განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2018
საქმის ნომერი
330210015001021772
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001021772

საქმე №2ბ/3847-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ე----------------ე

წარმომადგენელი - მ---------–------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ--------------------ი“

წარმომადგენელი - მ-----------------–ი

 

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2016 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2016 წლის N2/12479-15 გადაწყვეტილებით:

1. შ----------------------------------–-----------------------” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისრა მოპასუხე ე----------------ეს მოსარჩელე შ--------------------- ო---------–-- ”რ---------------ს” სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 7500 აშშ დოლარის, პროცენტის 300 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 116.25 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. დაეკისრა მოპასუხე ე-------------------ეს მოსარჩელე შ------------------------------------–--------------------ს” სასარგებლოდ 533.51 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღურებლად.

 

3. თანხის გადახდევინების მიზნით დადგინდა მოპასუხე ე----------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თ---–--–------------–---------------------------------------------------, ს/კ0---------------------- იძულებითი რეალიზაცია.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2012 წლის 16 ივლისს შ-------------------------------------–--------------------სა” და ე-----------------ეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N3---, შემდეგი პირობებით: ხელშეკრულების თანხა 10 000 აშშ დოლარი; ხელშეკრულების მოქმედების ვადა 10 წელი; სარგებლის მაქსიმალური ოდენობა წლიური

60%. პირგასამტეხლო: დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ.3).

2012 წლის 16 ივლისის ხელშეკრულება (ს.ფ. 13-17).

 

2012 წლის 16 ივლისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N3--- ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად, შ----------------------------------–------------------ი” უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შეტყობინების მეშვეობით და მოსთხოვოს კლიენტს გადასახდელი თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის დაუყოვნებლივ გადახდა, კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

2012 წლის 16 ივლისის ხელშეკრულება (ს.ფ. 16).

 

საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე,2015 წლის 23 იანვარს შ----------------------------------–------------------სა” და ე----------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №3----08, რომლის თანახმად, კრედიტის თანხაა 7500 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა 35 თვე. სარგებლის გადახდის თარიღი ყოველი თვის 23 რიცხვი. წლიური სარგებლის ოდენობა 24%.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება(ს.ფ.3).

2015 წლის 23 იანვარი (ს.ფ. 18-20).

 

მოპასუხე ე-----------------ემ ბოლოს სარგებელი გადაიხადა 2015 წლის 23 აპრილს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ.3).

მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ. შესაგებელი).

 

შ----------------------------------–------------------მა” 2015 წლის 08 ივნისსა და 24 ივნისს ე----------------ეს გაუგზავნა შეტყობინებები, რომლითაც მოსთხოვა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7500 აშშ დოლარის, პროცენტის 300 აშშ დოლარისა და დარიცხული პირგასამტეხლოს 600 აშშ დოლარის გადახდევინება. შეტყობინების უკუგზავნილიდან დგინდება, რომ 08 ივნისს გაგზავნილი მოთხოვნა ჩაბარდა ე----------------ეს პირადად 2015 წლის 11 ივნისს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ.3).

შეტყობინებები (ს.ფ. 26, 28).

უკუგზავნილი (ს.ფ. 27).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შ----------------------------------–------------------სა” და ე----------------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №3---, რომლის თანახმად, მსესხებელმა იპოთეკით დატვირთა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ვ---------------------–-----------------------------. ს/კ 0----------------------. იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3).

იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-24).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 31).

 

2015 წლის 23 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.6. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3).

2015 წლის 23 იანვარს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 19).

 

2015 წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ე----------------ის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს სესხის ძირი თანხა 7500 აშშ დოლარს, პროცენტი 300 აშშ დოლარსა და პირგასამტეხლო - 1162.5 აშშ დოლარს.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის 2015 წლის 23 იანვარს გაფორმებული N3--- -08 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ძირითადი თანხის 7500 აშშ დოლარის სრული მოცულობით მიღების ფაქტს და მიუთითებს, რომ 7500 აშშ დოლარიდან მან რეალურად მიიღო 500 აშშ დოლარი, ხოლო 7000 აშშ დოლარით მოხდა მხარეთა შორის მანამდე დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დაგროვილი დავალიანების ოდენობის დაფიქსირება, მაშინ როდესაც წინა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ რეალურად ათვისებული თანხები და მასზე დარიცხული პროცენტები სრულად ჰქონდა დაფარული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელეს მოთხოვნილი თანხის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს 2015 წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ----------------------------------–------------------მა” იკისრა ვალდებულება გაეცა სესხი 7500 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 24% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდევინება ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში. მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა ხელწერილი, რომლის მიხედვით, ე----------------ე ადასტურებს 7500 აშშ დოლარის გატანას შ---------------------------აგან”.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას – ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ე-----------------ემ დაადასტურა მისი ხელმოწერის არსებობა 2015 წლის 23 იანვრის ხელშეკრულებასა და ამავე თარიღით შედგენილ ხელწერილზე. სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ მოაწერა ხელი ხელშეკრულებასა და ხელწერილს, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოსავლენი ნების შინაარსი, დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც მათ შინაარსს, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ის არ გასცნობია ხელშეკრულებისა და ხელწერილის შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელისადმი ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.

 

ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია მხარეებს შორის 7500 აშშ დოლარის სესხების თაობაზე შეთანხმების არსებობისა და მსესხებლის მიერ ამ ოდენობით თანხის მიღების ფაქტები. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებები, ასევე, ამ ხელშეკრულებების შესასრულებლად განხორციელებული გადახდების ქვითრები, რომლებსაც შემხებლობა არ აქვს სადავო სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობასთან და მის საფუძველზე გაცემულ სესხის თანხასთან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შ-----------------------------------–-------------------სა” და ე-----------------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა შ-----------------------------------–--------------------მა” იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლის ე-----------------ისათვის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხა 7500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო, მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაებრუნებინა ნასესხები თანხა და გადაეხადა მასზე დარიცხული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის ვალდებულება, მას გაფრთხილებიდან სარჩელის აღძვრამდე, არც 2015 წლის 29 ივნისიდან სარჩელის განხილვამდე პერიოდში, არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის ვალდებულება, ზემოაღნიშნული მუხლისა და 2012 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1. პუნქტის შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული კრედიტის თანხის 7500 აშშ დოლარისა და პროცენტის 300 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შ-------------------------------------–---------------------სა” და ე----------------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია გადაუხდელი კრედიტის ძირ თანხასთან მიმართებაში და სამართლიანად მიიჩნია მისი შემცირება ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-დან 0,05%-მდე. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 116.25 აშშ დოლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მოპასუხე ე----------------ის კუთვნილი უძრავი ქონებიდან.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, სასამარლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2015 წლის 23 იანვარს სესხის სახით მოსარჩელისგან მიიღო 7500 აშშ დოლარი, 35 თვის ვადით, წელიწადში 24% სარგებლით.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების სახით სესხის ხელშეკრულებები 2012 წლის 20 ივლისიდან 2015 წლის 23 იანვრამდე, რითიც დასტურდებოდა, რომ ე----------------ეს მოსარჩელესთან რამდენიმე ხელშეკრულება ჰქონდა დადებული 2012 წლიდან 20 ივლისიდან 2015 წლის 23 იანვრამდე, რაც შეადგენს 7500 აშშ. დოლარს. ამასთან, სასამართლომ, ასევე, არ გაითვალისწინა, მოპასუხე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას მოსარჩელისგან 2015 წლის 23 იანვარს სესხის სახით არ აუღია 7500 აშშ დოლარი და რომ მან აიღო მხოლოდ 500 აშშ დოლარი.

 

აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ოქტომბრის N2/12479-15 გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რის გამოც, აპელანტი ითხოვს მის ნაწილობრივ გაუქმებას. კერძოდ, აპელანტს გადასახდელად არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 116.25 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, 300 აშშ დოლარის გადახდა. აპელანტი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მას ძირ თანხაში გადახდილად უნდა ჩაუთვალოს 2012 წლიდან 20 ივლისიდან 2015 წლის 23 აპრილამდე პროცენტის სახით გადახდილი 3456.79 აშშ დოლარიდან ნახევარი - 1728.39 აშშ დოლარი, ხოლო, დარჩენილი 5771.61 აშშ დოლარის განწილვადება მოხდეს 35 თვეზე.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ის არის სოციალურად შეჭირვებული ადამიანი, დაბადებიდან პირველი ჯგუფის ინვალიდი, მრავალშვილიანი დედა, ერთი შვილი ჰყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი, ხოლო, მეორე - სიმსივნით დაავადებული და მეუღლე ავადმყოფი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში არ მიიღო.

 

ვინაიდან აპელანტის მეუღლე 2008 წელს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იყო მიცემული და საპროცესო შეთანხმებისთვის საჭირო გახდა 5000 ლარი, ე----------------ემ მიმართა კერძო იპოთეკარს - მ-----–------–-----ას, რისთვისაც მან 7000 ლარში იპოთეკით დატვირთა ე----------------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე, ქ. თ---–-------------------------–-----------------------------. აღნიშნული სესხის დაფარვის მიზნით აპელანტმა მიმართა შ--------------------- ო---------–-- ,,რ-------------ს“, თუმცა, მან მოგვიანებით გააცნობიერა, რომ 2012 წლის 16 ივლისის ხელშეკრულება წარმოადგენდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას.

 

2012 წლის 20 ივლისს, აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარისგან მიიღო 2500 აშშ დოლარი, 35 თვის ვადით, 30% სარგებლით, რისთვისაც იხდიდა სარგებელს დათქმულ დროში. აპელანტმა კვლავ 2013 წლის 16 იანვარს მიმართა მოწინააღმდეგე მხარეს დამატებით 500 აშშ დოლარის მისაღებად, რათა დაეფარა პროცენტები. შ--------------------- ო---------–-- ,,რ-------------მა“ გააფორმა სესხის ხელშეკრულება 3000 აშშ დოლარზე, ნაცვლად 500 აშშ დოლარისა და 2500 აშშ დოლარი ჩაუთვალა აპელანტს დაფარულად. რეალურად კი, მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტები გაფორმდა სესხის დაფარვის შესახებ, ვინაიდან აპელანტის მიერ არ მომხდარა აღნიშნულის თანხის დაფარვა. მოცემული ვითარება გაგრძელდა2015 წლის 23 იანვრამდე, აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარისგან აიღო 500 აშშ დოლარი, თუმცა, სესხის ხელშეკრულება დაიდო 7500 აშშ დოლარზე, ვინაიდან მანამდე აპელანტს აღებული ჰქონდა 7500 აშშ დოლარი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის N2/12479-15 გადაწყვეტილებაში მითითებული შემდეგი - მოპასუხე სადაოდ ხდის 2015 წლის 23 იანვრის ხელშეკრულების ნამდვილობას და განმარტავს, რომ მან მოსარჩელისგან სესხის სახით აიღო არა 7500 აშშ დოლარი, არამედ 500 აშშ დოლარი, ხოლო, 7000 აშშ დოლარით მოხდა მხარეთა შორის მანამდე დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დაგროვილი დავალიანების ოდენობის დაფიქსირება მაშინ, როდესაც წინა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ რეალურად ათვისებული თანხები და მასზე დარიცხული პროცენტები სრულად ჰქონდა დაფარული.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102- ე მუხლით და განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლომ არც ე----------------ის ახსნა-განმარტება არ გაითვალისწინა და არ ჩათვალა მტკიცებულებად, რომელსაც კანონისა და სასამართლოს განმარტებით მტკიცებულების ძალა აქვს და არც ის წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს ე----------------ემ წარმოუდგინა სესხის ხელშეკრულებებისა და სარგებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების სახით, რომლებიც დადებულია მხარეებს შორის 2012 წლის 20 ივლისიდან 2015 წლის 23 იანვრის ჩათვლით.

 

საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. თბილისის საქალაქო სასამართლო თავისი გადაწყვეტილების სისწორისა და კანონიერების დასადატურებლად მოიშველია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სარჩელს დაურთო 2015 წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს ე----------------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც ნას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ და 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება არ მოუხდენია კანონის შესაბამისად. სასამართლომ არ გაიზიარა ე----------------ის ახსნა-განმარტება, რომ მას 7500 აშშ დოლარი სესხის სახით არ მიუღია მოწინააღმდეგე მხარისგან 2015 წლის 23 იანვარს. სასამართლომ არ გაიზიარა, რომ 7500 აშშ დოლარი დაგროვილი იყო 2012 წლის 20 ივლისიდან 2015 წლის 23 იანვრამდე, რომელსაც ე----------------ის სახელით მოწინააღმდეგე მხარე, ყოველი ახალი სესხის აღებისას, თვითონ ფარავდა მისი სახელით, რს დროსაც ფულადი ოპერაციები არ ხდებოდა და სესხის ახალ ხელშეკრულებას აფორმებდა გაზრდილი თანხით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელემ წარადგინა ხელშეკრულების სახით დაწყებული 2012 წლის 20 ივლისიდან 2015 წლის 23 იანვრამდე. სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მოპასუხემ წარადგინა თანხის გადახდის ქვითრების სახით. სასამართლომ მთავარ მტკიცებულებას მიიჩნია 2015 წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულება, სადაც მოპასუხე ხელს აწერს სესხის სახით 7500 აშშ დოლარის მიღებას.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ის არ უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2012 წლის 20 ივლისიდან 2015 წლის 23 იანვრის ჩათვლით სესხით სახით მოწინააღმდეგე მხარისგან მიღებული აქვს 7500 აშშ დოლარი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოწინააღმდეგე მხარე მას სესხის ხელშეკრულებას გაზრდილი თანხებით უფორმებდა, რის გამოც მას გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი და ოდენობა ერიცხებოდა გადასახდელად და რომ ე----------------ეს შ--------------------- ო---------–-- ,,რ-------------ისთვის“ პროცენტის სახით გადახდილი აქვს 3456.79 აშშ დოლარი, რომ დოლარის კურსი გაიზარდა და გაძვირდა თითქმის ორჯერ, იქიდან გამომდინარე, რომ ე----------------ე არის პირველი ჯგუფის ინვალიდი და მისი სოციალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის აღნიშნული მდგომარეობა და ასევე, მოპასუხე მხარის მდგომარეობა, მას ე----------------ის მიერ სარგებლის სახით გადახდილი თანხის 3456.79 აშშ დოლარის ნახევარი უნდა ჩაეთვალა ძირ თანხაზე გადახდილად და აღარ დაეკისრებინა მისთვის პროცენტის სახით 300 აშშ დოლარის გადახდა.

აპელანტის განმარტებით, მას შ--------------------- ო---------–-- ,,რ-------------მა“ სესხის სახით მისცა 7500 აშშ დოლარი, 35 თვის ვადით, ხოლო, თუ 35 თვის ვადაში არ მოხდებოდა სესხის დაფარვა, მაშინ მოხდებოდა სესხზე პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მას 2012 წლის 23 იანვარს გაცემული სესხის დაფარვა შეეძლო 2018 წლის 23 იანვრამდე ისე, რომ მას თანხის გადახდა ვერ ჩაეთვლებოდა ვერც ვალდებულების შეუსრულებლობაში და ვერც არაჯეროვან შესრულებაში. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ე----------------ე მოწინააღმდეგე მხარეს 2015 წლის 23 აპრილის ჩათვლით უხდიდა პროცენტს, დანიშნულ დროში. შ--------------------- ო---------–-- ,,რ-------------მა“ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2015 წლის 29 ივნისს, ზუსტად ორი თვის შემდეგ, რაც აპელანტმა არ გადაიხადა თანხა. შესაბამისად, 60 დღეზე მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით მოითხოვდა 1162.5 აშშ დოლარს მაშინ, როდესაც თუნდაც 0.5% მოეთხოვა მოსარჩელეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უწევდა 450 აშშ დოლარი. სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა, რომ მას არ გამოუანგარიშებია თუ რას უდრიდა 7500 აშშ დოლარის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაშინ, როდესაც სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა - 1662.5 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით შეამცირა 10-ჯერ და მოპასუხეს გადასახდელად დააკისრა 116.25 აშშ დოლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე----------------ეს გადასახდელად დააკისრა 300 აშშ დოლარი, პროცენტის სახით და არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის პროცენტის სახით გადახდილი ჰქონდა 3456 აშშ დოლარი. სასამართლომ, ასევე, არ გაითვალისწინა მოპასუხის სოციალური მდგომარეობა და გაზრდილი ტარიფები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, 2012 წლის 16 ივლისის N3--- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით, ე----------------ე განზრახ დააზარალა დიდი ოდენობის ვალების აღებით მოწინააღმდეგე მხარემ და რომ არა მარტივად სესხის გაცემის პროცედურა, ე----------------ე არ აიღებდა მოცემული ოდენობის სესხს. ამასთან, შ--------------------- ო---------–-- ,,რ-------------მა“ ისარგებლა ე----------------ის მძიმე მდგომარეობითა და გამოუცდელობით და მისი უძრავი ქონების დაუფლების მიზნით გააფორმა ისეთი ხელშეკრულებები, რა დროსაც ყოველი ახალი სესხის აღებისას ის თვითონ უფარავდა აპელანტს ძირ თანხას და გაზრდილ თანხაზე დებდა ახალ ხელშეკრულებებს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შ----------------------------------–------------------სა” და ე----------------ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება №3---, რომლის თანახმად, მსესხებელმა იპოთეკით დატვირთა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ---–--–------------------------–-----------------------------. ს/კ 0----------------------. იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

2015 წლის 23 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.6. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2015 წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ე----------------ის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს სესხის ძირი თანხა 7500 აშშ დოლარს, პროცენტი 300 აშშ დოლარსა და პირგასამტეხლო - 1162.5 აშშ დოლარს.

 

აპელანტი სადავოდ ხდის 2015 წლის 23 იანვარს გაფორმებული N3--- -08 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ძირითადი თანხის 7500 აშშ დოლარის სრული მოცულობით მიღების ფაქტს და განმარტავს, რომ 7500 აშშ დოლარიდან მან რეალურად მიიღო 500 აშშ დოლარი, ხოლო 7000 აშშ დოლარით მოხდა მხარეთა შორის მანამდე დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დაგროვილი დავალიანების ოდენობის დაფიქსირება მაშინ, როდესაც წინა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ რეალურად ათვისებული თანხები და მასზე დარიცხული პროცენტები სრულად ჰქონდა დაფარული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორს მოთხოვნილი თანხის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს 2015 წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ----------------------------------–------------------მა” იკისრა ვალდებულება გაეცა სესხი 7500 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 24% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდევინება ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში. აპელანტმა მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა ხელწერილი, რომლის მიხედვით, ე----------------ე ადასტურებს 7500 აშშ დოლარის გატანას შ---------------------------აგან”.

 

პალატა მიიჩნევს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას – ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ე-----------------ემ დაადასტურა მისი ხელმოწერის არსებობა 2015 წლის 23 იანვრის ხელშეკრულებასა და ამავე თარიღით შედგენილ ხელწერილზე. სასამართლო, ასევე, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებასა და ხელწერილს, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოსავლენი ნების შინაარსი, დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც მათ შინაარსს, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ის არ გასცნობია ხელშეკრულებისა და ხელწერილის შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს შ--------------------ს“ ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია მხარეებს შორის 7500 აშშ დოლარის სესხების თაობაზე შეთანხმების არსებობისა და მსესხებლის მიერ ამ ოდენობით თანხის მიღების ფაქტები. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს აპელანტის პოზიციას და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებები, ასევე, ამ ხელშეკრულებების შესასრულებლად განხორციელებულ გადახდების ქვითრებს, რომლებსაც შემხებლობა არ აქვს სადავო სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობასთან და მის საფუძველზე გაცემულ სესხის თანხასთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

განსახილველ შემთხვევაში, შ-----------------------------------–-------------------სა” და ე-----------------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა შ-----------------------------------–--------------------მა” იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლის ე-----------------ისათვის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხა 7500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო, მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაებრუნებინა ნასესხები თანხა და გადაეხადა მასზე დარიცხული პროცენტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის ვალდებულება, მას გაფრთხილებიდან სარჩელის აღძვრამდე, არც 2015 წლის 29 ივნისიდან სარჩელის განხილვამდე პერიოდში, არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის ვალდებულება, ზემოაღნიშნული მუხლისა და 2012 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1. პუნქტის შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული კრედიტის თანხის 7500 აშშ დოლარისა და პროცენტის 300 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ შ-------------------------------------–---------------------სა” და ე----------------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია გადაუხდელი კრედიტის ძირ თანხასთან მიმართებაში და სამართლიანად მიიჩნია მისი შემცირება ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-დან 0,05%-მდე და შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას 116.25 აშშ დოლარის ოდენობით.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიზანია, მხარეთა მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დაადგინოს სადავო გარემოების არსებობა- არარსებობის ფაქტი, რა დროსაც ყოველი მტკიცებულების სათანადოობა მოწმდება სასამართლოს მიერ. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის მიხედვით, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. კონკრეტულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისაგან არ მიუღია 7500 აშშ დოლარი სესხის სახით და ამასთან, მის მიერ ხდებოდა სესხის ძირი თანხის დაფარვა 20.07.2012 წლიდან 23.04.2015 წლამდე და ჯამში დაფარულია ძირი თანხა 1728.39 აშშ დოლარის ოდენობით, ეკისრება სწორედ სააპელაციო საჩივრის ავტორს, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით აღნიშნული გარემოების დადასტურება ვერ შეძლო.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შეფასებებს და მიუთითებს მათზე. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შ--------------------სა“ და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება, რა დროსაც ხდება პირგასამტეხლოს დარიცხვა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ მას 20.07.2012 წლიდან 23.04.2015 წლის ჩათვლით პროცენტის სახით გადახდილი 3456.79 აშშ დოლარიდან ნახევარი - 1728.39 აშშ დოლარი უნდა ჩაუთვალოს ძირ თანხაში გადახდილად და დარჩენილი 5771.61 აშშ დოლარის გადახდა გაუწილვადდეს 35 თვის ვადით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საპროცენტო განაკვეთის არსებობა დადგენილი და განსაზღვრულია ე----------------ესა და შ--------------------ს“ შორის 16.07.2012 წლის ხელშეკრულებით და შესაბამისად, მოვალის მიერ პროცენტის სახით გადახდილი თანხის ძირითად თანხაში ჩათვლის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, რაც შეეხება გადასახდელი თანხის განწილვადებას 35 თვეზე, პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან დაკისრებული თანხის ოდენობის - 5771.61 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ იქნა გაზიარებული აპელანტის პოზიცია და არ დაკმაყოფილდა პალატის მიერ, არ არსებობს აღნიშნული თანხის განწილვადების მოთხოვნის ნაწილში მსჯელობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2016 წლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი