განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
110100118002260934
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-157-2018 წელი

№110100118002260934

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

12 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართ-ლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ-–- ა-------–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ლ-–- ა-------–--ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები თ--------–---------------------–-----------------ში, მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და შეფარდებული აქვს თავი-სუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამო-საცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოე-ბისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათი;

aRwerilobiTi nawili:

ლ-–- ა-------–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწი-ნებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორსული ქალის მიმართ (ორი ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

არასრულწლოვანი ა-- ნ-----–---–ი, 2017 წლის 7 მარტიდან, არარეგისტრირებულ ქორ-წინებაში იმყოფება ლ-–- ა-------–--ესთან. თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის მაი-სიდან, რამდენიმე თვის განმავლობაში, ლ-–- ა-------–--ე და ა-- ნ-----–---–ი სამუშაოდ იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. აღნიშნულ პერიოდში ა-- ნ-----–---–ი და-ორსულდა, რის გამოც ვერ მუშაობდა და იმყოფებოდა სახლში. ამის გამო გაბრაზებული ლ-–- ა-------–--ე მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთერთი ასეთი კონფ-ლიქტის დროს, ლ-–- ა-------–---- ხელი დაარტყა სახის არეში ა-- ნ-----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ა-- ნ-----–---–ი და ლ-–- ა-------–--ე ცხოვრობდნენ თ--------–ის რაიონის სო-ფელ ბ----------–ი, ლ-–- ა-------–--ის ბებიის - ნ--- ბ---------–--ის სახლში. აღნიშნულ მისამართზე ყოფნისას, 2017 წლის 25 ნოემბერს, ლ-–- ა-------–----, წინასწარი შეცნო-ბით, ორსულ, არასრულწლოვან მეუღლეს – ა-- ნ-----–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში რა დროსაც ა-- ნ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

არასრულწლოვანი ა-- ნ-----–---–ი, 2017 წლის 7 მარტიდან, არარეგისტრირებულ ქორ-წინებაში იმყოფება ლ-–- ა-------–--ესთან. თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის მაისი-დან, რამდენიმე თვის განმავლობაში, ლ-–- ა-------–--ე და ა-- ნ-----–---–ი სამუშაოდ იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. აღნიშნულ პერიოდში, ა-- ნ-----–---–ი და-ორსულდა, რის გამოც ვერ მუშაობდა და იმყოფებოდა სახლში. ამის გამო გაბრაზებული ლ-–- ა-------–--ე, მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთერთი ასეთი კონ-ფლიქტის დროს, ლ-–- ა-------–---- ხელი დაარტყა სახის არეში ა-- ნ-----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ა-- ნ-----–---–ი და ლ-–- ა-------–--ე ცხოვრობდნენ თ--------–ის რაიონის სო-ფელ ბ----------–ი, ლ-–- ა-------–--ის ბებიის - ნ--- ბ---------–--ის სახლში. აღნიშნულ მისამართზე ყოფნისას, 2017 წლის 4 დეკემბერს, ა-- ნ-----–---–მა რამდენჯერმე დაურე-კა მეუღლეს და ჰკითხა ადგილსამყოფელი, რის გამოც გაბრაზებულმა ლ-–- ამბროლა-ძემ, სახლში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით 21:00 საათზე, წინასწარი შეცნობით, ორსულ, არასრულწლოვან მეუღლეს - ა-- ნ-----–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ა-- ნ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ვ------- ნ-------მ და მსჯავრდებულმა ლ-–- ამბრო-ლაძემ.

აპელანტი, პროკურორი ვ------- ნ------- თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ლ-–- ა-------–--ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვ-ნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ლ-–- ამბრო-ლაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი. კერძოდ ლ-–- ა-------–---- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს. ლ-–- ა-------–--ე წარსულში ნასამართლევია განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. არსებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთადაც აუცი-ლებელია მკაცრი სასჯელის გამოყენება, რომელიც გახდებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მყარი გარანტი. ლ-–- ა-------–--ისათვის დანიშნული სას-ჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

მსჯავრდებული ლ-–- ა-------–--ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრის შეცვლას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრო-მით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი მუშაობს კერძო სამუშაოებზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქე-ბის გარდა სამუშაოებს ასრულებს საზღვარგარეთ, თურქეთში. ამაში მას ხელს შეუშლის პირობითი მსჯავრი და რაც გამოიწვევს ოჯახის რჩენისათვის ისედაც მცირე ანაზღაუ-რების შემოსავლის კიდევ შემცირებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამარ-თლოს მსჯავრდებულ ლ-–- ა-------–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-–- ა-------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ-–- ა-------–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები, რომ მან დანაშაული ჩაიდინა წინასწარი შეცნობით ორ-სული ქალისა და არასრულწლოვნის მიმართ, ასევე ის გარემოება, რომ იგი ნასამართ-ლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვ-რული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციე-ლების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ლ-–- ა-------–--ეს შეუფარდა 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაუნიშნა საზოგადოებისათვის სასარგებ-ლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდე-ბული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ან სასიკეთო ცვლი-ლების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი ლ-–- ა-------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საა-პელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ლ-–- ა-------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ლ-–- ა-------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2017 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2017 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, ლ-–- ამბრო-ლაძეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ლ-–- ა-------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯე-ლის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

გაუქმდეს ლ-–- ა-------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს თანხა საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ლ-–- ა-------–--ეს დაეკისროს მოვალეობა პრობა-ციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველ-ზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ლ-–- ა-------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვ-რებელი ადგილის მიხედვით;

ასევე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორ-ციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრე-ბელი ადგილის მიხედვით;

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili