განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-701-2018 წელი
№080100118002459854
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
12 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ვ-–-------- გ-------ის,ადვოკატის – თ---------- მ---ის,მსჯავრდებულის – მ-------- ა-–----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა მ-------- ა-–----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ-------- ა-–----ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ქ-------–---–-–------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქ-მიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიუ-რი საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთ-ვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
მ-------- ა-–----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის;
– საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 აპრილს, 07:50 საათიდან - 10:40 საათამდე პერიოდში, საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომ-ლების მიერ ქალაქ ქ-------–---–-–------------------ში მდებარე მ-------- ა-–----ის საც-ხოვრებელ სახლში, დამხმარე სათავსოებში და საკარმიდამო ნაკვეთში ჩატარდა ჩხრეკა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მ-------- ა-–----ის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და საცხოვრებელ სახლში განთავსებულ მისივე საძინებელ ოთახში არსებულ ხის ტუმბოში, მის მიერ ასევე უკანონოდ შენახუ-ლი, პოლიეთილენის გამჭირვალე შვიდ პაკეტში შეფუთული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება-კანაფის ფისი, საერთო წონით – 17,398 გრამი. ასევე, ამოღებული იქნა მ-------- ა-–----ის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი, ამავე სახლის აივნის ქვემოთ, კედელთან დადებულ პოლიე-თილენის ტომარაში ჩადებული, მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსე-ბულ ოთხ სხვადასხვა ზომის პოლიეთილენის პაკეტში გადანაწილებული, მის მიერ ასე-ვე უკანონოდ შენახული 547 ცალ კონვალუტის ნაჭერზე და 33 ცალ კონვალუტაზე განთავსებული, ქარხნული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრე-ნორფინის“ შემცველი 778 ტაბლეტი, საერთო წონით 311,20 გრამი, რომლებშიც აღმოჩნ-და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ სა-ერთო წონით 6,224 გრამი, მ-------- ა-–----ის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და საცხოვრებელ სახლში განთავსებულ მისივე სა-ძინებელ ოთახში არსებულ ხის ტუმბოში, მის მიერ ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შენა-ხული 45 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული - 9 მმ კალიბრის ვაზნა, რომლებიც მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ-------- ა-–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მიუხედავად ოპერატიული ინფორმაციისა ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული ვერ იქნა, ხოლო მან ნებაყოფლობით წარადგინა ისეთი სახის უკანონო ნივ-თები, რომელთა არსებობა მის სახლში მყოფი სამართალდამცავი ორგანოს წარმომად-გენლებისათვის საერთოდ უცნობი იყო, ანუ მან თავიდანვე ითანამშრომლა გამოძიებას-თან.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ მ-------- ა-–----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს თ---------- მ---ს, რომლებიც ითხოვენ მ-------- ა-–----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას. კერძოდ, 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნნქტით გა-თვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის მინიმუმის შეფარდებას, შემდეგ კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყე-ნებას.
– პროკურორ ვ-–-------- გ-------ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კა-ნონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ-------- ა-–----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვ-სე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ-------- ა-–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას მინიმუმამდე და შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ-------- ა-–-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მ-------- ა-–----ე იგი აღიარებდა დანაშაულს და თავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე გაითვალის-წინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანო-ბის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსა-წინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დანაშაულთა ერთობლიობით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასი-ათს, ხარისხს და მსჯავრდებულის პიროვნებას.
ხოლო, რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მ-------- ა-–----ისათვის სასჯელის შემსუბუქებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით და-ადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს, (თუ პირს არ წაას-წრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
დადგენილია, რომ მ-------- ა-–----ე წასწრებულ იქნა დანაშაულის ჩადენისთანავე და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ, რის გამოც სააპელაციო პალატა მ-------- ა-–----ეს ვერ დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 50-ე მუხლის გამოყენებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი მ-------- ა-–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ-------- ა-–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ-------- ა-–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორ-მეტი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანა-შაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ--------ი ა-–----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორ-მეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ--------ი ა-–----ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან –2018 წლის 13 აპრილიდან.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესე-ბულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარ-ჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მ-------- ა-–----ეს ზემოაღნიშნული, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქ-მედების ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გათა-ვისუფლებისთანავე.
ნივთმტკიცება – მ-------- ა-–----ის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოების და საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას ამოღებული: 547 ცალ კონვალუტის ნაჭერზე და 33 ცალ კონვალუტაზე განთავსებული 778 (შვიდას სამოცდათვრამეტი) ცალი თეთრი ფე-რის, ექვსკუთხა ფორმის მთელი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ლოგოთი „N8“, საერთო წო-ნით – 311,20 გრამი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ საერთო წონით შეადგენს 6,224 გრამს; მოყავისფრო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მყარი ნივთიერებები, კანაფის ფისი, საერთო წონით 17,398 გრამს (13,278გ და 4,12გ), რაც ინა-ხება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკო-ტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართვე-ლოში, გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დე-პარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწ-ყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – 45 (ორმოცდახუთი) ცალი ვაზნის ფორმის ობიექტი, რაც წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნას, 06 (ექვსი) ცალი ვაზნის ფორმის ობიექტი, რაც წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნას, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეგზავნოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს, საქმეზე საბოლოო გადაწ-ყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe