განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001130289
საქმე №1ბ/58-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
ლევან თევზაძე
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: მი----–----------ს
ადვოკატის: იო------------–---–-ს
გამართლებულის: ეკ--------–---ს
მონაწილეობით,საქართველოს გ-------–--------------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------------- პროკურორის მი----–----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ეკ--------–---ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- რეგისტრირებული: ქ.ბ-----------------–------------ში და მცხოვრები: თ---–-------–----–----–----------–-----------–---------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, ეკ--------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ეკ--------–--ეს ბრალი ედებოდა მასში, რომა მან ჩაიდინა მითვისება, ე.ი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, შპს ,,ს-------–--------------------–--------------“ კუთვნილი მაღაზია ,,ბ------“-ის მენეჯერმა - ეკ--------–--ემ, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული 11200 ლარის ღირებულების საქონელი, რითაც კორპორაციას მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გ-------–--------------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------------- პროკურორმა მი----–----------მ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ეკ--------–---ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაამოწმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან არც მტკიცებულებითი მოცე---ლობით და არც სამართლებრივად არ არსებობდა გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს, იგნორირება გაუკეთა ზოგიერთ ძირითად მტკიცებულებას და შეფასების გარეშე დატოვა მნიშვნელოვანი ფაქტები. კერძოდ, ა) სასამართლომ არასწორად და არასრულად შეაფასა მოწმე კო----------------------–---ს ჩვენება, რომელიც სრულ თანხვედრაში იყო სხვა მოწმეების ჩვენებებთან. სასამართლომ კი ფაქტობრივი გარემოებების უარსაყოფად ეკ--------–---ს არადამაჯერებელი და არასანდო ჩვენებები გამოიყენა. ბ)სასამართლომ პრაქტიკულად შეფასების გარეშე დატოვა მოწმეების: მ--------------------------------------------------–---–-- ჩვენებები იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც 2015 წლის აპრილში, გეგმიური შემოწმების წინ, ეკ--------–--ემ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე „ბა-----“-დან მოახდინა ფეხსაცმელების გადატანა „ბ------“-ში. ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა, თუ საიდან იცოდა ეკ--------–--ემ წინასწარ იმ ფეხსაცმელების კოდები, რომლებიც აღწერის დროს დააკლდებოდა. გ) სასამართლომ უსაფუძვლოდ უგულებელყო ის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 2015 წლის 12 ივნისის შემოწმებამდე, ეკ-------–---მ, როდესაც მის გარდა არც კლიენტი და არც სხვა პირი იმყოფებოდა მაღაზიაში, ფეხსაცმელი რომელიც დანაკლისში აღმოჩნდა, გაყიდულად აჩვენა. დ) სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა „ბ------“-ში პროდუქციის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელსაც ხელს აწერს ეკ--------–--ე და ინვენტარიზაციის აქტები, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ პროდუქციის მიღების დოკუმენტაციაში მითითებული ზოგიერთი ფეხსაცმელი ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით დანაკლისში აღმოჩნდა. ყველა ეს გარემოება კი ადასტურებდა ეკ--------–---ს მიერ მითვისების ფაქტს, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
პალატა უპირველესად აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დეტალურად იქნა გამოკვლეული იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც უდაოდ დგინდება, რომ ეკ--------–--ე 2013 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 16 ივნისამდე პერიოდში მუშაობდა, შპს ,,ს-------–--------------------–--------------“ კუთვნილი მაღაზია ,,ბ------“-ის მენეჯერად. მაღაზიაში, სადაც ასევე იყვნენ ადმინისტრატორი, რომელიც მენეჯერს ცვლიდა მისი არყოფნის შემთხვევაში, ასისტენტი და კონსულტატები. შესაბამისად, პალატა განაჩენში განმეორებით აღარ მოიყვანს ამ მტკიცებულებებს და მტკიცებულებებს შეაფასებს სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციებიდან გამომდინარე.
- პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე კო----------------------–---მ უჩვენა, რომ
2005 წლის 1 მარტიდან მუშაობს საერთაშორისო კორპორაცია ,,აი--------ს“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსად და მის მოვალეობაში შედის ამ კორპორაციის ქოლგის ქვეშ არსებული, მათ შორის ,,ბ----ს“, ინფორმაციული-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. 2011 წლიდან იყენებენ ,,მაი-------------ს“ ნა--–---ს პროგრამას, ,,მაი-------------ს“ ოფიციალური მხარდაჭერით. მაღაზიაში გაყიდვების წერტილის პროგრამაში ინახება მთლიანი საქონლის ნაშთი, რომლის საშუალებით შესაძლებელია პროდუქტის გაყიდვა, დაბრუნება, სხვა ფილიალში გადატანა და სხვა. ბაზაში მითითებულია პროდუქტების ფასი და კოდები. საქონელი დამარკულია უნიკალური შტრიხ-კოდით, რომლის დასკანერებით ხდება პროდუქტის იდენტიფიცირება და გაყიდვისას მყისიერად აკლდება ლოკალურ ბაზას. პროდუქციის მიღებისას მაღაზიის მენეჯერი იბარებს საქონელს საწყობის თანამშრომლისგან, რაზეც მენეჯერი აწერს ხელს. თუ ბაზის სინქრონიზაციისას ან კავშირის გაწყვეტის გამო, არ მოხდა ბაზის სრულად გადატვირთვა, რა დროსაც ფასები არ უჩანს საქონელს, ან ბაზა არ ჩანს, ხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ჩარევა და ბაზის სინქრონიზაცია. ბაზაში ასახული ინფორმაცია მაღაზიამდე მიდის უცვლელად, რაზეც არის იგი პასუხისმგებელი, იგი ბაზაში არსებული თავდაპირველი შეცდომის გამო პასუხისმგებელი არ არის. თუ შემთხვევით, ბაზაში იქნებოდა ცდომილება, არის მეტი საქონელი, ვიდრე რეალურად, შემდეგი სინქრონიზაციის დროს ხდება ბაზის გასწორება. ბაზის გასწორება შესაძლებელია ცენტრალური ოფისიდან და მერე ხდება ბაზის მაღაზიაში სინქრონიზაცია. ხარვეზების გასწორებას სჭირდება 15-20 წუთი. 2011 წლიდან, რაც კორპორაცია სარგებლობს ,,მაი-------------ს“ პროგრამით, მონაცემთა ბაზას ხარვეზები არ ჰქონია. თუ სინქრონიზაციას არაფერმა შეუშალა ხელი, მაგალითად ინტერნეტის ხარვეზმა, ბაზა სრულყოფილად გადადის კომპიუტერში. წინა პროგრამის პირობებში ადგილი ჰქონდა ე.წ. ,,გადახტომებს“, როდესაც ერთი და იგივე ფასის საქონელზე ერთი კოდი არის ნაკლები და მეორე მეტი, ამ კოდების გაყიდვა-დაბრუნების საშუალებით ბალანსდებოდა ნაშთი. ეკ--------–--ეს 2011 წლამდე მისთვის მიუმართავს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, 2011 წლის შემდეგ - არა. 2012 წლიდან ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს ასევე ეხებოდა კამერების მუშაობის კონტროლი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩანაწერები ინახება სამი თვის განმავლობაში. მანამდე კამერების ჩანაწერები არ იყო ხარისხიანი. 2015 წელს ჩატარებული დიდი აღწერების დროს ვიდეოკამერები მუშაობდა თუ არა და ჩანაწერები მოითხოვა თუ არა ვინმემ, არ ახსოვს. მის გარეშე ვიდეოჩანაწერებს ვერავინ ნახავდა. მაღაზიის თანამშრომლებს ამის უფლება და საშუალება არ აქვთ. კამერები მხოლოდ მაღაზიაში დგას, გასასვლელ კართან, საწყობში არა. ვიდეოჩანაწერების დათვალიერება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
ბრალდების მხარის მტკიცებით, კო----------------------–---ს ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის მიუთითებს პროგრამის გამართულობაზე, შესაბამისობაშია „ბ----6“-ის თანამშრომლების, (კონსულტანტები) ჩვენებებთან, რომლის მიხედვითაც ისინი ადასტურებენ, რომ პროგრამას რაიმე სერიოზული ხარვეზი არ ჰქონია, ამასთან, ბოლო პერიოდში მაღაზიაში რეალურად არსებულ და პროგრამულად რიცხულ პროდუქციას შორის არსებობდა ცდომილებები, რასაც ეკ--------–--ე პროგრამულ ხარვეზს აბრალებდა.
პალატა აღნიშნავს, რომ ეს ერთი მხრივ არის მტკიცებულებათა ის ბაზა, რომელზედაც ბრალდების მხარე აგებს თავის დასაბუთებულობას პროგრამის გამართულობასთან დაკავშირებით და ამას იყენებს ეკ--------–---ს ბრალდების დამადასტურებელ არგუმენტად, ხოლო მეორეს მხრივ არის არამარტო ეკ--------–---ს ჩვენება, როგორც ამას ბრალდების მხარე მიუთითებს, არამედ არის ის ფაქტები, რომლის გადამოწმება გამოძიების მიერ არ მომხდარა, რასაც პალატის აზრით არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა მტკიცებულებათა შეფასებისას.
ეკ--------–--ემ, როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროგრამას ჰქონდა ხარვეზი, რასთან დაკავშირებითაც საქმის კურსში აყენებდა შესაბამის სამსახურს და პირადად კო----------------------–---ს. სასამართლოში ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ეკ--------–--ეს მისთვის მიუმართავს 2011 წლამდე პროგარამული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ხოლო ამის შემდეგ არა. საქმეში არ მოიპოვება სატელეფონო საუბრების ამონაწერები, რომელიც დაადასტურებდა ან არ დაადასტურებდა ეკ--------–---ს ჩვენების ნამდვილობას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ ეკ--------–--ე იგივე ჩვენებას იძლეოდა გამოძიებისას, სადაც ის მიუთითებდა, რომ პროგრამულ ხარვეზთან დაკავშირებით უკავშირდებოდა კო----------------------–---ს და „გ----“, რომლის გვარი არ ახსოვდა, რაზედაც პასუხობდნენ, რომ ბაზა იყო არეული და გაასწორებდნენ. ამ ფაქტის გადამოწმება არსებითი მნიშვნელობის იყო, რადგანაც ეკ--------–--ე მის მიმართ წარდგენილი ბრალდების უარსაყოფად პროგრამის არასწორ მუშაობას ასახელებს.
გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში ეკ--------–--ემ განმარტა, რომ მის ფილიალს პროგრამულად ეწერა დიდი ოდენობით პარკები, თუმცა რეალურად ფილიალში პარკები არ ჰქონდათ და შემდეგ, შემოწმებისას მიუტანეს. ეს ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ვერც ერთმა მოწმემ ვერ უარყო, თუმცა განაცხადეს, რომ ეს ფაქტი უმნიშვნელო იყო, ვინაიდან პარკები ფასიანი არ იყო და მას კლიენტებს ჩუქნიდნენ.
პალატა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში პარკები ფასიანი იყო თუ არა, ფაქტის შეფასებისას მნიშვნელობა არ აქვს, აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ პროგრამა უჩვენებდა მაღაზიაში პარკების რაოდენობას მაშინ, როდესაც ისინი რეალურად მაღაზიაში არ იყო. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მაღაზიის კონსულტანტები ჩვენებების მიხედვით, მათ პროგრამასთან სრულყოფილი წვდომა არ ჰქონდათ და მხოლოდ ფეხსაცმლის მოდელების გადამოწმება შეეძლოთ.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს მაღაზიაში არსებულ ვიდეოკამერების სრულყოფილ მუშაობასთან დაკავშირებით, ვინაიდან კო----------------------–---ს დაქვემდებარებული ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს ეხებოდა კამერების გამართულად მუშაობის კონტროლი.
მოწმე კო----------------------–---მ სასამართლოში განმარტა, რომ კამერები მხოლოდ მაღაზიაში იყო დაყენებული, გასასვლელ კართან, ხოლო საწყობში არა. 2015 წელს ჩატარებული დიდი აღწერების დროს ვიდეოკამერები მუშაობდა თუ არა და ჩანაწერები მოითხოვა თუ არა ვინმემ, არ ახსოვს. მის გარეშე ვიდეოჩანაწერებს ვერავინ ნახავდა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პროცესების მართვის მენეჯერმა ნა-------–--–------მ ყოველგვარი ნებართვის გარეშე ნახა 2015 წლის 10 ივნისის ჩანაწერი, რაც საქმეს დაერთო, როგორც ეკ--------–--ს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ როდესაც 2015 წლის 12-16 ივნისის შემოწმებისას დაფიქსირდა ფეხსაცმელების დანაკლისი, ეკ--------–--ემ მოითხოვა ვიდეო კამერების ჩანაწერების გადამოწმება, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, ასევე მისი მოთხოვნის მიუხედავად არ გამოიძახეს საპატრულო სამსახური, რაც მოწმე თი----------------–---–-ს ჩვენების თანახმად დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კითხვებზე, თუ რამ განაპირობა, რომ არ იქნა ამოღებული და შემოწმებული ეკ--------–---ს სატელეფონო საუბრები, ასევე ვიდეოკამერების ჩანაწერები, რასაც ითხოვდა ეკ--------–--ე, პალატამ ბრალდების მხარისაგან პასუხი ვერ მიიღო.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოწმე კო----------------------–---ს ჩვენება, როდესაც პასუხგაუცემელი რჩება მიშვნელოვანი კითხვები, რომელიც არსებით კავშირშია ფაქტობრივ გარემოებებთან, ვერ გამოდგება ეკ--------–---ს ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.
- აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ პრაქტიკულად შეფასების გარეშე დატოვა მოწმეების: მ--------------------------------------------------–---–-- ჩვენებები იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც 2015 წლის აპრილში, გეგმიური შემოწმების წინ, ეკ--------–--ემ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე „ბა-----“-დან მოახდინა ფეხსაცმელების გადატანა „ბ------“-ში. ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა, თუ საიდან იცოდა ეკ--------–--ემ წინასწარ იმ ფეხსაცმელების კოდები, რომლებიც აღწერის დროს დააკლდებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე მან-------------მ უჩვენა, რომ 2015 წელს იგი მუშაობდა ,,ს-------–--------------------–--------------“ კუთვნილ მაღაზია ,,ბ-----2“-ში მენეჯერად. იგი იცნობს ეკ--------–--ეს, რომელთან ერთადაც იმუშავა თბილისში, ა----–-----–-------------- მდებარე მაღაზია ,,ბ----ში“, რა დროსაც იგი იყო ადმინისტრატორი. 2015 წლის 14-15 აპრილს, როდესაც იგი მუშაობდა ,,ბ-----2“-ში, მას დაურე-- ეკ--------–--ემ, რომელიც ამ დროს უკვე მუშაობდა თბ--–---------–ში მდებარე ,,ბ----ში“ და უთხრა, რომ აღწერისთვის აკლდა ფეხსაცმელების რაოდენობა და სთხოვა 21-22 ყუთი, რასაც აღწერდა მონიტორინგის სამსახური და მეორე დღეს უკანვე დაუბრუნებდა. მან, ,,ბ-----2“-ის ადმინისტრატორს - მა-----------ს ჩააწერინა ის მოდელები და ზომები, რაც ეკ--------–--ეს სჭირდებოდა და გაატანეს. ეკ---------–---მ მეორე დღეს უკან დაუბრუნათ მათი ყუთები ირ----------–---–-ს მეშვეობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმებმა: მა-----------მ და ირ----------–---–მა.
პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე მა--------------ს ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები არ უარყო თავად ეკ--------–--ემ, რომელმაც დაადასტურა, რომ ვინაიდან 2015 წლის 15 აპრილის გეგმიური შემოწმების წინ მაღაზიაში დაფიქსირდა პროდუქციის ნაკლებობა და „ბა-----“-დან ნამდვილად გადმოიტანა 20 ფეხსაცმლის ყუთი, რომელიც შემოწმების შემდეგ ისევ დაუბრუნა „ბა-----“-ს. მისივე განმარტებით, შემოწმებისას მაინც დაფიქსირდა 8 წყვილი ფეხსაცმლის ნაკლებობა და ორი წყვილის მეტობა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ მან შესაძლოა სწორად ვერ დაითვალა მაღაზიაში არსებული ფეხსაცმელები. თუმცა ამ დანაკლისისათვის მათ ყველას ჩამოაჭრეს ხელფასიდან გარკვეული რაოდენობის თანხები, ხოლო შემდეგ ეს თანხები მან თავად აუნაზღაურა კონსულტანტებს. რაც შეეხება შეკითხვას, თუ საიდან იცოდა ეკ--------–--ემ წინასწარ იმ ფეხსაცმელების კოდი, რომელიც აღწერის დროს დააკლდებოდა, სააპელაციო სასამართლოში ეკ--------–--ემ განმარტა, რომ გეგმიურ შემოწმებამდე ფეხსაცმლის კოდებს, რომლებსაც ვერ ნახულობდა, ინიშნავდა და აქედან გამომდინარე, წინასწარ იცოდა, თუ რომელი კოდის ფეხსაცმელი დასჭირდებოდა.
პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ეპიზოდი ვერ გამოდგება ეკ--------–---ს მიმართ წაყენებული ბრალდების დასადასტურებლად, ვინაიდან იმის მტკიცება, რომ ეკ--------–--ე ჯერ ითვისებდა ფეხსაცმელებს და შემდეგ ანაზღაურებდა დანაკლისს, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებულია.
- აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ უგულებელყო მოწმე მა---------------ს ჩვენება და ის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 2015 წლის 12 ივნისის შემოწმებამდე, ეკ-------–---მ, როდესაც მის გარდა არც კლიენტი და არც სხვა პირი იმყოფებოდა მაღაზიაში, ფეხსაცმელი რომელიც დანაკლისში აღმოჩნდა, გაყიდდულად აჩვენა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე მა----------------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წელს 24 მაისიდან იგი ,,ბ-----2“-დან გადაიყვანეს თბ--–--------––ი მდებარე ,,ბ-----6“-ში ადმინისტრატორად (მენეჯერის თანაშემწე). ,,ბ-----6“-ის მენეჯერი იყო ეკ--------–--ე. მუშაობის პირველსავე დღეს მომხმარებლის თხოვნით პროგრამულად შეამოწმა სასურველი მოდელი, რომელიც ბაზაში ჩანდა, თუმცა საწყობში არ აღმოჩნდა. ეკ--------–--ემ განუმარტა, რომ მოდელი შესაძლოა საწყობში ყოფილიყო ან პროგრამის ხარვეზს ჰქონდა ადგილი. რამდენიმე დღეში, გადაამოწმა ის ფეხსაცმელი, რომელიც გაყიდული აღმოჩნდა, კონსულტანტებთან მოიკითხა, თუმცა ამ ფეხსაცმლის გაყიდვა არავის ახსოვდა. ამ ფაქტის შემდეგ მაღაზიაში ბევრ უზუსტობას გადააწყდა, ხშირად ვერ პოულობდნენ საქონელს, რომელიც ბაზაში ეწერათ. ე-- ყოველთვის ეუბნებოდა, რომ პროგრამის ხარვეზის ბრალი იყო. ფილიალში მან აღმოაჩინა ბევრი ცარიელი ყუთი, რომლებიც გადაყარა. როდესაც კლიენტი ტოვებს ყუთს, მას ხაზავენ, სხვაში რომ არ აერიოთ. მოგვიანებით გაიგო, რომ ეკ--------–--ეს ყუთები სჭირდებოდა ინვენტარიზაციისთვის. ეკ--------–---ს არყოფნის დროს, მან, კონსულტანტების დახმარებით ჩაატარა შიდა აღწერა და ნახა, რომ 15 ფეხსაცმელი აკლდათ. მან სთხოვა ეკ--------–--ეს ჩაეტარებინა აღწერა, რაზეც ე--მ უპასუხა, რომ არ ეცალა ამისთვის, რადგან სხვა ბინაში უწევდა გადასვლა. ეკ--------–---ს არყოფნისას საჭირო გახდა ,,ბ-----6“-დან პროდუქციის სხვა ფილიალში გადატანა, რაც ბაზაში უჩანდათ, თუმცა რამდენიმე ფეხსაცმელი ადგილზე ვერ იპოვა. ეკ--------–--ემ იგივე უპასუხა, რაც სხვა დროს. მეორე დღეს ნახა, რომ ეს ფეხსაცმელი საღამოს 21:20 საათზე იყო გაყიდული. გადამოწმდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანდა, რომ გაყიდვის დროს სალაროსთან ე-- კო---–---ს გარდა არავინ იყო. მან საქმის კურსში ჩააყენა მა--------------ე, რის გამოც ჩატარდა მოულოდნელი აღწერა.
რაც შეეხება 2015 წლის 10 ივნისის ვიდეოჩანაწერს, რაზედაც ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს, ნამდვილად ფიქსირდება, რომ ეკ--------–--ე გაყიდვების დარბაზში სალაროსთან რაღაც მოქმედებებს ატარებს და ამ დროს სალაროსთან კლიენტი არ დგას. გაყიდვების რეპორტის მიხედვით გაყიდულად სწორედ ის ფეხსაცმელია ნაჩვენები, რომელიც მა---------------მ შიდა გადატანის დროს ვერ იპოვა.
სააპელაციო სასამართლოში ეკ--------–--ემ არ უარყო აღნიშნული ეპიზოდი და განაცხადა, რომ ვინაიდან ფეხსაცმელი რეალურად ვერ მოიძებნა, მან აღნიშნულ დღეს ფეხსაცმელი აჩვენა გაყიდულად, ხოლო სალაროში ჩადო თავისი პირადი თანხა, რაც მიღებული პრაქტიკა იყო. ამ შემთხვევაშიც ერთ მხარეს არის მოწმის ჩვენება და ვიდეოჩანაწერი, ხოლო მეორე მხარეს გამართლებულის ჩვენება, რომლის გასაბათილებლად ბრალდების მხარეს რაიმე საპირისპირო არგუმენტაცია არ წარმოუდგენია.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ეკ--------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირებაზე, რომლის მიხედვითაც მან 2013 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული 11200 ლარის ღირებულების საქონელი - 70 წყვილი ფეხსაცმელი და ერთი ცალი აქსესუარი მიითვისა.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ზუსტი დრო, თუ კონკრეტულად როდის მიითვისა ეკ--------–--ემ აღნიშნული რაოდენობის ფეხსაცმელები, დადგენილი ვერ იქნა და ამიტომ ბრალდებაში მითითებული იქნა მისი „ბ-----6“-ში მუშაობის პერიოდი.
პალატის აზრით, ამ განმარტებაში რაიმე არამართებული არ არის, ვინაიდან პრაქტიკაში გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ფინანსური კატეგორიის დანაშაულების გამოძიებისას, გარკვეული ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ზუსტი თარიღის დადგენა და ხდება გარკვეულ პერიოდზე მითითება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი ახსნა ვერ გამოდგება, რადგანაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ „ბ----ს“ ფილიალებში გეგმიური შემოწმება ტარდებოდა ყოველ სამ თვეში ერთხელ, რომ არაფერი ვთქვათ, არაგეგმიურ შემოწმებაზე, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩატარებულიყო. ეკ--------–--ე „ბ------“-ში მენეჯერის პოზიციაზე დაინიშნა 2013 წლის 1 ივლისს, ხოლო 2015 წლის 1 აპრილიდან იმავე პოზიციაზე უვადოდ. შესაბამისად, 2013 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე გეგმიური შემოწმებით რაღაც დანაკლისი მაღაზიაში უნდა აღმოჩენილიყო, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. პრაქტიკულად ე-- კო---–---ზე ეჭვი გაჩნდა 2015 წლის ივნისის დასაწყისში, როდესაც მა---------------მ მაღაზიაში აღმოაჩინა 15 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი, რაც თავის მხრივ საფუძველი გახდა იმავე წლის 10 და 16 ივნისის არაგეგმიური შემოწმებისთვის, რომლის დროსაც დაფიქსირდა 70 წყვილი ფეხსაცმლის და ერთი აქსესუარის დანაკლისი. შესაბამისად, გამოდის, რომ იმ 15 წყვილი ფეხსაცმლის გარდა, რომელიც მა---------------მ აღმოაჩინა, ეკ--------–--ეს 10 ივნისამდე კიდევ 55 წყვილი ფეხსაცმელი უნდა მიეთვისებია,რაც ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას უჩნდება კითხვა, იდეალური პროგრამის შემთხვევაში, სადაც უნიკალური კოდით ხდებოდა პროდუქციის შეყვანა და მოწმეების ჩვენების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც გაყიდვების დარბაზიდან შეუძლებელი იყო შეუმჩნევლად პროდუქციის გატანა, რა ხერხით ითვისებდა ეკ--------–--ე ფეხსაცმელებს, რაზედაც სასამართლომ პასუხი ვერ მიიღო.
გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ გარემოებაზე, რომელიც შეეხება შენობის მინუს მე-3 სართულზე განლაგებულ საწყობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ბ------“-ის თანამშრომლები მინუს მე-3 სართულზე სარგებლობდნენ იმ საწყობით, სადაც განთავსებული იყო სამი მაღაზიის საქონელი და სამივე მაღაზიის თანამშრომლებს საწყობზე ჰქონდათ თავისუფალი წვდომა. ,,ბ----ს“ კონსულტანტმა ნო---------------–---–მა ასევე დაადასტურა, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მაღაზიების პროდუქცია აღრეულა და მას შეცდომით ამოუტანია საწყობიდან სხვა მაღაზიის საქონელი. ,,ბ----ს“ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა ასევე დაადასტურა, რომ ისინი მენეჯერის ყოველგვარი კონტროლის გარეშე შედიოდნენ საწყობში პროდუქციის გამოსატანად. ასეთივე თავისუფლებით სარგებლობდნენ სხვა მაღაზიის თანამშრომლები. ასევე საწყობი არ კონტროლდებოდა ვიდეოსათვალთვალო კამერით.
სააპელაციო საჩივრში გამახვილებულია ყურადღება „ბ----6“-ში პროდუქციის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტებზე, რომელსაც ხელს აწერს ეკ--------–--ე და ინვენტარიზაციის აქტებზე, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ პროდუქციის მიღების დოკუმენტაციაში მითითებული ზოგიერთი ფეხსაცმელი ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით დანაკლისში აღმოჩნდა. ყველა ეს გარემოება კი ბრალდების მხარის აზრით, ადასტურებს ეკ--------–---ს მიერ მითვისების ფაქტს.
პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის ამ პოზიციას, რადგანაც ამ დოკუმენტაციით დასტურდება დანაკლისის არსებობის ფაქტი, რასაც თავად ეკ--------–--ეც არ უარყოფს და არა ეკ--------–--ს მიერ ფეხსაცმელების მითვისების ფაქტი.
ამდენად, პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის საასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შესაძლებელია ობიექტურ დამკვირვებელს ეკ--------–---ს მიმართ უქმნიდეს ეჭვის საფუძველს, მაგრამ ეს ეჭვი ვერ ლახავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც აუცილებელია პირის ბრალეულობის დასადგენად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ეკ--------–---ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ეკ--------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ეკ--------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. ასევე, ყადაღა მოეხსნას, თე---რ კო---–---ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ბ------–---------------–--------------------–---------------------------
5. გამართლებულ ეკ--------–--ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის-ის 92-ე მუხლის თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის უფლება.
6. ნივთმტკიცება - 2 ცალი CD დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე