეტი ოდენობით კანაფის მცენარის დათესვასა და მოყვანაზე უნდა გავრცელდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 151 გრამიდან 266 გრამამდე კანაფისათვის გათვალისწინებული დებულებები. ბრალდების მხარეს კანონშეუსაბამოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ თ--–---ს რაიონული სასამართლომ გ--–- გ-------–---–ის მიმართ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა ზემოთმითითებული გარემოებები და მსჯავრდებულს საერთოდ არ განუსაზღვრა სასჯელი.

 

სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ წარმოადგინა მსჯავრდებულ გ--–- გ-------–---–ის გარდაცვალების დამადასტურებელი თ--–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის ე-- ჩ----–-–---–ის მიერ 2019 წლის 14 მაისს გაცემული #43/148046 მომართვა, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ბრალდების მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვებში დააზუსტა სააპელაციო საჩივრის შინაარსი და მოითხოვა გ--–- გ-------–---–ს ჩადენილი ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი არ დაენიშნოს გარდაცვალების გამო და არა საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

ადვოკატმა მ------- პ-----–---–მა დაადასტურა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გ--–- გ-------–---–ის გარდაცვალების ფაქტი. შესავალ და დასკვნით სიტყვებში მოითხოვა გ--–- გ-------–---–ის მიმართ თ--–---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება და მთლიანად დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებულ მსჯელობას.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთა მათ, მოახდინა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ--–---ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების - გ--–- გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოს და ეზოს ჩხრეკის ოქმის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოცხრილის, ბრალდებულის სახით გ--–- გ-------–---–ის გამოკითხვის ოქმის, ქიმიური ექსპერტიზის N164/სქ დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--–- გ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება. ზემოხსენებული მტკიცებულებები საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებზე.

 

პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ--–- გ-------–---–ის მიმართ სასჯელის დაუნიშნავად გამოტანილ განაჩენში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებაზე მითითებას. აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფქსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისა და კულტივირებისთვის, ასევე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისათვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ,,ექვსიდან თორმეტ წლამდე“.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ--–- გ-------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ: დიდი ოდენობით - 217,14 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“ უკანონო დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისათვის, რაც აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მსჯელობა სასჯელის დაუნიშნავად განაჩენის გამოტანის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მითითებით არ უნდა ჩაითვალოს მართებულად.

 

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სწორედ ამგვარი მსჯელობა ჩამოაყალიბა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ თავის 2018 წლის 08 ოქტომბრის №65აგ-18 განჩინებაში.

 

პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვამდე მსჯავრდებული გ--–- გ-------–---–ი გარდაიცვალა, რაც დადასტურებულია თ--–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის ე-- ჩ----–-–---–ის მიერ 2019 წლის 14 მაისს გაცემული #43/148046 მომართვით.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოტანილი იქნას სასჯელის დაუნიშნავად. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად გამამატყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული (მსჯავრდებული) გარდაიცვალა. მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ გ--–- გ-------–---–ის მიმართ გამოტანილ განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი - გ--–- გ-------–---–ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გარდაცვალების გამო არ უნდა დაენიშნოს სასჯელი. მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ასევე უნდა ამოირიცხოს პუნქტი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თ--–---ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თ--–---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენში გ--–- გ-------–---–ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით, მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 302 მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ--–---ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

თ--–---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენში გ--–- გ-------–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

 

გ--–- გ-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისი გარდაცვალების გამო საქართველოს სსსკ-269 მუხლის მეექვსე ნაწილის საფუძველზე არ დაენიშნოს სასჯელი.

 

ნარკოტიკული საშუალება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე