განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2018
საქმის ნომერი
330210016001324452
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
20.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001324452

საქმე №2ბ/3191-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

20 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - შ------------

წარმომადგენლები - ვ-–-----------------–-–---–--------------------

მოწინააღმდეგე მხარე - თ------–--–---

წარმომადგენელი - მ-----------------–-

 

თავდაპირველი მოპასუხეები - შ---------------–--------–--------------–--------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2017 წლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2017 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. თ------–--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.1. შ----------“-ს, თ------–--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 4477 ლარის ოდენობით;

1.2. შ----------“-ს, თ------–--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯების 2700 ევროს ოდენობით ანაზღაურება;

1.3. შ----------“-ს, თ------–--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2015 წლის 25 აგვისტოს თ------–--–---მ მიიღო ჯამრთელობის დაზიანება, კერძოდ, მარცხენა აქილევსის ქუსლის ტრამვული გაგლეჯა, რის შედეგადაც მას გაუკეთდა ოპერაცია: მარცხენა აქილევსის მყესის პლასტიკა. პოსტოპერაციულ პერიოდში ანტიბიოტიკო ჰეპარინო თერაპიის კურსი. ასეპტიური შეხვევა, სიმპტომური თერაპია. პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: წოლითი რეჟიმი; მედიკამენტოზური მკურნალობა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება;

- 2015 წლის 25.08 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

თ------–--–---მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სამშენებლო მოედანზე, რომელიც მოწყობილი იყო შ--------------–-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე, მდებარე თბილისი, ვ-–----–----–---------------

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.22-25);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ს.ფ.226-238);

- მოწმეთა ჩვენებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

თ------–--–---ს 2015 წლის 25 მარტს მიღებული ტრავმის შემდეგ, შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი მოძრაობა. ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა.

სასამართლო დაეყრდნო შემდგე მტკიცებულებებს:

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 31; 32.);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

შ--------------–-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა შ-------------–---------ის მიერ მოპოვებული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე. შ--------------–-------სა და შ----------“-ს შორის 2015 წლის 03 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შ--------------–-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე, მდებარე თბილისი, ვ-–----–----–--------------, 2015 წლის 25 აგვისტოს შ--------------–-------ს დაკვეთის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა შ----------“.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება N1------ (ს.ფ.25-28);

- ხელშეკრულება (ს.ფ. 86-95).

 

შ--------------–-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა მიეკუთვნებოდა III კლასს.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, III კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის საშუალო ფაქტორით.

 

ამავე დადგენილების 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: ა) აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში; ბ) აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დარღვევის გარეშე; გ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე; დ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით...

 

ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს კანონით - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ამავე დადგენილების 941-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, შესაბამისი დოკუმენტის ავტორს (შემსრულებელს) და მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამშენებლო ნებართვა გაცემულია შ-------------–---------ე“, ხოლო, სამშენებლო სამუშაოებს შ--------------–-------ს დაკვეთის საფუძველზე ახორციელებდა შ----------“.

 

საგულისხმოა შ--------------–-------სა და შ----------“ შორის 2015 წლის 3 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი (შ----------“) ვალდებულია სამუშაოების მსვლელობის განმავლობაში უზრუნველყოს შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

 

ხელშეკრულების 5.1.4. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი (შ----------“) ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი წესების დაცვა. ამასთან, სამუშაოთა წარმოებისათვის ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული წესით იზოლირება/გამოყოფა, პირთა ობიექტზე დაშვების შეზღუდვა, ხოლო აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია აანაზღაუროს დამკვეთისათვის, მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი სრულად.

 

ხელშეკრულების 7.4. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე. შემსრულებელი, ასევე, პასუხისმგებელია სამუშაოების მსვლელობის მთელი დროის განმავლობაში მისი თანამშრომლების, ობიექტის საინჟინრო კომუნიკაციებისა და კონსტრუქციების უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში დამკვეთისათვის ან მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება შემსრულებელს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, მოცემულ დავაში პასუხისმგებელ პირად უნდა ჩაითვალოს შ----------“.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------–--–--ის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია შ----------“-ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე:

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 84-ე მუხლი ადგენს სამშენებლო მოედანისა და მშენებლობის პროცესის უსაფრთხოების სტანდარტებს. კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, 1. ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ამ დადგენილების შესაბამისად უნდა მოეწყოს სამშენებლო მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. სამშენებლო მოედნის ტერიტორია და მისი საზღვრები განისაზღვრება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით; 3. სამშენებლო მოედნის საზღვრები, როგორც წესი, უნდა მოექცეს მიწის ნაკვეთის საზღვრებში... 7. სამშენებლო მოედნის მოწყობა უნდა განხორციელდეს სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით; 8. სამშენებლო მოედანზე ყველა ის ადგილი, სადაც მესამე პირები შეიძლება სამშენებლო საქმიანობისაგან დაზიანდნენ, უნდა შემოისაზღვროს და აღინიშნოს გამაფრთხილებელი ნიშნებით; 9. ამ დადგენილების შესაბამისად III, IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანი უნდა შემოისაზღვროს უსაფრთხოების დამცავი ღობით და აღიჭურვოს სათანადო განათებით. ღობე მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ დაიცვას მესამე პირ(ებ)ი ჩამოვარდნილი საგნებისაგან; 10. სამშენებლო მოედანზე განხორციელებული ღონისძიებები უნდა უზრუნველყოფდნენ შესაბამისი სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნებს, მათ შორის: ე) სამუშაოების წარმოების უსაფრთხოებას... 13. სამშენებლო მოედანზე უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმადი საინფორმაციო დაფა ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.

 

„მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების მეორე მუხლი ადგენს სამშენებლო მოედნის ორგანიზების წესს. მითითებული მუხლის თანახმად, 1. სამშენებლო მოედანზე სამუშაოები უნდა იყოს ორგანიზებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მშენებლობის უსაფრთხოება; 2. სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა . შემოღობვა ხალხის მოძრაობის ადგილებში გადახურული უნდა იყოს ისეთი დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. სიბნელის დროს შემოღობვა უნდა იყოს აღჭურვილი სასიგნალო ნათურებით ან/და გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი მასალა ან შეფერილობა, რომელიც აღიქმება სიბნელეში. იმავე წესით უნდა შემოიღობოს სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ტერიტორია... 4. ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში, სამშენებლო მოედანი, სამუშაო უბანი, გასასვლელები და მისასვლელები სათანადოდ უნდა იყოს განათებული...

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შ----------“-ს, როგორს სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელმა პირის მიერ დაცული იყო ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი სამშენებლო საქმიანობის წარმოების უსაფრთხოების წესები.

 

საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და მასზე დართული ფოტომასალით შეფასების შედეგად სასამართლომ დაადგინა შემდეგი: შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა ღამით, 22.05 საათიდან 23.20 საათამდე პერიოდში (საგულისხმოა, რომ თავად ზიანის დადგა დღის საათებში, დაახლოებით 12 საათისათვის. ეს გარემოება დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით და არც გამხდარა სადავო). დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ...“კ-–-----ს დამხმარე შენობასა და ძირითად შენობას შორის შესასვლელში ასფალტის ზედაპირზე დევს ხის სამფეხიანი ჯებირის მსგავსი ღვედი, რომლის შუა ფეხზე დამაგრებულია აბრა „შესვლა აკრძალულია“... იგივე დასტურდება დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოსურათებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მოწმედ მოწვეულმა ვ----–--------ემ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მუშაობს შ--------------–-------ში მეეზოვედ. 2015 წლის 25 აგვისტოს კ-–-----ს ეზოში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, რის გამოც გარკვეულ ტერიტორიაზე მოწყობილი იყო სამშენებლო მოედანი. 2015 წლის 25 აგვისტოს, მან დაინახა თუ როგორ მიემართებოდა მოსარჩელე ბავშვთან ერთად სამშენებლო მოედნისკენ, სცადა მისი შეჩერება, თუმცა უშედეგოდ. მოწმემ განმარტა, რომ სამშენებლო მოედანი დაცული იყო შესაბამისი ამოსაცნობი ღვედით. ასევე, გამაფრთხილებელი ნიშნებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კვეთდა სამშენებლო ობიექტს კ-–-----ს შენობამდე მისასვლელად, ვინაიდან ეს იყო უმოკლესი გზა დანიშნულების ადგილამდე.

 

იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ი-–-----------მ.

