განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001374873
საქმე №2ბ/5417-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
I აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შ----------“, პ--------------–---–ი,წარმომადგენელი - ლ-–--------ე
II აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ს-------------–-------“
წარმომადგენელი - ფ----------------–---ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.07.2017 წლის გადაწყვეტილება.
დავის საგანი - თანხის დაკისრება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.07.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. სს “თ-------–------ის” სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხეებს შპს „დ---“-ს და პ--------------–---–ს სს „თ-------–------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ - 18875.39 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. ს-------------–-------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 4813,99 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
სს „თ-------–------სა“ და შპს „დ---“-ს შორის 2014 წლის 24 ივლისს დაიდო ლ------ის გენერალური ხელშეკრულება N2--------, რომლის ფარგლებშიც 2014 წლის 24 ივლისს და 22 აგვისტოს გაფორმდა N2---------1----, N2---------1---- და N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულებები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ------ის გენერალური ხელშეკრულება (ს.ფ 20-30)
2014 წლის 24 ივლისს სს ,,თ-------–------ს“ და შპს დ---ს შორის გაფორმებული N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულების მიხედვით, ლ------ის მიმღებს გადაეცა 6 ერთეული თვითმცლელი VOLVO, მოდელი - FM 12, გამოშვების წელი - 2001, ს/ნ Y----------------, ლ------ის მთლიანი ფასი განისაზღვრა 34.000.91 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 36 თვე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულება (ს.ფ 31-32)
- ლ------ის ხელშეკრულების დანართი N1 (ს.ფ 33)
- ლ------ის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 34)
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 46)
2014 წლის 24 ივლისს სს თ-------–------ს და შპს დ---ს შორის გაფორმებული N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულების მიხედვით, ლ------ის მიმღებს გადაეცა 6 ერთეული უნაგირა საწევარი SCANIA, მოდელი - 144 L, გამოშვების წელი - 2000, ს/ნ V----------------, ლ------ის მთლიანი ფასი განისაზღვრა 21 927.29 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 36 თვე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულება (ს.ფ 35-36)
- ლ------ის ხელშეკრულების დანართი N1 (ს.ფ 37)
- ლ------ის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 38)
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 47)
2014 წლის 22 აგვისტოს სს თ-------–------ს და შპს დ---ს შორის გაფორმებული N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულების მიხედვით, ლ------ის მიმღებს გადაეცა ერთი ერთეული თვითმცლელი SCANIA, მოდელი - 144 L 340, გამოშვების წელი - 1999, ს/ნ Y----------------, ლ------ის მთლიანი ფასი განისაზღვრა 42 860.45 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 36 თვე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულება (ს.ფ 39-40)
- ლ------ის ხელშეკრულების დანართი N1 (ს.ფ 41)
- ლ------ის საზღაურის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 42)
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 48)
წინამდებარე ხელშეკრულებების 1.10 პუნქტის მიხედვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არა უმეტეს ლ------ის მთლიანი ფასის 20%-სა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულება (ს.ფ 31-32)
- N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულება (ს.ფ 35-36)
- N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულება (ს.ფ 39-40)
ლ------ის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 24 ივლისს სს ,,თ-------–------სა“ და პ--------------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. ამავე გარიგებით თავდები იღებს ვალდებულებას სოლიდარულად აგოს პასუხი 2014 წლის 24 ივლისის N2-------- ლ------ის გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლ------ის მიმღების ვალდებულებებზე ლ------ის ხელშეკრულებების საერთო მაქსიმალური ფასის 1 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში და 2014 წლის 24 ივლისის N1------ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამყიდველის ვალდებულებებზე ნასყიდობის მთლიანი ფასის 46 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდების განცხადება (ს.ფ 43)
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 44-45)
2015 წლის 14 ოქტომბერს შპს „დ---“-ს და პ--------------–---–ს ეცნობათ ს-------------–-------ს“ მიმართ არსებული დავალიანების შესახებ, რომლის მიხედვით მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება 2015 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 3 021.07 ლარს, საიდანაც სალ------ო საზღაურია - 2 988.2 ლარი, ხოლო ჯარიმა - 32.87 ლარი. ხოლო 2015 წლის 3 დეკემბრის წერილის მიხედვით, შპს „დ---“-ს და პ--------------–---–ის მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება 2015 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 11 753.26 ლარს, საიდანაც სალ------ო საზღაურია - 11 454.75 ლარი, ხოლო ჯარიმა - 298.51 ლარი.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სისტემატიურად დარღვევის გამო მოპასუხეებს 2015 წლის 3 დეკემბერს ეცნობათ, რომ 2015 წლის 4 დეკემბრამდე დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ლ------ის ხელშეკრულებები ავტომატურად დამატებითი შეტყობინების გარეშე ჩაითვლება ცალმხრივად შეწყვეტილად. რის შემდეგაც კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ლ------ის საგნები უნდა დაბრუნდეს ლ------ის გამცემის მფლობელობაში და დაიფაროს ზემოაღნიშნული დავალიანება სრულად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი გაფრთხილებები (ს.ფ 52-55)
- წერილობითი გაფრთხილებები; ჩაბარების დასტური (ს.ფ 49-54)
ლ------ის ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდგომ სს ,,თ-------–------მა“ მოახდინა ლ------ის საგნების დაბრუნება და განახორციელა მათი რეალიზაცია. ქონების სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 8 728.81 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე.
დადგენილია, რომ ლ------ის საგნების დაბრუნების მიზნით, ს-------------–-------ს“ მიერ განხორციელდა ლ------ის საგნების ტრანსპორტირება, რისთვისაც მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები შეადგენს - 636.06 აშშ დოლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ 61-72)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან (შპს დ---“, პ--------------–---–ი) ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. კერძოდ ს-------------–-------ს“ მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იკვეთება, რომ შპს „დ---“-მ და პ--------------–---–მა ვერ უზრუნველყვეს ლ------ის ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში სალ------ო საზღაურის გადახდა, რის გამოც მთლიანობაში სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოპასუხეთა მიმართ წარმოშობილი დავალიანება შეადგენს 23 689.38 აშშ დოლარს, საიდანაც ლ------ის ხელშეკრულებების შეწყვეტის შედეგად მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო ჯამურად შეადგენს - 4 979.99 აშშ დოლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბოლოო ვალდებულების გაანგარიშების ცხრილი (ს.ფ 59)
- სააღრიცხვო პროგრამის ამონაწერი (ს.ფ. 56-58)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ 2014 წლის 24 ივლისს შპს დ---ს და სს ,,თ-------–------ს“ შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის დაიდო #2---------1----, #2---------1---- და #2---------1---- ლ------ის ხელშეკრულებები. ხელშეკრულების 1.8 პუნქტის მიხედვით, ლ------ის საზღაურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დანართში მოცემული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1 ფაქტობრივი გარემოებით დაადგინა, რომ შპს „დ---“-მ და პ--------------–---–მა ვერ უზრუნველყვეს ლ------ის ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში სალ------ო საზღაურის გადახდა, რის გამოც მთლიანობაში სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოსარჩელის მიმართ წარმოშობილი დავალიანება შეადგენს 23 689.38 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხიდან ლ------ის ხელშეკრულებების შეწყვეტის შედეგად მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო ჯამურად შეადგენს - 4 979.99 აშშ დოლარს.
ლ------ის გენერალური ხელშეკრულების 14.16 პუნტის მიხედვით, ლ------ის ხელშეკრულების მოშლამდე ლ------ის გამცემი ვალდებულია წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ლ------ის მიმღებს და შესრულებისათვის განსაზღვროს დამატებითი ვადა. მოპასუხეებს ორჯერ ეცნობათ სს თ-------–------ის მიმართ არსებული დავალიანების არსებობის თაობაზე, თუმცა შპს დ---ს და პ--------------–---–ს ვალდებულება არ შეუსრულებიათ.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლ------ის გამცემს შეუძლია მოშალოს ლ------ის ხელშეკრულება, თუ ლ------ის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ხოლო 5806-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლ------ის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლ------ის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 4 დეკემბერს მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ლ------ის ხელშეკრულებები, დაიბრუნა ლ------ის საგნები და მათი რეალიზაცია განახორციელა 8 728.81 აშშ დოლარად, შესაბამისად ამავე თანხის ფარგლებში ლ------ის მიმღების ფინანსური ვალდებულება შემცირდა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ლ------ის ხელშეკრულებების 1.10 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლ------ის საზღაურის დაფარვის ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო შეადგენს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%, მაგრამ არაუმეტეს ლ------ის მთლიანი ფასის 20%-სა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. 0,1% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლოს მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ იგი უნდა შემცირდეს. N2---------1----, N2---------1---- და N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ნაცვლად 4 979.99 აშშ დოლარისა შემცირდეს 30-ჯერ და განისაზღვროს 165.99 აშშ დოლარით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს დ---ს ფინანსური ვალდებულება მხარეთა მიერ გაფორმებული გარიგებებიდან გამომდინარე შეადგენს 26802,15 აშშ დოლარს. დასახელებულ თანხიდან 4979,99 აშშ დოლარი წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომელიც უნდა შემცირდეს 165,99 აშშ დოლარამდე. ასევე 26802,15 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს დაბრუნებული ლ------ის საგნების ღირებულება 8728,81 ლარი. მთლიანობაში შ----------ს“ დავალიანება პირგასამტეხლოს გონივრულ ნიშნულამდე შემცირების შედეგად უნდა განისაზღვროს (26802,15+636,06+165,99-8728,81=18875,39) 18875,39 აშშ დოლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადაავილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”. იმავე კოდექსის 896-ე მუხლის შესაბამისად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ როგორც სოლდიარული მოვალეები, მაშინაც კი თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ------ის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 24 ივლისს სს თ-------–------სა და პ--------------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდები იღებს ვალდებულებას სოლიდარულად აგოს პასუხი 2014 წლის 24 ივლისის N2-------- ლ------ის გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლ------ის მიმღების ვალდებულებებზე ლ------ის ხელშეკრულებების საერთო მაქსიმალური ფასის 1 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში და 2014 წლის 24 ივლისის N1------ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამყიდველის ვალდებულებებზე ნასყიდობის მთლიანი ფასის 46 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ----------სთან“ ერთად ს-------------–-------ს“ მიმართ არსებული დავალიანება 18875,39 აშშ დოლარი შ----------სთან“ ერთად პ--------------–---–საც უნდა დაეკისროს.
I. შ----------სა“ და პ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
აპელანტების განმარტებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.07.2017 წლის გადაწყვეტილება, ვინაიდან, საქმის განხილვის დროს არ მოხდა მათი პოზიციისა და მოსაზრებების გათვალისწინება.
სააპელაციო საჩივრის ავტორების მითითებით, სალ------ო საგნები ლ------ის ხელშეკრულების დადებისას შეადგენდა 100000 აშშ დოლარს, თუმცა, ამოღებული სალ------ო საგნები მოწინააღმდეგე მხარის მიერ გასხვისებული იქნა სამი ერთული ტვირთმზიდი, დაახლოებით 9000 აშშ დოლარად, რამაც წარმოშვა აღნიშნული დავა, რადგან ავტომანქანების რეალურ ფასად გახვისების შემთხვევაში მათ არანაირი დავალიანება არ ექნებოდათ ს-------------–-------ს“ მიმართ. ამასთან, არსებობს ვარაუდი, რომ ავტომანქანები საერთოდ არ იყო გაძარცვული და მოხდა მათი ჯართის ფასში გასხვისება. მნიშვნელოვანია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მთავარმა სამმართველომ ავტომაქანების ძარცვის ფაქტი არ დაადგინა. გარდა აღნიშნულისა, აპელანტები მიუთითებენ, რომ მათთვის ყოველივე აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა მხოლოდ სასამართლოში საქმის წარმოების დროს და არ მომხდარა მათი გაფრთხილება ლ------ის ხელშეკრულებაზე დავალიანების არსებობის თაობაზე.
II. ს-------------–-------ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.07.2017 წლის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და მოწინააღმდეგე მხარეებს ს-------------–-------ს“ სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროთ მიმდინარე ვადაგადაცილების 4778.99 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს 201 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს შემდეგს: აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ 30-ჯერ შემცირდა პირგასამტეხლო, რითაც არასწორად მოხდა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების განმარტება იმის თაობაზე, რომ შ----------ს“ მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო ჯამურად შეადგენდა 4,979.99 აშშ დოლარს.
#2---------1----, #2---------1---- და #2---------11782 ლ------ის ხელშეკურლებებით ნაკისრი ვალებულებების შუსრულებლობის გამო შ----------ს“ მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო ჯამურად შეადგენს 4,979.99 აშშ დოლარს, საიდანაც მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება, ანუ, გადაუხდელი სალ------ო საზღაურები, რომლის განმავლობაშიც ლ------ის მიმღები სარგებლობდა ლ------ის საგნებით შეადგენს 4,778.99 აშშ დოლარს, ხოლო, მასზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 201 აშშ დოლარს.
აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სს „თ-------–------ის“ სარჩელის მე-5 ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც ლ------ის ხელშეკურლებებიდან გამომდინარე ლ------ის მიმღების მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო ჯამურად შეადგენდა 4,979.99 აშშ დოლარს, რომლის მტკიცებულებაც ს-------------–-------ს“ მიერ წარდგენილი საბოლოო დავალიანების გაანგარიშების დეტალური ცხრილი იყო, სადაც მითითებულია, რომ ლ------ის ხელშეკრულებების შეუსრულებლობის გამო შ----------ს“ და პ--------------–---–ის მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანებაა - 4,778.99 აშშ დოლარი, ხოლო მასზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს - 201 აშშ დოლარს.
#2-------- ლ------ის გენერალური ხელშეკრულების 14.3. პუნქტის შესაბამისად, ლ------ის ხელშეკრულებები წყდება თუ ლ------ის მიმღები ლ------ის ხელშეკრულებების გადახდის გრაფიკების შესაბამისად ვერ გადაიხდის სალ------ო საზღაურებს. სწორედ ასეთი სალ------ო საზღაურების ჯამი არის მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება, რომელიც ლ------ის მიმღებს წარმოეშვა ლ------ის ხელშეკრულებების გადახდის გრაფიკების დარღვევის მომენტიდან ლ------ის ხელშეკრულებების შეწყვეტამდე, ხოლო, აღნიშნულ პერიოდში გადაუხდელ სალ------ო საზღაურებზე ლ------ის გენერალური ხელშეკრულების 3.10. პუნქტისა და #2---------1----, #2---------1---- და #2---------11782 ლ------ის ხელშეკრულებების 1.10. პუნქტების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული 0.1% წარმოადგენს პირგასამტეხლოს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს პირგასამტეხლოს გაუმართლებლად მაღალ ოდენობად მიჩნევის შემთხვევაში შეეძლო შეემცირებინა მხოლოდ 201 აშშ დოლარი და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანების შემცირება და/ან პირგასამტეხლოდ მიჩნევა, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში ლ------ის მიმღები ჩვეულებრივ სარგებლობდა ლ------ის საგნებით და მათი ექსპლუატაციის შედეგად ახორციელებდა სარგებლის მიღებას, რის მიუხედავადაც არ ახორციელებდა სალ------ო საზღაურების გადახდას. ამასთან, სწორედ აღნიშნული მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანების არსებობა ადასტურებს ლ------ის ხელშეკრულებების დარღვევის/არაჯეროვანი შესრულების ფაქტს, რომლის პირგასამტეხლოდ მიჩნევის შემთხვევაშიც შეუძლებელი გახდება შ----------სა“ და პ--------------–---–ის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგენა და გაურკვეველი ხდება ის ფაქტიც თუ საიდან წარმოიშვა პირგასამტეხლო და რაზე მოხდა მისი დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,სს „თ-------–------სა“ და შპს „დ---“-ს შორის 2014 წლის 24 ივლისს დაიდო ლ------ის გენერალური ხელშეკრულება N2--------, რომლის ფარგლებშიც 2014 წლის 24 ივლისს და 22 აგვისტოს გაფორმდა N2---------1----, N2---------1---- და N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულებები.
2014 წლის 24 ივლისს სს ,,თ-------–------ს“ და შ----------ს“ შორის გაფორმებული N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულების მიხედვით, ლ------ის მიმღებს გადაეცა 6 ერთეული თვითმცლელი VOLVO, მოდელი - FM 12, გამოშვების წელი - 2001, ს/ნ Y----------------, ლ------ის მთლიანი ფასი განისაზღვრა 34.000.91 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 36 თვე.
2014 წლის 24 ივლისს სს ,,თ-------–------სა“ და შ----------ს“ შორის გაფორმებული N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულების მიხედვით, ლ------ის მიმღებს გადაეცა 6 ერთეული უნაგირა საწევარი SCANIA, მოდელი - 144 L, გამოშვების წელი - 2000, ს/ნ V----------------, ლ------ის მთლიანი ფასი განისაზღვრა 21 927.29 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 36 თვე.
2014 წლის 22 აგვისტოს სს ,,თ-------–------სა“ და შ----------ს“ შორის გაფორმებული N2---------1---- ლ------ის ხელშეკრულების მიხედვით, ლ------ის მიმღებს გადაეცა ერთი ერთეული თვითმცლელი SCANIA, მოდელი - 144 L 340, გამოშვების წელი - 1999, ს/ნ Y----------------, ლ------ის მთლიანი ფასი განისაზღვრა 42 860.45 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 36 თვე.
წინამდებარე ხელშეკრულებების 1.10 პუნქტის მიხედვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არა უმეტეს ლ------ის მთლიანი ფასის 20%-სა.
ლ------ის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 24 ივლისს სს ,,თ-------–------სა“ და პ--------------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. ამავე გარიგებით თავდები იღებს ვალდებულებას სოლიდარულად აგოს პასუხი 2014 წლის 24 ივლისის N2-------- ლ------ის გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლ------ის მიმღების ვალდებულებებზე ლ------ის ხელშეკრულებების საერთო მაქსიმალური ფასის 1 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში და 2014 წლის 24 ივლისის N1------ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამყიდველის ვალდებულებებზე ნასყიდობის მთლიანი ფასის 46 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
2015 წლის 14 ოქტომბერს შპს „დ---“-სა და პ--------------–---–ს ეცნობათ ს-------------–-------ს“ მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სისტემატიურად დარღვევის გამო შ----------სა“ და პ--------------–---–ს 2015 წლის 3 დეკემბერს ეცნობათ, რომ 2015 წლის 4 დეკემბრამდე დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ლ------ის ხელშეკრულებები ავტომატურად დამატებითი შეტყობინების გარეშე ჩაითვლება ცალმხრივად შეწყვეტილად. რის შემდეგაც კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ლ------ის საგნები უნდა დაბრუნდეს ლ------ის გამცემის მფლობელობაში და დაიფაროს ზემოაღნიშნული დავალიანება სრულად.
ლ------ის ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდგომ სს ,,თ-------–------მა“ მოახდინა ლ------ის საგნების დაბრუნება და განახორციელა მათი რეალიზაცია. ქონების სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 8 728.81 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე.
ლ------ის საგნების დაბრუნების მიზნით, ს-------------–-------ს“ მიერ განხორციელდა ლ------ის საგნების ტრანსპორტირება, რისთვისაც ს-------------–-------ს“ მიერ გაწეული ხარჯები შეადგენს - 636.06 აშშ დოლარს.
დადგენილია, რომ შ----------სა“ და პ--------------–---–ის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. კერძოდ, შპს „დ---“-მ და პ--------------–---–მა ვერ უზრუნველყვეს ლ------ის ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში სალ------ო საზღაურის გადახდა, რის გამოც მთლიანობაში სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოწინააღმდეგე მხარეთა მიმართ წარმოშობილი დავალიანება შეადგენს 23 689.38 აშშ დოლარს, საიდანაც ლ------ის ხელშეკრულებების შეწყვეტის შედეგად მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო ჯამურად შეადგენს - 4 979.99 აშშ დოლარს.
შ----------სა“ და პ--------------–---–ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ 2014 წლის 24 ივლისს შპს დ---ს და სს ,,თ-------–------ს“ შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის დაიდო #2---------1----, #2---------1---- და #2---------1---- ლ------ის ხელშეკრულებები. ხელშეკრულების 1.8 პუნქტის მიხედვით, ლ------ის საზღაურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დანართში მოცემული გრაფიკის შესაბამისად.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს „დ---“-მ და პ--------------–---–მა ვერ უზრუნველყვეს ლ------ის ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში სალ------ო საზღაურის გადახდა, რის გამოც მთლიანობაში სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად ს-------------–-------ს“ მიმართ წარმოშობილი დავალიანება შეადგენს 23 689.38 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხიდან ლ------ის ხელშეკრულებების შეწყვეტის შედეგად მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო ჯამურად შეადგენს - 4 979.99 აშშ დოლარს.
ლ------ის გენერალური ხელშეკრულების 14.16 პუნტის მიხედვით, ლ------ის ხელშეკრულების მოშლამდე ლ------ის გამცემი ვალდებულია წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ლ------ის მიმღებს და შესრულებისათვის განსაზღვროს დამატებითი ვადა.
პალატა განმარტავს, რომ შ----------სა“ და პ--------------–---–ის ორჯერ ეცნობათ ს-------------–-------ს“ მიმართ არსებული დავალიანების არსებობის თაობაზე, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებებით, თუმცა, მათ ვალდებულება არ შეუსრულებიათ.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლ------ის გამცემს შეუძლია მოშალოს ლ------ის ხელშეკრულება, თუ ლ------ის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ხოლო 5806-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლ------ის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლ------ის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2015 წლის 4 დეკემბერს სს ,,თ-------–------მა“ ცალმხრივად შეწყვიტა ლ------ის ხელშეკრულებები, დაიბრუნა ლ------ის საგნები და მათი რეალიზაცია განახორციელა 8 728.81 აშშ დოლარად, შესაბამისად, ამავე თანხის ფარგლებში ლ------ის მიმღების ფინანსური ვალდებულება შემცირდა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადაავილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”. იმავე კოდექსის 896-ე მუხლის შესაბამისად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ როგორც სოლდიარული მოვალეები, მაშინაც კი თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ლ------ის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 24 ივლისს სს ,,თ-------–------სა“ და პ--------------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდები იღებს ვალდებულებას სოლიდარულად აგოს პასუხი 2014 წლის 24 ივლისის N2-------- ლ------ის გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლ------ის მიმღების ვალდებულებებზე ლ------ის ხელშეკრულებების საერთო მაქსიმალური ფასის 1 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში და 2014 წლის 24 ივლისის N1------ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამყიდველის ვალდებულებებზე ნასყიდობის მთლიანი ფასის 46 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შ----------სა“ და პ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს მათი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი ვალდებულების დარღვევის თაობაზე, რადგან საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებების თანახმად, მათთვის ცნობილი იყო აღნიშნულის თაობაზე. სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების შესრულებაზე ვალდებულ პირებს. შესაბამისად, არ არსებობს შ----------სა“ და პ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს-------------–-------ს“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა მიუთითებს შემდეგს:
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ის გარემოება, რომ შპს „დ---“-მ და პ--------------–---–მა ვერ უზრუნველყვეს ლ------ის ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში სალ------ო საზღაურის გადახდა, რის გამოც მთლიანობაში სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების შედეგად ს-------------–-------ს“ მიმართ წარმოშობილი დავალიანება შეადგენს 23 689.38 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხიდან ლ------ის ხელშეკრულებების შეწყვეტის შედეგად მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო ჯამურად შეადგენს - 4 979.99 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს აპელანტის - ს-------------–-------ს“ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ #2---------1----, #2---------1---- და #2---------11782 ლ------ის ხელშეკურლებებით ნაკისრი ვალებულებების შუსრულებლობის გამო შ----------ს“ მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო ჯამურად შეადგენს 4979.99 აშშ დოლარს, საიდანაც მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება ანუ გადაუხდელი სალ------ო საზღაურები, რომლის განმავლობაშიც ლ------ის მიმღები სარგებლობდა ლ------ის საგნებით შეადგენს 4778.99 აშშ დოლარს, ხოლო, მასზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 201 აშშ დოლარს და არა 4979.99 აშშ დოლარს.
ლ------ის ხელშეკრულებების 1.10 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლ------ის საზღაურის დაფარვის ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო შეადგენს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%, მაგრამ არაუმეტეს ლ------ის მთლიანი ფასის 20%-სა.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრა 0,1% - ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 201 აშშ დოლარის ოდენობით არის შესაბამისი და პროპორციული ოდენობა ძირითადი დავალიანებისა. შესაბამისად, პალატა იზიარებს აპელანტის - ს-------------–-------ს“ განმარტებას იმის თაობაზე, რომ ს-------------–-------ს“ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და შ----------სა“ და პ--------------–---–ს ს-------------–-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანების - 4778.99 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 201 აშშ დოლარის გადახდა, ჯამში 23,689.38 აშშ დოლარის გადახდა, რაც ს-------------–-------ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ შ----------სა“ და პ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ს-------------–-------ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ს-------------–-------ს“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ს-------------–-------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აპელანტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 358 ლარის ოდენობით და ასევე, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 310.27 ლარის ოდენობით.
შ----------სა“ და პ--------------–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ----------სა“ და პ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ს-------------–-------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.07.2017 წლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1, 1.2 და 2 პუნქტების ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შ----------სა“ და პ--------------–---–ს ს-------------–-------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 4813.99 აშშ დოლარის გადახდა;
5. შ----------სა“ და პ--------------–---–ს დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 310.27 ლარის ოდენობით ს-------------–-------ს“ სასარგებლოდ;
6. შ----------სა“ და პ--------------–---–ს დაეკისროთ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 358 ლარის ოდენობით გადახდა ს-------------–-------ს“ სასარგებლოდ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი