განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100117002073977
საქმე №1/ბ-13-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის - დ----- კ-------–ის
ადვოკატის - მ------ ზ----ის
მსჯავრდებულის - ტ------– ბ-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ტ------– შამილის ძე ბ-----ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, დაუოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, მ---------–----ის ქ. №74 ბ;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ტ------– ბ-----ემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1 2007 წლის 18 ივლისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით ნასამართლევი ტ------– ბ-----ე ნასამართლობის გაქარწყლებამდე ატარებდა ცივ იარაღს, დანას, რაც 2017 წლის 08 აპრილს ქ. ბათუმში სულაბ-----ის ქ.N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, მისი პირადი გასინჯვის შედეგად იქნა ამოღებული.
1.2. 2007 წლის 18 ივლისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით ნასამართლევი ტ------– ბ-----ე ნასამართლობის გაქარწყლებამდე ატარებდა ცივ იარაღს, დანას, რაც 2017 წლის 16 ივნისს ქ.ბათუმში, ო-----–---ისა და ჯ-----–---–ის ქუჩების კვეთაში ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, მისი პირადი გასინჯვის შედეგად იქნა ამოღებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ტ------– ბ-----ე დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2017 წლის 08 აპრილის ეპიზოდი) - 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2017 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) - 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და ტ------–ი ბ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 წლის და 06 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, ტ------– ბ-----ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი ) წლის ვადით.
ძებნილი მსჯავრდებული ტ------– ბ-----ე დაკავებულ იქნა 2017 წლის 28 ნოემბერს.
2. სააპელაციო საჩივრების მოტივები:
2.1 აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლ---- მ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ, სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპოზიდი) თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვროს მკაცრი სასჯელი და სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განაჩენთა ერთობლიობით, ტ. ბ-----ეს სასჯელი განესაზღვროს სასჯელთა სრული შეკრებით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები. ტ------– ბ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს ისეთი სახის, რაც დაკავშირებული იქნება მისი თავისუფლების ნების მაქსიმალურ შეზღუდვასთან.
2.2 აპელანტი - მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------ ზ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ტ------– ბ-----ის მიმართ და მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი შეეცვალოს ჯარიმით. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ტ------– ბ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და უსამართლო, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, რომ მის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოწვეული იყო უმძიმესი მატერიალური და სოციალური მდგომარეობით.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს დ----- კ-------–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ------ ზ----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ეს მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ბრალდების არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია, დაეთანხმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381 -ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით ტ------– ბ-----ის მიმართ, ტ------– ბ-----ის ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, მოწმეების: ს----- გ--------ის, რ----- კ----ის, ტ------– ბ-----ის, ს-------- ს--–------ის, მ------- ზ----ის გამოკითხვის ოქმებით, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით, ამოღების ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2 ეპიზოდი); განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი; ხოლო აპელანტი (მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი) წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ტ. ბ-----ეს დანიშნული სასჯელი შეეცვალოს ჯარიმით.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ტ------– ბ-----ე წარსულში ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე დანაშულის (სსკ-სი 19,108-ე მუხლი) ჩადენისათვის; ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულია სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორივე ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ასევე, პალატა ითავლისწინებს, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, აქვს მძიმე მატერიალური და სოციალური მდგომარეობა და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენთა ერთობლიობით ტ------– ბ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ის მიმართ უფრო მკაცი სასჯელის განსაზღვრა, ასევე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულის მიმართ არაპატიმრო სასჯელის, კერძოდ, ჯარიმის დანიშვნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ზ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ტ------– ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (2017 წლის 08 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (2017 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და ტ------– ბ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით ტ------– ბ-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულს სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით ტ------– ბ-----ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - 2017 წლის 08 აპრილს ტ------– ბ-----ის პირადი გასინჯვის შედეგად ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, ასევე, 2017 წლის 16 ივნისს ტ------– ბ-----ის პირადი გასინჯვის შედეგად ამოღებული დანა, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე