განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100117002042476
საქმე №1/ბ-809-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ა-----------ს,ადვოკატის - ჯ----– ჭ-------ს,გამართლებულის - ც-–---- გ--------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ც-–---- მ-------ს ასული გ--------ს მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №1----------, ქვრივი, ქ. ზუგდიდის რაიონი, სოფელი ზ-----–---ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდების არსი:
1.1 ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ც-–---- გ--------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება;
1.2 თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება, ჩადენილი დიდი ოდენობით;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2015 წლის 25 დეკემბერს ც-–---- გ--------მ ზუგდიდის რაიონ სოფელ ზ-----–---ში მცხოვრებ მ----- ჯ--------ს, ე-- მ----------ს, მ------–- ხ--------ს, გ---–- მ-----ს და ა---------– ბ----ს ხელმოწერით დაადასტურებინა ყალბი შინაარსის შემცველი განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა იგი 1997 წლიდან თვითნებურად ფლობდა და განკარგავდა ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში მდებარე 8548,7 კვადრატულ მეტრ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ საცხოვრებელ სახლს ფართით 64,2 კვმ. იმავე დღეს განცხადების ხელმოწერების დადასტურების მიზნით მან განცხადება და განცხადების ხელმომწერი ზემოთაღნიშნული პირები წარადგინა ნოტარიუს ლ---- ა--------თან, სადაც დაადასტურა განმცხადებლების ხელმოწერების ნამდვილობა. აღნიშნული განცხადება მან 2015 წლის 25 დეკემბერს წარუდგინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კომისიის წევრების შეცდომაში შეყვანის გზით, მუდმივმოქმედი კომისიის N--- გადაწყვეტილებით მიიღო ყალბი ინფორმაციის შემცველი საკუთრების მოწმობა N--- გ--–--- ქ------–--ს კუთვნილ ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში მდებარე 8548,7 კვადრატულ მეტრ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ საცხოვრებელ სახლზე ფართით 64,2 კვმ. რაც 2016 წლის 05 აპრილს რეგისტრაციის მიზნით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
2.2. ზუგდიდის რაიონის სოფელ ზ-----–---ში მცხოვრებმა ც-–---- გ--------მ გადაწყვიტა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში მდებარე გ--–--- ქ------–--ს კუთვნილ 8548,7 კვადრატულ მეტრ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ საცხოვრებელ სახლს ფართით 64,2 კვმ. ამ მიზნის განსახორციელებლად მან 2015 წლის 25 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი ინფორმაციის შემცველი განცხადება ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში მდებარე გ--–--- ქ------–--ს კუთვნილი 8548,7 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლის, ფართით 64,2 კვმ., ფლობისა და სარგებლობის შესახებ. მუდმივმოქმედი კომისიის წევრების შეცდომაში შეყვანის გზით, მან კომისიის N--- გადაწყვეტილებით მიიღო საკუთრების მოწმობა N--- გ--–--- ქ------–--ს კუთვნილ ზემოთ აღნიშნულ ქონებაზე. 2016 წლის 05 აპრილს მუდმივმოქმედი კომისიის N--- გადაწყვეტილება და საკუთრების მოწმობა N--- წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და, საჯარო რეესტრის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა და საკუთრებად დაირეგისტრირა ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში მდებარე გ--–--- ქ------–--ს კუთვნილი 8548,7 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი ფართით 64,2 კვმ., რითაც დაზარალებულს მიადგა 19 300 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მე–20 საუკუნის 90–იან წლებში კ----- ნ------ამ და ც-–---- გ--------მ დაიწყეს თანაცხოვრება სოფელ ზ-----–---ში. მათი თანაცხოვრების პერიოდში ც-–---- გ--------ს შეეძინა 2 შვილი. სოფელ ზ-----–---ში თანაცხოვრების პარალელურად კ----- ნ------ამ სოფელ კ----–---–ში შემოაკავა მიწის ნაკვეთი, მოიყვანა ის დასამუშავებლად ვარგის კონდიციამდე, გაწმინდა ჩაის ნერგებისგან, დაიწყო სიმინდის დათესვა და მოვლა, ხოლო შემდგომში დარგო თხილი. ამ საქმიანობის განმავლობაში დროდადრო მას აკითხავდა დასახმარებლად ც-–---- გ--------ც. იმ დროისათვის მიწის ნაკვეთზე იდგა მცირე ზომის ფარდული. ასეთი სახით საქმიანობა გაგრძელდა გარკვეული პერიოდი. კ----- ნ------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, 2000–იან წლებში ც-–---- გ--------მ და კ----- ნ------ამ შეწყვიტეს თანაცხოვრება. კ----- ნ------ა საცხოვრებლად გადავიდა სოფელ კ----–---–ში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ცხოვრობდა ფარდულში, ხოლო ც-–---- გ--------მ განაგრძო ცხოვრება სოფელ ზ-----–---ში. ამის შემდეგაც კ----- ნ------ა და ც-–---- გ-------- აგრძელებდნენ ურთიერთობას, კ----- ნ------ა უგზავნიდა ც-–---- გ--------ს მიწის ნაკვეთზე არსებული თხილის ნაყოფს, შეშას. კ----- ნ------ამ ც-–---- გ--------ს შვილები დაირეგისტრირა თავისთან სოფელ კ----–---–ში. კ----- ნ------ას სიცოცხლის ბოლო პერიოდში გარკვეული ხნით ისინი ცხოვრობდნენ კიდეც მასთან. 2000–იანი წლების მეორე ნახევარში კ----- ნ------ამ დაიწყო თანაცხოვრება გ--–--- ქ------–--სთან, რომელმაც გააგრძელა თხილნარის გაშენება და რომელთან ერთადაც დაიწყო კ----- ნ------ამ სახლის მშენებლობა, რაც დასრულდა 21–ე საუკუნის 10–იან წლებში. აღნიშნული სახლის მშენებლობისას გამოყენებულ იქნა მეორადი კარ–ფანჯრები, რომლებიც ც-–---- გ--------ს აჩუქეს სოფელ ზ-----–---ში მისმა ნაცნობებმა და რომლებიც სოფელ ზ-----–---იდან წამოიღო კ----- ნ------ამ.
ც-–---- გ-------- სოფელ კ----–---–ში არსებულ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობას თვლიდა მისი შვილების - ი------------ ნ------ების საკუთრებად. 2015 წლის ნოემბერში გარდაიცვალა კ----- ნ------ა. იმავე წელს ც-–---- გ--------მ გადაწყვიტა სოფელ კ----–---–ში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობის გადაფორმება მისი შვილების სახელზე, რის გამოც დაიწყო კანონიერი გზების ძიება და მივიდა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარესთან, რომლისგანაც გაიგო, რომ ც-–---- გ--------ს შვილის საკუთრების უფლების აღიარება ვერ მოხდებოდა, თუმცა კანონიერად შესაძლებელი იყო თავად ც-–---- გ--------ს საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე, რისთვისაც საჭირო იყო გარკვეული საბუთების შეგროვება. ც-–---- გ--------მ შეიტყო, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემდეგ მას შეეძლო კანონიერად გადაეფორმებინა ის შვილებისთვის და ამ გზით მისი შვილები კანონიერად მიიღებდნენ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობას. ც-–---- გ--------მ მიიღო იმ საბუთების ჩამონათვალიც, რისი შეგროვებაც აუცილებელი იყო მიზნის მისაღწევად.
გავლილი კონსულტაციების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ უძრავი ქონების მიღება შეეძლო მის შვილებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის თავად გაიფორმებდა მას. ვინაიდან 1990–იანი წლებიდან ის არაერთხელ იყო ნამყოფი სასურველ მიწის ნაკვეთზე, რათა დახმარებოდა კ----- ნ------ას მუშაობაში; ვინაიდან ის 2000–იანი წლების მეორე ნახევრიდანაც იღებდა კ----- ნ------ასგან სოფელ კ----–---–ში არსებული მიწის ნაკვეთზე მოყვანილი თხილის ნაყოფს, შეშას; ვინაიდან 2010–იან წლებში სახლის აშენებაში მასაც ჰქონდა წვლილი შეტანილი; ვინაიდან კ----- ნ------ასთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი შვილები რეგისტრირებულები იყვნენ სოფელ კ----–---–ში და გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ კ----- ნ------ასთან, ხოლო სხვა დროს აკითხავდნენ მას; მიაჩნდა, რომ ამ გზით კ----- ნ------ა, თვითონ და მისი შვილები სარგებლობდნენ მიწით და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით. კომპეტენტური პირებისგან გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ, შვილებისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის სწორი სამართლებრივი ფორმის მოძებნის მიზნით, ც-–---- გ--------მ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის გამოყენება გადაწყვიტა და სოფელ ზ-----–---ში მის მეზობლებს სთხოვა, დაედასტურებინათ მისთვის, რომ ნამდვილად სარგებლობდა სოფელ კ----–---–ში მდებარე მიწის ნაკვეთით და მასზე განლაგებული შენობით. ამის შემდეგ აღნიშნული პირები ც-–---- გ--------სთან ერთად გამოცხადდნენ ნოტარიუსთან. ნოტარიუსმა ც-–---- გ--------ს მიერ მიტანილ საბუთებზე დაყრდნობით შეადგინა განცხადების ტექსტი. მოწმეებმა ხელმოწერით დაადასტურეს განცხადება იმის შესახებ, თითქოს ც-–---- გ-------- 1997 წლიდან თვითნებურად ფლობდა და სარგებლობდა სოფელ კ----–---–ში მდებარე 8548,7 კვმ. მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ 64,2 კვმ. საცხოვრებელ სახლს. ნოტარიუსმა დაადასტურა განმცხადებლების ხელმოწერების ნამდვილობა.
აღნიშნული განცხადება ც-–---- გ--------მ მაშინათვე – 2015 წლის 25 დეკემბერს წარუდგინა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კომისიის N--- გადაწყვეტილებით მიიღო საკუთრების უფლების მოწმობა N--- ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებულ ნაგებობაზე, რაც 2016 წლის 5 აპრილს რეგისტრაციის მიზნით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და დაირეგისტრირა სოფელ კ----–---–ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც შემდგომ აჩუქა შვილებს.
აღნიშნულის პარალელურად მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს ც-–---- გ--------ს მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობა, დაბარებულ იქნენ გ-----–- ნ------ასთან, რომლისგანაც გაიგეს, რომ უძრავ ქონებაზე პრეტენზიას აცხადებდა სხვა პირი, რომ მათი განცხადება არ იყო სწორი და გამოესწორებინათ ვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეიძლებოდა დაჯარიმებულიყვნენ. ამის შემდეგ 2016 წლის 26 ივლისს მოწმეები მივიდნენ ნოტარიუსთან და მოითხოვეს, გაეუქმებინათ მათი განცხადება იმ მოტივით, რომ დაუშვეს უნებლიე შეცდომა და სინამდვილეში არ იციან ვინ არის მიწის ნაკვეთის და სახლის ფაქტობრივი მეპატრონე.
აღნიშნულის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით დაიწყო სასამართლოში საქმის განხილვა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების და საკუთრების უფლების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ც-–---- გ-------- უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ც-–---- გ--------ს მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ც-–---- გ--------ს ბრალი ჰქონდა წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისათვის, შეძენისათვის გამოყენების მიზნით და გამოყენებისათვის; ასევე, თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებისათვის, ჩადენილი დიდი ოდენობით; ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ზემოაღნიშნულ ბრალდებას ადასტურებენ, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში და ც-–---- გ--------ს მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მსჯელობა, რაც საფუძვლად დაედო გამამართლებელ განაჩენს, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიღო კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ც-–---- გ--------ს ბრალეულობას. არადამაჯერებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ ც-–---- გ-------- ვერ აცნობიერებდა დოკუმენტის შინაარსს, დაუშვა შეცდომა და ვერ აცნობიერებდა საკუთარი ქმედენის მართლწინააღმდეგობას, პირიქით, საქმეზე გამოკველული მტკიცებულებებით, ცალსახად დადასტურებულია, რომ ც-–---- გ--------ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედებების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, საუბარია როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით, ასევე სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე.
გამართლებული ც-–---- გ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი, ჯ----– ჭ------- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს ძალაში დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ც-–---- გ--------ს მიმართ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა-----------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
გამართლებულ ც-–---- გ--------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, ჯ----– ჭ-------ს, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს და თამაზ წულაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ც-–---- გ--------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
2015 წლის 25 დეკემბერის სანოტარო აქტის თანახმად, მ----- ჯ--------, ე-- მ----------, მ------–- ხ--------, გ---–- მ-----, ა---------– ბ---- ადასტურებენ, რომ ც-–---- გ-------- 1997 წლიდან თვითნებურად ფლობს და სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთს 8548.7 კვ.მ და ამავე წლიდან მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობას, საცხოვრებელ სახლს ფართობით 64,2 კვ.მ, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში.
მ----- ჯ--------ს, ე-- მ----------ს, მ------–- ხ--------ს, გ---–- მ-----ს განცხადების თანახმად, აღნიშნულმა პირებმა განაცხადებით მიმართეს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს, რომლის თანახმადაც ც-–---- გ--------მ შეიყვანა ისინი შეცდომაში და ხელი მოაწერინა განცხადებაზე, სოფელ კ----–---–ში მდებარე 8548,7 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის (ხის საცხოვრებელი სახლის 64,2 მ.კვ) 1997 წლიდან ვითომ მის განკარგულებაში თვითნებურად ფლობის შესახებ.
მოწმე ე-- მ----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ კ----- ნ------ა და ც-–---- გ-------- 1994 წლიდან 15 წლის განმავლობაში ცოლ-ქმარი იყვნენ, ყავდათ შვილები: ი------- ზ----. გარკვეული პერიოდის შემდეგ ცოლ–ქმარი ერთმანეთს დაშორდა. ც-–---- გ-------- დაუკავშირდა მას, მეზობელი სჭირდებოდა იმის დასადასტურებლად, რომ კ----- ნ------ას ცოლი იყო. ამის დასადასტურებლად წაყვა ნოტარიუსთან. ნოტარიუსს განცხადების შინაარსი არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. არ იცოდა, რომ ხელს აწერდა სახლის კუთვნილებაზე. პირველ მისვლაზე ნოტარიუსმა ც. გ-------ას მოსთხოვა სოფელ კ----–---–ის მეზობლები, რის გამოც ნოტარიუსმა მათ უარი უთხრა განცხადების შედგენაზე. ც. გ--------მ ნოტარიუსს უპასუხა, რომ სოფელ კ----–---–ში ბევრი მეზობელი არ ჰყავდა, რომ ისინი შორს ცხოვრობდნენ. იცის, რომ ც-–---- გ-------- და კ----- ნ------ა მიწის დასამუშავებლად დადიოდნენ ხოლმე 1994 წლიდან. შემდეგ მიხვდნენ, რომ სხვა რამეზე ჰქონდათ ხელი მოწერილი და ახალი განცხადება დაწერეს წინა განცხადების გაუქმების თაობაზე.
მოწმე მ----- ჯ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ სოფელ ზ-----–---ში ცხოვრობდნენ კ----- ნ------ა და ც-–---- გ--------. მან ხელი მოაწერა განცხადებას იმის თაობაზე, რომ ც-–---- გ--------ს მეზობელია, რადგან ც-–---- გ--------მ სთხოვა, მოწმედ გაყოლოდა მეზობლობის და კ----- ნ------ას ცოლობის დასადასტურებლად. მას განცხადების შინაარსი არ წაუკითხავს. ხელმოწერამდე ნოტარიუსმა ც-–---- გ--------ს მოსთხოვა სოფელ კ----–---–ის მეზობლების მოყვანა. ც. გ--------მ უპასუხა, რომ კ----–---–ში მეზობლები შორს ცხოვრობენ. შემდგომში კითხვა გაუჩნდა, რატომ ახსენა ნოტარიუსმა კ----–---–ი და მიხვდა, რომ ხელი მოწერილი ჰქონდა სხვა რამეზე. ამის შემდეგ 15–20 დღეში მივიდა ნოტარიუსთან და გააუქმებინა განცხადება. პირველად ნოტარიუსთან მისვლის შემდეგ გაიგო, რომ ც. გ--------ს მიწის ნაკვეთი ჰქონია. ც-–---- გ-------- ნოტარიუსთან დახვდა მას. პირველი განცხადების გაუქმების შესახებ განცხადება დაწერა გამომძიებელთან ყოფნის შემდეგ. არავის წაუკითხავს მისთვის სანოტარო აქტი. ნოტარიუსთან ყოფნის დროს ვერ მიხვდა რა ექნა, შემდეგ მოიფიქრა, რომ მიწის შესახებ იქნებოდა განცხადება და გადაწყვიტა, მისულიყვნენ ნოტარიუსთან. პირველად მისვლისას ნოტარიუსმა უთხრა ც-–---- გ--------ს, რომ მისული მოწმეები არ გამოადგებოდა. ნოტარიუსთან მისვლიდან 15 დღეში ც-–---- გ--------სგან გაიგო, რომ მიწის გაფორმება უნდოდა, მას ჰკითხა, თუ რატომ მოატყუა. ამის შემდეგ უნდა გაეუქმებინა განცხადებაზე ხელმოწერა. მან ნოტარიუსთან გაიგო მიწის ნაკვეთის შესახებ.
მოწმე მ------–- ხ--------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ც. გ--------მ და მისმა ბიჭმა უთხრეს, რომ 4 მეზობელი მიყავდათ ნოტარიუსთან და სთხოვა გაყოლა იმის დასადასტურებლად, რომ ც-–---- გ-------- და კ----- ნ------ა ცხოვრობდნენ სოფელ ზ-----–---ში. მივიდნენ ნოტარიუსთან. იქ აღმოჩნდა, რომ მიწის შესახებ დავა ჰქონია ც. გ--------ს. გ-----–- ნ------ამ განუმარტა, რომ დავა იყო 2 ოჯახს შორის. მიხვდა, რომ გ--------მ შეცდომაში შეიყვანა. მას არ წაუკითხავს სანოტარო აქტი, მაგრამ ვინც წაიკითხა, მისგან იცის, რომ განცხადება შეეხებოდა სოფელ ზ-----–---ში ც-–---- გ--------ს ცხოვრებას და რომ მიწაზე იქ არაფერი იყო ნათქვამი. ც-–---- გ--------ს სოფელ კ----–---–ში მიწა ჰქონდა თუ არა, არ იცოდა არც ერთმა მოწმემ. სოფელ კ----–---–ში არსებული სახლი პირველად ნახა კ----- ნ------ას გასვენების დროს. მანამდე არ იცოდა მისი არსებობა. კ----- ნ------ა ბრალდებულთან იყო, დადიოდა მასთან სანამ დაავადდებოდა. ნოტარიუსთან პირველად მისვლის შემდეგ დაიბარა გ-----–- ნ------ამ, უთხრა, სასამართლოში ყოფილა საქმე, ჯარიმა დაეკისრებათ თუ არ გააუქმებთო თქვენს ხელმოწერას. მიწის შესახებ ც. გ--------ს არაფერი უთქვამს. ნოტარიუსმა უთხრა გ--------ს, ეს მეზობლები არ ვარგა, სოფელ კ----–---–იდან უნდა იყვნენ მოწმეებიო. რომელიღაცამ წაიკითხა ნოტარიუსის დაწერილი განცხადება, თუმცა რა ეწერა განცხადებაში, არ ახსოვს.
მოწმე ა---------– ბ----ს ჩვენების თანახმად, ც. გ--------ს შვილმა სთხოვა მიწის გასაფორმებლად მოწმეების წაყვანა. ის დაეთანხმა და მოწმეები წაიყვანა, მაგრამ ერთი კაცი დააკლდათ, რის გამოც თვითონაც მოაწერა ხელი განცხადებას. ც. გ-------- ამბობდა, რომ მისი იყო ყველაფერი. განცხადებაში ეწერა, რომ მიწას, რომელიც მდებარეობდა სხვაგან, გ-------- იფორმებდა მის სახელზე და ამის დადასტურებას ითხოვდა, მეზობლებმა დამიდასტურეთ, რომ მიწა ჩემიაო. უშუალოდ მას სხვისგან გაუგია, რომ მიწა ბრალდებულის და მისი მეუღლის იყო. ბრალდებულის შვილები სულ დადიოდნენ ჩანთით. ამბობდნენ, მამასთან დადიანო იქ, მიწა აქვს და ეხმარებიანო. კ----- ნ------ა მოდიოდა ამათთან ხშირად. ნოტარიუსთან წაიკითხეს განცხადება. მიწის ადგილმდებარეობა არ იცოდა. რადგან გ--------ს შვილები დადიოდნენ იქ, იფიქრა, რომ მისი იყო. ნოტარიუსმა თქვა, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლებაო და ბოლოს მივიდნენ დასკვნამდე. მერე მოვიდა მათთან გამგებელი და უთხრა, მოწმეები მოდითო გამგეობაში, გაგაცნობენო საქმეს, მოდავე ყავს გ--------სო. ყველა მოწმე წაიყვანა გ-----–- ნ------ასთან, რომელმაც უთხრა ც. გ--------ს, საკუთრების მოწმობა არასწორიაო, ხოლო მათ უთხრა, თქვენი ხელმოწერა უკანონოა და გააუქმეთო. ც. გ--------ს გარეთ იყო, როცა ამას ეუბნებოდნენ. თქვენ არ ხართო იმ მიწის მეზობლები და გააუქმეთო ხელმოწერები. ქალებმა წიოკი ატეხეს და წაიყვანა ისინი ნოტარიუსთან. ნოტარიუსმა წაუკითხა, აუხსნა. 10 წლის წინ დადიოდნენ ც. გ--------ს შვილები მამასთან კ----–---–ში. ც. გ--------ს ნოტარიუსთან ყოფნისას რაიმეში მონაწილეობა არ მიუღია. მოწმეებმა უკარნახეს ნოტარიუსს განცხადების შინაარსი, იგი იჯდა და ელოდებოდა. გ-----–- ნ------ამ უთხრა მოწმეებს, მიწის ნაკვეთის მეზობლებს უნდა მოეწერათო ხელი და არა თქვენ.
მოწმე ლ---- ა-------- ჩვენების მიხედვით, ც. გ-------- 2015 წლის დეკემბრის თვეში 5 მოწმესთან ერთად მივიდა მასთან. მოწმეებმა მოითხოვეს საკუთრების კომისიის განცხადებაზე ხელის მოწერა, რომ გ-------- ფლობდა კ----–---–ში მიწას. მოწმეთა განმარტებით განცხადების ტექსტი დგება მასთან ადგილზე. თავიდან მოწმეები ამბობენ, თუ რა შინაარსის ტექსტის დადასტურება უნდათ, მოაქვთ საბუთები. მოწმეები არ იყვნენ კ----–---–ელები. მათ განუცხადეს, რომ ტერიტორიის სიახლოვეს არავინ ცხოვრობდა და მათ იცოდნენ მიწის შესახებ. მოწმეების კარნახით დგება ტექსტი. ც. გ-------- მათთან ერთად იყო. დამოწმების მერე ტექსტი და საბუთები გადაეცა გ--------ს. ტექსტი შედგა მოწმეების კარნახით, წაუკითხეს მათ შინაარსი, გაეცნენ და დაადასტურეს მისი სისწორე. განუმარტეს, რომ შინაარსზე პასუხისმგებელი იყვნენ მოწმეები. რამდენიმე თვის მერე ისევ მოვიდნენ მასთან მოწმეები, მოითხოვეს დოკუმენტის ხელმოწერის გაუქმება, მოვტყუვდითო, გვეგონაო, რომ ქონება ეკუთვნოდა ბრალდებულს, მაგრამ შევცდითო. მოწმეებმა თქვეს, ბრალდებულმა შეცდომაში შეგვიყვანა, გვეგონა მართლა მისი იყო და შევცდითო. გ--------ს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, მიწის ნაკვეთთან ვინმე ცხოვრობდა თუ არა, ეს მოწმეებმა თქვეს. განცხადების შედგენაში ბრალდებულს მონაწილეობა არ მიუღია. ყველა მოწმე გაეცნო შინაარს, მან უშუალოდ წაუკითხა განცხადება მათ.
მოწმე ლ--–- გ--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2010 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, დოკუმენტებს ამოწმებდა და გადასცემდა კომისიას განსახილველად. დოკუმენტაცია წესრიგში იყო და გადასცა ც. გ--------ს განცხადება კომისიას. განცხადების შემომტანს ზეპირად ეკითხებიან სადავო ხომ არ არის მიწა. სხვაგვარად ამას ვერ არკვევენ. ც. გ--------მ უთხრა, რომ მისი საკუთრება იყო, თუმცა ასე რომც არ ყოფილიყო, მაინც გადასცემდა კომისიას განცხადებას და ის მიიღებდა გადაწყვეტილებას.
მოწმე მ-----– ქ-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ კანონით სავალდებულო ოყო 1 მოწმის ჩვენება, თუმცა კომისიის წევრები, თავის დაზღვევის მიზნით, ითხოვდნენ მეტ მოწმეს. დოკუმენტის საფუძველზე ხდება მიწის ადგილზე დათვალიერება, შეესაბამება თუ არა ის დოკუმენტს. როგორც ახსოვს, კომისიის სხდომას ესწრებოდა ც-–---- გ--------. კომისიამ გასცა საკუთრების მოწმობა. დათვალიერებაზე გავიდა გ-----–- ნ------ასთან ერთად. მიწის ნაკვეთს მიაგნეს ნ------ას გვარით. ც. გ--------ს სოციალურად დაუცველობის ცნობა ჰქონდათ, სადაც მისი შვილების გვარად ნ------ა იყო მითითებული. გ--------ს გვარი რომ იკითხეს, მეზობლებმა ვერ უთხრეს მიწის ნაკვეთის მდებარეობა. დათვალიერების ოქმს აცნობდნენ განმცხადებელს და აწერინებდნენ ხელს. მოწმეთა განცხადების გარეშე კომისია არ განიხილავდა საკითხს და დამატებით ეძლეოდა დრო განმცხადებელს. ც. გ-------- არ ესწრებოდა დათვალიერებას, მას მერე მოაწერინეს ხელი. ძირითადი დოკუმენტი საკითხის განხილვისთვის არის მოწმის ჩვენება. 2007 წლის სექტემბრამდე უნდა ფლობდეს პირი მიწას, რომ შეძლოს მასზე საკუთრების უფლების აღიარება. თუ კომისია გაიგებდა მიწის ნაკვეთი სადაო რომ იყო, შეჩერდებოდა საკითხის განხილვა. ც. გ--------ს ზეპირად ჰკითხეს და ალბათ გაირკვა, რომ სადავო არ იყო მიწის ნაკვეთი. ამ დასკვნამდე მიდის იქიდან გამომდინარე, რომ საკუთრების მოწმობა გაიცა. ადგილზე დათვალიერებისას არ დაუსვამთ კითხვა ვინმესთვის მიწის სადავოობაზე.
მოწმე გ-----–- ნ------ას ჩვენებით დასტურდება, რომ 2009 წლიდან 2016 წლის ჩათვლით იყო მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავჯდომარე. კომისიაზე უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება. ც-–---- გ--------მ წარადგინა დოკუმენტები. კომისიას 3 წევრი ესწრებოდა. კომისია სულ 5 წევრისგან შედგება. წევრთა 2/3–ის შემთხვევაში უფლებამოსილი იყო კომისია, მიეღო გადაწყვეტილება. ადგილზე დაათვალიერეს მან და მ-----– ქ-----–--მ მიწა. გ-------ას დაურეკეს, არ პასუხობდა. ამიტომ ის არ ახლდათ დათვალიერებისას, იკითხეს ც. გ--------ს გვარით სახლის ადგილმდებარეობა, თუმცა ვერ მიაგნეს. სოციალურად დაუცველობის ცნობა ჰქონდა გ--------ს წარმოდგენილი, სადაც ეწერა შვილების გვარი და იმ გვარით მიასწავლეს მიწის ნაკვეთი. ც. გ-------- სხდომაზე ნახავდა დათვალიერების ოქმს და მოაწერდა ხელს. მოწმეთა ჩვენება არის ძირითადი დოკუმენტი. სადავო რომ არ არის მიწა, ზოგადად ეკითხებიან მოქალაქეებს. ამ შემთხვევაში ვერ იხსენებს, ჰკითხეს თუ არა გ--------ს, საკუთრების მოწმობის გაცემის მერე გ--–--- ქ------–--ს განცხადება შევიდა, რომელიც ამბობდა, ჩემია მიწაო. ამის შემდეგ მოწმეები დაიბარა. კომისიის ლიკვიდაცია მოხდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და ვერ მოასწრეს გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე. მოწმეებმა უთხრეს, ცოლ-ქმრობა დავადასტურეთო, თორემ მიწის ფლობა არ დაგვიდასტურებიაო. სანოტარო აქტის გარეშე დოკუმენტს არ მიიღებდნენ. მოწმეებისთვის არ უთქვამს, დაგაჯარიმებენო, არც ის, ნოტარიუსთან მიდით და შეცვალეთ განცხადებაო. მან უთხრა, თქვენ თვითონ გამოასწორეთ და მიმართეთ შესაბამის სამსახურებსო. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადასაცემად საკმარისი იყო დამხმარე ნაგებობის არსებობა და 2007 წლამდე მისი ფლობა.
მოწმე დ------- ძ--–--–---–ის ჩვენების თანახმად, კომისიისთვის მოწმის ჩვენება აუცილებელი იყო. კომისია ყველა შეთხვევაში იკვლევდა, სადაო ხომ არ იყო მიწა.
მოწმე გ---–- მ-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში შეუღლდნენ კ----- ნ------ა და ც-–---- გ--------, 2 შვილი ჰყავთ. 15-16 წელი ცხოვრობდნენ ისინი ერთად. 96-97 წლებში კ----- ნ------ამ ჭ-------შში დაიწყო მიწის დამუშავება, ც. გ--------ც ამუშავებდა იმ მიწას. შემდეგ ააშენეს იქ სახლი. თვითონაც ეხმარებოდა მშენებლობაში. სანამ კ----- ნ------ა და ც-–---- გ-------- მუშაობდნენ მიწის ნაკვეთზე, თვითონ მათ ბავშვებს უვლიდა. თვითონაც იყო იმ მიწის ნაკვეთზე. ც. გ-------- და კ----- ნ------ა როცა ერთად იყვნენ, მიწის ნაკვეთზე ჰქონდათ თხილნარი, რაც მან თავად ნახა. კ----- ნ------ა ამბობდა, ეს შვილებს უნდა დავუტოვოო. გ--–--- ქ------–-- იყო კ----- ნ------ას მომვლელი, რადგან გ--–--- ქ------–--ს თავშესაფარი არ ჰქონდა. გ--–--- ქ------–--ს მისვლის შემდეგაც დადიოდა კ----- ნ------ა გ--------სთან. კ----- ნ------ა ცუდად რომ გახდა, გ-------- უვლიდა მას. ამ უკანასკნელმა ნოტარიუსთან წაიყვანა. ნოტარიუსმა გ--------ს უთხრა, 5 კაცი მომიყვანეო. გ-----–- ნ------ამ მოწმეები შეაშინა, ჭ-------შიდან მეზობლები არ მოგყავთ და ტყუილი განცხადება გამოგივათო, ცრუ ჩვენებას იძლევით და დაჯარიმდებითო 3000 ლარით, ხოლო გ--------ს მიწა მაინც დაე--რგებაო. მიწის ნაკვეთზე აშენებული სახლის სახურავი და ფიცრები გ--------მ მიიტანა. ის თავად ხედავდა მიწის ნაკვეთზე ც. გ-------- როგორ თოხნიდა, რგავდა, ბავშვები მიყავდა. მისი მეუღლე და შვილიც ეხმარებოდნენ გ--------ს მუშაობაში. თხილის ნერგები მათგან მიჰქონდა იქ დასარგავად. მიწის ნაკვეთზე 3-4 ოთახიანი ხის სახლი ააშენეს. მანამდე იქ არაფერი არ იყო. კ----- ნ------ა მომაკვდავი, რომ იყო, მერე თქვა გ--–--- ქ------–--მ, მისი ცოლი ვარო. კ----- ნ------ას გარდაცვალების ხარჯები ც. გ--------მ გაიღო. ორმოციც გადაუხადა. სოფელი ჭ-------ში არის სოფელ კ----–---–ამდე, მის საზღვართან. ეს მიწა მდებარეობს სოფელ ზ-----–---იდან სოფელ ჭ-------შში შესასვლელთან. კ----- ნ------ამ ბავშვები დაარეგისტრირა შემდეგ ჭ-------შში. 2006 წელს იმყოფებოდა ბოლოს იმ მიწის ნაკვეთზე. მაშინ ხის სახლი იქ იდგა. სხვა სახლი არ იდგა იქ. სოფელ კ----–---–თან ახლოს არის ეს მიწის ნაკვეთი.
მოწმე ნ----- ჯ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ძველი კარ-ფანჯრები აჩუქა ც. გ--------ს, რადგან ც. გ--------მ უთხრა, რომ ჭ-------შში სახლს აკეთებდა და კარ–ფანჯრებს გამოიყენებდა. ეს მოხდა 15-20 წლის წინ.
მოწმე თ-- მ-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 10 წლის წინ ც-–---- გ--------, ფიზიკური შრომით ეხმარებოდა მას და ნ----- ჯ-----ს. 10-12 წლის წინ დაშალეს სახლი და კარ-ფანჯრები მისცეს ც-–---- გ--------ს, რომელმაც თქვა, რომ კ----- ნ------ასთან მიჰქონდა ისინი, რადგან სახლს აშენებდნენ. მეზობლების მეორადი კარ–ფანჯრები სულ მან წაიღო. იქ ხის ნაგებობა ჰქონდა გ--------ს. ჭ-------შში აშენებდა სახლს. ყოველდღე დადიოდა მასთან, მთელი დღე მასთან იყო. მისი შვილები სულ ჭ-------შში იყვნენ, თვითონაც დადიოდა ჭ-------შში, ამბობდა, უნდა მოვუაროთ კ-----ს და იმ სახლსო. კ----- ნ------ა შეშასაც უგზავნიდა გ--------ს, ისინი ურთიერთობდნენ. გ--------სთან სახლში მისულმა პირმა უთხრა, მთელი სამეზობლოს ფანჯრები სახლში გაუკეთებიაო. გ--------ს თხილი და შეშა მოჰქონდა ჭ-------შიდან.
მოწმე თ------ ჭ--------ს ჩვენების თანახმად, გ--–--- ქ------–-- ცხოვრობდა კ----- ნ------ასთან. კ----- ნ------ას ჰყავდა მეუღლე, გვარად ხ------–--ა, რომლისგანაც შვილები ჰყავდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კ----- ნ------ა ც-–---- გ--------სთან ბინაში ცხოვრობდა, მერე წინაპრების მიწა შემოიღობა და დაიწყო ცხოვრება იქ, ქოხი დადგა, მერე კი გ--–--- ქ------–-- შემოიყვანა. მან წელში გამართა კაცი, თხილნარი გააშენა, სახლი ააშენა. 93-94 წლებში დაიწყო ალბათ იქ ცხოვრება კ----- ნ------ამ თავისი სახლის გვერდით, მიმდებარე ტერიტორიაზე. მანამდე ც. გ--------სთან ერთად ცხოვრობდა ბინაში. გ--------მ ითხოვა კ----- ნ------ას მოშორება, რადგან ჰყავდა ახალგაზრდა აზერბაიჯანელი კაცი. ამიტომ წამოვიდა კ----- ნ------ა კ----–---–ში. სახლის მშენებლობა დაიწყო 7-8 წლის წინ. ც. გ-------- იქ მისული უნახავს, მაგრამ რომ მუშაობდა იქ, ისე არ უნახავს. გ--–--- ქ------–-- განკარგავდა ყველაფერს: ხელოსანს, კვებას, თანხის გადახდას. სადაც ეხლა კ----- ნ------ას სახლია, ის მისი წინაპრების მიწაა. კ----- ნ------ა რომ გარდაიცვალა, ბრალდებული მთელი კვირა იქ იყო. თხილნარი კ----- ნ------ამ დარგო და შემოსავალს იღებდა სანამ სახლს ააშენებდა. ის სოფელ ზ-----–---იდან დადიოდა მაშინ და იქ ქოხში რჩებოდა მარტო. კ-----ს გარდა სხვა არ უვლიდა იმ ნაკვეთს.
მოწმე მ----- თ--------ს ჩვენების მიხედვით, ც-–---- გ-------- გაიცნო 2007 წელს, როცა მასთან მივიდა ე-–----- ნ------ა და მამის – კ----- ნ------ას წამოყვანა სთხოვა ზ-----–---იდან. მივიდა სოფელ ზ-----–---ში. კ----- ნ------ა მაშინ უსინათლო იყო. ც. გ--------ს უთხრა კ-----ს, არც ერთი არ არის შენი შვილიო, მას მეგობარი კაცი ჰყავდა და წამოიყვანეს სახლიდან კ----- ნ------ა. გ--–--- ქ------–-- კ----- ნ------ას მე-4 თუ მე-5 ცოლი იყო. მათ დარგეს თხილი, ააშენეს სახლი. კ----–---–ში კ----- ნ------ა მისი შვილის სახლში მიიყვანეს. მერე მის გვერდით ჯიხური დადგა, ცალ თვალში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც ხედავდა. მან ჯიხური დადგა 1-2 წლის მერე, რის შემდეგაც მოიყვანა გ--–--- ქ------–--. 9-10 წელი ცხოვრობდნენ ისინი ერთად. ჯიხურის ჩადგმამდე არავინ სარგებლობდა მიწით, ის მიტაცებული იყო, ჩაი ამოძირკვეს ამათ და შემოაკავა კ----- ნ------ამ 1995-96 წლებში, მაგრამ მაშინ არაფერი ჩაუდგამს. გ--–--- ქ------–--ს მოყვანის მერე ააშენეს სახლი. სახლის აშენებამდე ჯიხურში ცხოვრობდნენ. 2006 წლის მერე დარგეს თხილი. გ--–--- ქ------–-- უვლიდა მას. ც-–---- გ-------- ნახა მარტო სატირალში, როცა კ----- გარდაიცვალა, მანამდე ის არ უნახავს კ----–---–ში. მეჩხერი დასახლებაა იქ. შვილს არ უყვარდა კ----- ნ------ა ქალებს რომ დასდევდა, ამიტომ კ----- ნ------ამ ცალკე ააშენა სახლი. 2000-დან 2006 წლამდე არ იმყოფებოდა კ----–---–ში და არ იცის, რა ხდებოდა. 2000 წლამდე კ----- ნ------ა მარტო მუშაობდა მიწის ნაკვეთზე. ამ დროს ის ზ-----–---ში ცხოვრობდა. სანამ კ----- ნ------ა კ----–---–ში დაბრუნდებოდა, ნაკვეთზე პატარა ფიცრულიც არ ყოფილა. ის 2007 წელს აშენდა. 3 თვეში გაიკეთა ოპერაცია კ----- ნ------ამ. მანამდე ის შვილთან ცხოვრობდა. ია ნ------ა მიწერილია კ----–---–ში, მაგრამ იქ არ ცხოვრობს. ზ---- ნ------ა არ არის მიწერილი კ----–---–ში, მაგრამ რამდენიმე თვე სკოლაში კ----–---–ში დადიოდა. გ--–--- ქ------–-- თითქმის ყოველდღე დადიოდა დატვირთული იქ, ხოლო ც. გ-------- იქ არ უნახავს.
მოწმე პ------ ჭ--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ კ----- ნ------ა ჯერ ჟ--–----სთან ერთად ცხოვრობდა. ჟ--–----ს გარდაცვალების მერე ზ-----–---ში წავიდა და ც. გ--------სთან ერთად ცხოვრობდა ბინებში. მერე დაბრუნდა კ----–---–ში მარტო, მიწაზე ააშენა სახლი, მოიყვანა გ--–--- ქ------–--. ფიცრული ააშენა კ----- ნ------ამ. ც-–---- იქ არ უნახავს, თანხით თუ ეხმარებოდა, არ იცის. მიწაზე თხილია გაშენებული. მანამდე იქ ტყე იყო. თხილი კ----- ნ------ამ მარტო გააშენა არეულობის მერე 1993-94 წლებში. სახლი ააშენა კ----- ნ------ამ 4-5 წლის წინ გ--–--- ქ------–--სთან ერთად. კ----- ნ------ას სატირალში იყო ბრალდებული, სახლის მშენებლობის დროს კი იქ ის არ უნახავს. კ----- ნ------ასთან იმ დროს იყო გ--–--- ქ------–-- და ც-–----ს შვილი, რომელიც კ----- ნ------ამ მიაყვანინა. გ--–--- ქ------–--ს კომუნალური გადასახადების გადახდაში ეხმარებოდა. კ----- ნ------ას სიმინდი მოყავდა მიწის ნაკვეთზე, მერე კი თხილი დარგო. კ----- ნ------ა როცა გადმოვიდა კ----–---–ში, ფიცრულში ცხოვრობდა, რაც უკვე აშენებული ჰქონდა. ია ნ------ა ბოლო 3 თვე ცხოვრობდა კ----- ნ------ასთან. კ----- ნ------ას სახლის სახურავი ეწყო სახლში, მერე უთხრა, მომპარავენო და გადაიტანა მის სახლში.
მოწმე დ----- ჭ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ კ----- ნ------ა ქარხანაში მუშაობდა და ზ-----–---ში ცხოვრობდა. კ----–---–ში მან დაიწყო სახლის აშენება. მასთან დადიოდა გ--–--- ქ------–--. ჩაის პლანტაცია იყო იქ მანამდე. იმ ადგილის ქვემოთ არის კ----- ნ------ას და მისი ძმის სახლი. ზევით ბოლო წლებში ააშენეს პატარა სახლი და იქ ცხოვრობდა კ----- ნ------ა ბოლო მეუღლესთან – გ--–--- ქ------–--სთან ერთად. მანამდე შემოკავებული ჰქონდა. წლების მერე მოვიდა იქ გ--–--- ქ------–-- საცხოვრებლად. ბრალდებული ზ-----–---ში ცხოვრობდა. კ----–---–ში არსებული სახლი გ--–--- ქ------–--მ ააშენა. იქ ც. გ-------- ვერ იცხოვრებდა. გ--–--- ქ------–-- იხდიდა ელექტროენერგიის გადასახადს.
მოწმე გ------- ჭ--------ს ჩვენებით დასტურდება, რომ კ----- ნ------ა იყო ჩასიძებული ზ-----–---ში. გ--–--- ქ------–--სთან ერთად ააშენა სახლი კ----- ნ------ამ კ----–---–ში. მის სახლში მისი შვილები ცხოვრობდნენ. ამიტომ მან ამ სახლის გვერდით დადგა პატარა ნაგებობა და იქ ცხოვრობდა. სახლი გ--–--- ქ------–--მ დაადგმევინა კ----- ნ------ას. 15 წელზე მეტია, რაც სახლი დგას. 8 წლით ადრე დაიწყო კ----- ნ------ამ მიწის დამუშავება. გ--–--- ქ------–--ს ხედავდა იქ, ბრალდებული არ უნახავს. ზ-----–---ში ცხოვრების დროს კ----- ნ------ა ამუშავებდა მიწის ნაკვეთს. მისი შვილები არ უნახავს კ----- ნ------ასთან. ფარდულში გ--–--- ქ------–--სთან ერთად ბრალდებულის ცხოვრება შეუძლებელი იყო. იქ 2 ადამიანი დამჯდარი ვერ დაეტეოდა. გ--–--- ქ------–--ს მისვლამდე სახლი აშენებული არ ყოფილა. კ----- ნ------ა და გ--–--- ქ------–-- ფარდულში ცხოვრობდნენ.
მოწმე ლ---- ც--–------ის ჩვენების თანახმად, 2006 წელს დაქორწინდნენ გ--–--- ქ------–-- და კ----- ნ------ა. ისინი კ----–---–ში ცხოვრებდნენ პატარა ფიცრულში. მიწა გაფორმებული არავის სახელზე არ იყო და, როგორც მისთვის ცნობილია, მას ფლობდა კ----- ნ------ა. ეს ქოხი გ--–--- ქ------–--ს მოყვანამდე ჰქონდა კ----- ნ------ას. მარცხენა მხარეს თხილნარი მანამდეც იყო გაშენებული, ხოლო მარჯვნივ არსებული თხილნარი გ--–--- ქ------–--მ გააშენა. მათ 2012 წელს ააშენეს სახლი. მეზობლების გადმოცემით, ც. გ-------- იქ არ ყოფილა, ხოლო თვითონ ათასში ერთხელ დადიოდა იქ და არ იცის ეს სიმართლეა თუ არა. თხილნარი მანამდე პატარა იყო და შემოსავლიანი არ იქნებოდა. ბრალდებულის შვილები იქ მისული არ უნახავს. გ--–--- ქ------–--ს და კ----- ნ------ას არ ჰქონიათ ხელი მოწერილი. ამიტომ კ----- ნ------ას შვილს – მ------- ჯ----------ეს უნდა გაეფორმებინა სახლი, ხოლო ნახევარი უნდა გადაეფორმებინა გ--–--- ქ------–--სთვის. იმ სახლში ჩაწერილია მ------- ჯ----------ე, გ--–--- ქ------–-- – არა, თუმცა სახლი გ--–--- ქ------–--ს მიერ არის აშენებული.
მოწმე გ--–--- ქ------–--ს ჩვენების მიხედვით, კ----- ნ------ა გაიცნო 2006 წელს. მას შემდეგ კ----–---–ში ცხოვრობს. მიწა ჰქონდა უკვე კ----- ნ------ას, თხილი იყო დარგ---–- და შემოკავებული ჰქონდა. იქ მხოლოდ ფიცრული იდგა, საწოლიც კი არ იყო და მეზობელმა მისცა. კ----- ნ------ა მარტო ცხოვრობდა. სახლი 2012 წელს ააშენეს. 8500 ძირი ჩაი ამოძირკვა ნიჩბით, 70 ძირი ვენახი დარგო. კ----- ნ------ამ უთხრა, ც-–---- გ-------- ცოლი რომ ყოფილიყო, სახლში მეყოლებოდაო, იმას სხვა ქმარი ჰყავსო. კ----- ნ------ა გ--------ს შვილებს საერთოდ არ ხვდებოდა. ისინი არ მისულან კ----- ნ------ასთან. როცა კ----- ნ------ა კვდებოდა, მაშინ მივიდა გ--------ს გოგო, 2 დღე გააჩერეო სთხოვა კ----- ნ------ამ. ც. გ-------- მივიდა მასთან სამსახურში, საბუთი მაქვს და ჩემი შვილი 18 წლის რომ გახდება, გამოდიო იქიდან. ამის შემდეგ წავიდა გ-----– ნ------ასთან, რომელმაც უთხრა, გავაუქმებთ გადაწყვეტილებასო.
მოწმის განმარტებით, გ-----– ნ------ას მდივანმა ქალმა ჰკითხა, აქამდე სად იყავით, ეხლა რომ წერთო განცხადებას. გაცნობიდან 1 წელიწადში გადავიდა კ----- ნ------ასთან – 2006 წელს. ლ----ი – მისი შვილი 1 წელიწადში მივიდა მათთან. ბოლოს მოვიდა ბრალდებულის ბიჭი და 3-4 დღე დარჩა. სხვა დროს ის იქ არ ყოფილა. კ----–---–ის სკოლაში ის მარტო 3-4 დღე დადიოდა. კ----- ნ------ას არავინ მოხმარებია მუშაობაში. სახლიდან დილით ადრე გადიოდა და გვიან ბრუნდებოდა და კ----- ნ------ა სად დადიოდა არ იცის. კ----- ნ------ასთან საცხოვრებლად 2006 წელს გადავიდა თუ 2008 წელს, არ ახსოვს. გ-----– ნ------ასთან განცხადება შეიტანა მიწის გაფორმებაზე და იმ დროს გაიგო, რომ უკვე დარეგისტრირებული იყო. გ-----– ნ------ამ უთხრა, მოწმეებს დავიბარებ და გავაუქმებინებო ხელმოწერებს.
მოწმე ა----- თ--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ კ----- ნ------ა პატარა ქოხში ცხოვრობდა კ----–---–ში, ხოლო მანამდე – ზ-----–---ის ბინებში. გ--–--- ქ------–--ს ხედავდა კ----–---–ში, ხოლო ც. გ-------- იქ არ უნახავს. 2008 წელს ააშენეს შენობა თუ 2010 წელს, არ იცის. გ--–--- ქ------–--სთან ცხოვრობდა კ----- ნ------ა მაშინ. გ--------სთან როცა ცხოვრობდა კ----- ნ------ა, მას მიწის ნაკვეთი ჰქონდა კ----–---–ში და უვლიდა – სიმინდი მოყავდა, თხილი ჰქონდა, ქოხი იქ იდგა 1990-ებში. ბრალდებულს რომ გაცილდა კ----- ნ------ა, 1 წელიწადში მოიყვანა გ--–--- ქ------–--. კ----- ნ------ა ცუდად რომ გახდა და ქუთაისში რომ იწვა, გ--–--- ქ------–-- იყო მასთან.
მოწმე ტ------– კ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წელს კ----- ნ------ა გ--–--- ქ------–--სთან ერთად ცხოვრობდა. პატარა ხის სახლში 2013 წელს აშენდა იქ. სახლს აშენებდნენ კ----- ნ------ა და გ--–--- ქ------–--.
მოწმე ე-–----- ნ------ას ჩვენებით დასტურდება, რომ 1990-იან წლებში დაიწყო კ----- ნ------ას და ც. გ--------ს ურთიერთობა. ისინი ცხოვრობდნენ ზ-----–---ში. 90-იანი წლების მერე დაიწყო მიწის შემოკავება-გასუფთავება. ის ბაბუამისის მიწა იყო, ე--ლბარდებით და ტყით დაფარული. კ-----მ გაწმინდა იქაურობა. 1988-89 წლებში დაიწყეს დასუფთავება. მაშინ კ----- ნ------ას პირველი მეუღლეც ცოცხალი იყო. ნელ-ნელა გაასუფთავა კ----- ნ------ამ ტერიტორია, თხილი დარგო. ც. გ--------მ 2006-2007 წლებში დაიბარა, წაიყვანე მამაშენი, მომაშორეთო. ამის შემდეგაც კ----- ნ------ა ხანდახან მაინც აკითხავდა გ--------ს. 2008 წელს დაიწყო სახლის მშენებლობა. 2011 წელს უკვე აშენებული იყო. 2008 წელს გ--–--- ქ------–-- ჰყავდა კ-----ს. თავიდან პატარა ქოხი იდგა მიწაზე. მიწა გაფორმებული არ იყო. კ----- ნ------ა ზ-----–---ში, ჩ-----იაში თუ სხვაგან იყო ჩაწერილი. 2015 წელს გარდაიცვალა კ----- ნ------ა. თხილს შეაგროვებდნენ ალბათ ბრალდებული და კ----- ნ------ა, მაგრამ ამის შესახებ არ იცის. მამასთან კონფლიქტი არ ჰქონია. სარჩელი არ შეუტანია გ--------ს წინაააღმდეგ, მანუჩარ ნ------ასთან ურთიერთობა არ ჰქონია ამ საკითხზე. კ----- ნ------ა მათი კომლის წევრი არ იყო. მიწის ნაკვეთი მისი სახლიდან 200 მეტრშია. მ------- ნ------ა–ჯ----------ე მისი დაა. კ----- ნ------ას ეხმარებოდა ბრალდებული, კრეფდა თხილს და მიჰქონდა. როცა კარგად იყვნენ ერთად კ----- ნ------ა და ბრალდებული, ეხმარებოდა ბრალდებული კ----- ნ------ას, როცა უბრაზდებოდა, მაშინ არ ეხმარებოდა. კ----- ნ------ა ცუდად როცა იყო, ბრალდებულის შვილი უვლიდა მას.
მოწმე მ------- ჯ----------ის ჩვენების თანახმად, ც. გ-------- კ----- ნ------ას ჰყავდა გასართობად. კ----- ნ------ა მეუღლესთან ცხოვრობდა და გ--------სთანც დადიოდა. 6-7 წელი იქნებოდა ასეთი მისვლა-მოსვლა. სადავო მიწის ნაკვეთი სახლიდან 200 მეტრშია, გაყოფადადაც არ შეიძლება ჩათვლა, მამაპაპისეულია. 1980–იანი წლებიდან კ----- ნ------ას უკვე გეგმები ჰქონდა მიწაზე. იქ ჩაის პლანტაცია იყო. შემოკავება დაიწყო 1980-იანი წლებიდან. დამუშავება დაიწყო მარტომ, შემდეგ გ--–--- ქ------–-- ეხმარებოდა. მიწის დამუშავების დროს ბრალდებულთან კ----- ნ------ას არ ჰქონდა ურთიერთობა, თხილიც მარტომ გააშენა. მიწით არ უსარგებლია ბრალდებულს, შემოსავლით – კი. შეშინებული იყო კ----- ნ------ა, გ-------- ურე--ვდა მას. კ----- ნ------ა ეუბნებოდა, გამოვაგზავნიო ფულს, მოსავალს. მანამდე ქოხი იდგა მიწაზე, შიგ საწნახელი იყო, სადაც ეძინა კ----- ნ------ას. გ--–--- ქ------–--სთან ერთად დაიწყო და 3 წელიწადში დაასრულა სახლის აშენება კ----- ნ------ამ. გ--–--- ქ------–--სთან 9 წელი მაინც იცხოვრა კ----- ნ------ამ. 3 წლის წინ გარდაიცვალა კ----- ნ------ა. მისი გარდაცვალებიდან 40 დღეც არ იყო გასული, როცა მივიდა სახლის გასაფორმებლად, მაგრამ ც. გ--------ს ჰქონდა უკვე გადაფორმებული. ეს მიწა მათ საკუთრებად ითვლებოდა სულ და მის მიერთებას აპირებდა. მიწას და სახლს ჰყოფს მხოლოდ ქუჩა. თვითონ და მისი ძმები ერთად ედავებიან ც. გ--------ს ადმინისტრაციული წესით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად არ ცნო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. მეორე ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი. კ----- ნ------ა ზაედაეწერში იყო ჩაწერილი. იქ ჩაის ფაბრიკამ გამოუყო კ----- ნ------ას ოთახი ბრალდებულთან თანაცხოვრებამდე. კ----- ნ------ას პირველი მეუღლე გარდაიცვალა 1997 წელს. თვითონ 1977 წლის მერე კ----–---–ში არ უცხოვრია, თუმცა დადიოდა ხოლმე კ----–---–ში. ძმისგან, ბიძებისგან, ბიცოლებისგან, ბიძაშვილებისგან იცოდა, რა ხდებოდა კ----- ნ------ასთან და რომ ბრალდებული არ დადიოდა კ----- ნ------ასთან კ----–---–ში. მის ძმას ნასვამ მდგომარეობაში რთული ხასიათი აქვს და შეიძლება კ----- ნ------ას ცალკე უნდოდა ყოფნა. კ----- ნ------ა ც. გ--------სთან ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი. კ----- ნ------ამ გ--------ს შვილს თავისი ფულით უქირავა ოთახი, როცა ის უვლიდა კ----- ნ------ას. უფრო სწორედ, კი არ უვლიდა, მისი წამყოლილი იყო მხოლოდ. 1 თვე იყო იქ გ--------ს შვილი კ----- ნ------ასთან ერთად კ----- ნ------ასვე ფულით.
ც-–---- გ--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან კ----- ნ------ასთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ზ-----–---ში. მათ 2 შვილი შეეძინათ. კ----- ნ------ას მიწის ნაკვეთი ჰქონდა სოფელ კ----–---–ში ანუ სოფელ ჭ-------შში. კ----- ნ------ამ უთხრა, ხეები დავჭრათ და შეშად გამოვიყენოთო. მათ ერთად გაასუფთავეს მიწის ნაკვეთი ჩაის პლანტაციისგან, ერთად მუშაობდნენ, სიმინდს თესავდნენ, შემდგომში კი თხილი დარგეს. მიწის ნაკვეთზე მათ გააკეთეს ოროთახიანი ფარდული, სადაც რჩებოდა კ----- ნ------ასა და მის შვილებთან ერთად. 2008 წელს წავიდა კ----- ნ------ა მისგან და საცხოვრებლად გადავიდა კ----–---–ში. მათი საერთო შვილები მიყავდა კ----- ნ------ას თავისთან. კ----- ნ------ამ უთხრა, გ--–--- ქ------–-- მომვლ--–-დ ავიყვანეო. ამის შემდეგაც დადიოდა შვილებთან ერთად კ----- ნ------ასთან სოფელ კ----–---–ში. კ----- ცუდად როცა გახდა, უვლიდა შვილებთან ერთად. კ----- ნ------ამ უთხრა, რომ გ--–--- ქ------–--ს ვერ ენდობოდა და ბოლო 6 თვე მისი შვილი – ი----------- ჰყავდა სახლში. კ----- ნ------ა ქუთაისის საავადმყოფოში როცა იყო, ია ნ------ა უვლიდა. თვითონაც დადიოდა მასთან, იხდიდა ი-----------ს ქირის თანხას ქუთაისში. გარდაცვალების შემდეგ კ----- ნ------ა თვითონ გადმოასვენა თავისი ხარჯით. ია ნ------ა კ----- ნ------ასთან ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ კ----- ნ------ას შვილმა მ------- ჯ----------ემ და გ--–--- ქ------–--მ გააგდეს ის სახლიდან იმ მოტივით, რომ სახლი მათი იყო და არა ია ნ------ასი. ამის მერე გ-----–- ნ------ასთან მივიდა და აუხსნა რაც მოხდა, ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდა გაფორმებისთვის. პასუხად მიიღო, რომ 5 მოწმე იყო საჭირო, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მიწა ია ნ------ასია.საჭირო საბუთები ჩააწერინა მდივანმა.
ამის შემდეგ მოწმეებს სთხოვა, დაედასტურებინათ, რომ მიწა ი--- იყო, რაზეც მოწმეები დაეთანხმნენ და მოწერეს ხელი განცხადებას. მოწმეებმა არ იცოდნენ, სად მდებარეობდა მიწის ნაკვეთი. თუ რომელი ნაკვეთის გაფორმებას აპირებდა, იცოდნენ მოწმეებმა. ნოტარიუსმა უთხრა, რომ იქაური მოწმეები სჭირდებოდა და აქაური არ გამოადგებოდა. ორჯერ იყო ნოტარიუსთან. ერთხელ 4 მოწმე მიიყვანა, მეორედ – 5. მერე გ-----–- ნ------ამ დაიბარა მოწმეებთან ერთად, უთხრა, უკანონოდ მიითვისეო მიწა, ბრალი გედებაო, მოწმეებს დააჯარიმებენო 3000 ლარით. გ-----–-სთან მოწმეებიც მიიყვანა. ჯარიმის შეეშინდათ მეზობლებს და უარყვეს განცხადების შინაარსი. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იყიდა სახურავი და პ------ ჭ--------ს სახლში ინახავდა მას. აგურებიც ქარხანამ მისცა კ----- ნ------ას და სახლის მერე ააშენა კ----- ნ------ამ. ფანჯრებიც მან მისცა კ----- ნ------ას სახლისთვის. სახლის აშენებაში თვითონაც იღებდა მონაწილეობას. მოვლის სანაცვლოდ გ--–--- ქ------–--ს თხილი მიჰქონდა, კ----- ნ------ა ფულს აძლევდა, ეხმარებოდა გ--–--- ქ------–--ს. კ----- ნ------ამ და გ--–--- ქ------–--მ 7 წელი იცხოვრეს ერთად. პ------ ჭ-------- მ------- ჯ----------ის მხარეს იყო და არ წაყვა ნოტარიუსთან. ამიტომ წაიყვანა სოფელ ზ-----–---ის მეზობლები. კ----- ნ------ას ძმასაც უთხრა და ისიც არ წაჰყვა. სხვებიც არ გაყვნენ. მ------- ჯ----------ე მივიდა გ-----– ნ------ასთან და უთხრა, ჩემი მამა-პაპისეულიაო მიწა და ამიტომ დააშინა გ-----–- ნ------ამ მოწმეებიო.
ც-–---- გ--------ს განცხადების თანახმად, მან განცხადებით მიმართა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის საკუთრებად აღიარება.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 29 მარტის N--- გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა ც-–---- გ--------ს მოთხოვნა, მის თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8548,7 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში. აღნიშნული გადაწყვეტილების საუფუძველზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N---.
2017 წლის 19 აპრილის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მომართვის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული მონაცემების თანახმად უძრავი ნივთი მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელი კ----–---–ი საკადასტრო კოდი 43.03.43.139, დაზუსტებული ფართობი 8549,00 კვ.მ რეგისტრირებულია ც-–---- გ--------ს საკუთრების უფლება. უფლება დადასტურებულია საკუთრების უფლების მოწმობით N---, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.
ც-–---- გ--------ს განმარტებით ირკვევა, რომ გ-----– ნ------ამ ზ-----–---ის გამგებელს დაურე-- და იმან წაიყვანა მოწმეები. თავიდან, როცა მივიდა გ-----– ნ------ასთან, მან შესთავაზა, შენ გაიფორმეო, რადგან როგორც დედას, გეკუთვნის და მერე შვილს აჩუქეო. თვითონ უთხრა გ-----– ნ------ას, რომ შვილი იყო ჩაწერილი იქ და ის გაიფორმებდა. კ----- ნ------ას გარდაცვალებიდან მის დაკრძალვამდე კ----- ნ------ასთან იყო. სოფელ კ----–---–ზეა მიწა მიწერილი, თორემ სოფელ ჭ-------შს ეკუთვნის. მოწმეებთან დაკავშირებით გ-----– ნ------ამ უთხრა, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა მოწმე სად ცხოვრობს, ამიტომ მიიყვანა ზ-----–---ის მოწმეები. კ----–---–ის მეზობლებისთვის არ შეუთავაზებია მოწმედ წაყოლა, რადგან კ----- ნ------ას დასაფლავებაზე მიხვდა, რომ არ გამოყვებოდნენ. ფლობა ესმის, როგორც უკანონო დაკავება. სარგებლობა – ბავშვებთან ერთად მიწაზე მუშაობა. მიიჩნევს, რომ სარგებლობდა 1990-იანი წლებიდან 2017 წლამდე. მიწის ნაკვეთზე კ----- ნ------ა აკეთებდა ყველაფერს, თავად კი ეხმარებოდა მას, იქ მოყვანილ თხილს ერთად ყიდდნენ.
1996 წლიდან 5 წელი ყოველდღე მიდიოდა ი---------ოტე ნ------ებთან ერთად მიწის ნაკვეთზე. 2000 წლამდე ააშენეს ფარდული ქარხნის ,,ჟეშტებით’’. 2006 წლიდან ფარდულში 1-2 დღით რჩებოდნენ სიმინდის მოყვანის სეზონზე, თუ სამუშაო ამას მოითხოვდა. 2010 წლიდან ცხოვრობდნენ ი------------ ნ------ები ფარდულში, რომლის ზომებიც იყო 2X2 მეტრზე. მოწმეები ნოტარიუსთან მიიყვანა იმის დასადასტურებლად, რომ მას მიწა ჰქონდა. მოწმეებს უთხრა, თუ რა საკითხზე მიჰყავდა ისინი. ნოტარიუსმა პირველ მისვლაზე უარი უთხრა, რადგან ოთხნი იყვნენ. მეორე მისვლაზე ხელი მოაწერეს განცხადებას მოწმეებმა. განცხადება მას არ წაუკითხავს, ნოტარიუსმა უთხრა, გ-----– ნ------ას მიუტანეო და მიუტანა მაშინვე. სახლი 2015 წელს აშენდა იქ. ნოტარიუსმა დოკუმენტების საფუძველზე შეადგინა ტექსტი. დოკუმენტები თვითონ მისცა ნოტარიუსს.
მ----- ჯ--------ს, ე-- მ----------ს, მ------–- ხ--------ს, გ---–- მ-----ს განცხადებით დასტურდება, რომ აღნიშნულმა პირებმა განაცხადებით მიმართეს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს, რომლის თანახმადაც ც-–---- გ--------მ შეიყვანა ისინი შეცდომაში და ხელი მოაწერინა განცხადებაზე სოფელ კ----–---–ში მდებარე 8548,7 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის (ხის საცხოვრებელი სახლის 64,2 კვ.მ.) 1997 წლიდან ვითომ მის განკარგულებაში თვითნებურად ფლობის შესახებ.
2017 წლის 19 აპრილის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მიმართვის თანახმად, ი----------- 2009 წლის 21 მაისს დარეგისტრირდა მისამართზე - ზუგდიდის რაიონის სოფელი ჩ-----ია, ხოლო 2010 წლის 29 მარტს მესაკუთრე კ----- ნ------ას თანხმობით რეგისტრირებულ იქნა მისამართზე: ზუგდიდი, სოფელი კ----–---–ი. ზ---- ნ------ა 2010 წლის 29 მარტიდან დღემდე რეგისტრირებულია მისამართზე: ზუგდიდის რაიონის სოფელი კ----–---–ი.
2017 წლის 19 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მომართვის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული მონაცემების მიხედვით, უძრავი ნივთი, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში, საკადასტრო კოდით 43.03.43.139, დაზუსტებული ფართობი 8549,00 კვ.მ., რეგისტრირებულია ც-–---- გ--------ს საკუთრების უფლება. უფლება დადასტურებულია საკუთრების უფლების მოწმობით N---, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით .
2016 წლის 12 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ც-–---- გ--------მ ია ნ------აზე და ზ---- ნ------აზე გააჩუქა ქონება, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში საკადასტრო კოდით 43.03.43.139, დაზუსტებული ფართობი 8549,00 კვ.მ. ც-–---- გ--------ს განცხადების თანახმად, მან განცხადებით მიმართა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის საკუთრებად აღიარება.
2016 წლის 5 აპრილის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადების საფუძველზე ც-–---- გ--------მ მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზით, თვითმართველობის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეები: მ------- ჯ----------ე და ე-–----- ნ------ა ითხოვდნენ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 29 მარტს მიღებული №--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას; 2016 წლის 04 აპრილს გაცემული №--- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობას. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ კ----- ნ------ა ც-–---- გ--------სთან ერთად ფაქტობრივად დაეუფლა ე-–----- ნ------ას კომლის მიმდებარედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 8548,7 კვ.მ. მიწის ნაკვეთს 1990-იანი წლებიდან, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ მიწის ნაკვეთი 2007 წლამდე შემოაკავეს ღობით, გააშენეს მასზე თხილნარი და იღებდნენ სარგებელს (მოსავალს). ამავე დროს, კ----- ნ------ასა და ც-–---- გ--------ს თანაცხოვრების პერიოდში მიწის ნაკვეთზე ჯერ აშენდა მცირე ზომის საცხოვრებელი სახლი, ხოლო შემდგომ კ----- ნ------ას მიერ უშუალოდ ც-–---- გ--------ს როგორც ფინანსური, მატერიალური მხარდაჭერით (ც-–---- გ--------ს მიჰქონდა სამშენებლო მასალები) დასრულებული იქნა ხის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. კ----- ნ------ას და ც-–---- გ--------ს თანაცხოვრების პერიოდი დაიწყო ზუგდიდის რაიონის სოფელ ზ-----–---ში ჩაის ფაბრიკის ბინებში. დაახლოებით 08 წლის წინ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა ერთმანეთთან ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ. კ----- ნ------ამ ცხოვრება განაგრძო კ----–---–ში ც-–---- გ--------სთან ერთად დაუფლებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მცირე ზომის საცხოვრებელ სახლში, ხოლო შემდგომ საცხოვრებლად გადავიდა ხის სახლში. მასთან ერთად ცხოვრობდნენ მისი შვილები: ზ---- გ-------- და ია ნ------ა, ასევე გ--–--- ქ------–--, რომელთანაც გარდაცვალებამდე იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. გ---–- მ-----მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ კ----- ნ------ამ და ც-–---- გ--------მ თანაცხოვრების პერიოდში გადაწყვიტეს სახლის მშენებლობა ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში. მათ სადავო მიწის ნაკვეთი 2007 წლამდე შემოღობეს და გააშენეს მასზე თხილნარი. მოგვიანებით დაასრულეს ხის საცხოვრებელი სახლის მშენებლობაც, რისთვისაც სამშენებლო მასალებს ყიდულობდა როგორც კ----- ნ------ა, ისე ც-–---- გ--------. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ ფაქტებს იგი უშუალოდ ესწრებოდა. მსგავსი გარემოებების შესახებ მისცეს ჩვენება მოწმეებმა: მ----- გ--------მ და ი-----------მ, რაც მიუთითებს მასზედ, რომ კომისიამ სწორი შეფასება მისცა მის წინაშე ც-–---- გ--------ს განცხადების განხილვისას არსებულ გარემოებებს, იგი დაეყრდნო არა მხოლოდ ც-–---- გ--------ს განცხადებას და მასზედ თანდართულ მასალებს, არამედ გავიდა ადგილზე და მიწის დათვალიერების აქტში ასახა რეალური მდგომარეობა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი იყო შემოკავებული, განაშენიანებული, მასზე იდგა საცხოვრებელი სახლი. ამდენად, საქმის განხილვით დადგინდა, რომ კომისიამ გამოკვეთა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტი 2007 წლამდე ც-–---- გ--------ს მხრიდან კ----- ნ------ასთან ერთად სადავო მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების თაობაზე, რითაც კომისიას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოეშვა ვალდებულება, რომ დაეკმაყოფილებინა ც-–---- გ--------ს განცხადება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს გადაწვეტილებას კომისია ვერ მიიღებდა მესამე პირის – გ--–--- ქ------–--ს მიმართ, რამეთუ კონკრეტულად 2007 წლამდე მისი მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, საქმის განხილვით არ დადასტურდა.
საქმეზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ც. გ--------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა, პალატა ყურადღებას მიაპყრობს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, რომ კ----- ნ------ა ც-–---- გ--------სთან ერთად ფაქტობრივად დაეუფლა ე-–----- ნ------ას კომლის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 8548,7 კვ.მ. მიწის ნაკვეთს 1990 იან წლებში, რომ კ. ნ------ას ც. გ-------- ეხმარებოდა მიწის დამუშავების პროცესში და მოსავლით სარგებლობდა. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში მიწაზე იდგა ნაგებობა.
„???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? ???????????? ) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? “, საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური პირების, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანინით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში - საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზის განვითარების ხელშეწყობა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, იმავე მუხლის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება ნიშნავს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების წესით საკუთრებაში გადაცემას, ,,ე’’ პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ კ. ნ------ა და ც. გ-------- 1990 იან წლებიდან 2000 იანი წლების მეორე ნახევრამდე იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ზ-----–---ში. შეეძინათ ორი შვილი, ამავე პერიოდში კ. ნ------ამ შემოაკავა მისი შვილის სახლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო მცირე ზომის ფარდული, დაიწყო მიწის ნაკვეთის გაწმენდა, სიმინდისა და თხილის მოყვანა, რაშიც ეხმარებოდა პერიოდულად ც. გ--------, რომელიც სარგებლობდა მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავლით. 2007 წლის შემდეგ ამავე მიწაზე დაიწყო სახლის მშენებლობა, სადაც გამოყენებულ იქნა ც, გ--------ს მიერ ნაშოვნი მეორადი კარ-ფანჯრები.
2015 წლის ნოემბერში გარდაიცვალა კ----- ნ------ა. ც. გ-------- სოფელ კ----–---–ში არსებულ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობას თვლიდა მისი შვილების ი------------ ნ------ების საკუთრებად. კონსულტაციების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ უძრავი ქონების მიღება შეეძლო მის შვილებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის თავად გაიფორმებდა მას.
2015 წლის 25 დეკემბრის სანოტარო აქტის თანახმად, მ. ჯ--------, ე. მ----------, მ. ხ--------, გ. მ-----, ა. ბ---- ადასტურებდნენ, რომ ც. გ-------- 1997 წლიდან თვითნებურად ფლობდა და სარგებლობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთს (8548,7 კვ.მ.) და ამავე წლიდან მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობას, საცხოვრებელი სახლს ფართობით 64,2 კვ.მ. მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში.
აღნიშნული განცხადება ც. გ--------მ 2015 წლის 25 დეკემბერს წარუდგინა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კომისიის N--- გადაწყვეტილებით მიიღო საკუთრების უფლების მოწმობა N--- ზუგდიდის რაიონის სოფელ კ----–---–ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებულ ნაგებობაზე.
საქმეში წარმოდგენილი ორივე დოკუმენტი (განცხადება დამოწმებული სანოტარო წესით და საკუთრების უფლების მოწმობა N---) ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ყალბ ოფიციალურ დოკუმენტადაა მიჩნეული.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ზიანს აყენებს იმ მმართველობით ურთიერთობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოებისა და ოფიციალური დოკუმენტებით სარგებლობის დადგენილი წესის დაცვას. ამ დანაშაულის საგანია ოფიციალური დოკუმენტი. აღნიშნული დანაშაული ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია აღნიშნულ ნაწილში მითითებული ქმედებებიდან ერთ-ერთის ჩადენისთანავე. აღნიშნული მუხლის სუბიქტური შემადგენლობა მოითხოვს განზრახვის არსებობას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოფიციალური დოკუმენტი არის რაიმე უფლების ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი. ოფიციალური დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს.
მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ ც. გ-------- 1997 წლიდან სარგებლობდა მიწაზე დღეს განლაგებული 64,2 კვ.მ. მოცულობის სახლით, რაც როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, არ შეესაბამება სინამდვილეს, შესაბამისად, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება წარმოადგენს ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს, რაც შეეხება საკუთრების უფლების მოწმობის სიყალბეს, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქმეში წარმოდგენილი მოწმე გ. ნ------ას ჩვენებით დასტურდება, რომ ც. გ--------მ წარადგინა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, რის საფუძველზეც ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მას უღიარა საკუთრების უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ საკუთრების უფლების მოწმობა გაიცა კომისიის N--- გადაწყვეტილების საფუძველზე, ამასთან, საკუთრების უფლების მოწმობის შინაარსი სრულ თანხვედრაშია ამ გადაწყვეტილებასთან და მისგან განსხვავებულ რაიმე მონაცემს არ შეიცავს. დოკუმენტის სიყალბე კი უნდა ეხებოდეს თავად ამ დოკუმენტის შინაარსს და მის ფორმას. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების მოწმობა არ არის ყალბი, არამედ არასწორი მონაცემის საფუძველზე გაცემული დოკუმენტია, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ამოურიცხა ც. გ--------ს წარდგენილი ბრალდებიდან.
აქვე სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ოფიციალური დოკუმენტის - მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადების სიყალბე გამოიხატა იმაში, რომ განცხადებაში მითითებული სიტყვები - 1997 წლიდან თვითნებურად სარგებლობდა მიწაზე დღეს განლაგებული 64,2 კვ.მ. მოცულობის სახლით, არ შეესაბამება სინამდვილეს. განცხადებაზე ხელმომწერი მოწმეები აცხადებდნენ, რომ ც. გ--------მ შეიყვანა ისინი შეცდომაში - ხელი მოაწერინა განცხადებაზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ ც. გ--------მ მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ნოტარიუსს, გადიოდა კონსტულტაციებს, მივიდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარესთან, მდივანთან და მათგან მიიღო კონსულტაციები იმისთვის, რომ მისი ქმედებები შეესაბამებოდეს კანონმდებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ც. გ-------- თავისი განათლების (04 კლასი) გათვალსიწინებით, კონსულტაციებისას უფლებამოსილ პირებს საკუთარი სიტყვებით უხსნიდა კავშირს მიწას ნაკვეთთან და როგორც ჩანს, უფლებამოსილმა პირებმა მიიჩნიეს ც. გ--------ს მონაყოლი მის მიერ მიწით სარგებლობად.
ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება ც. გ--------ს თუ როგორ, რა ფორმით, კონკრეტულად რა აუხსნეს მას, როგორ გადაამოწმეს მიწის და შენობის ფართობი, რის გამოც არ არის გამორიცხული ეჭვი ც. გ--------ს დაეშვა ფაქტობრივი შეცდომა სამართლებრივი ტერმინების, გეომეტრიული გაანგარიშებების შინაარსის აღქმისას, უფრო მეტიც, გამართლებულის ჩვენების თანახმად, მას არც წაუკითხავს მოწმეთა განცხადების შინაარსი, ვინაიდან გავლილი კონსულტაციების მიხედვით, მას მხოლოდ ის ევალებოდა, რომ ნოტარიუსის მიერ შედგენილი განცხადება მიეტანა კომისიის თავმჯდომარესთან.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოწმეების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება არის ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რაც შეიძინა ც-–---- გ--------მ გამოყენების მიზნით და გამოიყენა კიდეც, თუმცა ეს გააკეთა ისე, რომ ვერ აცნობიერებდა დოკუმენტის შინაარსის სინამდვილესთან შეუსაბამობას, რითაც დაუშვა შეცდომა, მიიჩნია, რომ დოკუმენტი იყო ნამდვილი და რომ მან შეიძინა და გამოიყენა სამართლებრივი თვალსაზრისით უნაკლო დოკუმენტი. აღნიშნული აღქმის გამო გამართლებული ვერ აცნობიერებდა საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობას, რაც გამორიცხავს განზრახვის არსებობას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცების ტვირთი, მათ შორის კონკრეტული გარემოებების ბრალდებულის მიერ გაცნობიერების ტვირთიც, ეკისრება პროკურორს, საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ც. გ--------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ ის ამ ნაწილში უდანაშაულოდ ცნო.
რაც შეეხება თაღლითობას, ბრალდების დადგენილების თანახმად, ც-–---- გ--------ს მიერ მოტყუებით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება ეფუძნება ბრალდებულის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, კომისიის შეცდომაში შეყვანის გზით, საკუთრების უფლების მოწმობის მიღებისა და მის საფუძველზე უძრავი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირების ბრალდებას. ამდენად, მოტყუება, მოცემულ შემთხვევაში, გამოიხატება მხოლოდ ყალბი დოკუმენტის გამოყენებაში. ვინაიდან სსკ-ის 180-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სრულად ეყრდნობა სსკ-ის 362-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, ხოლო სსკ-ის 362-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება არ დადასტურდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტებს ც-–---- გ--------ს უდანაშაულობის თაობაზე და დამატებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
მოტყუება ნიშნავს სინამდვილის განზრახ დამახინჯებას შეცდომაში შეყვანის მიზნით, რის გამოც სინამდვილის დამახინჯების განზრახვის გარეშე ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირება შეუძლებელია. დადგენილია, რომ ც. გ-------- განცხადების შეტანამდე კონსულტაციებს გადიოდა კომპეტენტურ პირებთან, მათ შორის უფლების აღიარების კომისიაშიც. ც. გ--------ს სურვილი იყო უძრავი ქონების მისი შვილების საკუთრებაში გადასვლა, თუმცა უშუალოდ მისი შვილების სახელზე ქონების გადაფორმება ვერ მოხერხდა, თუმცა კანონიერად შეიძლებოდა ქონების მის სახელზე რეგისტრაცია. ც. გ--------მ კომპეტენტური იურისტებისაგან მიიღო კონსულტაცია, შეაგროვა ყველა საჭირო დოკუმენტი და წარუდგინა კომისიას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კომისიის სხდომებზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების სათანადო გამოკვლევის შედეგად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ც. გ--------ს განცხადებას ან მასზე თანდართულ მასალებს არ ჰქონდა სავალდებულო, უტყუარი ძალა და თუ კომისია მიიჩნევდა, რომ რაიმე საკითხი საჭიროებდა დაზუსტებას, მას კანონით მინიჭებული ჰქონდა ამის უფლებამოსილება. მისი ფუნქცია იყო საკითხის სათანადო შესწავლა-გამოკვლევა, რის გამოც ც. გ--------ს მიერ განცხადებისა და მასზე თანდართული მასალების წარდგენა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გამართლებულის მიერ კომისიის მოტყუებად, მისი ნდობის ბოროტად გამოყენებად, რადგან კომისიამ შეისწავლა ეს მასალები და ყველა აუცილებელი საკითხის გარკვევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება.
პალატა ეთანხმება ასევე გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას იმის თაობაზეც, რომ წარმოდგენილი საქმის მასალები არ არის თანხვედრაში წარდგენილ ბრალდებასთან, ვინაიდან ბრალდების დადგენილების თანახმად, ც. გ--------მ მოატყუა სახელმწიფო ორგანო, რათა მიესაკუთრებინა კერძო პირის უძრავი ქონება, რაც ბრალდების მხარეს დაკვალიფიცირებული აქვს თაღლითობად. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში მანამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გადადის კერძო პირზე უფლების აღიარების შემდეგ. ამდენად, ამ გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, სადაო უძრავი ქონება არ იყო გ--–--- ქ------–--ს საკუთრება, ასეთ ვითარებაში, ც. გ-------- მას ვერ მიაყენებდა რაიმე სახის მატერიალურ ზიანს, შესაბამისად, გ. ქ------–-- ვერ დაზარალდებოდა ც. გ--------ს ქმედებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ც-–---- გ--------ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს წარდგენილ ბრალდებებში ც-–---- გ--------ს გამართლების თაობაზე.
ამდენად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ც-–---- გ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ც-–---- გ--------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის №0----------------------------- განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩ-----იაში (საკადასტრო კოდი 4------------------), მოეხსნას ყადაღა, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
ც-–---- გ--------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე