განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-674-2018 წელი
№110100118002616796
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
22 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ-------- ქ----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ნ-------- ქ----ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ზ------------------------------–-–----–------ში, მსჯავრდებულია ზე-სტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდე-ნობით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამა-ტებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ექსკავატორი, სახ.ნომრით N----- (რომლიც განთავსებულია ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში) და 1500 კილოგრამის ოდენობით სილიკო მან-განუმის ქერქული ნარჩენი (რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველო-ში).
aRwerilobiTi nawili:
ნ-------- ქ----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო წიაღით სარგებლობისათ-ვის სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაცი-ული სახდელის დადების შემდეგ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის დადგენილებით, ნ--------- ქ----ე, ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ად-მინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის დადგენილებით, ნ-------- ქ----ე, ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სა-მართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექ-სის 571-ე მუხლით და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით. ნ--------ი ქ----ე ითვლებოდა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათ-ვის ადმინისტრაციულსახდელდადებულად, 2018 წლის 22 ივნისს, ქალაქ ზ----------–----------–---–ის ქუჩაზე, ნაქირავები ექსკავატორების მეშვეობით, უკანონოდ მოიპოვა 1500 კილოგრამი სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 201,50 ლარი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა კ---- ს-----ემ, მსჯავრდებულმა ნ-------- ქ----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----– ხ--------ემ.
აპელანტი, პროკურორი კ---- ს-----ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს ნ-------- ქ----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ ნ-------- ქ----ისათვის სასჯელის დანიშ-ვნისას არ გაითვალისწინა მის მიერ ქმედების ჩადენის ხასიათი და ამ ქმედებით გამო-წვეული შედეგი. მან უკანონოდ მოიპოვა 1500 კგ. სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 201,50 ლარი. აღნიშნულიდან გამომ-დინარე მისთვის დანიშნული სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთ-ვის შემდგომი განზრახი დანაშაულების ჩასადენად. ნ-------- ქ----ისათვის დანიშნული სასჯელი არაა სამართლიანი, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და გარემოსთვის მიყენებულ ზიანს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების გან-ხორციელებას.
აპელანტი, მსჯავრდებული ნ-------- ქ----ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ-----– ხ--------ე სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ნ-------- ქ----ის მიმართ გამამარ-თლებელი განაჩენის გამოტანას და ექსკავატორის დაბრუნებას მისი კანონიერი მფლო-ბელისათვის. მოთხოვნას ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ 2018 წლის 10 მაისს სა-ქართველოს სისხლის სამართლის კლდჟექსის 299-ე მუხლში შევიდა ცვლილება, რომ-ლის მიხედვითაც თუ პირმა განახორციელა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენ-ზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტაციული სახდელ დადების შემდეგ, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისგებლობას, ესეიგი ახალმა კანონ-მა დაამძიმა პირის პასუხისმგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღის უკანონო სარგებლობისთვის. ნ-------- ქ----ეს 2018 წლის 10 მაისის კანონის მიღებამდე, 2018 წლის 04 აპრილს ჩადენილი სამართალდარღვევისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინი-სტრაციული სახდელი და ამ ნორმებიდან გამომდინარე არ შეიძლებოდა ნ-------- ქ-----ისათვისს ახალი კანონის მიღებამდე შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი გამოყენებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის დაკ-ვალიფიცირებისათვის.
როდესაც 2018 წლის 10 მაისის კანონის მიხედვით სასამართლოს მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის დადება განსაზღვრავს პირის სისხლის სამართლის პა-სუხისმგებლობას, აუცილებელია კანონის უკუძალის პრინციპის თანახმად მხედველო-ბაში იქნეს მიღებული პირს ამ კანონის მიღებამდე ჰქონდა შეფარდებული ადმინისტრა-ციული სახდელი თუ ამ კანონის მიღების შემდეგ.
2018 წლის 10 მაისს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებლი ცვლილებების მიხედვით ნ-------- ქ----ის ქმედებაში მაშინ იქნებოდა სისხლის სამართლის დანა-შაულის ნიშნები, თუ ნ-------- ქ----ე 2018 წლის 10 მაისს სისხლის სამართლის კოდექ-სში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ადმინისტრაციულსახდელდადებული, ისევ ჩაიდენდა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღის მოპოვებას.
რაც შეეხება ექსკავატორის ჩამორთმევას, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჩამორ-თმეული ექსკავატორი წარმოადგენს არა ნ-------- ქ----ის, არამედ ნ-------- კ-------ის საკუთრებას და შემთხვევის დღეს იყო ნ-------- ქ----ის კანონიერ მფლობელობაში. გარ-ფა ამისა არ დასტურდება, რომ აღნიშნული ექსკავატორის მესაკუთრემ - დ----- კამკა-მიძემ და ოპერატორმა დ----- შ-------ემ (გამქირავებელმა) იცოდნენ, თუ რა მიზნით უნდა გამოეყენებინა ნ-------- ქ----ეს (დამქირავებელს) აღნიშნული ნივთი.
საქმის მასალებით უდაოდ არის დადგენილი, რომ ექსკავატორი ნ-------- ქ----ემ იქი-რავა საყანე მიწის ნაკვეთში გზის ჩასასწორებლად და მოწმის დ----- შ-------ის მიერ მიცემული ჩვებით დადგენილია ისიც, ზუსტად ამ მიზნით გაყვა ექსკავატორით (დამქი-რავებელს) ნ-------- ქ----ეს.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის საა-პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩი-ვარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ-------- ქ----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოე-ბებს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ნ-------- ქ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, და-დასტურებულია საქმეში არსებული, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს მიერ პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალე-ბულის წარმომადგენლის ა-–---------- ნ----–------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმე-ების - დ----- შ-------ის, თ------- ც------ის და გ--- ყ---------ის გამოკითხვის ოქმებით, დადგენილებებით ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, ამოღების ოქმებით, გარემოს-დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართვე-ლოს მასალებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ნ-------- ქ----ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ნ-------- ქ-----ე 2018 წლის 7 თებერვლისა და 4 აპრილის დადგენილებებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული იქნა წიაღით უკანონო სარგებლობისათვის. 2018 წლის 22 ივნისს, როდესაც მოიპოვა სასარგებლო წიაღისეული, ის ითვლებოდა ადმინისტრაციულსახ-დელდადებულ პირად და მის ქმედებაში არსებობს რა დანაშაულის ნიშნები, პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად - პირველი ინსტანციის სასამარ-თლოს მსჯავრდებულ ნ-------- ქ----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეძება ნ-------- ქ----ისათვის ექსკავატორის ჩამორთმევას, სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ნივთის ჩა-მორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული არცერთი პირობა არ დგინდება.
გარდა ამისა, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის დირექ-ტორის მოადგილის მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს წერილით დასტურდება, რომ „JCB-ს ფირმის ექსკავატორი, სახ. №------- რეგისტრირებულია ქ.ზ----------–--------------–--------------ში მცხოვრები დ----- კ-------ის სახელზე და შესაბამისად ის წარმოადგენს არა ნ-------- ქ----ის, არამედ დ----- კ-------ის საკუთრებას.
მოწმე დ----- შ-------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვებით (პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად) ირკვევა, რომ იგი მუშაობს დ----- კ-------ის კუთვნილ ექსკავატორის, JCB-ს ფირმის, სახ. ნომრით N------ის ოპერატო-რად, 2018 წლის 22 ივნისს მასთან მივიდა მოქალაქე ნ-------- ქ----ე და სთხოვა, რომ სოფელ ც----–------ში მდინარე ყვირილის მიმდებარე ტერიტორიაზე თავის კუთვნილ საყანე მიწის ნაკვეთში ჰქონდა გზა ჩასასწორებელი, რაზეც ნ-------- ქ----ე შეპირდა, რომ მისცემდა თანხას სამუშაოს სანაცლოდ.
აღნიშნული გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ხსენებული ექსკავატორის ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოყენების საფრთხე. ასევე არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლში დასახელებული სხვა რომელიმე გარე-მოებაც, რაც შეიძლება გამხდარიყო ექსკავატორის ჩამორთმევის საფუძველი, რის გამოც „JCB-ს ფირმის ექსკავატორი, სახ. №-------, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს დ----- კ-------ეს.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ნ-------- ქ----ის მიმართ სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ-------- ქ----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ნ-------- ქ----ე აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, არ არის წარსულში ნასამართლევი, არ არის შემჩნეული ანტისა-ზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონ-ფლიქტში კანონთან, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანა-შაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვა-ლეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზ-ღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ნ-------- ქ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ნ-------- ქ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნ-------- ქ-----ეს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარ-გებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას 1500 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
JCB-ს ღფირმის ექსკავატორი, სახ. ნომრით N-----, რომელიც განთავსებულია ზესტაფო-ნის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, დ----- კ-------ეს საქ-მეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნ-------- ქ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკ-ზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვა-დით.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოდან გადმოგზავნილი უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულიდან აღებუ-ლი სინჯი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili