განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
150100119002823984
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119002823984

საქმე №1ბ/473-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ---------------------ის, გ--------------ის

მსჯავრდებულ: ხ--------------------ის

თარჯიმან: მ-------------–--ის

ადვოკატ: ო---------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ხ-------------------------------ის მიმართ, დ----------–--------–-–-------------ს, საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, პ--------------------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ს-------------------–-----–-------------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ახ--–---–----------------------–---------, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,118 -ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ--------------------მა ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან;

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 დეკემბერს, ა---–---–----------------------–-------ში ხ--------------------მა მის საცხოვრებელ სახლში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ იმ მიზეზით, რომ თითქოსდა დადგენილი წესის მიხედვით ქმარმა უნდა სცემოს ცოლი, სახის არეში ხელი დაარტყა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ტ-----------–----ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ა---–---–----------------------–-------ში, ხ--------------------მა მის საცხოვრებელ სახლში, იმავე მოტივით, რომ თითქოსდა ქმარმა დადგენილი წესის მიხედვით უნდა სცემოს ცოლი, სხეულის სხვადასხვა არეში ხელისა და ფეხის დარტყმებით, კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ტ-----------–----ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის ფალანგისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ასევე მრავლობითი ჰემატომები სხეულზე, რაც განეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

 

ხ--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ხ------------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

 

ხ--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ხ--------------------ს ჩადენილი დანაშაულებისათვის სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.

 

აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გამოყენების ნაწილში არის არასმართლიანი. მსჯავრდებულ ხ--------------------ს დაუნიშნა ლმობიერი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასჯელის განსაზღვრისას პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხ--------------------ი არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მუშაობს რუსეთის ფედერაციაში, იგი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდ დროებით. პირობითი მსჯავრის აღსრულება ატარებს ფორმალურ ხასიათს, რადგან მისი აღსრულება არარეალური და პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ხ--------------------მა ორივე შემთხვევაში დანაშაული ჩაიდინა ნასვამ მდგომარეობაში და გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით. ხ--------------------მა მხოლოდ იმიტომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მის ცოლს, რომ ის ქალია. ამასთან, ცოლის ცემით დაღლილმა ხ--------------------მა ცოლი დატოვა თავად კი დასაძინებლად წავიდა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი ხ--------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს

 

უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ტ-----------–----ის, მოწმეების - ჟ----------------–----------------–--–-------------------------------------------------------------–--------------------–------- გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და თავად ხ--------------------ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ხ--------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,118 -ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის (რაც არ ჩაეთვლება პირობით) დანიშვნის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ხ--------------------მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ

 

გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ხ--------------------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხ--------------------ი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი, რის გამოც პირობითი მსჯავრის გამოყენება წარმოადგენს ფორმალურ ხასაიათს. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ განმარტა, რომ ხ--------------------ი დღეის მდგომარეობით ცხოვრობს საქართველოში და პრობაციის სამსახურის მიერ დადაგენილ ვადებში, ინტენსიურად ცხადდება პრობაციის ბიუროში. დაცვის მხარის აღნიშნული განმარტების საწინააღმდეგოდ ბრალდების მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არ არსებობს მითითებული საფუძვლით მსჯავრდებულ ხ--------------------ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმების სამართლებრივი საფძველი. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით ხ--------------------ი და ტ-----------–----ი ერთად აღარ ცხოვრობენ და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი აღარ არსებობს.

 

აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი ხ--------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი ხ--------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ხ--------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ხ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.

 

ხ--------------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 29 დეკემბრის 12:36 საათიდან, 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ხ--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

მსჯავრდებულ ხ--------------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი