განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
050100118002358777
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002358777

საქმე №1/ბ-224-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 მაისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორ - შ----- ჩ----ის,გამართლებულ - კ------- მ-------–---–ის,ადვოკატ - ნ-------- კ-------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ------- ა---------–-ს ძე მ-------–---–ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 10 ო----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ხარაგაული, სოფელი ხ-------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ზ--------------–- #5 ბინა # 9,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

კ------- მ-------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 05:50 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შ--------––ი, ს-------------- საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, "მერსედეს-ბენც სპრინტერის" მარკის სახელმწიფო ნომრით N------ სამგზავრო მიკროავტობუსმა, რომელსაც მართავდა კ------- მ-------–---–ი, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლის 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნები და შეეჯახა "მერსედეს-ბენც სპრინტერის" მარკის სახელმწიფო ნომრით M------ სამგზავრო მიკროავტობუსს, რომელსაც მართავდა გ------- მ--------ე. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ვ----–-- ქ--------–-–---–მა, ხოლო ე-–-- ბ------ემ, ა------ ა-----ემ, ქ------- მ---–---–-ა, მ-------- ე----------–-----, დ----- ჭ-------–---–-ა და მ--------- შ-------- მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით კ------- მ-------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

კ------- მ-------–---–ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

კ------- მ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და კ------- მ-------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა საქმეში არსებული ერთმანეთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯარებელი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ კ------- მ-------–---–ის ბრალეულობას, რის გამოც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა განაჩენი მსჯელობის იმ ნაწილში, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს, რომ კ. მ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. რაც შეეხება კ------- მ-------–---–ის სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენება არსებითად განსხვავდება მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებიდან. დაცვის მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა არ გამოდმდინარეობს საქმეზე შეკრებილი მასალებიდან და უთითებს, მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალირების დროს ნანახ მუხრუჭის კვალზე და არანაირი მათემატიკური გამოთვლები საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან (დრო, სიჩქარე, მანძილი) ექსპერტის მიერ ნაწარმოები არ არის, უფრო მეტიც ექსპერტიზის დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის კ.მ------–---–ის მიერ სასამართლო პროცესზე და გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებთან. გამოძიების მიერ შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით უდაოდ და უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ კ------- მ-------–---–მა ჩაიდინა ტ-------------ს მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია. სასამართლო განაჩენში იყენებს გამამართლებელი განაჩენისათვის მისთვის სასურველ ჩვენებებს და დაუსაბუთებლად და უკანონოდ უარყოფს იმ მტკიცებულებებს, რომლებითაც უტუარად დასტურდება კ------- მ-------–---–ის ბრალდება. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი, ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება კ.მ-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს შ----- ჩ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ კ------- მ-------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ-------- კ-------ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კ------- მ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ გ------- მ--------ის ჩვენების თანახმად, კ------- მ-------–---–ი გაიცნო ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ. 2017 წლის 23 აგვისტოს, თავის საკუთრებაში არსებული სამგზავრო მიკროავტობუსით მოძრაობდა თბილისიდან-ბათუმის მიმართულებით. დაახლოებით 5:30 საათზე შ--------––ი, "ც-–-------–--" წინ დაინახა, რომ თავის სავალ ნაწილზე მოდიოდა მიკროავტობუსი. შეჯახების ასარიდებლად გამოიყენა შორი ნათების შუქები და სიგნალი, თუმცა შემხვედრი ავტომანქანა აგრძელებდა მოძრაობას. დაიძახა, რომ იღუპებოდა, საჭე აიღო მარცხნივ და ისე, რომ ვერ მოასწრო თავისი სავალი გზის ნაწილის დატოვება, მარჯვენა მხარეს შეეჯახა შემხვედრად მოძრავი მიკროავტობუსი. დარტყმის შედეგად, ავტომანქანა ამოტრიალდა და სრიალით გადავიდა გზის მეორე მხარეს. კ------- მ-------–---–ის მიერ მართული ავტომანქანა კი დატრიალდა, თუმცა მანქანის უკანა ნაწილი დარჩა გზის მეორე ნაწილზე. მისი ჩვენებით, არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები, რადგან თავის სამოძრაო ზოლში იმყოფებოდა. გ------- მ--------ემ ასევე განმარტა, რომ ეთანხმებოდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემას.

 

მოწმის სახით დაკითხულ კ------- მ-------–---–ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 23 აგვისტოს, მოძრაობდა სარფიდან თბილისის მიმართულებით. ქ------–----- გავლის შემდეგ, დაინახა შემხვედრი ავტომანქანა, რომელიც არეულად მოძრაობდა და დაფიქრდა, გადასულიყო თუ არა სამოძრაო ზოლიდან. საბოლოოდ მიიღო დამუხრუჭების გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა შეჯახება. მისი ჩვენებით შემთხვევის დღეს წვიმდა და მხედველობა იყო შეზღუდული. შეჯახების მომენტში მიყვებოდა თეთრ ზოლს და დაინახა მანქანა, რომელიც მოსახვევში შევიდა, თუმცა მძღოლი მანქანის გასწორებას ვერ ახერხებდა. კ------- მ-------–---–მა განმარტა, რომ საწინააღმდეგო მიმართულების გზის სავალ ნაწილზე არ გადასულა და შემხვედრი ავტომანქანა გადავიდა თავის სამოძრაო ზოლში. მისი განმარტებით, გამოკითხვის ოქმში, შესაძლებელი იყო განსხვავებულად მიეწოდებინა ინფორმაცია, რადგან შეჯახების შემდეგ დაკარგა გონი და არ ახსოვდა რა მოხდა უშუალოდ შეჯახების შემდეგ. როდესაც გონზე მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ სისხლი სდიოდა, იგი ჯერ გამოსაკითხად, შემდეგ კი საავადმყოფოში წაიყვანეს.

 

მოწმეების - ა-–- მ------–---ს და ც---–- ჯ----ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციის თანახმად, დაინახეს, რომ მათ სამოძრაო ზოლში იყო გადმოსული შემხვედრად მოძრავი ავტომანქანა, რის გამოც მძღოლმა მკვეთრად აიღო საჭე მარცხნივ და რასაც მალე მოჰყვა შეჯახება. ც---–- ჯ----ემ ასევე მიუთითა, რომ შემხვედრმა ავტომანქანამ ასევე დაიწყო გადასვლა მის სამოძრაო ზოლში.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ზ------- თ-------ის ჩვენებისა და მის მიერ გაცემული 2018 წლის 30 იანვრის სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1. მოცემულ შემთხვევაში შექმნილი საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე: ა) სამგზავრო მიკროავტობუს „Mercedes Benz SPRINTER” N---------ს მძღოლის კ------- მ-------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (შეჯახება); ბ) მიკროავტობუს “Mersedes Benz SPRINTER” M---------ს მძღოლს გ------- მ--------ეს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ბათუმის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუს “Mersedes Benz SPRINTER” M---------ს მძღოლის მოქმედება, რომ შექმნილ საგზაო სიტუაციაში შემხვედრად, მის სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით საჭე აიღო მარცხნივ და გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რომელი ზოლიც ამ მომენტში თავისუფალი იყო მოძრაობისათვის, გამოწვეული იყო გარდაუვალი აუცილებლობით და არ ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ექსპერტმა ზ------- თ-------ემ დამატებით განმარტა, რომ ჩაატარა მხოლოდ ავტოტექნიკური ექსპერტიზა. ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავთ. ზ------- თ-------ემ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიღების დროს დაეყრდნო საქმის მასალებს და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მოცემულ ინფორმაციას. მისი განმარტებით, არ არის დადგენილი, მუხრუჭის კვალი კ------- მ-------–---–ის მიერ მართული ავტომანქანის რომელმა თვალმა დატოვა გზაზე. თუ აღნიშნულ კვალს დატოვებდა მარცხენა თვალი, ასეთ შემთხვევაში დადასტურდე-ბოდა, რომ მ-------–---–ის ავტომანქანა თავის ზოლში მოძრაობდა. ზ------- თ-------ემ აღნიშნა, რომ ძალიან რთული იყო იმის დადგენა, თუ რომელ ავტომანქანას და მით უფრო ავტომანქანის რომელ თვალს ეკუთვნოდა მუხრუჭის კვალი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ----- ვ--–------–---–ის ჩვენებისა და მის მიერ გაცემული 2018 წლის 4 აპრილს ექსპერტიზის N-------------- დასკვნის თანახმად, 1. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მიკროავტობუს „მერსედეს ბენცი სპრინტერ“ სახ. N N----------ის მძღოლ კ------- მ-------–---–ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა რამაც განაპირობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ აღინიშნება.

2. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მიკროავტობუს „მერსედეს ბენცი სპრინტერი“ სახ. N M---------ის მძღოლ გ------- მ--------ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ექსპერტმა განმარტა, რომ არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პ------------- და ტ------------- და პ------–----ის კ--–---- ექსპერტიზის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი. ექსპერტიზის ჩატარების დროს გამოიყენა არსებული მეთოდიკა და დაადგინა, რომ შეჯახება მოხდა კ------- მ-------–---–ის მიერ მართული ავტომანქანის სამოძრაო ზოლში. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ დაუშვებდა, რომ მუხრუჭის კვალი იქნებოდა კ------- მ-------–---–ის მიერ მართული ავტომანქანის მარჯვენა თვალით დატოვე-ბული, მაშინ ავტომანქანათა განლაგება იქნებოდა განსხვავებული, რის გამოც აღნიშნული კვალი დატოვებული იყო ავტომანქანის მარცხენა თვალით, რაც ადასტურებდა კ------- მ-------–---–ის მიერ მართული ავტომანქანის თავის სამოძრაო ზოლში ყოფნის ფაქტს. მისი ჩვენებით აგრეთვე არ იზიარებდა იმ პოზიციას, რომ კ------- მ-------–---–ი გადავიდა საწინააღმდეგო ზოლში და შემდეგ დაბრუნდა თავის სამოძრაო ზოლში, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში, საგზაო შემთხვევა ამ ფორმით არ განვითარდებოდა.

 

2017 წლის 23 აგვისტოს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქობულეთიდან ურეკის მიმართულებით სავალ ნაწილზე, შუა გამყოფი ხაზიდან 1.3 მეტრში, ხოლო მონიშვნა ზებრიდან 7.2 მეტრ მანძილზე, ასფალტის საფარზე აღინიშნება ტალახის კოლტების მასიური ჩამონაყარი, რომელთან ახლოს ასევე ასფალტზე, ამონაკაწრებია მიმართული სავალი ნაწილის მარჯვენა ნაწილისკენ 1.1 მეტრ მანძილზე. იქვე მიმობნეულია შუშის (საქარე მინების) ნამცეცების ძირითადი მასა. ყოველივე მიუთითებს შეჯახების ადგილზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების გ------- მ--------ის, კ------- მ-------–---–ის, ი-–-- მ------–---–ის, ჯ------– კ------ის და ოქმის შემდგენის გ------ ს--–------ის მიერ. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს ოქმის შინაარსთან დაკავშირებით შენიშვნა არ გამოუთქვამთ.

 

2017 წლის 23 აგვისტოს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემის მიხედვით, შეჯახების ადგილი არის ქობულეთიდან ურეკის მიმართულებით არსებულ სავალ ნაწილზე. სქემაზე არსებულ ინფორმაციას ხელმოწერით ადასტურებენ, გ------- მ--------ე, კ------- მ-------–---–ი, ი-–-- მ------–---–ი, ჯ------– კ------ე და გ------ ს--–------ე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ა------ ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 29 სექტემბრის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, შეჯახების მომენტისთვის ავტომობილების „მერსედესი“-ს სახ. N N-------- და „მერსედესი“-ს სახე. N M--------- გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე (შეჯახების კუთხე) შეადგენდა დაახლოებით 40 გრადუსს.

 

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეთა პოზიციებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება პირდაპირი წესით არ ამტკიცებს კ------- მ-------–---–ის მხრიდან ტ-------------ს მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბრალდების მოწმეთა ჩვენებები არ არის თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი, ისინი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასებების საფუძველს იძლევა და წარმოშობს გონივრულ ეჭვს კ------- მ-------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo - ს“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს გააჩნია ბლანკეტური ხასიათი, ამდენად, უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“. უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იმის დასადგენად, წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, საჭიროა სპეციალური ცოდნა. ამიტომ სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება (სუსგ №462აპ-16).

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის ექსპერტი, პალატის შეფასებით, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, კერძოდ: ექსპერტი ზ------- თ-------ე დაეყრდნო მოწმეთა მიერ მიცემულ ინფორმაციას და N--------- ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მიუთითა, რომ გ------- მ--------ის მიერ მართული ავტომანქანა შეჯახებამდე გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი მოქმედება გამოწვეული იყო გარდაუვალი აუცილებლობით, რომელი დასკვნაც ეწინააღმდეგება გ------- მ--------ის ჩვენებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ ვერ მოასწრო თავისი სავალი გზის ნაწილის დატოვება და მარჯვენა მხარეს შეეჯახა შემხვედრად მოძრავი მიკროავტობუსი, ხოლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემით და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის N-------------- დასკვნით, შეჯახება მოხდა კ------- მ-------–---–ის (ქობულეთიდან ურეკის მიმართულებით) სამოძრაო ზოლში. აღნიშნულ ნაწილში დასახელებული მტკიცებულებები არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და იდენტურად ადგენენ შეჯახების ადგილს. რაც შეეხება ბრალეულობის საკითხს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, გ------- მ--------ის ქმედება გარდაუვალი აუცილებლობით იყო გამოწვეული და ის ვერ აიცილებდა ავტოსაგზაო შემთხვევას. ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ გ------- მ--------ის არასწორმა მანევრმა გამოიწვია შეჯახება და მას, რომ ემოძრავა მისივე სამოძრაო ზოლში, პირდაპირ, დამუხრუჭების გარეშე, ავტოსაგზაო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის სისწორეშიც პალატს ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზით დადგენილ გარემოებებს.

 

ამდენად პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა უტყუარად კ------- მ-------–---–ის მხრიდან საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ მოთხოვნათა უგულებელყოფის ფაქტი, რადგან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ კ------- მ-------–---–მა დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო კ------- მ-------–---–ი უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

კ------- მ-------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

კ------- მ-------–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

გაუქმდეს კ------- მ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. კ------- მ-------–---–ის (პ/ნ 5----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული გ------- მ-------–---–ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 3-----------. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 100.00 კვ.მ მდებარე ხარაგაულის რაიონი სოფელი ხ-------, საკადასტრო კოდი 3------------ გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ავტომანქანა "მერსედეს-ბენც სპრინტერი" სახელმწიფო ნომრით N--------, რომელიც დგას შპს "---------------------- სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს კ------- მ-------–---–ს.

 

- ავტომანქანა "მერსედეს-ბენც სპრინტერი" სახელმწიფო ნომრით M--------, რომელიც დგას შპს "---------------------- სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს გ------- მ--------ეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე