განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
330100119002836103
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002836103

საქმე №1ბ/596-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: რ--------------ის

ადვოკატ: მ-------------ს

მსჯავრდებულ: ლ-----–-----–--ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ლ-----–-----–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-----–--–-------–-----–--ს დ----------–--------–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქის (----------------------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–-------–----–----–--------------------------7 და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-----–-----–--მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ლ-----–-----–--ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის პერიოდში, თ---–--–-----------------–-------------------------------ში, ლ-----–-----–--მ მეუღლე მ----------------ს ეჭვიანობის ნიადაგზე სახის არეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი და ამის შემდეგ ყელში წაუჭირა ხელი, რის შედეგადაც მ----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა ამისა ლ-----–-----–-- მეუღლეს - მ----------------ს დაკავებამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც მ----------------ის ტანჯვა გამოიწვია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

 

ლ-----–-----–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

ლ------–-----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-----–-----–--ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ-------------მ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ლ-----–-----–--ს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელი დაენიშნოს საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის #3772 კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანამდე მოქმედი რედაქციით ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული იქნას ის გარემოება, რომ ლ-----–-----–--მ აღიარა და მოინანაია ჩადენილი დანაშაული და დაზარალებული თანახმაა მის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისიწნებული შეღავათები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ-----–-----–--ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ლ-----–-----–--ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი გარდა მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დაზარალებულ მ-----------------ის და მოწმეების: ლ-----–-----–-----------------–------ გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ეთანხმება სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, მსჯავრდებულ ლ-----–-----–--სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით არაკანონიერად დანიშნული სასჯელის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ ლ-----–-----–--მ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 23 დეკემბერს, რა დროსაც მითითებული მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. 2018 წლის 28 დეკემბრიდან საქართველოს სისსხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად, ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ-----–-----–--ს მიმართ სასჯელის ნაწილში არის უკანონო, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი. მსჯავრდებულ ლ-----–-----–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ლ-----–-----–--მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაზარალებული თანახმაა მის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათი, მსჯავრდებულ ლ-----–-----–--ს დანიშნული სასჯელის ნაწილი, - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ-----–-----–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------------ს საპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ლ-----–-----–--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში ლ-----–-----–--ს მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ლ-----–-----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

ლ------–-----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ლ-----–-----–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, - პატიმრობა გაუქმებულია;

 

მსჯავრდებულ ლ-----–-----–--ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი