განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030100117002179009
საქმე №1/ბ-523-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივნები - ლალი მსხილაძე, თეონა ქიმერიძე
პროკურორის- ა-–---------- კ-------ს,ადვოკატების- ნ-------- ტ--------ას, მ----–-- კ-------ის,მსჯავრდებულის - ნ----–--- ი-----–---ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ----–--- ე-–------ს ასული ი-----–---ის მიმართ; დაბადებული 2---------წ. პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ფოთი, თ------------–----- 9/34;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
ნ----–--- ი-----–---ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის ივლისის თვის დასაწყისში ნ----–--- ი-----–---მა, რომელიც სარგებლობდა თ----- ჩ-------- ნდობით, განიზრახა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა თ----- ჩ-------- კუთვნილ თანხას და ამ მიზნით, ნ----–--- ი-----–---მა თ----- ჩ-------- 2016 წლის ივლისის თვის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), სს „ს----------–--------ში“ გააფორმებინა სესხი 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, 2016 წლის 19 აგვისტოს, შპს „ტ-----ში“ გააფორმებინა სესხი 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, 2016 წლის 26 აგვისტოს შპს „მ----------------ში" გააფორმებინა სესხი 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში შპს „4--------ში“ გააფორმებინა სესხი 650 (ექვსასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ნ----–--- ი-----–---მა ზემოაღნიშნული თანხები ნდობის გამოყენებით მიიღო თ----- ჩ--------გან მათი გამოტანის დღესვე, წინასწარი განზრახვით არ დააბრუნა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ, რითაც თ----- ჩ-------- მიაყენა ჯამში 3250 (სამიათასორასორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა:
2.1. ნ----–--- ი-----–---ი დაზარალებულ თ----- ჩ-------- კუთვნილ 2500 ლარს თაღლითური გზით არ დაუფლებია და ბრალდების ამ ნაწილში უდანაშაულოა;
2.2. ნ----–--- ი-----–---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რა დროსაც 2016 წლის 19 აგვისტოს თაღლითურად დაეუფლა თ----- ჩ-------- კუთვნილ 750 ლარს, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენით ნ----–--- ი-----–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ----- ჩ-------- კუთვნილი 2500 ლარის თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლების ნაწილში) წარდგენილ ბრალდებაში. ნ----–--- ი-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 აგვისტოს დაზარებულ თ----- ჩ-------- კუთვნილი 750 ლარის თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლების ნაწილში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. სააპელაციო საჩივრების მოტივები:
3.1 აპელანტი - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–---------- კ------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენში ნ----–--- ი-----–---ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თ----- ჩ-------- კუთვნილი 2500 ლარის თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლების ნაწილში) და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი. ბრალდების მხარეს უტყურად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ----–--- ი-----–---ი თაღლითური გზით მოტყუებით დაეუფლა თ----- ჩ-------- კუთვნილ 2500 ლარს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი ბრალდების ამ ნაწილში ნ.ი-----–---ის გამართლების თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია.
3.2. აპელანტი - მსჯავრდებულ ნ----–--- ი-----–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატები ნ-------- ტ--------ა და მ----–-- კ-------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ნ----–--- ი-----–---ის მიმართ 750 ლარის თაღლითურად დაუფლების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩვრებული განაჩენი ნ. ი-----–---ის გამტყუნების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია. ბრალდების ამ ეპიზოდში სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულ თ. ჩ-------- და მოწმე ლ-------ს ჩვენებებს. აშკარაა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ნ. ი-----–---ის მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის არსებობა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა-–---------- კ-------ს, რომელიც დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ ნ----–--- ი-----–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს ნ-------- ტ--------ას და მ----–-- კ-------ის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ თ----- ჩ-------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წლიდან 2016 წლის დეკემბრამდე მუშაობდა შს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოში ფოთის სამსახურის ინსპექტორად, სადაც გაიცნო ნ----–--- ი-----–---ი, რომელთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, ნ----–--- ი-----–---ს, მისივე თხოვნით, ხშირად ეხმარებოდა ელექტრონული სესხებით, დაახლოებით ათჯერ მაინც გამოიტანა და გადასცა სესხი 200-300 ლარის ოდენობით, რასაც იგი დროულად უბრუნებდა. ბოლო პერიოდში კი შედარებით დიდი თანხები გამოატანინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, კერძოდ: 2016 წლის ივლის-აგვისტოს თვეში "მ-------დან" 1500 ლარი, მ------დან 480 ლარიანი და ს----------–--------ის ე------- ბარათით 700 ლარი. 2016 წლის სექტემბერში დედის - მ----- რ-----ის ბარათით გამოუტანა "ვ-----ის" სესხი 650 ლარი, რაც სექტემბრიდან დეკემბრამდე, დაახლოებით ოთხჯერ გადაავადა, ხოლო როგორც კი სამსახურიდან წამოვიდა, 2016 წლის 29 დეკემბერიდან იმის გადავადებაც შეწყვიტა, ასევე აღმოჩნდა, რომ ნ----–--- ი-----–---ს არცერთი სხვა სესხი არ დაუფარავს და არც გადაუვადებია, მხოლოდ ერთადერთი თანხა, დედამისის მ----- რ-----ის ბარათით გაცემული თანხა აღიარა, ხოლო სხვა დიდი თანხები არც შეიტანა და არც გადაავადა.
დაზარალებულის განმარტებით, 2016 წლის აგვისტოს თვეში ნ----–---ს და მიემგზავრებოდა თურქეთში, სამგზავრო თანხა არ გააჩნდა და ნ----–--- ი-----–---ის თხოვნით, ე------- ბარათიდან ჯერ 400 ლარი გამოიტანა და სახლში მიუტანა ნ----–--- ი-----–---ს, ხოლო შემდეგ საქართველოს ბანკის ე-------ი ბარათიც დაუტოვა, რომელზეც 300 ლარი იყო და ნ----–--- ი-----–---მა 1 კვირის შემდეგ ქ. ფოთში, ა----–-----–ის ქუჩაზე მდებარე ს----------–--------ის ბანკომატიდან გამოიტანა ბარათზე დარჩენილი 300 ლარი. მისი სახელით ასევე სესხები, დაახლოებით 3000 ლარის ოდენობით, გამოტანილი ჰქონდა მის მეგობარს ლ--–- მ----ს, რომელსაც იმის გამო, რომ ნ----–--- ი-----–---ს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხები, რადგან მისი და თურქეთში ვერ მიდიოდა, ლ--–- მ----ს წინსწრებით დააფარინა სესხი და ნ----–--- ი-----–---ს გადასცა. ამჟამად გადასახდელი თანხა 12000 ლარზე მეტია. აღნიშნული სესხების გადასავადებლად ნ----–--- ი-----–---ის დას უნდა გამოეგზავნა თანხა; როდესაც იგი თურქეთიდან დაბრუნდა, მიაკითხა ნ----–--- ი-----–---ს სახლში, რომელმაც უთხრა, რომ თავის დას გამოართმევდა ფულს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არანაირი თანხა შეტანილი არ იყო. მისი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზიც ის იყო, რომ ბოლოს გაიგო, რომ ხელფასს დაუყადაღებდნენ და აზრი არ ჰქონდა სამსახურში დარჩენას. 2016 წლის აგვისტოს თვეში "მ-------ს" 1500 ლარიანი სესხი ხელზე გამოიტანეს მან და ნ----–--- ი-----–---მა, რომელსაც თავადვე გააჩნდა მისი ბარათი, ერთად წავიდნენ და ნ----–--- ი-----–---მა ბანკომატიდან გამოიტანა თანხის ნაწილი. ვინაიდან შეზღუდული ლიმიტის გამო, მთლიანი თანხის ბანკომატიდან გამოტანა ვერ მოხერხდა, თავისივე ინტერნეტ ბანკით ჩაურიცხა 750 ლარი, რაც მიიღო და გამოიტანა ნ----–--- ი-----–---მა. მისი კუთვნილი 700 ლარიანი ს----------–--------ის ე-------ი ნ----–--- ი-----–---ს დღემდე აქვს და არ დაუბრუნებია, ამ ბარათით გამოიტანა მ------დან 480 ლარი.
თ----- ჩ-------- განმარტებით, 2016 წლის დეკემბრის ბოლოს მას და ნ----–--- ი-----–---ს შორის, აღნიშნული სესხების გამო, დაიძაბა ურთიერთობა, სესხების რეკომენდატორი ნ----–--- ი-----–---ი იყო. ნ----–---ს ურეკავდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და ეუბნებოდნენ, რომ თ----- ჩ-------- დაუყადაღებდნენ ხელფასს, თუ 2017 წლის იანვრამდე არ დაფარავდა სესხებს ან არ გადაავადებდა, მან ამის შესახებ ჯერ არ იცოდა, შემდეგ დედამისს დაურეკეს და აცნობეს, რომ ნ----–--- ი-----–---ისთვის ნათქვამი ჰქონდათ მისი ხელფასის შესაძლო დაყადაღების შესახებ და ამის შემდეგ, როდესაც ნ----–--- ი-----–---ი მიხვდა, რომ ამდენ თანხას ვერ გადაიხდიდა, მასზე დაიწყო ყველაფრის გადაბრალება. მისი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, თანამშრომლებს მის კომპიუტერს ანახებდა და ეუბნებოდა, შეხედეთ რამდენი სესხი აქვს აღებული და მე მაბრალებსო. სესხები მართლაც მის სახელზე იყო, მაგრამ ყველა თანხა ნ----–--- ი-----–---ისთვის ჰქონდა გადაცემული. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, 3 დღის თანხა ჩაერიცხა 30 ლარი და ე------- ბარათის გადაუხდელობის გამო, ჩამოაჭრეს, რაც ნ----–--- ი-----–---ს ლ--–- მ----ს მეშვეობით შეუთვალა და მან ამ უკანასკნელს გამოატანა მასზე გადასაცემად 30 ლარი. მისი და ნ----–--- ი-----–---ის სესხებთან დაკავშირებით კონფლიქტის შესახებ სამსახურში ყველამ იცოდა, ასევე დედამისმა მ----- რ-----ემ, რომელმაც თავიდან არ იცოდა, რომ მისი ბარათიდან ნ----–--- ი-----–---ისთვის "ვ-----ის" სესხი ჰქონდა გამოტანილი, რადგან დედის ბარათი თვითონ ჰქონდა, ხოლო ნ----–--- ი-----–---მა იცოდა, რომ მ----- რ-----ე პედაგოგი იყო და შეეშინდა, მისთვის ხელფასი არ დაეყადაღებინათ, რასაც დედამისი არ დათმობდა, ამიტომ მ----- რ-----ის სახელზე გაცემული "ვ-----ის" სესხზე გადავადებას აკეთებდა. ნ----–--- ი-----–---ის მიერ სესხების გადაუხდელობის გამო, მას და მ----- რ-----ეს ხელფასი და ანგარიშები დაუბლოკეს და ყველა ანგარიში დაყადაღებული აქვთ. ნ----–--- ი-----–---ს ტელეფონზე ურეკავდნენ და ის პირდებოდა, რომ ყველაფერს გადაიხდიდა. როგორც აღმოჩნდა ნ----–--- ი-----–---ი მასთან სწორედ იმის გამო დამეგობრდა, რომ მისგან დიდი თანხები მიეღო, ყველაფერი წინასწარ დაგეგმა, ჯერ მცირე ოდენობით სესხები გამოატანინა და დროულად იხდიდა, რითაც შეიტყუა და საბოლოოდ დიდი თანხა მიიღო. მოგვიანებით გაიგო, რომ ასეთი რამ სხვებთანაც გააკეთა. ლ--–- მ---- ხუთჯერ მივიდა ნ----–--- ი-----–---თან, რომ დაეფარა სესხები, რის შემდეგადაც, 2017 წლის იანვარში გადაიხადა მ----- რ-----ის "ვ-----ის" სესხის 5 დღის თანხა.
თ----- ჩ-------- განმარტებით, ნ----–--- ი-----–---ისთვის თანხის გადაცემის წერილობითი მტკიცებულება, გარდა ს----------–--------იდან მის სახელზე ჩარიცხვის დოკუმენტისა, არ გააჩნია, თუმცა ამ ფაქტის დადასტურება შეუძლია ლ--–- მ----ს.
მოწმე მ----- რ-----ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქალაქ ფოთის N-- საჯარო სკოლაში პედაგოგად. მისი შვილი თ----- ჩ-----ია 2016 წლის 28 დეკემბრამდე მუშაობდა ფოთის დაცვის პოლიციაში ინსპექტორად, თანამშრომლებთან ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა, ხოლო ნ----–--- ი-----–---თან ახლო მეგობრული ურთიერთობა, რაც გაგრძელდა თ-----ს სამსახურიდან წამოსვლამდე. მანამდე თ-----მ უთხრა, რომ ნ----–--- ი-----–---ს ჰქონდა სერიოზული ფინანსური პრობლემები და მას თხოვა დახმარება; მანამდეც ხშირად ეხმარებოდნენ ნ----–--- ი-----–---ს ფინანსურად, თუმცა ყოველთვის დათქმულ დროზე თანხა მოჰქონდა.
2016 წლის ივლისში თ-----მ უთხრა, რომ ,,ს----------–--------ის’’ ე------- ბარათიდან ნ----–--- ი-----–---ს თანხა გამოუტანდა, რაშიც პრობლემას ვერ ხედავდა და წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან ნ----–--- ი-----–---ს იცნობდა როგორც სერიოზულ პიროვნებას და აზრადაც არ მოსვლია, რომ პრობლემები შეიქმნებოდა. 2016 წლის აგვისტოში თ-----მ უთხრა, რომ ნ----–--- ი-----–---ს ისევ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ვინაიდან იგი ქირით ცხოვრობდა და რამდენიმე თვის ბინის ქირა ჰქონდა გადაუხდელი, ხოლო ბინის მეპატრონე ბინის დაცლას თხოვდა. ნ----–--- ი-----–---ი მისი ხელფასით ვერ ახერხებდა ბინის ქირის გადახდას, რადგან ეს მის შესაძლებლობებს აღემატებოდა, ასევე სახლში ჰყავდა მოხუცი დედა, რომელიც ავადმყოფობდა და ამის გამო ოჯახმა გადაწყვიტა ნ----–--- ი-----–---ის და თურქეთში წასულიყო. ამის გამო ნ----–--- ი-----–---მა ისევ თ----- ჩ-------- თხოვა დახმარება, რადგან მათ დის გასაშვებად საჭირო თანხის შოვნის არანაირი საშუალება არ გააჩნდათ. თავიდან თ----- ჩ-------- სახელზე გამოიტანეს ს----------–--------ის ე------- ბარათიდან თანხა, შემდეგ "მ-------", შემდეგ ,,მ------’’ და ბოლოს მის სახელზეც გამოიტანეს სესხი.
2016 წლის აგვისტოში თ----- ჩ-----იამ მას უთხრა, რომ ნ----–--- ი-----–---ისთვის ისევ უნდა გამოეტანა სესხი, რაზეც მან უპასუხა, რომ ნ----–--- ი-----–---ს როგორ დაეხმარებოდა, როცა ოჯახის მეგობრისთვის ლ--–- მ----სთვის 20 დღის წინ ჰქონდა თანხა გამოტანილი, რომელსაც ჰყავდა ავადმყოფი ძმა და მოხუცი დედა. ნ----–--- ი-----–---მა იცოდა, რომ თ----- ჩ-------- ლ--–- მ----სთვის ჰქონდა თანხა გამოტანილი, ფეხებში ჩაუვარდა თ----- ჩ-------- და ეხვეწებოდა, ემუდარებოდა როგორმე დაარწმუნე ლ--–- მ----, რომ თანხა დაფაროსო და შემდეგ იქით დავეხმარებიო. ლ--–- მ---- მოვიდა მასთან სახლში. თ----- ჩ-----იამ ლ--–- მ----ს აუხსნა სიტუაცია, მოსთხოვა თანხა, რაც მას ძალიან ეწყინა, თქვა, რომ მას სესხის პირველი შესატანი არ ჰქონდა გადახდილი და მთლიანად როგორ დაფარავდა, თუმცა დიდი წვალებით მოახერხა და სესხის აღებიდან დაახლოებით 25 დღეში დააბრუნა ეს თანხა, ჯამში 2700 ლარი, რაც თ----- ჩ-----იამ გადასცა ნ----–--- ი-----–---ს.
ასევე, 2016 წლის ივლისის თვეში გადასცა ს----------–--------ის ე------- ბარათი. შემდეგ 2016 წლის აგვისტოში "მ-------ს" სესხი გააკეთეს, რა დროსაც თ----- ჩ-----ია, ნ----–--- ი-----–---ი და ლ--–- მ---- სამივენი ერთად მივიდნენ ბაზართან მდებარე ს----------–--------ის ბანკომატთან თანხის გამოსატანად მ----- ლ--------ას ავტომანქანით, რომლის საჭესთან იჯდა კ--- ფ-–----ია. თ----- ჩ-----იამ ბარათი გადასცა ნ----–--- ი-----–---ს და ნ----–--- ი-----–---ს უნდა გამოეტანა 1500 ლარი, მაგრამ ბარათმა 700 ლარზე მეტი არ მისცა და ბარათი დარჩა ნ----–--- ი-----–---ს, შემდეგ ნ----–--- ი-----–---ი მეორე დღეს არ დაელოდა, რადგან 24 საათის გასვლის შემდეგ შეეძლო დარჩენილი თანხის გამოტანა და თ----- ჩ-------- ანგარიშიდან მის ანგარიშზე გადარიცხა დარჩენილი თანხა.
ამის შემდეგ 2016 წლის აგვისტოში გამოიტანეს მ------დან თანხა, რაც ნ----–--- ი-----–---ის პრობლემებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი. თ-----მ მას უთხრა, რომ ისიც უნდა დახმარებოდა ნ----–--- ი-----–---ს და გამოეტანა "ვ-----იდან" თანხა. იგი არც დაფიქრებულა ისე დაეთანხმა და ნ----–--- ი-----–---მა 2016 წლის სექტემბერში თვითონ გამოიტანა მისი ბარათით "ვ-----იდან" 650 ლარი, ჯამში ნ----–--- ი-----–---ს 4 სესხის შედეგად გამოუტანეს და მისცეს 3200 ლარი.
მოწმე მ----- რ-----ის განმარტებით, როგორც შემდგომ გაირკვა და დარწმუნდა ნ----–--- ი-----–---ი შეგნებულად დაუმეგობრდა თ----- ჩ--------, თავიდან მცირე თანხები გამოატანინა, რომელსაც უკან აბრუნებდა და შემდეგ დიდი თანხა მოითხოვა. 2016 წლის 26 დეკემბერს ნ----–--- ი-----–---მა თ-----ს უთხრა, რომ შემცირებები იწყებოდა, ამას ძალიან განიცდიდა უფროსი და ის შეიძლება გადაეყვანათ, შემდეგ კი, 2016 წლის 28 დეკემბერს ნ----–--- ი-----–---მა მოაწყო სკანდალი სამსახურში. თ-----ს სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ დაერიცხა 3-4 დღის ნამუშევარი 30 ლარი, მაგრამ თანხა ვერ აიღო, რადგან ნ----–--- ი-----–---ის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო თანხა ჩამოაჭრეს, რის გამოც თ-----ს თხოვნით ლ--–- მ---- ნ----–--- ი-----–---ის სამსახურში მივიდა და ნ----–--- ი-----–---მა გადასცა 30 ლარი. თ-----ს სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, 2017 წლის 10 იანვარს, იგი ურეკავდა ნ----–--- ი-----–---ს, მაგრამ ტელეფონს არ იღებდა, შემდეგ აქეთ დაურეკა და ბოდიში მოუხადა, განუმარტა, რომ თათბირზე იყო, პირდებოდა, რომ ოთხივე სესხს გადაავადებდა 2017 წლის თებერვლის ბოლომდე, რომ არავისი ვალი არასოდეს არ შეურჩენია და ეტაპობრივად გადაავადებდა, ხოლო თ-----ს სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ნ----–--- ი-----–---თან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. "ვ-----იდან" და სხვა ბანკებიდან რეკავდნენ, ნ----–--- ი-----–---ი იყო რეკომენდატორი და როგორც ჩანს მასაც ურეკავდნენ. ისევ დაურეკა ნ----–--- ი-----–---ს, რომელიც ისევ შეპირდა სესხებს დაფარვას, თუმცა არაფერი გადაუხდია. ამის გამო მისი თხოვნით ორჯერ მივიდა ლ--–- მ---- ნ----–--- ი-----–---თან, რომ სესხები ან გადაეხადა ან გადაევადებინა, რაზედაც პირდებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, ყველა ვალს გადაიხდიდა, თუმცა 2017 წლის იანვრის შემდეგ სესხები არათუ დაფარული, არამედ გადავადებულიც არ იყო. 2017 წლის 5-დან 7 თებერვლამდე ისევ დაურეკა ნ----–--- ი-----–---ს და ამჯერად მკაცრად მოსთხოვა ვალდებულების შესრულება. ამ დროს ნ----–--- ი-----–---ი მუქარაზე გადმოვიდა, ბოლოს უთხრა გენერალურ ინსპექციაში გიჩივლებთო და ტელეფონი გათიშა.
ნ----–--- ი-----–---მა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თ----- სამსახურიდან წასულიყო და შემდეგ გაევრცელებინა, რომ მას ლ--–- მ----სთან ერთად ვალები ჰქონდა. ამის შემდეგ დარწმუნდა, რომ ნ----–--- ი-----–---ი სესხების დაფარვას არ აპირებდა, მივიდა რაიონულ პროკურატურაში, ჯერ დაელაპარაკა პროკურორს, მთავარი პროკურორის სახელზე დაწერა განცხადება და მოითხოვა სიმართლის დადგენა, რათა ნადეჟდა ი-----–---ს ეღიარებინა თ----- ჩ-------- და მისი ვალი და დაეფარა სესხები.
მოწმე ლ--–- მ----ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. თ----- ჩ-------- იცნობს ბავშვობიდან და მასთან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა, ხოლო ნ----–--- ი-----–---ს იცნობს თ----- ჩ--------გან დაახლოებით 1 წელი და 6 თვეა. თ----- ჩ-----ია და ნ----–--- ი-----–---ი იყვნენ თანამშრომლები დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის სამსახურში და ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა. მან, 2016 წლის მაისში თ----- ჩ-------- ს----------–--------ის ე------- ბარათიდან გამოატანინა ფულადი თანხა 700 ლარის ოდენობით, რომელიც 2016 წლის ივნისის ბოლოს დააბრუნა. ნ----–--- ი-----–---მა თ----- ჩ-------- სთხოვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხების გამოტანა. მაშინ 2016 წლის ივლისის თვეში, მას ჰქონდა თ----- ჩ-------- სახელით 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხი გამოტანილი, კერძოდ: შპს "მ-------დან" 1500 ლარი და "მ------დან" 500 ლარი. აღნიშნული თანხის გამოტანიდან დაახლოებით 25 დღეში, თ----- ჩ-----ია დაუკავშირდა და თხოვა გადაეფარა აღნიშნული თანხები, რადგანაც თანხა ნ----–--- ი-----–---ისთვის უნდა გადაეცა, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა აღნიშნული თანხები. ამის შემდეგ შეხვდა ნ----–--- ი-----–---ს და თხოვა ედროვებინა თანხების გადაფარვა, ვინაიდან ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ძალიან გაუჭირდებოდა აღნიშნული თანხების გადაფარვა, მაგრამ ნ----–--- ი-----–---მა გამოთქვა უკმაყოფილება და თქვა, რომ ვერ მოიცდიდა, რადგან თანხები სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თავისი დის, ნ---- ი-----–---ის თურქეთში გასამგზავრებლად. თ----- ჩ-----იამაც არ გაითვალისწინა მისი თხოვნა და წინსწრებით გადააფარინა აღნიშნული თანხები, რაც ძალიან ეწყინა. თავიდან 2016 წლის ივლისში ნ----–--- ი-----–---მა თ----- ჩ-------- ს----------–--------ის ე------- ბარათიდან გამოატანინა 700 ლარი და თ----- ჩ-----იამ ნ----–--- ი-----–---ს გადასცა ე------- ბარათი გამოსაყენებლად. ამის შემდეგ ნ----–--- ი-----–---მა თ----- ჩ-------- 2016 წლის აგვისტოში გამოატანინა სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან "მ-------დან" 1500 ლარიანი სესხი და მ------დან 650 ლარიანი სესხი, ასევე მ----- რ-----ეს გამოატანინა "ვ-----ის" სესხი 650 ლარის ოდენობით.
2016 წლის აგვისტოს თვეში თ----- ჩ-----ია და ნ----–--- ი-----–---ი ისხდნენ სამსახურში კომპიუტერთან, თ-----ს შპს "მ-------დან" დამტკიცებული ჰქონდა 1500 ლარიანი სესხი, მაგრამ ანგარიშიდან 1500 ლარის ბანკომატიდან გამოტანა ერთდროულად შეუძლებელი იყო, ამიტომ თ----- ჩ-------- თანხმობით ნ----–--- ი-----–---მა ინტერნეტ ბანკის მეშვეობით გადარიცხა საკუთარ ანგარიშზე "მ-------ს" სესხი 750 ლარი და შემდეგ უკვე თ----- ჩ-----ია, თითონ და ნ----–--- ი-----–---ი წავიდნენ ერთად და ბაზართან მდებარე ს----------–--------ის ბანკომატიდან ნ----–--- ი-----–---მა გამოიტანა თ----- ჩ-------- ანგარიშიდან მის ანგარიშზე გადარიცხული 750 ლარი და ასევე თ----- ჩ-----იამ გამოიტანა 750 ლარი და გადასცა ნ----–--- ი-----–---ს, მთლიანობაში 1500 ლარი.
მოწმის განმარტებით, ნ----–--- ი-----–---ი სესხებს არ იხდიდა და ვალს არ აბრუნებდა. თ----- ჩ-----იამ და მ----- რ-----ემ მას თხოვეს ნ----–--- ი-----–---თან მისულიყო და დალაპარაკებოდა სესხების თაობაზე. იგი ორჯერ მივიდა ნ----–--- ი-----–---თან დასალაპარაკებლად სამსახურში, რა დროსაც ნ----–--- ი-----–---მა არქივის ოთახში შეიყვანა სასაუბროდ, იგი მასთან საუბარში აღიარებდა ვალს და ამბობდა, რომ აუცილებლად გადაიხდიდა, ასევე მას თხოვდა დახმარებას თანხების გადაფარვაში და შემდეგომში დახმარებას თვითონ პირდებოდა.
მოწმეებმა: ე-–----- ძ--------მა და ვ------- ბ----------იამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
მოწმეებმა ნ---- გ------ემ, დ----- კ-------–---–მა და მ--- ლ---------ამ (ბანკის წარმომადგენლები) დაადასტურეს, რომ მათ მიერ შესრულდა გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი სასამართლო განჩინებით გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერება და გადაცემა თ----- ჩ-------- საბანკო ანგარიშების და დავალიანების შესახებ.
საქმეში არსებული, შპს „ტ-----ს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ თ----- ჩ-----იამ აიღო კრედიტი 1500 ლარი 2016 წლის 19 აგვისტოს 09:47 საათზე. 2016 წლის 11 ივლისს 12:51 საათზე თ----- ჩ-----იამ აიღო 1500 ლარი, ხოლო 2016 წლის 28 აპრილს თ----- ჩ-----იამ აიღო 1000 ლარი.
საქმეში არსებული, შპს „ე--------ს“ მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალება №4---- დგინდება, რომ თ----- ჩ-----იამ, 2016 წლის 26 აგვისტოს აიღო სესხი №----- - 400 ლარის ოდენობით, რომლის საკომისიო შეადგენდა 49 ლარს და დაფარვის ვადად განსაზღვრული იყო თარიღი - 30.09.2016 წელი. 2016 წლის 28 სექტემბერს 77 ლარი გადაიხადა სესხის გაგრძელების მიზნით.
საქმეში არსებული, სს „ს----------–--------ის“ მიერ წარმოდგენილი თ----- ჩ-------- პირადი ანგარიშიდან ნაერთი ამონაწერით დგინდება, რომ პირადი გადარიცხვის ოპერაცია თანხით 750 ლარზე განხორციელდა ი-----–---ი ნ----–---ს (პ/ნ 6----------) ანგარიშზე G------------------------ სს „ს----------–--------ი“ B------- 19.08.2016 წელს.
საქმეში არსებული, შპს „4--------იდან“ წარმოდგენილი ამონაწერებით დგინდება, რომ შპს „4--------ში“ ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი „4--------“, ,,v------e-ს” მეშვეობით 4---------- პირად ნომერს, სახელით მ-----, აქვს გამოტანილი სესხი, რომელიც შეადგენს 650 ლარს, სესხის ჯარიმა შეადგენს 685,74 ლარს, სულ გადასახდელია 1401,24 ლარი.
საქმეში არსებული, სს „ს----------–--------ის“ მიერ გაცემული ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ ანგარიშის მფლობელს ნ----–--- ი-----–---ს, ანგარიშის ნომერი - G---------------------, ბარათზე - M------------------------------- 2016 წლის 19 აგვისტოს ჩაერიცხა თანხა - გადმომრიცხავი: თ----- ჩ-----ია; ანგარიში G------------------------; ბანკი: სს „ს----------–--------ი“B-------; დანიშნულება - პირადი გადარიცხვა, თანხა 750 ლარი. 2016 წლის 22 აგვისტოს ამავე ანგარიშზე ნ----–--- ი-----–---მა მოახდინა თანხის-750 ლარის განაღდება სს „ს----------–--------ის“ ბანკომატიდან, ფოთი, ფ---------------- ქ.№2; თარიღი 19.08.2016, ბარათის №---------
საქმეში არსებული, საქართველოს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის მ----- ლ--------ას წერილით დადგენილია, რომ ნ----–--- ე-–------ს ასული ი-----–---ი (პ/ნ 6----------) შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოში მუშაობდა 2008 წლის 31 დეკემბრიდან, რომელმაც 2017 წლის 17 ოქტომბერს დაწერა განცხადება 2017 წლის 18 ოქტომბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო თ----- ზ------ს ასული ჩ-----ია (პ/ნ 4----------) შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოში მუშაობდა 2011 წლის 22 სექტემბრიდან, 2017 წლის 03 იანვრამდე.
მსჯავრდებულმა ნ----–--- ი-----–---მა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ არავითარი თაღლითობა არ ჩაუდენია. მას ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თ----- ჩ--------თან და ხშირად სესხულობდნენ თანხებს ერთმანეთისგან, თუმცა ყოველთვის უბრუნდებდნენ. შემდეგ სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა და თ----- იმიტომ მოექცა მას ამგვარად. თაღლითობის და თანხის მითვისების განზრახვა არ ჰქონია, ბოლოს ნასესხები თანხა ,,ვ-----იდან’’ ვერ დააბრუნა იმ მიზეზით, რომ უჭირდა ფინანსურად და სახლში ჰყავს ავადმყოფი, ხანდაზმული დედა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ თაღლითობა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის მოტყუებასთან და ამ გზით ქონებრივი უფლების მიღებასთან. ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში, ამდენად, თუ არ იკვეთება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუება, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიტახოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევაში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.
იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით. თუ პირი გარიგების დადგენისას მიზნად არ ისახავდა ქონების უკანონო დაუფლებას ან ქონებაზე უფლების მიღებას და სურდა ვალდებულების შესრულება - თაღლითობა გამორიცხულია. ამასთან დანაშაულებრივი განზრახვა წინ უნდა უსწრებდეს ქმედების განხორციელებას. თაღლითობისას პირს უნდა ამოძრავებდეს სურვილი დაზარალებული შეიყვანოს შეცდომაში და დაზარალებულს სჯეროდეს იმ ცნობისა, რასაც აწვდის თაღლითი. თუ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი წარმოადგენს ეკონომიკური მოგების იმედით არასწორ გადაწყვეტილებათა მიღების შედეგს, ანუ როდესაც ეკონომიკური რისკი მთლად არ არის გამართლებული, მაგრამ ხელშეკრულების დამრღვევი კისრულობს ვალდებულებას აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თაღლითობის მუხლით კვალიფიკაცია გაუმართლებელია.
პალატა ერთხელ კიდევ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ თ----- ჩ-------- და საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ლ-------ს და მ. რ-----ის ჩვენებებს. თ. ჩ-------- ჩვენებით დასტურდება, რომ ის პირადად გადასცემდა ნ. ი-----–---ს თანხებს, ან მისი ბარათიდან ხდებოდა ნ. ი-----–---ის მხრიდან თანხის გამოტანა, რაც შეეხება 750 ლარს, ის ჩარიცხა ნ. ი-----–---ის ანგარიშზე. თ. ჩ-------- ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ მას ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ნ. ი-----–---თან და რომ იგი ყოველთვის დროულად იხდიდა ვალს, მოწმე ლ-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ის გარემოება, რომ თ. ჩ--------გან გახდა მისთვის ცნობილი იმის შესახებ, რომ გამოტანილი სესხის თანხები გადასცა ნ. ი-----–---ს; ასევე, მისი ჩვენებით ირკვევა, რომ მას თ. ჩ-------- სახელით გამოტანილი ჰქონდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხები, თუმცა თ. ჩ-----იამ ამ სესხების დაბრუნება ლ--–-ს გამოტანიდან 25 დღეში მოსთხოვა იმ მიზეზით, რომ თანხა ნ.ი-----–---ისთვის უნდა გადაეცა. მოწმე მ. რ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან თ. ჩ--------გან იცოდა იმის შესახებ, რომ ამ უკანასკნელმა მისი სახელით სესხები გამოუტანა ნ. ი-----–---ს, ასევე თავისი სახელით გამოიტა სესხი ,,ვ-----იდან’’ ნ. ი-----–---ისთვის. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებს, აღნიშნულით დასტურდება მხოლოდ ის გარემოებები, რომ თ----- ჩ-------- მართლაც მიღებული აქვს საბანკო და მიკროსაფინანსო დაწესებულებებიდან სესხის სახით თანხები და გააჩნია დავალიანებები. საქმეში წარმოდგენილი სს „ს----------–--------ის“ ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2016 წლის 19 აგვისტოს თ. ჩ-------- საბანკო ანგარიშიდან ნ. ი-----–---ის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 750 ლარი, რაც იმავე დღეს, ქ. ფოთში, ფ---------------- ქ.№2-ში მდებარე ბანკომატიდან განაღდებულ იქნა. ნ. ი-----–---ის განმარტებით, ირკვევა, რომ მას ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თ. ჩ--------თან, მისგან გამორთმეული თანხა, ყოველთვის პირნათლად დაუბრუნებია უკან და გარდა ,,ვ-----ის’’ სესხისა, რომელიც თ. ჩ-------- დედის სახელით იქნა გამოტანილი, სხვა ვალი მას არ აქვს და აღნიშნულიც მან ვერ გადაიხადა დედის ავადმყოფობის გამო. მას თაღლითობის და მოტყუების განზრახვა არ ჰქონია.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ, ვერ შექმნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გააანალიზების და ურთიერთშეჯერების შედეგად პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომ ნ----–--- ი-----–---ი მოტყუებით დაეუფლა 3250 ლარს, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება ქმედების თაღლითობის კვალიფიკაციისთვის ყველაზე აუცილებელი ნიშანი - ნ. ი-----–---ის მხრიდან თ. ჩ-------- მოტყუება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განაჩენი ნ----–--- ი-----–---ის გამტყუნების ნაწილში უნდა გაუქმდეს და იგი წარდგენილ ბრალდებაში სრულად უნდა იქნას გამართლებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- კ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ნ----–--- ი-----–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ-------- ტ--------ას და მ----–-- კ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება:
გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენი ნ----–--- ი-----–---ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 აგვისტოს თ----- ჩ-------- კუთვნილი 750 ლარის თაღლითური გზით მოტყუებით დაუფლების ნაწილში) გამტყუნების ნაწილში;
ნ----–--- ი-----–---ი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გამართლებულ ნ----–--- ი-----–---ს განემარტოს ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე