განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
080100117002181059
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-214-2018 წელი

№080100117002181059

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

30 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – გ------- გ----------ის,ადვოკატის – ე--- ნ--------ს,მსჯავრდებულის – ა-–---------- შ---------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდო-მაზე, განიხილა ა-–---------- შ---------ის ბრალდების №------------ სისხლის სამარ-თლის საქმე.

ა-–---------- შ---------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქალაქ ქ-------–-----------------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაი-სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ა-–---------- შ---------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათ-ვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათ-ვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 10 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქ-------–--------------------------ში, ა-–---------- შ---------ემ არასრულწლოვანი შვილიშვილის მ---- ნ------ის თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე ზ----- ა--------ეზე, რომელსაც ხელი დაარტყა ზურ-გის არეში. ამ უკანასკნელმა განიცდა ფიზიკური ტკივილი.

2017 წლის 12 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქ-------–--------------------------ში, ა-–---------- შ---------ემ იძალადა მეუღლეზე ზ----- ა--------ეზე, რომელ-საც ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახისა და მუცლის არეში. ამ უკანასკნელმა განიცდა ფიზიკური ტკივილი.

2017 წლის 14 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქ-------–--------------------------ში, ა-–---------- შ---------ემ იძალადა მეუღლეზე ზ----- ა--------ეზე, რომელ-საც ხელი ორჯერ დაარტყა მუცელში. ამ უკანასკნელმა განიცდა ფიზიკური ტკივილი.

2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქ-------–--------------------------ში, ა-–---------- შ---------ემ იძალადა მე-უღლეზე ზ----- ა--------ეზე, რომელსაც ხელი რამდენჯერმე დაარტყა მკლავში და წაქ-ცეულს სახეში დაარტყა ფეხი. ამ უკანასკნელმა განიცდა ფიზიკური ტკივილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით ა-–---------- შ----------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 10 სექტემბრის ეპი-ზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასა-ჩივრეს პროკურორმა გ------- გ----------ემ და მსჯავრდებულ ა-–---------- შ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე--- ნ--------მ.

აპელანტი, პროკურორი გ------- გ----------ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ალექ-სანდრე შ---------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სწორედ ის ფაქტი, რომ ზ----- ა--------ეს სასამართლო პროცესზე კარ-გად არ ახსოვდა ძალადობის განხორციელების თარიღი, გახდა საფუძველი ამ ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის გამოტანისა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ზ----- ა--------ე სასამართლოში დაიკითხა დანაშაულის განხორციელების მომენტიდან 5 თვის შემდეგ, მან სასამართლოს უამბო, რომ ოთხიდან ერთ-ერთი ძალადობის დროს დანაშაულს უყურებდა მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი მ---- ნ------ე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზ----- ა--------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა მრავლო-ბითი დაზიანებები ნაჭდევების, ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რომელიც მიე-კუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

აპელანტი, მსჯავრდებულ ა-–---------- შ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ე--- ნ-------- თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა-–---------- შ---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ექსპერტიზის დასკვნით ზ----- ა--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზ-მულობით არ ეწინააღმდეგება 2017 წლის 16 სექტემბერს (დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 2017 წლის 16 სექტემბერს). ზ----- ა--------ის სხეულზე არსებული დაზიანე-ბები არის მოწითალო-მოიისფრო ფერის და მათი მორფოლოგიური სურათი ცხადყოფს, რომ დაზიანებიდან გასული არ არის 12–24 საათზე მეტი, რა შემთხვევაშიც დაზიანებები იქნებოდა არა მოწითალო-მოიისფრო, არამედ მოლურჯო, რომელიც შემდგომ მომწვანო ფერში გადადის. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მიღებული დაზიანებების ხანდაზმუ-ლობის განსაზღვრა საათების მიხედვით შეუძლებელი იყო. თუმცა მიყენებული დაზია-ნებებიდან გასული დრო არ აღემატება 12–24 საათს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ზ----- ა--------ემ თავის ჩვენებაში იცრუა – 12 სექტემბერსა და 14 სექტემბერს მას დაზიანებები საერთოდ არ მიუღია. ის ფაქტი, რომ ზ----- ა--------ე 2017 წლის 12 სექტემბრისა და 14 სექტემბრის ფაქტებთან მიმართებაში ცრუობს, ბადებს ეჭვს, რომ ის 15 სექტემბრის ფაქტ-თან მიმართებაშიც არ არის გულწრფელი, რაზეც მეტყველებს ექსპერტიზის დასკვნა, რო-მელიც გვეუბნება, რომ ზ----- ა--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია 2017 წლის 16 სექტემბერს. დადგენილება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვ-ნის შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს ქ-------–-------------------------ში ზ----- ა--------ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ა-–---------- შ---------ემ, ეწინააღმდეგება ბრალს, დაზარალებულის ჩვენებას, რადგან მითითებულ დღეს ა-–---------- შ---------ე ფიზიკურად არ იმყოფებოდა ზ----- ა--------ესთან ერთად. აქედან გამომდინარე 2017 წლის 16 სექტემბერს ზ----- ა--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები შეუძლებელია მიყენებული ყოფილიყო ა-–---------- შ---------ის მიერ ფიზიკური ზემოქმედების შედეგად.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ა-–---------- შ---------ეს და მისი ინტერესების დამცველ ად-ვოკატს ე--- ნ--------ს, რომლებიც ითხოვენ ა-–---------- შ---------ის მიმართ გამამართ-ლებელი განაჩენის გამოტანას.

– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ გ------- გ----------ეს, რომელიც ითხოვს ალექ-სანდრე შ---------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩი-ვარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმა-ყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული, №------- შეტყობინებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 სექტემ-ბერს 23:55 საათზე ქუთაისის პოლიციის პ------–-----------–--აში საპატრულო პოლიციის დეპერტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პ------–------------–---------“ საპატრულო ეკიპაჟიდან შევიდა შეტყობინება ქ. ქ-------–--------------------------ში ა-–---------- შ---------ის მიერ მეუღლეზე - ზ----- ა--------ეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. (ოჯახური კონფლიქტი).

საქმეში არსებული, №------- შეტყობინებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 სექტემ-ბერს 22:13 საათზე ქუთაისის პოლიციის პ------–-----------–--აში 112-დან შევიდა შეტ-ყობინება ქ. ქ-------–--------------------------ში ოჯახური კონფლიქტის შესახებ. შეტყობი-ნების თანახმად, ზ----- ა--------ე არის დაზარალებული, სასწრაფოს ბრიგადა არის ად-გილზე. ოჯახური კონფლიქტია, ითხოვეს საპატრულოს დახმარება.

საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს 01:40 საათიდან 02:00 საათამდე ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათ-ვალიერება, მდებარე ქ. ქ-------–-----------------------------ში ზ----- ა--------ის საცხოვ-რებელ სახლში. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ბ---- ჯ--–--ის მიერ, ექსპერტების ო-–-- ს-----ის და დ----- დ--------ის მონაწილეობით სახლის მფლო-ბელის - ზ----- ა--------ის თანხმობით. სახლი არის კაპიტალური, ერთსართულიანი. ... საძინებელ ოთახში დგას ერთსაწოლიანი რკინის საწოლი, ერთი დივანი, მაგიდა და სკამი. ოქმში მითითებულია, რომ, აღნიშნული ნივთები იყო გადაყირავებულ მდგომარეობაში. ზ----- ა--------ის განმარტებით, ნივთები გადააყირავა მისმა მეუღლემ ა-–---------- შ----------ემ მისი ცემის შემდეგ. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ, რითაც დასრულდა დათვალიერება.

დაზარალებულმა ზ----- ა--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი არარეგის-ტრირებულ ქორწინებაში იმყოფებდა ბრალდებულ ა-–---------- შ---------ესთან. ერ-თმანეთი 4 წლის წინ გაიცნეს. მას შემდეგ რაც ა-–---------- შ---------ე 2016 წლის იან-ვარში ციხიდან გამოვიდა, ისინი ერთად ცხოვრობდნენ გ----------------------ში. აღ-ნიშნულ მისამართზე ასევე ცხოვრობენ ზ----- ა--------ის შვილი, იგი არის ყრუ-მუნჯი. ასევე ჰყავს გონებაშეზღუდული რძალი და ორი შვილიშვილი. 2017 წლის 13, 14, 15 სექტემ-ბერს ა-–---------- შ---------ე ნასვამი ბრუნდებოდა სახლში, უწმაწური სიტყვებით აგი-ნებდა მეუღლეს, უმიზეზოდ ეჭვიანობდა. მეზობლების შენიშვნაზე, თუ რატომ აგინებდა, შ---------ე პასუხობდა „ქმარი რომ ვარ მისი ხომ უნდა გაიგოს, თორემ კი დაავიწყდებაო“. რაც შეეხება 13 სექტემბრის ცემას, მოწმე მიზეზად ასახელებს საჭმლისათვის მარილის კლების ფაქტს, რაზეც ა-–---------- შ---------ემ უსაყვედურა მას და ფეხი დაარტყა ცხვი-რის არეში, რის შედეგადაც მან დაკარგა გონება. მოწმის განმარტებით, სექტემბრის თვეში ცემის ფაქტს ოთხჯერ ჰქონდა ადგილი, თითოეულ შემთხვევაში მოწმე განიცდიდა ტკი-ვილს. ძალადობა ხორციელდებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. მანამდე მსგავსი არას-დროს მომხდარა, მხოლოდ უწმაწური სიტყვებით შემოიფარგლებოდა ხოლმე. ძალადობის პირველი ფაქტი განხორციელდა 12 სექტემბერს. 15 სექტემბრის ფაქტს შეესწრო შვილი-შვილი მ---- ნ------ე, რომელიც დაეხმარა და გადაარჩინა ზ----- ა--------ე. მას (ზ. ანდრია-ძეს) ჩაუტარდა სასამართლო ექსპერტიზა. თავზე გადაუღეს სურათი. სხვაგვარი შემოწმება არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებები ზურგზეც აღენიშნებოდა. ექსპერტი-ზის დასკვნაც გააცნეს. მისივე განმარტებით, დაზიანებები აღენიშნებოდა თვალების ქვე-მოთ, ცხვირზე და ლოყებზე ჰქონდა ნაკაწრები, ასევე ზურგზე, რომელიც მიაყენა ალექ-სანდრე შ---------ემ ოთხჯერ განხორციელებული ძალადობის შედეგად. მოწმე ზ----- ა--------ე იხსენებს ა-–---------- შ---------ის სიტყვებს: „პრობაციაზე ხელს არ ვაწერდი და მაინც დამიჭერენო“. ასევე მოწმემ განმარტა, რომ თანახმაა თუნდაც გათავისუფლდეს მისი მეუღლე, ოღონდ ორივე თავისთვის იქნებიან, რადგან ბევრი შიში აქვს ნანახი. მოწმის გან-მარტებით, ძალადობას ა-–---------- შ---------ე ახორციელებდა ნასვამ მდგომარეობაში, ხოლო ფხიზელ მდგომარეობაში მხოლოდ იგინებოდა. მოწმემ ძალადობის შესახებ განა-ცხადა პ------–-----------–--აში. მისი განმარტებით, ა-–---------- შ---------ე იმ დროის განმავლობაში დადიოდა აქეთ-იქით, ერთი „პაკრევალა“ ჰქონდათ, ისიც წაიღო და ეკლე-სიაზე ეძინა. ეძებდა ხალხი, მაგრამ ვერ ნახეს. ზ----- ა--------ის განმარტებით, ის დაზია-ნებების მიღების შედეგად ხშირად კარგავდა გონებას და ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ბამბები ეკეთა, სხვანაირად ვერ მუშაობდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ---- შ--–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ქუთაისის რაიონული სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომ-ძიებელი. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე ა-–---------- შ---------ის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება პირის დაკა-ვების შესახებ, რის საფუძველზედაც მის მიერ დაკავებულ იქნა ა-–---------- შ---------ე. დაკავებისას შ---------ეს განემარტა უფლებები, შედგა ოქმი, დათვალიერდა დაკავე-ბულის ვიზუალური მდგომარეობა. დაკავებულს ფეხებზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც ა-–---------- შ---------ის განმარტებით მუშაობის პერიოდში ჰქონდა მიყე-ნებული. შედგენილი ოქმის სისწორე ა-–---------- შ---------ემ ხელმოწერით დაადას-ტურა, რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს, ასევე არანაირი წინააღმდეგობა დაკავებისას არ გაუწევია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ბ---- ჯ--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ქუთაისის რაიონული სამ-მართველოს პოლიციის პ------–------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 16 სექტემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამმართველოს პირ-ველ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, კერ-ძოდ, ა-–---------- შ---------ე ძალადობდა მის მეუღლე - ზ----- ა--------ეზე. ბ---- ჯელა-ძე იმ დღესვე გავიდა შემთხვევის ადგილზე. გამოკითხა ზ----- ა--------ე. ნახა, რომ მას აღენიშნებოდა სახის არეში თვალხილული დაზიანებები. ზ----- ა--------ისგან შეიტყო, რომ მეუღლე ხშირად უმიზეზოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძალადობდა მასზე. აყე-ნებდა როგორც ფიზიკურ ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბ---- ჯ--–--ის მიერ ასევე გან-ხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შევსება. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ. ქ-------–-------------------------ში. დათვალიერდა საცხოვრებელი სახ-ლი, სადაც მოწმეს დახვდა საძინებელი საწოლი ამოტრიალებული და მაგიდა გადაყირავე-ბული. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო ასევე ზ----- ანდრია-ძემ, ხოლო ექსპერტების მიერ მოხდა ადგილის დასურათება. ადგილზე არ იმყოფებოდა ა-–---------- შ---------ე. ზ----- ა--------ემ ბ---- ჯ--–--ეს განუმარტა, რომ ა-–---------- შ---------ე მივიდა, აგინა, ხელი დაარტყა და ამოატრიალა საწოლი და მაგიდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ 16.09.17წ. 02:04-02:16 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ზ----- ა--------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის, ნაკაწრების და სისხლნაჟ-ღენთების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებულნი უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია პირადი გასინჯვის მონაცემები: 16.09.17წ. 02:04-02:16 სთ. ზ----- ა--------ე უჩივის ტკივილებს ცხვირისა და ორივე ზედა კიდურის მიდამოებში. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,8×0,6 სმ. მარჯვენა მხარის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,3×0,2 სმ. მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწი-თალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,3×0,3 სმ. მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნება დასწვრივირიბად მდებარე, ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდე-ბარე ზედაპირით ნაკაწრი ზომით: 1,1×0,1 სმ. ქვედა ყბის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 1,2×0,1სმ. მარცხენა ლოყის მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 2,2×0,1 სმ. ქვედა ყბის მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 1,8×0,1 სმ. სხეულზე გარეგნუ-ლად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშ-ნები არ აღენიშნება.

ექსპერტმა შ----- თ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაა-დასტურა დასკვნის სისწორე. შ----- თ------ემ სასამართლოს დამატებით განუმარტა, რომ ზ----- ა--------ის მითითებით, აღნიშნული დაზიანებები 2017 წლის 16 სექტემბერს, ქ-------–------------ს ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლში მიაყენა მეუღლემ ა-–---------- შ---------ემ ხელებისა და ფეხების დარტყმებით. გამომძიებლის მიერ გაცემულ დადგენი-ლებაში ექსპერტის განმარტებით მითითებული იყო 2017 წლის 16 სექტემბერი. ზ----- ანდ-რიაძის პირადი გასინჯვა დაიწყო 2017 წლის 16 სექტემბერს 02:04 სთ-ზე და დასრულდა 02:16 სთ-ზე. შ----- თ------ის განმარტებით, საათებითა და წუთებით დაზიანების ხანდაზ-მულობის განსაზღვრა შეუძლებელია. დაზიანებების მორფოლოგიით ხორციელდება შეფა-სება. პროკურორის კითხვაზე, თუ არსებობს რაიმე ვადები რითაც შესაძლებელია ხანდაზ-მულობის განსაზღვრა, მოწმემ განმარტა, რომ დასკვნაში მის მიერ მითითებულია, რომ დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თა-რიღს, ანუ 2017 წლის 16 სექტემბრის თარიღს. აღნიშნული მითითებულია დაზიანებების მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე. რაც შეეხება დაზიანებების მორფოლოგიურ სურათს, დასკვნაში მითითებულია, რომ ქალბატონ ზ----- ა--------ეს, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მოწითალო-მოიისფრო ფერის. სისხლნაჟღენთი ეს არის კანქვეშა ზედაპირული სისხლძარღვების დაზიანების შედეგად სისხლის ჩაღვრა რიგ ქსოვილებში, ანუ განვითარების მომენტიდან სისხლნაჟღენთი არის მოწითალო-მოიისფრო ფერი, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, შეიძლება ეს იყოს 12-24 საათი, სისხლნაჟღენთი არის არა მოწითალო-მოიისფრო, არამედ მოლურჯო, რომელიც შემდგომში გადადის მომ-წვანო ფერში. რაც უფრო მეტი დრო გავა, ანუ დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ სისხლ-ნაჟღენთი ხდება მოწითალო ფერის და ა.შ. ვინაიდან სისხლნაჟღენთი იყო მოწითალო-მოიისფრო ფერის და დადგენილებაშიც მითითებული იყო 16 სექტემბერი, აქედან გამომ-დინარე იქნა მითითებული, რომ არ ეწინააღმდეგება ხანდაზმულობას. რაც შეეხება ნაკაწ-რებსა და ნაჭდევებს, ნაკაწრები და ნაჭდევები იყო მოწითალო ფერის მშრალი და მიმდე-ბარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით. ნაჭდევი ეს არის კანის ზედაპირული შრის ანუ ეპიდერმისის დაზიანება. განვითარების მომენტიდან ნაჭდევი არის მოწითალო ფერის და კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირი. დაახლოებით 24 საათის გასვლის შემდეგ ნაჭდევი არის კანის დონეზე წამოწეული და იფარება. ვინაიდან ნაჭდევი იყო მოწითალო ფერის და კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით აქედან გამომდინარე მითითებულია დასკვნაში, რომ არ ეწინააღმდეგება 16 სექტემბრის თარიღს. ასევე განმარ-ტა, რომ დაზიანება 2 საათის მიყენებული იქნება თუ 4-ის დადგენა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა მისი მორფოლოგიური სურათი-დან გამომდინარე. თუკი ნაჭდევი იქნებოდა კანის დონეზე მდებარე ან კანის დონიდან მაღლა მდებარედ დაფარული შესაბამისად მისი მორფოლოგიური სურათი იქნებოდა სხვა და დასკვნაში მითითებული იქნებოდა, რომ აღნიშნული დაზიანებები არ შეესაბამებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე იქნებოდა სისხლნაჟღენთებზე, თუ არ იქნე-ბოდა მოწითალო-მოიისფრო ფერის და იქნებოდა მოლურჯო, მომწვანო ან მოყვითალო ფე-რის შესაბამისად დასკვნაში მიეთითებოდა რომ აღნიშნული დაზიანებები არ შეესაბამე-ბოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მსჯავრდებულმა ა-–---------- შ---------ემ პირველ ინსტანციაში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, ამასთან ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქმის სასამართლო განხილვის დროს უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სააპელაციო პალატამ გააანალიზა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ზემოაღნიშენული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის საა-პელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპე-ლაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარე ა-–---------- შ---------ეს ედავება ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ოთხ დანაშაულებრივ ეპიზოდს, მათ შორის ერთს – განხორციელებულს არასრულწლოვნის თანდასწრებით. აღნიშნული დანა-შაულებრივი ეპიზოდები ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ა-–---------- შ---------ეს ჩადენილი აქვს 2017 წლის 10,12,14 და 15 სექტემბერს.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის უტყუარი მტკიცე-ბულებები იმის დასადასტურებლად, რომ ა-–---------- შ---------ემ განახორციელა მე-უღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა 10,12 და 14 სექტემბერს.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერ-ტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ ზ----- ა--------ის პირადი შემოწმება ჩატარებულია 2017 წლის 16 სექტემბერს 02:04 – 02:16 საათზე. პირადი შემოწმებისას მას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის, ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით . . და-ზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგე-ნილებაში ზ----- ა--------ისათვის დაზიანების მიყენების თარიღად გამომძიებლის მიერ მითითებულია 2017 წლის 16 სექტემბერი.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და აგრეთვე ის გარემოება, რომ გამომძიებლის დადგე-ნილებაში მითითებული იყო 2017 წლის 16 სექტემბერი. ზ----- ა--------ეც განმარტავდა, რომ დაზიანებები მეუღლემ მიაყენა 2017 წლის 16 სექტემბერს. დაზიანებების მორ-ფოლოგიური სურათიდან გამომდინარე მიუთითა, რომ ისინი შეესაბამებოდა დადგე-ნილებაში მითიებულ თარიღს, 2017 წლის 16 სექტემბერს.

ექსპერტმა განმარტა, რომ დაზაინებების მიყენების დროის განსაზღვრა საათებით და წუ-თებით შეუძლებელია, თუმცა, დაზიანებების მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, შესაძლებელია განისაზღვროს შეესაბამება თუ არა კონკრეტულ თარიღს დაზიანების სურა-თი. კერძოდ: დაზარალებულის სისხლნაჟღენთები იყო მოწითალო-მოიისფრო ფერის. მიყენების მომენტიდან სისხლნაჟღენთები არის მოწითალო-მოიისფრო ფერის. ხოლო დაახლოებით 12-24 საათის გასვლის შემდეგ იგი იცვლის ფერს და ხდება მოლურჯო, შემ-დეგ კი მომწვანო ფერის. რადგან ზ. ა--------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები იყო მოწითალო-მოიისფრო ფერის, ამიტომ დაასკვნა, რომ შეესაბამებოდა დადგენილებაში მითითებულ, მისი მიყენების დროს, 2017 წლის 16 სექტემბერს. ასევე მორფოლოგიური სურათით განსაზღვრა ნაკაწრებისა და ნაჭდევების ხანდაზმულობაც. ისინი იყო მოწი-თალო ფერის, მშრალი და კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით. 24 საათის გასვ-ლის შემდეგ ისინი იქნებოდა კანის ზედაპირიდან წამოწეული.

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ზ----- ა--------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში უზუსტობაა და ნაცვლად 2017 წლის 15 სექტემბრისა, დაზიანების მიყენების თარიღად მითითებულია 16 სექტემბერი. აღნიშნული რომ ნამდვილად უზუსტობაა და რომ ზ----- ა---------ეს მეუღლემ, ა-–---------- შ---------ემ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 15 სექტემბერს, დასტურდება ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებაში, 112-დან, 2017 წლის 15 სექტემბერს, 22:13 საათზე შესული შეტყობინებით. ქუთაისის პოლი-ციის პ------–-----------–--აში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან 2017 წლის 15 სექტემბერს 23:55 საათზე შესული შეტყობინებით, ზ----- ა--------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დასტურდება, რომ ზ----- ა--------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას ზ. ა--------ის პირადი გასინჯვა დაიწყო 2017 წლის 16 სექ-ტმბერს 02:04 საათზე და დასრულდა 02:04 საათზე.

ამდენად სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გამომძიებლის მიერ სასამართ-ლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში ტექნიკური უზუსტო-ბით არის მითითებული თარიღი 16 სექტემბერი, ნაცვლად 15 სექტემბრისა.

ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული რომ ტექნიკური ხარვეზი იყო, უცნობი იყო ექსპერტისათვის ექსპერტიზის ჩატარების დროს. ექსპერტმა შ----- თ------ემ ექსპეტიზის დასკვნაში მიუთითა, რომ ზ----- ა--------ისათვის მიყენებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ანუ 16 სექტემბერს. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ექსპერტ შ----- თ------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვე-ნების მიხედვით, ზ----- ა--------ეს სხეულზე არსებული დაზიანებები, მათი მორფოლო-გიური სურათიდან გამომდინარე 12-24 საათის მიყენებული ჰქონდა. 24 საათის შემდეგ მათი მორფოლოგიური სურათი სრულად სხვაგვარი იქნებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ----- ა--------ისათვის აღნიშნული დაზიანებების მიყენების დრო არ სცილდება 15 სექტემბერს.

ზ----- ა--------ეს რომ მისმა მეუღლემ 10,12 და 14 სექტემბერს მიაყენა სიტყვიერი და ფი-ზიკური შეურაცხყოფა, ამის მადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის და მხოლოდ ზ----- ა--------ის ჩვენება საფუძვლად ვერ დაედება ბრალდების ამ ეპიზოდებში (10,12 და 14 სექტემბერს) ა-–---------- შ---------ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძ-ნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეუ-ლობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათ-ვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა , ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართ-ლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

რაც შეეხება ალ.შ---------ისათვის მსჯავრად შერაცხულ 2017 წლის 15 სექტრემბრის დანა-შაულებრივ ეპიზოდს, მისი ჩადენა დასტურდება დაზარალებულ ზ----- ა--------ის ჩვენე-ბით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გამოძიების დაწყების ბარათაით, №------- და №------- შეტყობინებებით, მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამ-შრომლების - ლ---- შ--–--------ისა და ბ---- ჯ--–--ის ჩვენებებით, ზ----- ა--------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ თ------ის ჩვენებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა-–---------- შ---------ე ცნობილი უნდა იქნეს უდა-ნაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულში (2017 წლის 12 და 14 სექტემ-ბრის ეპიზოდები), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გამართ-ლების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ა-–---------- შ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

ა-–---------- შ---------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდ-გენილ ბრალდებაში.

ა-–---------- შ---------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 12 სექ-ტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ა-–---------- შ---------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 14 სექტემ-ბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ა-–---------- შ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) და სას-ჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა-–---------- შ---------ის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული და ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტი-ლებით განსაზღვრული პირობითი სასჯელი – ჯამში 02 (ორი) წლის, 04 (ოთხი) თვის და 19 (ცხრამეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბო-ლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თ/აღკვეთა 01 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- შ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა-–---------- შ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 18 ოქტომბრიდან.

ა-–---------- შ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქ-მებულია.

ნივთმტკიცება – CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვა-ლიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები და რომელიც ერთვის სისხლის სამართ-ლის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili