განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2018
საქმის ნომერი
330210017002030365
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002030365

საქმე №2ბ/804-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - დ------–--–--ე

წარმომადგენელი - მა-–-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს---------------–---------–----–----------------------------ი

წარმომადგენლები - მ------------------ე, ხ-------------------ე

 

თავდაპირველი მოპასუხეები - ი--------------ე, ქ--------–--–--ე

წარმომადგენლები - დ-----------–-–---–ი, თ---------------–---–ი

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.01.2018 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.01.2018 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. ს---------------–---------–----–----------------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. ი--------------ის, ქ--------–--–--ის და დ------–--–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ს---------------–---------–----–----------------------------ის მართლზომიერ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თ---–--------------–-------------ში (ს/კ 0---------------) და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ს---------------–---------–----–----------------------------ს.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თ---–--–------------–-------------ში (ს/კ 0---------------) მესაკუთრედ რეგისტრირებულია სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2017 წლის 24 თებერვლის ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N 3/1951-16 გადაწყვეტილება.

 

უძრავი ქონების მოსარგებლედ რეგისტრირებულია ს---------------–---------–----–----------------------------ი, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ 2016 წლის 24 მაისს დამოწმებული წერილი.

 

მოპასუხეებს საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამორთმეული აქვთ უძრავი ქონება და საკომპენსაციო თანხა განთავსებულია ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავ ქონებას მდებარე: ქალაქი თ---–--–------------–-------------ში (ს/კ 0---------------) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები. ასევე, მოსარჩელეს სახელმწიფოს საკუთრებაში უძრავი ქონება გადაცემული აქვს თბილისი-რუსთავის გზის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოების საწარმოებლად და მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უნდა ახორციელებდეს მფლობელობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო, ამავე კოდექსის 312.1 მუხლით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4.1 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 442 კვ.მ. უძრავი ქონების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე აღმართული შენობა ნაგებობების ს/კ 0---------------, მდებარე ქ-------–--------------–----------ში საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. სადავო უძრავი ქონება გარკვეული საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად სარგებლობაში აქვს მოსარჩელს. სასამართლომ, ასევე, უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები ფლობენ სადავო ნივთს და მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებენ მას, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება მის სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების მფლობელობაში და გზის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოების განხორციელებაში.

 

სასამართლომ მიიჩნია, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ წარმატებით გაართვა მის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს. ხოლო, მოპასუხეებმა მათი უფლების რეალიზაცია სარწმუნოდ ვერ განახორციელეს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19.1 მუხლით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე კონსტიტუციის 19.3 მუხლით აუცილელებლი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისიწნებულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილ გადაუდებელი აუცილებელობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.

 

სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლიტური უფლება და იგი შეიძლება შეიზღუდოს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრეებს, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოერთვათ მათი კუთვნილი უძრავი ქონება საზოგადოებრივი საჭიორებისათვის - გზის მშენებლობისთვის რომელიც აქტიურ ფაზაშია შესული. ასევე, საკუთრების ჩამორთმევა მოხდა წინსაწარი ანაზღაურების სანაცვლოდ, რაც დეპონირებულია ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. რაც შეეხება იმ გარემოებას შეთავაზებული ანაზღაურება იყო თუ არა სრული და სამართლიანი აღნიშნული არ წარმოადგენს ამ საქმეზე დასადგენ გარემოებას და იგი უნდა გადაწყდეს მოპასუხეთა მხრიდან სხვა სასარჩელო წარმოების გზით.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, მოწინააღნდეგე მხარე სადავო უძრავი ქონების მოსარგებლედ გადაიქცა ექსპროპრიაციის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომლითაც მოხდა უძრავი ქონების ნაწილის - 442 კვ.მ. მიწისა და შენობა-ნაგებობის ექსპროპრიაცია. თუმცა, საკომპენსაციო თანხა სასამართლომ გაანაწილა არა რეალურად არსებული ქონების, არამედ მხოლოდ საჯარო რეესტრში ,,ჩატოვებული“ უზუსტო ჩანაწერის მიხედვით, კერძოდ, ქ--------–--–--ეს მიაკუთვნა თანხს 4/9, ი--------------ეს - 4/9, ხოლო, დ------–--–--ეს - 1/9, მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე ჰქონდა რეგისტრირებული კონკრეტული დაზუსტებული რეალური წილი, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დ------–--–--ეს უნდა გადასცემოდა კომპენსაცია 67028.72 ლარი, ქ--------–--–--ეს - 85288.93 ლარი და ი--------------ეს - 65549 ლარი. ამასთან, ის ფაქტი, რომ კომპენსციის თანხა შეტანილია ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ექსპროპრიატორის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებად, ვინაიდან, დ------–--–--ეს არ მიუღია ჩამორთმეული ქონების საფასური.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თ---–--–------------–-------------ში (ს/კ 0---------------) მესაკუთრედ რეგისტრირებულია სახელმწიფო. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2017 წლის 24 თებერვლის ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 3/1951-16 გადაწყვეტილება.

 

უძრავი ქონების მოსარგებლედ რეგისტრირებულია ს---------------–---------–----–----------------------------ი, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ 2016 წლის 24 მაისს დამოწმებული წერილი.

 

ი--------------ეს, ქ--------–--–--ესა და დ------–--–--ეს საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამორთმეული აქვთ უძრავი ქონება და საკომპენსაციო თანხა განთავსებულია ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ უძრავ ქონებას მდებარე: ქალაქი თ---–--–------------–-------------ში (ს/კ 0---------------) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს აპელანტი დ------–--–--ე, ი--------------ე და ქ--------–--–--ე. ამასთან, დადგენილია, რომ ს---------------–---------–----–----------------------------ს სახელმწიფოს საკუთრებაში უძრავი ქონება გადაცემული აქვს თბილისი-რუსთავის გზის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოების საწარმოებლად და მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19.1 მუხლით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ხოლო, კონსტიტუციის 19.3 მუხლით აუცილელებლი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისიწნებულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილ გადაუდებელი აუცილებელობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 442 კვ.მ. უძრავი ქონების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე აღმართული შენობა ნაგებობების ს/კ 0---------------, მდებარე ქ-------–--------------–----------ში საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. სადავო უძრავი ქონება გარკვეული საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად სარგებლობაში აქვს მოწინააღმდეგე მხარეს. ასევე, უდავოა, რომ ი--------------ე, ქ--------–--–--ე და დ------–--–--ე ფლობენ სადავო ნივთს და ს---------------–---------–----–----------------------------ის მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებენ მას, რითაც ამ უკანასკნელს ხელი ეშლება მის სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების მფლობელობაში და გზის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოების განხორციელებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ სახელმწიფო არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, აღნიშნული უძრავი ქონების მოსარგებლედ რეგისტრირებულია ს---------------–---------–----–----------------------------ი, ხოლო, აპელანტს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მითითებულ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაქუმების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება აპელანტი მხარის მითითებას კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე დასადგენ გარემოებას და იგი უნდა გადაწყდეს აპელანტის მხრიდან სხვა სასარჩელო წარმოების გზით.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ვ“ პუნაქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამოომდინარე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ------–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.01.2018 წლის გადაწყვეტილება;

3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა