განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119002820924
№1/ბ-262-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები მარინა სირაძე
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორის - მ-----მ ქ------ის
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის - შ----ა ხ-------ას
მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელის - გ------ი ხ-------ას
ადვოკატის - ვ------- გ-------ას მონაწილეობით
დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ შ----ა გ------ის ძე ხ-------ას - საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 6---------- დაბადებული 2002 წლის 3-----–--ს, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ზუგდიდის რაიონის სოფელი ჭ----–------ში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 298-ე, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ შ----ა ხ-------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ------- გ-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განაჩენი შ----ა ხ-------ას მიმართ დარჩეს უცვლელად:
შ----ა ხ-------ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს შ----ა ხ-------ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და საბოლოოდ შ----ა ხ-------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
შ----ა ხ-------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
შ----ა ხ-------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2019 წლის 13 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულება, SAMSUNG GALAX S5”-ის მოდელის მობილურ ტელეფონის აპარატი და სილიკონის ბუდე, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე