განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-286-2019 წელი
№080100118002638517
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
24 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ------ გ---–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ------ გ---–--ე, დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ტ------–--------------------–----------ში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენით ცნობი-ლი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
მ------ გ---–--ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არა-სრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე ქ. ტ------––------------------------------ში მდებარე სახლში, მ------ გ---–--ემ არასრულწლოვანი შვილიშვილების თან-დასწრებით იძალადა მეუღლეზე – ა----- გ---–--ეზე (ხელი რამდენჯერმე დაარტყა თა-ვის არეში). ძალადობის შედეგად ა----- გ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენით მ------ გ---–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ------- გ----------ემ, რომელიც ითხოვს მ------ გ---–--ის მი-მართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მოთ-ხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მოწმეების სერგო ც---------–---–ისა და და-ვით ზ------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ და---რა-ლებული ა----- გ---–--ე მოუყვა თუ როგორ იძალადა მისმა მეუღლემ მ------ გ---–--ემ მასზე, რის გამოც დააკავეს მ------ გ---–--ე. ამ უკანაკნელმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს უთხრა თუ როგორ სცემა მეუღლე ა----- გ---–--ე. ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას ასევე დაადასტურა, რომ გამოკვლევის ჩა-ტარებისას ა----- გ---–--ემ განმარტა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ მ------- გ---–--ემ.
სააპელაციო საჩივარზე გამართლებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე დ----- ზ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ტყიბულის რაიო-ნულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 6 აგვის-ტოს 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ ტ------–--------------------–----------ში, ა--- ფ-------ე ცემა მისმა მეუღლემ მ------ გ---–--ემ და ითხოვდა დახმარებას. ამის შემდეგ თანამშრომელ ს----- ც---------–---–თან ერთად სამსახურებრივი მანქანით გავიდნენ შემთხვევის ადგილას. მოწმემ განმარტა, რომ მ------ გ---–--ეს იცნობდა, რადგან 25 წე-ლია მუშაობს პოლიციაში და აღნიშნულიდან გამომდინარე შეხება ჰქონდა მოსახლეო-ბასთან. როდესაც მივიდნენ სოფელში, მ------ გ---–--ე ქუჩაში გადაადგილდებოდა ფე-ხით, მათ კითხეს ნამდვილად იყო თუ არა ის მ------ გ---–--ე, რომელმაც აღნიშნული დაუდასტურა. შეეკითხა იცოდა თუ არა რისთვის იყო მოსული, რაზეც მ------ გ---–--ემ უპასუხა, რომ იცოდა, რადგან იყო ნასვამ მდგომარეობაში და ცემა მეუღლე. ამის შემდეგ ადგილზე მოხდა მისი დაკავება, რაზეც წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბრალდებული მ------ გ---–--ე გადაიყვანეს ტყიბულის რაიონულ სამმართველოში, განემარტა უფლე-ბები, შემდეგ მოხდა ბრალდებულის გამოკითხვა, მას დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, ასევე მოხდა მისი ალკოჰოლზე შემოწმება. ასევე გამოკითხული იქნა ჩხუბის შემსწრე მისი ოჯახის წევრები, კერძოდ შვილები და მეუღლე. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ დაზარალებულს პასპორტში ეწერა ა-----ი გ---–--ე, მაგრამ სოფელში იცნობდნენ მისი ქალიშვილობის სახელითა და გვარით, როგორც ა--- ფ-------ეს, ამასთან მათთან ზარი განხორციელდა ა--- ფ-------ის სახელითა და გვარით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ს----- ც---------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუ-შაობს ტყიბულის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამ-დებობაზე. 2018 წლის 6 აგვისტოს ის იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახუ-რებრივ მოვალეობას, რა დროსაც ტ------–-------------------–----------იდან შევიდა შეტ-ყობინება, რომ გ----------ის უბანში, კერძოდ ა--- ფ-------ის ოჯახში არის ოჯახური კონფლიქტი, მისმა მეუღლემ მ------ გ---–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეუ-რაცხყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ის ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიე-ბელ დ----- ზ------ესთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე, სახლთან ახლოს ფეხით გადაადგილდებოდა მ------ გ---–--ე, რა დროსაც ის შეაჩერეს და გამოკითხეს ფაქტის ირგვლივ, რა დროსაც მ------ გ---–--ემ აღიარა, რომ იმყოფებოდა ნასვამ მდგო-მარეობაში, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რო-მელსაც ესწრებოდნენ ასევე არასრულწლოვნები. აღნიშნულის შემდეგ გამომძიებელმა დ----- ზ------ემ შეადგინა ადგილზე დაკავების ოქმი, რომელზეც ბრალდებულმა მოა-წერა ხელი, რის შემდეგაც მ------ გ---–--ე გადაიყვანეს ტყიბულის რაიონულ სამმარ-თველოში. ბრალდებულს რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს და აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება, რაიმე სახის იძულებას მასზე ადგილი არ ჰქონია. მ------ გ---–--ეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და შემოწმდა, რის შედეგადაც მას დაუდგინდა სიმ-თვრალე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა ა----- გ---–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწი-ლის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის – მ------ გ---–--ის წინააღმდეგ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმეებმა ი----- გ---–--ემ და ნ---- გ---–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მამის – მ------ გ---–--ის წინააღმდეგ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 6 აგვისტოს, მ------ გ---–--ის მიერ მისი მეუღლის ა--- ფ-------ის მიმართ ძალადობის (2018 წლის 6 აგვისტოს დაახლოებით დღის 12:30 საათზე ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფი-ზიკური ტკივილი) ფაქტზე.
საქმეში არსებული, დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 6 აგვის-ტოს 12:58 საათზე 112-ის მეშვეობით ტყიბულის რაიონულ სამმართველოში შევიდა ა--- ფ-------ის შეტყობინება, რომ ტ------–--------------------–----------ში, გ----------ის უბანში მდებარე გ---–--ეების სახლში სცემა მეუღლემ მ------ გ---–--ემ.
საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 7 აგვისტოს 01:04-01:12სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ა----- გ---–--ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მე-ქანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხა-რის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მ------ გ---–--ის მიერ ა----- გ---–--ის მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში და შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ა----- გ---–--ემ და მოწმეებმა ი----- გ---–--ემ და ნ---- გ---–--ემ პირველი ინსტან-ციის სასამართლოში ისარგებლეს დუმილის უფლებით.
ა----- გ---–--ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზა-რალებულის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები ვერ იქნა აღმოჩენილი.
რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის თანამშრომლებს, დ----- ზ------ეს და
ს----- ც---------–---–ს, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ ა----- გ---–--ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად მათი ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება მ------ გ---–--ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მ------ გ---–--ის მიმართ წარდგენილი ბრალ-დების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მ------ გ----–--ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაში, არ არსებობს სა-ხელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი მ------ გ---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გამამართლებელი განაჩენი მ------ გ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ------ გ---–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ------ გ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განჩინებით მ------ გ---–--ის მიმართ შეფარდებული გირაოს – 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველსაყო-ფად ტ------–-------------------–----------აში (საკადასტრო კოდი №------------) მდებარე, მ-----–- გ---–--ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადე-ბული ყადაღა.
გამართლებულ მ------ გ---–--ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათ-ვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili