განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001613116
საქმე №2ბ/5432-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტები - ა-–------------------ე, თ-------------–--ი, თ--–------------ე, თ----------ე, ნ-----------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შ---------------------------------–--------------------ი“
წარმომადგენელი - მ-----------------–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2017 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. შ------------------------------------–--------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. ა-–------------------ის, თ-------------–--ის, თ--–------------ის, თ----------ის, ნ-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ-------–--–---------–-------–--------------–-------------------2, საკადასტრო კოდით 0---------------------- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე შ---------------------------------–--------------------ს“.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ-------–--–---------–-------–--------------–-------------------2, საკადასტრო კოდით 0---------------------- რეგისტრირებულია შ------------------------------------–--------------------ი“-ს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება NA--------------- დამოწმების თარიღი 31/10/2016, თბილისის სააღსრულებო ბიურო (ს/ფ. 21-22).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ ქ. თ---–--–---------–-------–--------------–--------------- ბინას (საკადასტრო კოდით 0----------------------) ფლობენ მოპასუხეები: ა-–------------------ე, თ-------------–--ი, თ--–------------ე, თ----------ე, ნ-----------ე. მოპასუხეებს არ მიუთითებიათ და არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას ფლობენ კანონიერად (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 35-49, მოისმინეთ 17.07.2017 წლის სხდომის ოქმი).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ-------–--–---------–-------–-------------ში მდებარე ბინა N12, საკადასტრო კოდით 0----------------------, რეგისტრირებულია შ---------------------------------–--------------------ის“ საკუთრებად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მოპასუხეებმა შესაგებელში მიუთითეს, რომ ისინი რეგისტრირებულები არიან მითითებულ მისამართზე და სადავოდ მიიჩნევენ უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობას, მაგრამ სადავო ბინაში რეგისტრაცია არ ადასტურებს ბინის მართლზომიერ ფლობას. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ---------------------------------–--------------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ა-–------------------ის, თ-------------–--ის, თ--–------------ის, თ----------ის, ნ-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ქ-------–--–---------–-------–--------------–-------------------2, საკადასტრო კოდით 0---------------------- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრე შ---------------------------------–--------------------ს“.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტების განმარტებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2017 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო საჩივრის ავტორების მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებიანა, კერძოდ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია (მუხლი 25 (1) ეკონომიკურ სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო ფაქტი (მუხლი 11 (1) კონვენციაში რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (მუხლი 5(ე)(iii)), ბავშვის უფლებათა კონვენციაში (მუხლი 27), და კონვენციაში ლტოლვილთა სტატუსის შესახებ (მუხლი 21). გარდა ამისა, მრავალ დამატებით სტანდარტში აღიარებულია გარკვეული სოციალური ჯგუფების საცხოვრებლის უფლება, როგორიცაა უნარშეზღუდული პირები, მოხუცები და მკვიდრი ხალხი. ადამიანის უფლებათა რეგიონალურ სისტემებში აღსანიშნავია ევროპის გადასინჯული სოციალური ქარტია (1996 წ.), რომლის 31-ე მუხლში საცხოვრებლის უფლების მნიშვნელოვანი სამართლებრივი დებულებებია ჩამოყალიბებული. 12 ევროპის სოციალური ქარტიის თავდაპირველი ტექსტის (1961) დებულებები საცხოვრებლის უფლებას ითვალისწინებს მხოლოდ ოჯახების (მუხლი 16), მიგრანტი მუშაკების (მუხლი 19(4)) და მოხუცებისათვის (ევროპის სოციალური ქარტიის დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი).
აპელანტების განმარტებით, საცხოვრისის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი 2016 წლის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს საცხოვრებლის უფლების ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან მჭიდრო კავშირზე და მიუთითებს ,რომ ადეკვატური საცხოვრებლის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული საკითხების გააზრება, სწორედ სიცოცხლის უფლების ჭრილში უნდა მოხდეს. გარდა ხსენებულისა, საცხოვრებლის უფლების რეალიზაცია სხვა უფლებებთან კომბინაციაში უნდა იყოს განხილული. საცხოვრებლის უფლება მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ღირსებასა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან.ეს უფლება არის ,,წინაპირობა"შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური უსაფრთხოების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, განათლების უფლებით სარგებლობისათვის.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ადგნს, რომ ,,წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები (რომელთა შორის არის საქართველოც) აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას,მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი კვების, ტანისამოსისა და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღებენ შესაბამის ზომებს, აღიარებენ რა, ამ მხრივ, თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებული საეთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობა." სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის მითითებით, საცხოვრებლის უფლება საყოველთაო უფლებაა, რომელიც დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. ადეკვატური საცხოვრებლის უფლების შინაარსი არ უთანაბრდება თავშესაფრის უფლებას, ის გულისხმობს ნებისმიერ ,,უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრებას". ასეთი შინაარსი კი გამომდინარეობს შემდეგი ასპექტებიდან (1) ადეკვატური საცხოვრებლის უფლება სისტემურად უნდა განიმარტოს პაქტის პრეამბულაში მითითებულ ,,ადამიანის განუყოფელ ღირსებასთან" ერთად. ეს კი ნიშნავს, რომ საცხოვრებლის ცნება მოიაზრებს ამ უფლების ყველა ადამიანისათვის უზრუნველყოფას, მიუხედავად მათი შემოსავლისა თუ ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართის ფლობის სამართლებრივი უზრუნველყოფას 2.1-ეს კრიტერიუმი გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ პირის ან პირთა ჯგუფის საცხოვრებელ ფართზე ცხოვრების ფორმის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იყოს პირობები (გარკვეული ხარისხით), რომლებიც მათ აძლევთ სამართლებრივ ბერკეტებს ძალადობრივი გამოსახლების, დევნისა თუ ხვა საშიშროებების წინააღმდეგ. ყოველივე ზემოაღნიშნული განმარტებებიდან, აპელანტები მოითხოვენ გაქუმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ-------–--–---------–-------–-------------ში მდებარე ბინა N12, საკადასტრო კოდით 0---------------------- რეგისტრირებულია შ------------------------------------–--------------------ი“-ს საკუთრებად.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თ---–--–---------–-------–--------------–------ბარე 12 ბინას (საკადასტრო კოდით 0----------------------) ფლობენ ა-–------------------ე, თ-------------–--ი, თ--–------------ე, თ----------ე, ნ-----------ე. აპელანტებს არ მიუთითებიათ და არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შ---------------------------------–--------------------ის“ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას ფლობენ კანონიერად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ-------–--–---------–-------–-------------ში მდებარე ბინა N12, საკადასტრო კოდით 0----------------------, რეგისტრირებულია შ---------------------------------–--------------------ის“ საკუთრებად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ შ---------------------------------–--------------------ი“ არის ბინის მესაკუთრე, ხოლო აპელანტებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. რაც შეეხება აპელანტი მხარის მითითებას (იხ. შესაგებელი) სადავო უძრავ ქონებაში მათი რეგისტრაციის თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ სადავო ბინაში რეგისტრაცია არ ადასტურებს ბინის მართლზომიერ ფლობას იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან კანონისმიერი საფუძველი მესაკუთრის უფლების შებოჭვისათვის და შესაბამისად, შ---------------------------------–--------------------ი“ უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–------------------ის, თ-------------–--ის, თ--–------------ის, თ----------ისა და ნ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2017 წლის გადაწყვეტილება;
3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
ხათუნა არევაძე