 

მოწმე დ----------------–---მ, რომელიც თ------–--–--ის მეუღლეა, განმარტა, რომ სამშენებლო მოედანი არ იყო დაცული სათანადოდ გარეშე პირებისაგან და, არც ვიზუალურად იყო შესაძლებელი იქ სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის ამოცნობა, უშუალოდ სამშენებლო სივრცეში მოხვედრამდე. იგივე განმარტა, მოსარჩელე თ------–--–---მაც.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შესაძლებელია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. თუმცა, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან, მითითებული კოდექსის მე-4, მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის, ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების ოქმითა და მასზე დართული ფოტოებით არ დასტურდება, რომ შ----------“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევით. კერძოდ, უგულებელყოფილია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 84-ე მუხლი ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა 9. ამ დადგენილების შესაბამისად III, IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანი უნდა შემოისაზღვროს უსაფრთხოების დამცავი ღობით და აღიჭურვოს სათანადო განათებით. ღობე მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ დაიცვას მესამე პირ(ებ)ი ჩამოვარდნილი საგნებისაგან;

 

ასევე, „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების მეორე მუხლი - საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა.

 

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ სამშენებლო მოედანს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კვეთდა, რაც თავის მხრივ, მიუთითებს უსაფრთხოების წესების არა ერთჯერადი დარღვევის ფაქტებზე. გარდა ამისა, სასამართლომ განმარტა, რომ არადამაჯერებელია თავად დათვალიერების ოქმში აღწერილი ფაქტები და ფოტოილუსტრაცია, საიდანაც ჩანს მხოლოდ ის რომ სამშენებლო მოედანი ამოსაცნობი ღვედით გადაღობილი იყო მხოლოდ ერთი მხრიდან, ანუ იმ მხრიდან საიდანაც მოედანზე შეაღწია მოსარჩელემ. თუმცა, სამშენებლო მოედნის სხვა მხარეები არც აღწერილი და, არც დასურათებულიარ არის.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით, გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება N1------ (ს.ფ.25-28);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ს.ფ.226-238);

- მოწმეთა ჩვენებები;

- მოსარჩელის წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება.

 

თ------–--–--ის მიერ მკურნალობისთვის გაწეული ხარჯი შეადგენს 947 ლარს. მოსარჩელის მიერ 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბრის თვეებში ძიძის მომსახურებისათვის გადახდილია 1500 ლარი. ამავე პერიოდში მანქანის მომსახურებისათვის გადახდილია 2000 ლარი. საზღვარგარეთ, კერძოდ ქ. პრაღაში, თ------–--–--ისათვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსის ღირებულებაა 2700 ევრო.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებების:

- გადახდის ქვითრები (ს.ფ.40-49);

- ინვოისი (ს.ფ.33).

 

ჯანმრთელობის დაზიანებისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, თ------–--–---ს მოუწია დამატებითი ხარჯების გაწევა, კერძოდ, ძიძისა და მძღოლის დაქირავება. გარდა ამისა, ჯანმრთელობის დაზიანებას მოჰყვა ცხოვრების რეჟიმის გაუარესება, რაც გულისხმობს ხანგრძლივ შრომისუუნარობას, ტკივილებით გამოწვეულ ტანჯვას, წოლითი რეჟიმით გამოწვეულ დისკომფორტს, ოჯახის წევრებთან თბილ და მყუდრო ურთიერთობის მოწყვეტას.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს;

- მოსარჩელის წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტებები:

- ცნობების ჯანმრთელობის შესახებ;

- მოწმის ჩვენება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემული მუხლით პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 25 აგვისტოს, შ-- „ა----------–-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე, მდებარე თბილისი, ვ-–----–----–--------------, თ------–--–---მ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, მარცხენა აქილევსის ქუსლის ტრამვული გაგლეჯა, რის შედეგადაც მას გაუკეთდა ოპერაცია: მარცხენა აქილევსის მყესის პლასტიკა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------–--–--ის ჯამრთელობის დაზიანება გამოიწვია შ----------“-ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ, რაც გამოიხატა შ----------“-ს მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 2. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. 3. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------–--–--ის მიერ მკურნალობისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 947 ლარს. მოსარჩელის მიერ 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბრის თვეებში ძიძის მომსახურებისათვის გადახდილია 1500 ლარი. ამავე პერიოდში მანქანის მომსახურებისათვის გადახდილია 2000 ლარი. საზღვარგარეთ, კერძოდ ქ. პრაღაში, თ------–--–--ისათვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსის ღირებულებაა 2700 ევრო.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ თ------–--–--ის სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, არსებობდა ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ამ ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. მორალური ზიანი განსაზღვრულია როგორც ფიზიკური ან სულიერი ტკივილი. მაცალკევებელი კავშირი „ან“ უშვებს მორალური ზიანის არსებობას როგორც მხოლოდ ფიზიკური ან სულიერი ტკივილისას, ისე ორივესას ერთდროულად.

 

სამართლის მიერ დაცული ერთ-ერთი სიკეთე, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა, კერძოდ, განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის.

 

განსახილველი ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს ადამიანის სხეულს ან ადამიანის ორგანიზმის შინაგან პროცესებს. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხი წყდება საერთო საფუძვლებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი... სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა, უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. (იხ .სუსგ #ას - 452 - 431 - 2015, 28.09.2015).

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯამრთელობის დაზიანებისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, თ------–--–---ს მოუწია დამატებითი ხარჯების გაწევა, კერძოდ, ძიძისა და მძღოლის დაქირავება. გარდა ამისა, ჯამრთელობის დაზიანებას მოჰყვა ცხოვრების რეჟიმის გაუარესება, რაც გულისხმობს ხანგრძლივ შრომის უუნარობას, ტკივილებით გამოწვეულ ტანჯვას, წოლითი რეჟიმით გამოწვეულ დისკომფორტს, ოჯახის წევრებთან თბილ და მყუდრო ურთიერთობის მოწყვეტას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა თ------–--–--ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების კანონით დადგენილი საფუძველი. ამასთან, ზიანის მიყენების ვითარებისა და შედეგების გათვალისწინებით, შ----------“-ს თ------–--–--ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს 5000 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია ვ---------------–----------------–-------- განყოფილების გამომძიებლის მიერ 2015 წლის 25 აგვისტოს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ ეზო შემოსაზღვრულია ლითონის ღეროებისაგან შემდგარი ღობის საშუალებით. შესასვლელში ასფალტის ზედაპირზე დევს ხის სამფეხიანი ჯებირის მსგავსი ღვედი, რომლის შუა ფეხზე დამაგრებულია აბრა წარწერით ,,შესვლა აკრძალულია“. საქმეში წარმოდგენილია მოწმეების ვ----–--------ის, ი-–----------ისა და გ------------ს დაკითხვის ოქმები. ჩვენებებში სამივე პირი გამოძიებას აცნობებს, რომ შემთხვევის ადგილას იყო როგორც გამაფრთხილებელი ნიშნები, ასევე, შემოსაზღვრული ჯებირი. როდესაც თ------–--–--- შედიოდა სამშენებლო ტერიტორიაზე, მათ მოუწოდეს, რომ არ შემოსულიყო, თუმცა, მას ეჩქარებოდა და არ დაემორჩილა მათ მითითებას. გამოძიების ეტაპზე მიცემული აღნიშნული ჩვენებები მათ დაადასტურეს სამოქალაქო საქმის განხილვისას, რა დროსაც დაიკითხნენ მოწმის სახით. ამდენად სახეზეა შემდეგი ფაქტობრივი მოცემულობა: გამომძიებლის მიერ გამოძიების ეტაპზე შექმნილი მტკიცებულება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სახით, რომელიც ადასტურებს ბარიერის და გამაფრთხილებელი ნიშნის არსებობას, მოწმეთა მიერ როგორც სისხლის სამართლის, ასევე, სამოქალაქო საქმეზე მიცემული ჩვენებები, რომლებიც, ასევე, ადასტურებენ ღობის და გამაფრთხილებელი ნიშნის არსებობას.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ თ------–--–--ის მიერ მკურნალობისთვის გაწეული ხარჯი შეადგენს 947 ლარს. მოსარჩელის მიერ 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბრის თვეებში ძიძის მომსახურებისათვის გადახდილია 1500 ლარი. ამავე პერიოდში მანქანის მომსახურებისათვის გადახდილია 2000 ლარი. საზღვარგარეთ, კერძოდ ქ. პრაღაში, თ------–--–--ისათვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსის ღირებულებაა 2700 ევრო. ჯანმრთელობის დაზიანებისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, თ------–--–---ს მოუწია დამატებითი ხარჯების გაწევა, კერძოდ, ძიძისა და მძღოლის დაქირავება.

 

სასამართლოს ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, კერძოდ, თ------–--–---მ სასამართლოს წარუდგინა ცნობა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტი გაეწერა სტაციონარიდან 2015 წლის 26 აგვისტოს. სამკურნალო და შრომით რეკომენდაციებში მითითებულია თაბაშირით იმობილიზაცია 6 კვირა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, თუ რა ვადით იყო ის წოლით რეჟიმში ანდა რა ვადით გადაადგილდებოდა თაბაშირით, მაქსიმალური ვადა 2015 წლის 26 აგვისტოს ცნობის გათვალისწინებით არის 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერი, ხოლო მოსარჩელემ წარადგინა 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული გადახდის ქვითრებიც. ასევე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ ხარჯების გაწევა მას მოუწია მიღებული ტრავმის გამო, სხვა შემთხვევაში ის ამ ხარჯებს არ გასწევდა. როგორც სარჩელშია აღნიშნული, მოსარჩელეს ყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაც სჭირდებოდათ სათანადო მზრუნველობა. ამის გამო მათზე ორი თვის განმავლობაში ზრუნავდა ძიძა. ამასთან, ის ეწევა ბიზნეს საქმიანობას, არის შ---------------------- დირექტორი. მოსარჩელის ამგვარი მითითება ურთიერთწინააღმდეგობრივია, ვინაიდან თუ მიყენებულმა ტრავმამ შეამცირა მისი გადაადგილება და ბიზნესაქტივობა, მაშინ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის აქტიურ პერიოდში მას მით უფრო უნდა დასჭირდებოდა ძიძა და ამ ხარჯებს ის ისედაც ეწეოდა. ასევე, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება პრაღაში სარეაბილიტაციო კურსის ღირებულების დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ წარმოადგინა გ-–-----–-----ს მიერ 2016 წლის 11 მარტით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ პრაღაში სარეაბილიტაციო კურსის ღირებულება შეადგენს 2750 ევროს. მოცემული ხარჯები შეუსაბამო და დაუსაბუთებელია, რადგან არ წარმოადგენს აუცილებელ ხარჯს, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან სამედიცინო დასკვნით არ დასტურდება მისი გაწევის აუცილებლობა. ამასთან, მოსარჩელეს არ დაუდასტურებია, რომ რეაბილიტაციის 27 დღიანი კურსის გავლა არ შეიძლება საქართველოში. უფრო მეტიც, 2016 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე მოპასუხე შ-- ,,ე------“ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება (ხარჯთაღრიცხვა) რეაბილიტაციის ღირებულების თაობაზე.

 

აპელანტის მითითებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხე შ-- ,,ე-----ს“ მხრიდან არა თუ ზიანის მიყენების ფაქტი, არამედ მოპასუხის მიერ განხორციელებული ისეთი ქმედება, რომელიც შესაძლოა გახდეს პასუხისმგებლობის საფუძველი. მოპასუხე სრულად იცავდა მშენებლობის წარმოების წესებს. ამასთან, მოსარჩელე არაერთგზის იქნა გაფრთხილებული არ შესულიყო სამშენებლო ტერიტორიაზე, ანუ მან თავად შეუწყო ხელი ზიანის დადგომას, თუკი ამგვარი საერთოდ არსებობს. გარდა აღნიშნულისა, თ------–--–---მ ფეხი დაიზიანა მიწაზე მყოფ თუნუქის ფირფიტაზე. მას სამშენებლო მოედანზე რაიმე ნივთი არ მოხვედრია ან არ დასცემია. ამგვარი შემთხვევა (მჭრელ ნივთზე ფეხის წამოდება) შესაძლოა მოხდეს იმ ტერიტორიაზეც, სადაც საერთოდ არ მიმდინარეობს მშენებლობა. მას შეეძლო გონივრული წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც შენიშნა მიმდინარე მშენებლობა, მიიღო იქ მყოფი პირების გაფრთხილება და არ შესულიყო ტერიტორიაზე. რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობას, აპელანტის მოსაზრებით ის შეუსაბამო და გადაჭარბებულია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილად მიაჩნია შემდეგი:

 

2015 წლის 25 აგვისტოს თ------–--–---მ მიიღო ჯამრთელობის დაზიანება, კერძოდ, მარცხენა აქილევსის ქუსლის ტრამვული გაგლეჯა, რის შედეგადაც მას გაუკეთდა ოპერაცია: მარცხენა აქილევსის მყესის პლასტიკა. პოსტოპერაციულ პერიოდში ანტიბიოტიკო ჰეპარინო თერაპიის კურსი. ასეპტიური შეხვევა, სიმპტომური თერაპია. პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: წოლითი რეჟიმი; მედიკამენტოზური მკურნალობა.

 

თ------–--–---მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სამშენებლო მოედანზე, რომელიც მოწყობილი იყო შ--------------–-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე, მდებარე თბილისი, ვ-–----–----–---------------

 

თ------–--–---ს 2015 წლის 25 მარტს მიღებული ტრავმის შემდეგ, შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი მოძრაობა. ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა.

 

შ--------------–-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა შ-------------–---------ის მიერ მოპოვებული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე. შ--------------–-------სა და შ----------“-ს შორის 2015 წლის 03 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შ--------------–-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე, მდებარე თბილისი, ვ-–----–----–--------------, 2015 წლის 25 აგვისტოს შ--------------–-------ს დაკვეთის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა შ----------“.

 

შ--------------–-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა მიეკუთვნებოდა III კლასს.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, III კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის საშუალო ფაქტორით.

 

ამავე დადგენილების 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: ა) აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში; ბ) აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დარღვევის გარეშე; გ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე; დ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით...

 

ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს კანონით - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ამავე დადგენილების 941-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, შესაბამისი დოკუმენტის ავტორს (შემსრულებელს) და მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ თ------–--–--ის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია შ----------“-ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 84-ე მუხლი ადგენს სამშენებლო მოედანისა და მშენებლობის პროცესის უსაფრთხოების სტანდარტებს. კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, 1. ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ამ დადგენილების შესაბამისად უნდა მოეწყოს სამშენებლო მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია; 2. სამშენებლო მოედნის ტერიტორია და მისი საზღვრები განისაზღვრება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით; 3. სამშენებლო მოედნის საზღვრები, როგორც წესი, უნდა მოექცეს მიწის ნაკვეთის საზღვრებში... 7. სამშენებლო მოედნის მოწყობა უნდა განხორციელდეს სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით; 8. სამშენებლო მოედანზე ყველა ის ადგილი, სადაც მესამე პირები შეიძლება სამშენებლო საქმიანობისაგან დაზიანდნენ, უნდა შემოისაზღვროს და აღინიშნოს გამაფრთხილებელი ნიშნებით; 9. ამ დადგენილების შესაბამისად III, IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანი უნდა შემოისაზღვროს უსაფრთხოების დამცავი ღობით და აღიჭურვოს სათანადო განათებით. ღობე მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ დაიცვას მესამე პირ(ებ)ი ჩამოვარდნილი საგნებისაგან; 10. სამშენებლო მოედანზე განხორციელებული ღონისძიებები უნდა უზრუნველყოფდნენ შესაბამისი სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნებს, მათ შორის: ე) სამუშაოების წარმოების უსაფრთხოებას... 13. სამშენებლო მოედანზე უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმადი საინფორმაციო დაფა ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.

 

„მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების მეორე მუხლი ადგენს სამშენებლო მოედნის ორგანიზების წესს. მითითებული მუხლის თანახმად, 1. სამშენებლო მოედანზე სამუშაოები უნდა იყოს ორგანიზებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მშენებლობის უსაფრთხოება; 2. სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა . შემოღობვა ხალხის მოძრაობის ადგილებში გადახურული უნდა იყოს ისეთი დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. სიბნელის დროს შემოღობვა უნდა იყოს აღჭურვილი სასიგნალო ნათურებით ან/და გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი მასალა ან შეფერილობა, რომელიც აღიქმება სიბნელეში. იმავე წესით უნდა შემოიღობოს სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ტერიტორია... 4. ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში, სამშენებლო მოედანი, სამუშაო უბანი, გასასვლელები და მისასვლელები სათანადოდ უნდა იყოს განათებული...

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შ----------“-ს, როგორს სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაცული იყო ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი სამშენებლო საქმიანობის წარმოების უსაფრთხოების წესები.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ მსჯელობას: საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და მასზე დართული ფოტომასალით შეფასების შედეგად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა ღამით, 22.05 საათიდან 23.20 საათამდე პერიოდში (საგულისხმოა, რომ თავად ზიანის დადგა დღის საათებში, დაახლოებით 12 საათისათვის. ეს გარემოება დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით და არც გამხდარა სადავო). დათვალიერების ოქმის შესაბამისად, ...“კ-–-----ს დამხმარე შენობასა და ძირითად შენობას შორის შესასვლელში ასფალტის ზედაპირზე დევს ხის სამფეხიანი ჯებირის მსგავსი ღვედი, რომლის შუა ფეხზე დამაგრებულია აბრა „შესვლა აკრძალულია“... იგივე დასტურდება დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოსურათებით.

 

მოცემულ საქმეზე მოწმედ მოწვეულმა ვ----–--------ემ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მუშაობს შ--------------–-------ში მეეზოვედ. 2015 წლის 25 აგვისტოს კ-–-----ს ეზოში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, რის გამოც გარკვეულ ტერიტორიაზე მოწყობილი იყო სამშენებლო მოედანი. 2015 წლის 25 აგვისტოს, მან დაინახა თუ როგორ მიემართებოდა მოწინააღმდეგე მხარე ბავშვთან ერთად სამშენებლო მოედნისკენ, სცადა მისი შეჩერება, თუმცა, უშედეგოდ. მოწმემ განმარტა, რომ სამშენებლო მოედანი დაცული იყო შესაბამისი ამოსაცნობი ღვედით. ასევე, გამაფრთხილებელი ნიშნებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კვეთდა სამშენებლო ობიექტს კ-–-----ს შენობამდე მისასვლელად, ვინაიდან ეს იყო უმოკლესი გზა დანიშნულების ადგილამდე.

 

იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ი-–-----------მ.

 

მოწმე დ----------------–---მ, რომელიც თ------–--–--ის მეუღლეა, განმარტა, რომ სამშენებლო მოედანი არ იყო დაცული სათანადოდ გარეშე პირებისაგან და, არც ვიზუალურად იყო შესაძლებელი იქ სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის ამოცნობა, უშუალოდ სამშენებლო სივრცეში მოხვედრამდე. იგივე განმარტა, მოსარჩელე თ------–--–---მაც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შესაძლებელია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. თუმცა, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან, მითითებული კოდექსის მე-4, მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების ოქმითა და მასზე დართული ფოტოებით დასტურდება, რომ უგულებელყოფილია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 84-ე მუხლის მოთხოვნები. ამ დადგენილების შესაბამისად III, IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანი უნდა შემოისაზღვროს უსაფრთხოების დამცავი ღობით და აღიჭურვოს სათანადო განათებით. ღობე მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ დაიცვას მესამე პირ(ებ)ი ჩამოვარდნილი საგნებისაგან;

 

„მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების მეორე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა. შემოღობვა ხალხის მოძრაობის ადგილებში გადახურული უნდა იყოს ისეთი დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. სიბნელის დროს შემოღობვა უნდა იყოს აღჭურვილი სასიგნალო ნათურებით ან/და გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი მასალა ან შეფერილობა, რომელიც აღიქმება სიბნელეში. იმავე წესით უნდა შემოიღობოს სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ტერიტორია.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ სამშენებლო მოედანს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კვეთდა, რაც თავის მხრივ, მიუთითებს უსაფრთხოების წესების არა ერთჯერადი დარღვევის ფაქტებზე. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით, გაექარწყლებინა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ემყარება საფუძვლიანია მაშინ, როდესაც არსებობს ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. კერძოდ, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 25 აგვისტოს, შ-- „ა----------–-------ს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ტერიტორიაზე, მდებარე თბილისი, ვ-–----–----–--------------, თ------–--–---მ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რაც გამოიწვია შ----------“-ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ, კერძოდ, შ----------“-ს მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევამ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 2. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. 3. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ჯამრთელობის დაზიანებისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, თ------–--–---ს მოუწია დამატებითი ხარჯების გაწევა, კერძოდ, ძიძისა და მძღოლის დაქირავება. ამასთან, თ------–--–--ის მიერ მკურნალობისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 947 ლარს. მის მიერ 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბრის თვეებში ძიძის მომსახურებისათვის გადახდილია 1500 ლარი. ამავე პერიოდში მანქანის მომსახურებისათვის გადახდილია 2000 ლარი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ თ------–--–--ის სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, არსებობს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობები, რის გამოც აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 4477 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება შ-- ,,ე-----”-სთვის თ------–--–--ის სასარგებლოდ მკურნალობის ხარჯების დაკისრებას 2700 ევროს ოდენობით, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ------–--–---ს ესაჭიროება სარეაბილიტაციო კურსი. მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია კ-–----- ,,1-------------------------------------”- ში 27 დღიანი სარეაბილიტაციო კურსის მკურნალობის/გამოკვლევების გეგმა და ღირებულება, რაც შეადგენს 2750 ევროს. საქმეში, ასევე, წარმოდგენილია შ-- ,,ა------ს კ-–-----ს“ 2016 წლის 27 სექტემბრის N178 ანგარიშ-ფაქტურა, რომლის შესაბამისად, იდენტური მკურნალობის კურსის გავლის ოდენობა შ-- ,,ავერსის კ-–-----ში“ შეადგენს - 3528 ლარს (ს/ფ. 201). აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურით დგინდება, რომ მკურნალობის კურსი შ-- ,,ა------ს კ-–-----ში“ მოიცავს შემდეგ პროცედურებს: ტრავმატოლოგია/იმობილიზაციის შემდეგ (ინდივიდუალური), 30-35 წუთის ხანგრძლივობის, ორივე ქვედა კიდურის მასაჟი (წელის ჩათვლით), მაგნიტოთერაპია, ერთჯერადი სარეაბილიტაციო ვარჯიში აუზში, წყალქვეშა მასაჟი, პარაფინოთერაპიის ერთი კურსი, აპარატული ელექტროთერაპიის (მუდმივი და ცვალებადი დენები) ერთი კურსი, ,,უმს ელ.ველით“ მკურნალობა და წყალქვეშა მასაჟი. შესაბამისად, როგორც ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურითა და კ-–----- ,,1-------------------------------------”- ის მკურნალობის/გამოკვლევის გეგმის მიხედვით დგინდება, იმ ჯამრთელობის დაზიანების სამკურნალოდ, რაც განიცადა მოწინააღმდეგე მხარემ გათვალისწინებულია მსგავსი, ერთიდაიგივე პროცედურები და მკურნალობის მეთოდები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ და შ-- ,,ა------ს კ-–-----ში“ ჩატარებული პროცედურები იქნება თ------–--–--ის ჯამრთელობისა და მკურნალობისათვის ადეკვატური და თანაზომიერი, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ კ-–----- ,,1-------------------------------------”- ში 27 დღიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა წარმოადგენს თ------–--–--ის მიერ მისი სურვილისამებრ მკურნალობის კურსის გავლას და არა სავალდებულო რეაბილიტაციის პროცედურას, რადგან მკურნალობის კურსის შ-- ,,ა------ს კლნიკაში“ გავლის შემთხვევაში დადგება იდენტური შედეგი, რაც კ-–----- ,,1-------------------------------------”- ში გავლის შედეგად. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტს - შ-------------სს უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის მიერ შ-- ,,ა------ს კ-–-----ში“ გასაწევი ხარჯის ანაზღაურება 3528 ლარის ოდენობით, რადგან ,,1-------------------------------------”- ში 27 დღიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის სურვილიდან გამომდინარე (და არა აუცილებელი პროცედურის) თანმდევ ხარჯს, რისი ანაზღაურების დაკისრებაც პალატას აპელანტისათვის მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

პალატა განმარტავს, რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია მოცემული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.

 

სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია. ამასთან, ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში (იხ. სუსგ №ას-979-940-2014, 10.09.2015 წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას, რომ ჯამრთელობის დაზიანებისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, თ------–--–---ს მოუწია დამატებითი ხარჯების გაწევა, კერძოდ, ძიძისა და მძღოლის დაქირავება. ამასთან, ჯამრთელობის დაზიანებას მოჰყვა ცხოვრების რეჟიმის გაუარესება. შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ სახეზეა თ------–--–--ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების კანონით დადგენილი საფუძველი და არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მორალური ზიანის სახით 5000 ლარის გადახდის დაკისრება შ-- ,,ე-----სთვის“ არის გადაჭარბებული იმ პირობებში, როდესაც თ------–--–--ის ჯამრთელობის დაზიანებას მოჰყვა მისი ხანგრძლივი შრომისუუნარობა, ტკივილებით გამოწვეული ტანჯვა და წოლითი რეჟიმით გამოწვეულ დისკომფორტი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 21%-ით. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს თ------–--–---ს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის პროპორციული ნაწილი - 138.6 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა 79%-ით. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (493.56 ლარი) მოპასუხე შ-------------ს უნდა დაეკისროს 390.15 ლარის გადახდა თ------–--–--ის სასარგებლოდ.

 

ამასთან, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პორპორციულად, მოპასუხე შ-------------ს თ------–--–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა 395 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ-------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2017 წლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, სარეზოლუციო ნაწილის 1.2., მე-2 და მე-3 პუნქტების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შ----------“-ს თ------–--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მკურნალობის ხარჯის ანაზღაურება 3528 ლარის ოდენობით;

4. შ----------“-ს თ------–--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 390.15 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

5. მოწინააღმდეგე მხარეს თ------–--–---ს დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 138.6 ლარის ოდენობით გადახდა შ----------“-ს სასარგებლოდ.

6. შ----------“-ს თ------–--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის 395 ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

 

ხათუნა არევაძე