განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-691-2018 წელი
№110100118002628145
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
30 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა-–---- ფ-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ა-–---- ფ-----ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ.ზ----------–---–-------–---------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ზ------------------------------–---------------ში, მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათ-ვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრული აქვს საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუ-დვა და აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება 02 (ორი) წლის ვა-დით;
aRwerilobiTi nawili:
ა-–---- ფ-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 ივლისს, ზ----- ფ-----ე, სტუმრად იმყოფებოდა ძმასთან ა-–---- ფ------ესთან, ზ------------------------------–---------------ში. დაახლოებით 13:30 საათზე, სა-ცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ა-–---- ფ-----ემ ფინანსურ საკითხებთან შეუთანხმებ-ლობის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, დას - ზ----- ფ-----ეს მიაყენა სი-ტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო ცე-ცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას - ზ----- ფ-----ეს, ასევე, ამავე იარაღიდან ჰაერში განახორციელა ერთჯერადი გასროლა. აღნიშნული მუქარა ზ----- ფ-----ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოს-პობის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კ---- ს-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა-–---- ფ-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მო-ტივირებით, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს აქვთ კონფლიქტური დამოკი-დებულება. ა-–---- ფ-----ის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება შესაძლოა წამახა-ლისებელი აღმოჩნდეს როგორც მსჯავრდებულისათვის შემდგომი განზრახი დანაშა-ულის ჩასადენად, ასევე ძალადობრივი დანაშაულის სხვა სუბიექტებისათვის. ა-–---- ფ-----ისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეულ ზიანს, ასევე ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ა-–---- ფ-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–---- ფ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა-–---- ფ-----ის მიმართ სას-ჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ა-–---- ფ-----ე არ არის ნასა-მართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ასევე გაითვალისწინა საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორ-ციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხო-ვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდე-ქსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახა-ლი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩა-დენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შე-დეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მი-აჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმ-ძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილე-ბის შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი ა-–---- ფ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სა-აპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ა-–---- ფ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა-–---- ფ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელ ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, და-მატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებ-ლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზ-ღუდვა და აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 02 (ორი) წლის ვადით.
გაუქმდეს ა-–---- ფ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს თანხა საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტი-ლებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სა-ჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ა-–---- ფ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 30 ივლისიდან, 2018 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ა-–---- ფ-----ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგი-ლი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტრო-ლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ასევე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციე-ლება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ად-გილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები – ზ----- ფ-----ის ნერწყვის ნიმუში, ა-–---- ფ-----ის ორივე ხელის ანაწმენდი და ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს, საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული გასროლილი პლასტმასის ჰილზი და სანადირო თოფის კონდახის ნაწილები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთ ლულიანი სანადირო თოფი დაზიანებულ მდგომარეობაში გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღე-ბის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დის-კზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili