განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820210019002510214
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-198-2019 წ. 30 აპრილი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე აპელანტები: ლ--------–--ე, ბ--–-----–--ე, ბ--------–--ე, გ---–-----–--ე მოწინააღმდეგე მხარე: ე-–------------–----ე დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და უკანონო მფლობელობიდან თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
1.2018 წლის 25 ივნისს ე-–------------–----ემ სარჩელით მიმართა ხ--–--------ის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ლ--------–--ის, ბ--–-----–--ის, ბ--------–--ის, გ---–-----–--ის მიმართ და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების (მდებარე ხ--–--------ი სოფ. ს--–-------ი, 1502.00 კვ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული 343.50 კვ. მეტრი შენობა ნაგებობიდან (საკადასტრო კოდი 2-----------). და მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ. საკადასტრო კოდი 2-----------.)გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა ითხოვა.
2.მოსარჩელის განმარტებით: ე-–------------–----ეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, მდებარე ხ--–--------ი სოფ. ს--–-------ი, 1502.00 კვ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 343.50 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი 2-----------). და მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ. საკადასტრო კოდი 2-----------. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ უძრავ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს და სარგებლობს ლ--------–--ე მოპასუხეებთან ერთად. უამრავი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხეები ნებაყოფილებით არ ათავისუფლებენ უკანონოდ დაკავებულ ქონებას.
3.მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე მიუთითა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
4. დაკმაყოფილდა მოსარჩელე ე-–------------–----ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების: ლ--------–--ის, ბ--–-----–--ის, ბ--------–--ის, გ---–-----–--ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. დადგინდა, რომ მოხდეს მოპასუხეების: ლ--------–--ის, ბ--–-----–--ის, ბ--------–--ის, გ---–-----–--ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე ე-–------------–----ის საკუთრებაში არსებული ქონების გამოთხოვა; ლ--------–--ე, ბ--–-----–--ე, ბ--------–--ე, გ---–-----–--ე გამოსახლებული იქნენ ე-–------------–----ის კუთვნილი უძრავი ქონებიდან, მდებარე ხ--–--------ი სოფ. ს--–-------ი, 1502.00 კვ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული 343.50 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობიდან (საკადასტრო კოდი 2-----------). და მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ. საკადასტრო კოდი 2-----------. და გამოთავისუფლებული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს ე-–------------–----ეს; მოპასუხეებს: ლ--------–--ეს, ბ--–-----–--ეს, ბ--------–--ეს, გ---–-----–--ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ე-–------------–----ის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5. საჯარო რეესტრის მონაცემებით ე-–------------–----ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ხ--–--------ი, სოფ. ს--–-------ი, 1502.00 კვ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 343.50 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი 2-----------) და მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ. საკადასტრო კოდი 2-----------.
6. ხ--–--------ში, სოფ. ს--–-------ში მდებარე უძრავ ქონებებზე საკადასტრო კოდი 2----------- და საკადასტრო კოდი 2-----------, მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2013 წლის 16 აპრილიდან. ასევე დადგენილია, რომ ამჟამად მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები - ლ--------–--ე, ბ--–-----–--ე, ბ--------–--ე, გ---–-----–--ე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
7.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით, საქართველოს კონსტიტუციის 19-ე, 31-ე მუხლით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით და განმარტა:
8. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
9. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მის კუთვნილ ქონებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ მოპასუხეები და არ აძლევენ საშუალებას ამ ქონებით ისარგებლოს. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. ე-–------------–----ე მესაკუთრეა და მას აქვს ასეთი მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ მოპასუხეები ლ--------–--ე, ბ--–-----–--ე, ბ--------–--ე, გ---–-----–--ე ფლობენ ე-–------------–----ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებსა და ცხოვრობენ საცხოვრებელ სახლში, რის წინააღმდეგია მოსარჩელე. მას მოპასუხეთა გამო ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. მოპასუხეები არ არიან ქონების მართლზომიერი მფლობელები, ამიტომაც გამოსახლებული უნდა იქნენ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან. გამოსახლებითა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემით აღსდგება ე-–------------–----ის საკუთრების უფლება.
10.მოპასუხეებმა ლ--------–--ემ, ბ--–-----–--ემ, ბ--------–--ემ, გ---–-----–--ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გადაწყვეტილება; გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. აპელანტებმა მიუთითეს, რომ უკანონოა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მოპასუხეთა გამოსახლება.
11.აპელანტი მხარის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს არ ჰქონდათ ფლობის უფლება, რადგან აპელანტები იყვნენ ქონების მესაკუთრეები, ხოლო მას შემდეგ, რაც შეიცვალა მესაკუთრე, მათ გააგრძელეს საკუთრების ფლობა, რაზედაც ახალ მესაკუთრეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. აპელანტები უთითებენ, რომ დაუშვებელია კეთილსინდისიერ მფლობელს მოეთხოვოს მფლობელობის შეწყვეტა თუ არ არსებობს განსაკუთრებული პატივსადები მიზეზი, რაზეც მესაკუთრეს არ მიუთითებია.
12.აპელანტი მხარის მითითებით, სასამართლომ არავითარი ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ მოპასუხეებს ჰქონდათ ფლობის უფლება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. აღნიშნული გარემოება კი არსებითია მსგავსი ტიპის სარჩელების დაკმაყოფილებისთვის. გარდა ამისა, სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ მოპასუხეები, რის გამოც აპელანტები თვლიან, რომ მათ წაერთვათ თავის დაცვის უფლება, რაც სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა.
13. აპელანტები თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლს უთითებენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:
15.სააპელაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: 16.პალატა თვლის, რომ ე-–------------–----ის სარჩელი საფუძვლიანია და ის კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. 17.საქმეში, ს.ფ 16-17-ზე, წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ხ--–--------ი სოფ. ს--–-------ი, 1502.00 კვ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული 343.50 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობიდან (საკადასტრო კოდი 2-----------). და მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ. საკადასტრო კოდი 2-----------. ე-–------------–----ის საკუთრებას. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 1---------. 18.უდავოა, რომ მოსარჩელის საკუთრებას, მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლის გარეშე, ფლობენ აპელანტები ლ--------–--ე, ბ--–-----–--ე, ბ--------–--ე, გ---–-----–--ე. 19.უდავოა, რომ სახეზეა ვინდიკაციური სარჩელი. 20.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა და სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, მუხლები და ე-–------------–----ის სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული. 21.პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტავს: 22.ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრონციპებით გათვალისწინებულ პირობებში. 23.საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 24.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთხელ განმარტებული და განვრცობილია კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლების შინაარსი: ,,...საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის №1/51 გადაწყვეტილება); ,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას., ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზმიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკის სფეროში, ,,კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება); ,,საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ერთის მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორეს მხრივ მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მეორე და მესამე პუნქტით დადგენილ ფარგლებში.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370 გადაწყვეტილება); 25.სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 26. სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით ე-–------------–----ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ხ--–--------ი სოფ. ს--–-------ი, 1502.00 კვ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 343.50 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი 2-----------). და მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ. საკადასტრო კოდი 2-----------. 27.საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთჯერადი განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლის 1-ლი შესაბამისად, ვინდიკაციური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა ფლობდეს სადავო ნივთს და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია. 28.როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ აპელანტები/მოპასუხეები: ლ--------–--ე, ბ--–-----–--ე, ბ--------–--ე, გ---–-----–--ე. 29.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 30.განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რომ გააჩნიათ სადავო ნივთის ფლობის უფლება. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლებოდა მოსარჩელე (მესაკუთრე) შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს კუთვნილ ბინაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხე სადავო უძრავ ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ამით კი, როგორც არამართლზომიერი მფლობელი, ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. 31.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. 32.მოცემული ფაქტობრივი რეალობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ეს კი გამორიცხავს აპელანტების/მოპასუხების - ლ--------–--ის, ბ--–-----–--ის, ბ--------–--ის და გ---–-----–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--------–--ის, ბ--–-----–--ის, ბ--------–--ის და გ---–-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: /თამარ სვანიძე/