განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
010100118002624191
ინსტანცია
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-700-2018 წელი

№010100118002624191

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

30 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ---------- დ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

თ---------- დ-------ე, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–----–----------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანა-შაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენო-ბით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

თ---------- დ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

– სხვისი ნივთის დაზიანებისათვის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

– პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 20:25 საათზე, ქ.ბ------–----–----------------------ში ყოფნისას, თ---------- დ-------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახისა და სხეულის სხვადასხა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით, ასევე თმებში მოქაჩვით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს (ოჯახის წევრს) - ნ-----–- დ-------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინების საფუძველზე ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლი-ციის პირველ განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელები ა---------– მ-------–----–ი და რ---- ბ-----ე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, მდებარე ქ.ბ----------–---------------------, თ---------- დ-------ე არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების კანო-ნიერ მოთხოვნას და პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძა-ლადობით წინააღმდეგობა გაუწია მათ; დაკავების დროს სახის არეში თავი ჩაარტყა უბ-ნის ინსპექტორ-გამომძიებელს რ---- ბ-----ეს და დაუზიანა სამსახურებრივი ფორმა, ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ა---------– მ-------–---–ს ხელი დაარტყა მარ-ჯვენა მხრის არეში. აღნიშნულის შემდგომ, პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოძახე-ბული იქნა დამატებითი ჯგუფი თ---------- დ-------ის ქმედებების აღსაკვეთად, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე დააკავეს თ---------- დ-------ე, დაკავებისას ამ უკანას-ნკნელმა პოლიციის კანონიერი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ხელზე უკბინა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ზ---- დ-------ეს.

2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.ბ------–----–----------------------ში ყოფნისას თ---------- დ-------ემ იატაკზე დაგდებით დააზიანა ა---------– მასხა-რაშვილის კუთვნილი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რამაც გამოიწვია 700 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა-–---------- ძ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს თ---------- დ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სას-ჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენი-ლია ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, მის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩადე-ნილი დანაშაულის ქმედების ხასიათის გათვალისწინებით არაადეკვატური და შეუსაბა-მოა. აღნიშნული სასჯელით მსჯავრდებული წახალისებულია და შესაბამისად მის მიერ უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენის საფრთხე უფრო მაღალია. თ---------- დ-------ი-სათვის დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, ვერ იქონიებს რაიმე სახის ზემოქმედებას მსჯავრდებულზე და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ თ---------- დ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ თ---------- დ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ---------- დ--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ თ---------- დ-------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაზარალებულს აუნაზღაურა ნივ-თის დაზიანებით მიყენებული ზიანი, მისი განმარტებით პოლიციის თანამშრომლებს თავისი მოქმედების გამო სთხოვა პატიება, სწავლობს საქართველოს ფარგლებს გარეთ საზღვაო აკადემიაში და მას უწევს სასწავლებელში გამგზავრება, ამავე დროს დასაქ-მებულია გემზე პერიოდულად, ჰყავს მძიმე ავადმყოფი დედა, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციულ მკურნალობას, მამა გარდაცვლილი ჰყავს, მეზობლების და-ხასიათებით უკონფლიქტო, დადებითი და შრომისმოყვარე პიროვნებაა. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გა-თვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შე-დეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზა-ნი – სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარის-ხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა ჯარიმა 3500 (სა-მიათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალის-წინებით შეუმცირა და განუსაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. საა-პელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადე-ნილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებული-სათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქ-ტომბრის განაჩენი თ---------- დ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საა-პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

თ---------- დ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

თ---------- დ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სა-ხელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენო-ბით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ---------- დ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს ჯარიმა 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერი-ოდის გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ თ---------- დ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებ-ლოდ.

გაუქმდეს მსჯავრდებულ თ---------- დ-------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოს 2018 წლის 26 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას ყადაღა ზ------ დ-------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძ-რავი ქონების (მისამართი: შ------ის მუნიციპალიტეტი, დაბა შ--------------------------------------------------------, საიდენტიფიკაციო კოდი 2---------------------) 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ნივთიერი მტკიცებულება – ა---------– მ-------–---–ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – რ---- ბ-----ისაგან ამოღებული პერანგი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წეს-ით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili