განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-732-2018 წელი
№050100118002619156
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
14 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ----- ი------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
თ----- ი------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქვრივი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ლ--------–---------–----------------ში, მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული აქვს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლა-რის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
aRwerilobiTi nawili:
თ----- ი------–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი ია-რაღის ტარებისათვის;
– ცივი იარაღის ტარებისათვის, ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მი-ერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის და ბათუმის საქალაქო სა-სამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენებით განზრახი ნაკლებად მძიმე დანა-შაულთა ჩადენისათვის, ასევე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპ-რილის განაჩენით ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი თ----- ი------–---–ი, 2018 წლის 12 ივლისს, ქ. ლ--------–------–----------ს ქუჩაზე ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც იმავე დღეს მისგან პირადი გასინჯვისას ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მამუკა ნადირაძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს თ----- ი------–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სახეზეა თ----- ი------–----–ის მხრიდან განზრახ დანაშაულთა სისტემატურად ჩადენის ფაქტები, იგი ოთხჯერაა მსჯავრდებული. მისთვის ჯარიმის დანიშვნა ვერ შეამცირებს ამ უკანასკნელის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, ასევე ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებული-სათვის. თ----- ი------–---–დის მხრიდან დანაშაულის ჩადენა განმეორებადია მიუხედა-ვად იმისა, რომ მის მიმართ გამოყენებული იყო კანონით გათვალისწინებული რიგი შეღა-ვათები – პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება და ამნისტია, ამასთან მის მიერ არ ხდება სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმიი თანხების გადახდა. თ----- ი------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არაა თანაზომიერი და პროპორციული მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ თ----- ი------–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ----- ი------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ----- ი------–----–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მან აღიარა დანაშაული, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწი-ნააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგ-რეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სა-სჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით განაჩენთა ერთობ-ლიობით შეფარდებული აქვს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, დამა-ტებითი სასჯელის სახით დანიშნა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სა-ხელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებუ-ლისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი თ----- ი------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
თ----- ი------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ----- ი------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწი-ლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამი-სად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ თ----- ი------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარ-გებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ----- ი------–---–ს, 2018 წლის 20 სექტემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომ-ბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სას-ჯელი და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათა-სი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძ-ველზე დანაშაულთა ერთობლიობით, თ----- ი------–---–ის მიმართ დანიშნულ სას-ჯელს, მთლიანად დაემატოს წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიო-ბით, თ----- ი------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუ-თი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ თ----- ი------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პა-ტიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili