განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100117001779522
საქმე N1/ბ-270-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ვ-–-------- თ---------ის
ადვოკატის - პ----- შ----ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ბ---------ის ძე ა----–--ის მიმართ; დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაუოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კ--------ი;
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ა----–--ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------- ა----–--ე სხეულში უკანონოდ ინახავდა, 2017 წლის 06 იანვარს დაუდგენელ ვითარებაში მის მიერ უკანონოდ შეძენილ 0,00666 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2017 წლის 06 იანვარს გ------- ა----–--ისგან იქნა ამოღებული ქ. ბათუმში, შპს ,,ბ------------------–---------–------------------------ში’’ ჩატარებული სხეულის დათვალიერების შედეგად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით გ------- ა----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2019 წლის 06 იანვრიდან, მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 06 იანვრიდან 2017 წლის 13 იანვრის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრების არსი:
აპელანტი - აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორი ფ-------- ქ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენში, გ------- ა----–--ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. გ------- ა----–--ემ არ მოინანია და შესაბამისად ვერ გააცნობიერა მის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის ხასიათი და შედეგი, დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.
აპელანტი - მსჯავრდებული გ------- ა----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- შ----ე ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი გ------- ა----–--ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ გ------- ა----–--ის ბრალეულობას, ბრალდების მხარეს საქალაქო სასამართლოში არ წარუდგენია გ------- ა----–--ის მიმართ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას. გ------- ა----–--ის სხეულის დათვალიერების შედეგად ამოღებული შენაფუთი და შსს საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენილი შენაფუთი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, როგორც ჩანს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოდან ექსპერტამდე სხვა სახის შენაფუთი მივიდა. გარდა ამისა, სასამართლომ ვერცერთ შემთხვევაში ვერ უნდა გაიზიაროს ბრალდების მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გ------- ა----–--ეს განზრახული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შემდგომ ამ საშუალების სხვა პირისთვის გადაცემა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. გაზიარების შესაძლებლობას მოკლებულია ბრალდების მხარის მოწმეთა ურთიერთსაპირისპირო და არადამაჯერებელი ჩვენებები და აღნიშნული ჩვენებებიდან გამომდინარე, ა----–--ის მიერ ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შენახვისა და მისი სხვა პირისთვის გადაცემის განზრახვა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორს ვ-–-------- თ---------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ გ------- ა----–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----- შ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- ა----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 06 იანვრის ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონის სოფელ კ--------ში რეგისტრირებული, 1992 წლის 29 მარტს დაბადებულ, გ------- ბ---------ის ძე ა----–--ე არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რომელმაც თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, მისივე სხეულში შენახვის გზით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში, რომელიც სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გადასცეს სხვა პირს.
მოწმის სახით დაკითხვისას ი-----–- ბ-----ემ განმარტა, რომ მუშაობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე; 2017 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ------- ა----–--ე დაბადებული 1992 წლის 29 მარტს, არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რომელიც იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში და მას თავისივე სხეულში შენახვის გზით უნდა შემოიტანოს ნარკოტიკული ნივთიერება და გადასცეს სხვა პირს; ინფორმაციის მიღების შემდეგ მათთან არსებული ბაზის მეშვეობით შეისწავლა გ------- ა----–--ე, ის მართლაც იყო იმ დღეს თურქეთში გადასული, რაიმე იმუნიტეტით არ სარგებლობდა, წარსულში იყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე ნასამართლევი, ხელმძღვანელობას მოახსენა მიღებული ინფორმაცია, დაიწყო გამოძიება; გამომძიებელმა გამოკითხა აღნიშნულთან დაკავშირებით;
მოწმის სახით დაკითხვისას გ-------– ბ-----–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 6 იანვარს ვიმყოფებოდა სამსახურში ოპერატიულ ჯგუფში, საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ------- ა----–--ე გადაადგილდებოდა სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით და ის უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივების სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, ხელმძღვანელობის დავალებით შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, ლ-–- ჯ----–თან და კ------- მ----–--ესთან ერთად წავიდა სარფში; სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდა გ------- ა----–--ე, რომელიც მათ მიერ შეჩერებული იქნა. წარუდგინა თავი, განუმარტა, რომ დაწყებული იყო გამოძიება მის მიმართ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1 ნაწილით მასზე, რომ ის უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას; ასევე მას წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის შესახებ და განუმარტა, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა, ასევე განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, მიეცა წინადადება გ------- ა----–--ეს, რომ თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ინახავდა წარმოედგინა ნებაყოფლობით, რაზეც მან განაცხადა, რომ ის არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთს არ ინახავდა;
აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა პირადი ჩხრეკა; ჩხრეკის დროს გ------- ა----–--ისაგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა, შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დადასტურებული იქნა მონაწილე პირების ხელმოწერით და გ------- ა----–--ის ხელმოწერით, აღნიშნული შემდეგ გ------- ა----–--ე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, განუმარტეს მას რომ იყო აუცილებელი მისი სხეული დაეთვალიერებინათ; გ------- ა----–--ემ მათ განუცხადა თანხმობა, ხელწერილს სხეულის დათვალიერების შესახებ თანხმობაზე მოაწერა ხელი; მიმართეს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გ------- ა----–--ე გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხეულის დათვალიერების მიზნით, ექიმი სპეციალისტის მიერ დათვალიერდა სპეციალური აპარატის საშუალებით, კუჭი, სხეული; მონიტორზე დათვალიერებისას გამოჩნდა რაღაც უცხო სხეული, ექიმის მიერ ეს უცხო სხეული ამოღებული იქნა, ეს იყო პოლიეთილენის შენაფუთი, ცალი მხარე ჰქონდა მომწვარი; ექიმის და სხეულის დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ, გ------- ა----–--ის თანდასწრებით გახსნილი იქნა ეს შენაფუთი; მასში იყო თეთრი ფხვნილისებრი ტაბლეტის ნატეხი, რომელიც პოლიეთილენის პარკთან ერთად მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდში შემდეგ თეთრი ფერის კონვერტში და ადგილზევე დაილუქა, რაც დადასტურებული იქნა მონაწილე პირების ხელმოწერებით, მათ შორის გ------- ა----–--ის ხელმოწერით; სხეულის დათვალიერების ოქმების დასრულებისთანავე ის ბრალდებულის სახით დააკავეს, ადგილზე შედგა დაკავების ოქმი, განემარტა ბრალდებულის უფლება მოვალეობები, შემდეგ გადაყვანილი იქნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხული იქნა ბრალდებულის სახით, ასევე შემოწმებული იქნა მისივე თანხმობით ნარკოტიკულ თრობაზე; შემოწმებისას დაუდგინდა ბუპრენორფინის და მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
მოწმის განმარტებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის და მოპოვებული სხვა მტკიცებულების საფუძველზე გ------- ა----–--ეს წარედგინა ბრალი. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას გ------- ა----–--ის მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია; მას არ დაუნახავს როგორ და რა დროს გადაყლაპა გ------- ა----–--ემ ეს შენაფუთი; ადასტურებს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას და ავთენტურობას;
მოწმის სახით დაკითხვისას ა-----– ს---------ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 6 ინვარს იმყოფებოდა სამსახურში, საღამოს დაახლოებით 20:30 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში ელექტრონული ფოსტით დაეწერა ინფორმაციული პატაკი, რის საფუძველზეც პროკურორთან შეთანხმებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. შეიქმნა საგამოძიებო და ასევე ოპერატიული ჯგუფი; გამოკითხული იქნა მის მიერ პატაკის ინიციატორი - უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ი-----–- ბ-----ე, გამოკითხვისას მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად აისახა გამოკითხვის ოქმში; რაიმე სახის შენიშვნა ან განცხადება არ გაკეთებულა; ასევე მოცემულ საქმეზე გამოკითხა მოწმის სახით კ------- მ----–--ე და ლ-–- ჯ----–ი, რომლებიც მონაწილეობდნენ გ------- ა----–--ის დაკავებისა და პირად ჩხრეკის ჩატარებისას; მათ მიაწოდეს სრული ინფორმაცია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე; ასევე მის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გ------- ა----–--ისათვის ნარკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, შედგენილი აქვს მიმართვის წერილები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ნარკოლოგიური ექსპერტიზის დადგენილების გადაგზავნის შესახებ, ასევე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე გ------- ა----–--ის პროქტოლოგიური და გასტროენტოროლოგიური გზით შემოწმების შესახებ.
მოწმის სახით დაკითხვისას კ------- მ----–--ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 6 იანვარს საღამოს საათებში შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია გ------- ა----–--ის მიმართ, რომ გ------- ა----–--ეს სარფის გამშვებ პუნქტზე უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება, ლ-–- ჯ----–თან და გ-------– ბ-----–--ესთან ერთად წავიდა სარფში; მასვლისთანავე შენიშნეს რომ გ------- ა----–--ე გადაადგილდებოდა სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ეკლესიისკენ ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა ფეხით; ლ-–- ჯ----–თან ერთად მივიდა გადასამოწმებლად, იყო თუ არა ნამდვილად გ------- ა----–--ე; გადაამოწმეს მისი პირადობა, ამის შემდეგ გამომძიებელმა გ-------– ბ-----–--ემ განუმარტა, რომ მის მიმართ გამოძიება იყო დაწყებული და უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა, რაზეც გ------- ა----–--ეს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, გ------- ა----–--ისაგან თანხმობის მიღების შემდეგ ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, პირადი ჩხრეკის დროს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ ამოღებულა, გამომძიებლის მითითებით გადაიყვანეს მთავარ სამმართველოში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, რაზეც გ------- ა----–--ე ასევე თანახმა იყო; მთავარ სამმართველოში მიყვანის შემდეგ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გ-------– ბ-----–--ე დაუკავშირდა მას, გ------- ა----–--ე უნდა გადაეყვანათ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოწმების მიზნით, საავადმყოფოში ექიმმა ა-----– ძ---–--ემ განუმარტა გ------- ა----–--ეს რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი თანხმობის შემთხვევაში მისი სხეულის შიდა დათვალიერება; გ------- ა----–--ეს აქაც წინააღმდეგობა არ გაუწევია; სხეულის შიდა დათვალიერებას ესწრებოდა თვითონ ლ-–- ჯ----–თან და გამომძიებელ გ-------– ბ-----–--ესთან ერთად; გვერდით იდგნენ; გ------- ა----–--ე იყო მათგან გამოყოფილ ადგილზე, ისინი ხედავდნენ მხოლოდ მონიტორს; სხეულიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის შენაფუთი, გამომძიებელმა გახსნა და შიგნით იყო თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა, ამის შემდეგ გ-------– ბ-----–--ემ მოახდინა გ------- ა----–--ის დაკავება ადგილზე, შემდეგ გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე სადაც დაუდგინდა მარიხუანას და ბუპრენორფინის მოხმარება, ამის შემდეგ შესახლებული იქნა დროებით დაკავების იზოლატორში.
მოწმე ლ-–- ჯ----–მა განმარტა, რომ გასული წლის ანუ 2017 წლის 6 იანვარს საღამოს საათები იყო, უბნის ინსპექტორების სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, ოპერატიული ინფორმაცია იყო მასზედ, რომ ოზურგეთში მცხოვრები გ------- ა----–--ე იყო ნარკოტიკული საშუალების უკანონო მომხმარებელი, რომელსაც თურქეთში უკანონოდ ჰქონდა შეძენილი ნარკოტიკი და სხეულში შენახვის გზით შემოიტანა საქართველოში სარფის საბაჟოს გავლით. ასევე არსებული ინფორმაციით ამ ნარკოტიკის გადაცემას აპირებდა მათთვის უცნობი პირისათვის. გავიდნენ სარფში, კ------- მ----–--ესთან ერთად სარფში მისვლიდან 2 წუთის შუალედში შენიშნეს აღნიშნული პიროვნება, რომელიც მოძრაობდა სარფის გამშვები პუნქტიდან ქალაქ ბათუმის მიმართულებით, კერძოდ, ეკლესიასთან მისვლამდე საფეხბურთო სტადიონია, კუთხეში იქ ავტობუსის გაჩერების ადგილზე; შეაჩერეს პოლიციის მოწმობა წარუდგინეს, რადგან იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელით და არა პოლიციის ფორმით, ამ დროს მოვიდა გ-------– ბ-----–--ე გამომძიებელი, დააზუსტეს პიროვნების ვინაობა, აღნიშნულმა პიროვნებამ ყოველგვარი გართულების გარეშე დაადასტურა რომ იყო გ------- ა----–--ე, გ-------– ბ-----–--ემ წარუდგინა თავი, რომ იყო გამომძიებელი და მის მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაზე, და შესთავაზა, რომ თუ რაიმე ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა, წარმოედგინა. რაზეც განაცხადა რომ არანაირი ნარკოტიკი თან არ ჰქონდა და არც ინახავდა და მსგავსი არ სმენია არაფერი; ამის შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რაზეც წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა, რადგან ჩხრეკისას რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება არ ამოღებულა, ხოლო ინფორმაცია ჰქონდათ ასევე მასზედ, რომ შესაძლოა ჰქონოდა სხეულით შემოტანილი, ჩასატარებელი იყო სხვა საგამოძიებო მოქმედებები, და შესთავაზა რომ უნდა დათვალიერებულიყო როგორც პროქტოლოგიურად ასევე გასტროსკოპიული მეთოდით მისი სხეული. რაზედაც განაცხადა თანხმობა და გადაყვანილი იქნა სამმართველოში. ბადრაგირება არ მომხდარა, რადგან არ იყო დაკავებული, ის გაყვა გამომძიებელს, ამ 10 წუთის განმავლობაში მათ შორის რა საგამოძიებო მოქმედება ან რა გასაუბრება მოხდა არ იცის, თავად იყო მის სამუშაო კაბინეტში, გამომძიებელმა დაუძახა რომ დადგენილების საფუძველზე პიროვნება უნდა გადაეყვანათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდა როგორც გასტროსკოპიული და ასევე პროქტოლოგიური შემოწმება, შემოწმება ჩაატარა ექიმმა ა-----– ძ---–--ემ; ამ პროცესს ესწრებოდა მასთან ერთად გ-------– ბ-----–--ე, კ------- მ----–--ე და პროქტოლოგი ა------ მ-------ე; ექიმის სავარძელი ისე დგას, რომ იქ ვერ ხედავ კონკრეტულად, მაგრამ ხედავ მონიტორს. ექიმმა ა-----– ძ---–--ემ თქვა, რომ ეს იყო უცხო სხეული, რაც მონიტორზე ჩანდა და სპეციალური აპარატით მოხდა მისი ამოღება, გამომძიებელმა მათთან ერთად მოახდინა ამოღებული შენაფუთის გახსნა, დათვალიერება, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში იყო, მომწვარი ჰქონდა თავი და იყო ნოტიო მდგომარეობაში, გაიხსნა, შეახვიეს თაბახის ფურცელში, შემდეგ კონვერტში მოათავსეს, სანამ მოხდებოდა ე.წ ზონდის ჩაყლაპვა, მანამდე ექიმმა გააფრთხილა, რომ ალერგიული ხომ არ იყო, ან რამე ჯანმრთელობის პრობლემები ხომ არ ქონდა, იქაც დაადასტურა გ------- ა----–--ემ რომ თანახმა იყო, ჩატარებოდა ეს გამოკვლევა, ამოღებული შენაფუთი მასში არსებული ნივთიერებით კონვერტში ჩაიდო, დაილუქა, შესაბამისად იქ დამსწრე პირებმა, ექიმებმაც და პოლიციელებმაც მოაწერეს ხელი, ამის შემდეგ ის დაკავებული იქნა გამომძიებლის მიერ ბრალდებულის სახით, შედგენილი იქნა შესაბამისი დაკავების ოქმი, გადაიყვანეს სამმართველოში, შემდეგ ნარკოლოგიურში, სადაც დაუდგინდა ნარკოტიკების ბუპრენორფინის და მარიხუანას მოხმარების ფაქტი;
დათვალიერებით დადგინდა, რომ ეს იყო ნესტიანი შედედებული ფხვნილი, რომელიც შეიძლება დაზიანდა ამოღების მომენტში, შეიძლება მთლიანი იყო და ამოღების მომენტში დაიფშვნა, მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე არ იცის რა ნივთიერება იყო, როცა მოხდა დათვალიერება, შეიფუთა ამ ცელოფანთან ერთად რაშიც ის იმყოფებოდა, ბოლოს შეიფუთა თაბახის ფურცელში, ჩაიდო კონვერტში, ხელმოწერები გაკეთდა იქ დამსწრე პირების მხრიდან, მათ შორის ა----–--ის მხრიდან და რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს, ასეთი რომ ყოფილიყო ოქმშიც იქნებოდა შეტანილი და კონვერტზეც აღინიშნებოდა; მაგრამ პიროვნებას არანაირი პროტესტი არ ქონია, ყველაფერზე მოაწერა ხელი;
მოწმის სახით დაკითხვისას ა-----– ძ---–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 6 იანვარი იყო როგორც ახსოვს, გამოიძახეს სამსახურში პოლიციის თანამშრომლებმა, მოიყვანეს შესამოწმებელი პირი, მასთან ერთად გამოძახებული იყო პროქტოლოგი, თავად არის ენდოსკოპისტი; შესამოწმებელ პირს გაესაუბრა, აუხსნა რა პროცედურა უნდა გაკეთებულიყო, ჩაატარეს ეს პროცედურა, შესამოწმებელი პირის მიერ წინააღმდეგობა გაწეული არ ყოფილა, ჩვეულებრივი პროცედურაა; დათვალიერებისას კუჭში იყო პოლიეთილენის პარკში შეფუთული რაღაც ნივთიერება, რომელიც მანიპულაციის მსვლელობისას ერთი შენაფუთის სახით ამოღებული იქნა კუჭიდან და გადაეცა პოლიციის თანამშრომლებს და შიგ რა ნივთიერება იყო ეს უკვე მის კომპეტენციაში არ შედის. პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში შენაფუთში იყო აბის ნატეხები და ფხვიერი მასა და ზევიდან მომწვარი ჰქონდა თავი.
გ------- ა----–--ის სხეულის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ-------– ბ-----–--ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კ------- მ----–--ის, ექიმ ენდოსკოპისტის ა-----– ძ---–--ის, ექიმ პროქტოლოგის ა------ მ-------ის მონაწილეობით 2017 წლის 06 იანვარს, გ------- ა----–--ეს ჩაუტარდა სხეულის დათვალიერება 21:40 საათიდან 22:10 საათამდე დროის შუალედში, შპს ბ------------------–---------–------------------------ს ენდოსკოპირ განყოფილებაში, ექიმ ენდოსკოპისტის ა-----– ძ---–--ის მიერ სამედიცინო აპარატის გასტროსკოპის გამოყენებით, საყლაპავი მილისა და კუჭის დათვალიერების შედეგად, გ------- ა----–--ის კუჭიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი შენაფუთი, რომელიც წარმოადგენს პოლიეთილენის შენაფუთს, ფუთა არის სველი, ფუთის გახსნისას შიგნით აღმოჩნდა მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასა, შენაფუთი დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარეობას, რის შემდეგაც გახვეული იქნა თაბახის თეთრი ფერის ქაღალდში, შემდეგ მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, კონვერტს გაუკეთდა სათანადო წარწერები და დალუქული იქნა შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის მრგვალი მასტიკური ბეჭდით, პაკეტებისათვის 2---- გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. აღნიშნულის შემდეგ ექიმ პროქტოლოგის ა------ მ-------ის მიერ დათვალიერებული იქნა გ------- ა----–--ის სწორნაწლავი, რის შედეგადაც რაიმე უცხო სხეული არ ამოღებულა.
გ------- ა----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ-------– ბ-----–--ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ლ-–- ჯ----–ის და კ------- მ----–--ის, მონაწილეობით 2017 წლის 06 იანვარს, გ------- ა----–--ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 21:05 საათიდან 21:25 საათამდე დროის შუალედში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა ნებაყოფლობით, მშვიდ გარემოში, ყოველგვარი იძულების გარეშე.
გ------- ა----–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად რაიმე ნივთიერება, ნივთი ან კანონით აკრძალული საგანი არ ამოღებულა, რის შემდეგ მონაწილე პირების მიერ გაკეთებული იქნა ხელმოწერები.
გ------- ა----–--ის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ-------– ბ-----–--ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების კ------- მ----–--ის და ლ-–- ჯ----–ის, მონაწილეობით 2017 წლის 06 იანვარს, 22:11 საათზე, ქ. ბათუმში, ტ---–------------ის ქN2-ში მდებარე, შპს ბ------------------–----------–------------------------ში ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ------- ა----–--ე.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N----- დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ა----–--ეს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით დადგენილია, რომ გ------- ა----–--ე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარით.
ქიმიური ექსპერტიზის N---- დასკვნით, 07.01.2017წ. დადგენილია, რომ სს N------------ საქმეზე წარდგენილი, გ------- ა----–--ისაგან ამოღებული 1 (ერთ) ცალად დაფასოებული, ფხვნილისებრ-გრანულოვანი მასა, საერთო წონით 0,333 გრამი შეიცავს 0,00666 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.
მოწმის სახით დაკითხვისას მ----- მ---–--ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 07 იანვარს მის მიერ გაცემულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა გ-------– ბ-----–--ის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე და წარმოდგენილი ობიექტის შესწავლით; ქაღალდის კონვერტში იყო შეფუთული და დალუქული; გაიხსნა შენაფუთი, ერთ კონვერტში იყო ერთ თაბახის ფურცელში მოთავსებული ფხვნილისებური ნივთიერება, ასევე სინთეტიკური პაკეტი გამჭვირვალე; მასშიც იყო ფხვნილისებრი მასა; ორივეს გააჩნდათ ერთგვაროვანი აგებულება მათში უცხო ჩანართები არ შეინიშნებოდა; ჩატარდა თვისებრივი რეაქციები, რეაქცია ბუპრენორფინის არის ძალიან სპეციფიკური; ამის შემდეგ ჩატარდა თხელფენოვანი ქრომატოგრაფია, დადგინდა, რომ სახეზე იყო ერთგვაროვანი ბუპრენორფინის შემადგენლობა, ამის შემდეგ კვლევა ჩატარდა უფრო ღრმა კვლევის სახით, დადგინდა რომ წარმოდგენილ ობიექტში იყო ბუპრენორფინის შემცველობა და ასევე განისაზღვრა რაოდენობა; პარალელურად წარმოებდა ფოტო გადაღება; დასკვნა არის კატეგორიული და მის სისწორეს ადასტურებს; მის მიერ შესწავლილ და გამოკვლეულ ობიექტში ბუპრენორფინის შემცველობა დადგენილია და ის არის მაქსიმალური სიზუსტით გათვლილი; ვინაიდან მასაში იყო ბუპრენორფინი შემცველობა, მისი გამოყენებაც შესაძლებელია;
დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის N----------- დასკვნით,31.03.2017 წ. დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ობიექტი - 0,310 გ. მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0, 00594 გრამის ოდენობით;
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მ--- კ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, განმარტა, რომ საკვლევი ობიექტი მას გადაეგზავნა დალუქულ მდგომარეობაში, მის მიერ წარმოდგენილ საკვლევ მასალაში განისაზღვრა ბუპრენორფინის შემცველობა და გასცა შესაბამისი დასკვნა; მის საკვლევ საკითხს არ შეადგენდა ექსპერტიზის დანიშვნის ინიციატორი მხარის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად იყო ვარგისი მოხმარებისთვის ეს მასალა;
გ------- ა----–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ ავტობუსის გაჩერებაზე, ელოდებოდა სამარშრუტო ტაქსს, მივიდნენ მასთან პოლიციელები და უთხრეს, რომ შემოწმების მიზნით უნდა გადაეყვანათ საბაჟოს შენობაში, როგორც მიხვდა ჩხრეკის მიზნით შეიყვანეს; ჩაუტარდა ჩხრეკა. ეუბნებოდნენ, რომ უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკებს, ჩხრეკის შედეგად რომ არაფერი არ აღმოაჩნდა, ამის შემდეგ გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც დახვდა გ-------– ბ-----–--ე. რომელმაც დაახვედრა, ზუსტად ახსოვს, რაღაც ფურცელი, რომელიც შევსებული იყო ხელმოწერით, სადღაც 5 წუთამდე დაყო მანქანაში და ამის შემდეგ შეიყვანეს საავადმყოფოში. საავადმყოფოში არაერთხელ აღნიშნა, განმარტა, რომ ბავშვობაში ჰქონდა ოპერაციები განაკეთები, რომ პრობლემა ჰქონდა კუჭზე, აჩვენა კიდეც ნაკერები, მოითხოვდა ადვოკატს, სატელეფონო ზარის უფლებას, რომელზეც არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ, ამის შემდეგ დააწვინეს რაღაც საწოლზე, ზონდით ამოაცალეს რაღაც ის პატარა რაოდენობა, რომელიც შემდეგ მის თვალწინ არ დალუქულა, არ შეფუთულა ანუ არ იცის შემდეგ რა გააუკეთეს, თავად გადამიყვანეს დეპარტამენტის შენობაში, სადაც რაღაც ფურცელი დაახვედრეს, ისიც ამობეჭდილი, ხელი მოაწერინეს და ამის შემდეგ გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. შემოწმების ჩატარების შემდეგ შეასახლეს ოზოლატორში. მან მოიხმარა ნარკოტიკი, იპოვა და მოიხმარა, იგი ჰქონდა მისი პირადი მოხმარებისთვის და არა ვიღაცაზე გადასაცემად. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ის არის მცირე ოდენობით და ასევე ის, რომ ნარკოლოგიური შემოწმებისას აღმოაჩნდა მარიხუანა და ბუპრენორფინი, რომელსაც ედავებიან.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას გ------- ა----–--ის უდანაშაულობის თაობაზე და კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ: მოწმე ი-----–- ბ-----ის ჩვენებითა და პატაკით დასტურდება, რომ 2017 წლის 06 იანვარს მიიღო ინფორმაცია, რომ გ------- ა----–--ე არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, რომელმაც თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, მისივე სხეულში შენახვის გზით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში, რომელიც და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გადასცეს სხვა პირს, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას; გამომძიებელ გ-------– ბ-----–--ის და პოლიციის თანამშრომლების ლ-–- ჯ----–ის და კ------- მ----–--ის ჩვენებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 06 იანვარს გ------- ა----–--ის თანხმობით მისი სხეულის დათვალიერებისას ამოიღეს შენაფუთი პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკით; შენაფუთი იყო ნოტიო, თუმცა მისი მთლიანობა არ იყო დარღვეული, რადგან თავი ჰქონდა მომწვარი; საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა გ------- ა----–--ის თანხმობით, მას არც წინააღმდეგობა გაუწევია და არც რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა დაუფიქსირებია.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ გ------- ა----–--ის პირადი ჩხრეკის და მისი სხეულის დათვალიერების ოქმებზე, რომლებზეც ხელს აწერს თავად გ------- ა----–--ე, პირადი ჩხრეკა ჩატარდა ნებაყოფლობით და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ გაუკეთებიათ. ასევე გ------- ა----–--ის წერილობითი თანხმობით ჩატარდა მისი სხეულის დათვალიერების ოქმი და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ დაფიქსირებულა.
საქმეში წარმოდგენილია როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ერთ შემთხვევაში (ბრალდების მხარის) ქიმიური ექსპერტიზის N-- დასკვნით ირკვევა, რომ გ------- ა----–--ის სხეულის დათვალიერებისას ამოღებული 1 (ერთ) ცალად დაფასოებული, ფხვნილისებრ-გრანულოვანი მასა, საერთო წონით 0,333 გრამი შეიცავს 0,00666 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, ხოლო მეორე შემთხვევაში (დაცვის მხარის) ქიმიური ექსპერტიზის N----------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ობიექტი - 0,310 გ მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0,00594 გრამის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის თანახმად, ბუპრენორფინის საწყისი ოდენობაა 0,0012 გრამი, ამდენად, ორივე შემთხვევაში საკვლევ მასალაში არსებული ბუპრენორფინის შემცველობა (როგორც 0,0066 გრამი, ისე 0,00594 გრამი) იძლევა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაპირისპირო და არადამაჯერებელია, აღნიშნული პოზიცია საფუძველს მოკლებულია, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული, დამაჯერებელია და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეცვლილ იქნა საკვლევი ობიექტი და რომ ექსპერტს სხვა შენაფუთი წარედგინდა, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ. მ---–--ის განმარტებით ირკვევა, რომ საკვლევი ობიექტი იყო შეფუთული და დალუქული, ახლდა სინთეტიკური გამჭვირვალე პარკის ნახევი, რომელშიც ასევე იყო ფხვიერი მასა, მასალის შესწავლა მოხდა სრულად, წარმოებდა ფოტოგადაღება; ასევე, გ------- ა----–--ის სხეულის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ მისი სხეულიდან ამოღებული საგანი მისივე თანდასწრებით შეიფუთა და დაილუქა და მისივე ხელმოწერით დალუქულ მდგომარეობაში გადაეცა ექსპერტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გ------- ა----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ა----–--ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გ------- ა----–--ის უდანაშაულობა არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე ახალი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- აროიშიძის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და განუსაზღვრა სასჯელი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომლის გამკაცრება სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, შესაბამისად, პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ------- ა----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ა.რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ გ------- ა----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი გ------- ა----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
გ------- ა----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ------- ა----–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 20 თებერვლიდან, მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 06 იანვრიდან 2017 წლის 13 იანვრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ------- ა----–--ეს `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მსჯავრდებულ გ------- ა----–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; და ყადაღა მოეხსნას გ------- ტ------–ის (პ/ნ 6----------), გ--------- ტ------–ის (პ/ნ 3----------), დ----- ტ------–ის (პ/ნ 3----------), ნ--–- ტ------–ის (პ/ნ 3----------), ჯ---- ტ------–ის (პ/ნ 3----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კ--------ი , ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2500.00 კვ/მ შენობა-ნაგებობის ჩ-----------–-------------–------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------.) - 20 000 /ოცი ათასი/ ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - გ------- ა----–--ის სხეულის დათვალიერების დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩენილი ბუპრენორფინის შემცველი, ფხვნილისებრ-გრანულოვანი მასა, საერთო წონით 0,310 გრამი, რომელიც ინახება საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე