განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310116001341203 (საქმე №3ბ/438-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - გიორგი გოგიაშილი
მოსამართლეები - ილონა თოდუა, შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) – მ--- დ---------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
წარმომადგენელი - მ--------------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა;
წარმომადგენლები - ს---–-----------ე, გ------------------ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ ქონების მართვის სააგენტო;
წარმომადგენელი - ი----------------–---–ი;
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ბ------------ია;
მესამე პირი - ს.ს ,,ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“;
წარმომადგენელი - კ---------------------ა;
მესამე პირები - ი----------------ი, გ------------ე ა-----------------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. მ--- დ---------ე ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, მ--- დ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ქალაქ თბილისში, ა-----ს ქუჩა N8-ში მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდის 27 796.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობებით და ქალაქ თბილისში, მ------–---–ის ქუჩა N50-ში მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობებით დარეგისტრირებულია სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ საკუთრებად. აღნიშნულ მისამართზე სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელიც ფლობს სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის ნებართვას და სანებართვო დანართებს შემდეგ სამედიცინო საქმიანობებში: ორგანოების და ქსოვილების აღება, შენახვა, გადანერგვა, ფთიზიატრიული მომსახურება, რადიოლოგიური, მათ შორის, რენტგენოლოგიური მომსახურება და კომპიუტერულ - ტომოგრაფიული კვლევა, რეანიმაციული მომსახურება, ონკოლოგიური მომსახურება, ქირურგიული პროფილის მომსახურება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 28-29, 304-305);
- საკადასტრო გეგმა, ორთოფოტო (ტომი 1, ს.ფ. 341, 362);
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 2 სექტემბრის N0------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 338).
2015 წლის 30 მარტს სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა“ N1--------- განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აღნიშნული განცხადების აცნობა, რომ ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბავშვთა განყოფილება განთავსებულია ამორტიზირებულ შენობაში და მას არ გააჩნია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ბავშვთა განყოფილებისათვის შენობის ასაშენებლად. მიუთითა, რომ შენობის მიმდებარედ ბავშვთა სათამაშო მოედნისა და ამ განყოფილების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კეთილმოწყობითი სამუშაოებისათვის საჭირო 5000 კვ.მ ფართობის თავისუფალი მიწის ნაკვეთი რაც სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრს“ არ გააჩნია. ამავე განცხადებით მიეთითა, რომ ცენტრის კუთვნილი, ქ. თბილისში, ა-----ს ქუჩა N8-ში მდებარე, N0--------------- მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არის თავისუფალი 4999 884 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად იყო დარეგისტრირებული. შესაბამისად, მითითებული განცხადებით, ბავშვთა განყოფილებისათვის შენობის ასაშენებლად და შენობის მიმდებარედ ბავშვთა სათამაშო მოედნისა და ამ განყოფილების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კეთილმოწყობითი სამუშაოების საწარმოებლად ქალაქ თბილისი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული N0--------------- საკადასტრო კოდის 499 884 კვ.მ ნაკვეთიდან 5000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისათვის“ გადაცემის თაობაზე მოთხოვნილი იქნა შუამდგომლობის გაწევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საკრებულოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 30 მარტს N1--------- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 30).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2015 წლის 18 და 19 მაისს და 2015 წლის 1 ივლისს N0-------------------------------- წერილებით მიმართა და სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბავშვთა განყოფილებისათვის შენობის ასაშენებლად და შენობის მიმდებარედ ბავშვთა სათამაშო მოედნისა და ამ განყოფილების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კეთილმოწყობითი სამუშაოების საწარმოებლად ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე N0--------------- მიწის ნაკვეთის უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემა მოითხოვა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 18 მაისის, 19 მაისს და 1 ივლისს N0---------------------------------- წერილები (ტომი 1, ს.ფ. 33, 34, 35).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 1 ივლისის N2-------- განკარგულებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთხოვა, განეხილა და შეეთანხმებინა ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N0---------------) პირდაპირი განკარგვის წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის საკითხი, დანართით განსაზღვრული უსასყიდლო აღნაგობის პირობებით. განკარგულების მე-2 პუნქტის მიხედვით, უსასყიდლო აღნაგობის მოქმედების პერიოდი განისაზღვრებოდა იურიდიული პირის არსებობის ვადით, მაგრამ არაუმეტეს 99 წლით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას::
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 1 ივლისის N2-------- განკარგულება, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 36-37, 38-40).
ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N0---------------) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე საკითხი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიამ 2015 წლის 1-----–-------- სხდომაზე განიხილა. კომისიის წევრებს საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონდათ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის 2015 წლის 1-----–-------- სხდომის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 175-180);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2015 წლის 1-----–-------- სხდომის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 161-168).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2015 წლის 1-----–-------- სხდომაზე დამტკიცდა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი, რომლითაც სხდომაზე განსახილველ საკითხად გათვალისწინებული იქნა ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N0---------------) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე საკითხი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2015 წლის 1-----–-------- სხდომის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 161-168).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N18 რიგგარეშე სხდომაზე განხილულ იქნა ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N0---------------) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის გაცემის საკითხი, რაზედაც კენჭისყრის შედეგად დადებითი გადაწყვეტილება სხდომის მონაწილე 22 წევრის მხარდაჭერით იქნა მიღებული. სხდომას 32 წევრი ესწრებოდა, რომელთაგან 10-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N18 რიგგარეშე სხდომის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 153-160);
- კენჭისყრის ანგარიში (ტომი 2, ს.ფ. 107 108);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2016 წლის 20 დეკემბრის N2---- წერილი (ტომი 2, ს.ფ. 143).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N2-- განკარგულებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას თანხმობა მიეცა ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N0---------------) პირდაპირი განკარგვის წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N2-- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 41).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 1 ივლისის N2-------- განკარგულების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N2-- განკარგულების საფუძველზე, 2015 წლის 28 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უსასყიდლო აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N0---------------), სამინისტროს არსებობის ვადით, მაგრამ არაუმეტეს 99 წლისა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 28 ივლისის უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 42-45).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ. 78-79).
ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 4------------- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე N0--------------- მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილებაზე თანხმობა გაიცა მწვანე ნარგავების მაქსიმალური შენარჩუნებით. ამავე გადაწყვეტილებით, საბჭომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს გაუწია რეკომენდაცია, ქ.თბილისის საკრებულოსათვის წარედგინა N0--------------- მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის - ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონის სპეციალური ზონა 1- ით შეცვლაზე საკითხი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 4------------ სხდომის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 46-55).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის N2----- დადგენილებით, ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20 - 105 დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი - რუკა, თანდართული სახით ჩამოყალიბდა. კერძოდ, დადგენილებას თანდართული განმარტებითი ბარათის თანახმად, ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე N0--------------- 8035 კვ.მ მიწის ნაკვეთის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონასა და სპეციალურ ზონა 1-ს შორის კონტური დაზუსტდა და ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 4------------ სხდომის ოქმის საფუძველზე ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონა სპეციალურ ზონა 1-ით შეიცვალა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის N24 ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 291-303);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის N2----- დადგენილება, განმარტებითი ბარათი (ტომი1, ს.ფ. 56, 61-72).
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის N2------ ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასატრო კოდი N0---------------) დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 5 ნოემბრის N2------ ბრძანებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა დისპანსერის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის N2------ და 5 ნოემბრის N2------ ბრძანება (ტომი 2, ს.ფ. 17-22, 130-133).
ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე - 5000 კვ.მ N0--------------- მიწის ნაკვეთზე დისპანსერის მშენებლობის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს 4 ხის მოჭრის ნებართვა ეთხოვა, რაზედაც აღნიშნულმა სამსახურმა გასცა თანხმობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ი/მ გ----------------ის განცხადება, ტერიტორიის გენგეგმა საპროექტო შნობის ლაქითა და ხეების სპეციფიკაციით (ტომი2, ს.ფ. 121, 122, 123, 124);
- ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ მიმართვა (ტომი 2, ს.ფ. 118);
- დათვალიერების ოქმი (ტ.2, ს.ფ. 99);
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წერილი (ტომი 2, ს.ფ. 116).
მ--- დ---------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს თბილისში, მ------–---–ის ქუჩაზე სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ მიმდებარედ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ორთოფოტო (ტომი 1, ს.ფ. 362);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 360-361).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“, ”დ”, და „ზ“ პუნქტები, განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 1 ივლისის N2-------- განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N2-- განკარგულება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 28 ივლისს გაფორმებული უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულება - მათ საფუძველზე გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 1 ივლისის N2-------- განკარგულების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N2-- განკარგულებისა და მათ საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 28 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ დაუსაბუთებელია, რამეთუ მითითებული აქტებით განკარგულ ქონებაზე მას უფლება არ გააჩნია. აღნიშნული მოთხოვნების ინტერესად სარჩელით ხეების მოჭრით და სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებით მიყენებული ზიანის აცილება სახელდება.
საქმის განმხილველმა სასამართლომ განმარტა, რომ სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“, ისევე, როგორც მისი ბავშვთა განყოფილება სადავო აქტების გამოცემამდე ფუნქციონირებდა და ბავშვთა განყოფილებისათვის ახალი ნაგებობის აშენება მოსარჩელის მიმართ არსებითი ზიანის მომტან ქმედებად ვერ ჩაითვლება. რაც შეეხება მშენებლობისა თუ ხეების მოჭრის კანონირების შეფასებას, სასამართლომ განმარტა, რომ იგი განსახილველი დავის საგანს სცდება.
ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 1 ივლისის N2-------- განკარგულების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N2-- განკარგულებისა და მათ საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 28 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების დადებისას ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის დარღვევას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე, 109-ე, 110-ე 122-ე მუხლებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერი №1---- დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესზე“ და განმარტა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია და ხელშეკრულება გაფორმებულია მითითებული ნორმების შესაბამისად და არ დასტურდება, რომ მოპასუხეთა მხრიდან წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებით დარღვევებს.
სასამართლომ ასევ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის N2----- დადგენილება ნორმატიული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტია, ასევე მიუთითა, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმატიული აქტით ცვლილებები შევიდა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილებაში, რომელიც გამოცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად, მიუთითა, რომ იგი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონზე რომელიც არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის N2----- დადგენილებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე დაზუსტდა კონკრეტულ ტერიტორიაზე ფუნქციური ზონების საზღვრები, კერძოდ, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონასა და სპეციალურ ზონა 1-ს შორის კონტური დაზუსტდა და ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონა სპეციალურ ზონა 1-ით შეიცვალა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებით მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი ფუნქციური ზონა შესაბამისობაში მოვიდა მის გამოსაყენებლად განსაზღვრულ პირობებთან, რაც საზოგადოებრივი საჭიროებით იყო მოტივირებული, სადავო ცვლილებით მოსარჩელისათვის მიყენებული პირდაპირი და უშუალო ზიანი კი სასამართლოს განმატებით, წარდგენილი მასალებით არ დადასტურდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. მ--- დ---------ის სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული არც ფაქტობრივად არც სამართლებრივად, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება არის ბუნდოვანი. განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
აპელანტის განმარტებით, აქტები რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვს, ასვე სადავოდ გამხდარი ხელშეკრულება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ დარღვეულია მომზადების წესი და დარღვეულია მატერიალური კანონი.
აპელანტის მითითებით, გაურკვეველია თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების გამოყენების დროს რომელ ნაწილს დაეყრდნო სასამართლო მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შემთხვევაში, რომელიც შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. აპელირებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისი 75-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თბილისის მთავრობა უფლებამოსილია: დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვის სფეროში, დ.ა) ამ კანონით და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვის შესახებ. ასევე უთითებს ამავე კანონის 106-ე, 107-ე, 121-ე მუხლებს, განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის N30 დადგენილებაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძრითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ განმარტებულია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების სახეებია: დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებული სახელწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მოედნები, სკვერები, პარკები, მწვანე ნარგავები და ა.შ.
აპელანტი მიუთითებს, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით განსაკარგი ქონება აქტიური გამწვანების ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონას წარმოადგენდა და მას საქალაქო პარკის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. მიუთითებს, რომ არ დასტურდება თუ რომელი კანონით იხელმძღვანელა განსაკარგი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით. აპელირებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 121-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლითაც მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება შესაძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულებას. აპელანტი მიუთითებს კანონის 121-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერი მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების თაობაზე დასაბუთებულ წინადადებას ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარუდგენს შესაბამის საკრებულოს. ასევე მიუთითებს მუხლის მესამე ნაწილზე დაა განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისებაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას იღებს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.
აპელანტი მიუთითებს, რომ 2015 წლის 17 ივლისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქონების გადაცემის საკითხს (23-ე საკითხი) საკრებულოს წევრთა ორი მესამედი ხმა არ მიუღია რაც ჯამში 32 ხმას შეადგენს, მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 22 ხმით და განმარტავს, რომ ვინაიდან საკრებულო არ იყო უფლებამოსილი შესაბამისად, გადაწყვეტილება კანონის საწინააღმდეგოდაა მიღებული.
აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ 2015 წლის 1 ივლისის N1-------- განკარგულება კანონის მოთხოვნათა დარღვევითაა მიღებული ვინაიდან დაღვეულია მისი მომზადების წესი. მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებას არ აქვს დასაბუთება, არ ყოფილა უზრუნველყოფილი დაინტერესებული პირების მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ასევე მიუთითებს, რომ აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შესახებ არ ეცნობა მოსახლეობას. მიიჩნევს, რომ ვინაიდან მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა ხდებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღნიშნულის შესახებ ინფორმიერებული უნდა ყოფილიყო კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან წარმოადგენს დაინტერესებულ პირებს რომლის კანონიერი უფლებები და ინტერესები ირღვევა. მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება.
აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს 2015 წლის 2 ოქტომბრის 2----- დადგენილებაზე, მიუთითითებს, რომ სადავო აქტი წარმოადგენს ნორმატიულ - სამართლებრივ აქტს რომელზედაც საჯარო ადმინისტარციული წარმოება უნდა ჩატარებულიყო კანონის თანახმად. მიუთითებს, რომ ქ. თბილისში ხ----------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ფუნქციური ზონა შეეცვალა და შესაბამისად აღნიშნული ადმინისტარციული წარმოების დროს დასაბუთებას მოითხოვდა. განმარტავს, რომ არ არის წარმოდგენილი პროექტი.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა კონსტიტუციის 37-ე მუხლთან დაკავშირებით, ისევე როგორც ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე (საქმეზე - ლოპეზ ოსტრა, ესპანეთის წინააღმდეგ) სადაც მოსარჩელეების მტკიცებით, გარემოს მდგომარეობა გაუარესებული იყო და ისინი თვლიდნენ რომ გარემოს გაუარესებული მდგომარეობა უარყოფით ზეგავლენას ახდენდა მათ პირად ცხოვრებაზე. აპელირებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია გადაწყვეტილების მიღებისას დადგენილიყო მიზეზობრივი კავშირი გარემოს დაბინძურებასა და განმცხადებლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
აპელანტი ასევე მიუთითებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ (განაცხადი N55723/00) და მიუთითებს, რომ სასამართლომ მოცემულ საქმეში იმსჯელა რომ დაბინძურებას მისი ჯანმრთელობისათვის არ მიუყენებია განზომვადი ზიანი, აღნიშნულის შდეგად იგი, სულ მცირე უფრო დაუცველი გახდა სხვადასხვა დაავადებებისადმი. გარდა ამისა უეჭველია, რომ დაბინძურებამ უარყოფითი გავლენა იქონია მისი ცხოვრების ხარისხზე საკუთარ სახლში, ამიტომ სასამართლო იზიარებს თვალსაზრისს, რომ განმცხადებლის ჯანმრთელობასა და ნორმალური ყოფისათვის მიყენებული ფაქტობრივი ზიანი აღწევს იმ დონეს რაც აუცილებელია კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში მოსახვედრად. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე დაადგინა და მიუთითა, რომ "როდესაც სახელმწიფოს მოეთხოვება პოზიტიური ღონისძიებების განხორციელება, არჩევანის საშუალება, პრინციპში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა დისკრეციაზეა დამოკიდებული. პირადი ცხოვრების პატივისცემის უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა საშუალება არსებობს და სახელწიფომ რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთი კონკრეტული ღონისძიება არ განახორციელოს მას შეუძლია თავისი პოზიტირი ვალდებულება სხვა საშუალებითაც შეასრულოს."
აპელანტის განმარტებით, იმის გათვალისწინებით რომ საცხოვრებელი სახლების მახლობლად შენდება ტუბ - დანიშნულების ახალი ბლოკი უსაფუძვლოდ მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მოსაზრება, რომ არ ადგება უშუალო და პირდაპირი ზიანი. ასევ უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს ის განმარტება, რომ ადრეც ფუნქციონირებდა ბავშვთა ბლოკი. აპელანტი მიუთითებს, რომ ბავშვთა განყოფილება რეკრეაციულ ზონაში არ იყო და ის მისი საცხოვრებელი სახლიდან გაცილებით შორს, სულ სხვა ფუნქციურ ზონაში მდებარეობდა.
აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის მოსაზრებას 2015 წლის 28 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და განმარტავს, რომ ხეების მოჭრა პირდაპირ კავშირშია მის ჯანმრთელობასთან, რომელსაც კონსტიტუციის 37-ე მუხლი იცავს. ჯანმრთელობის დაცვის შენარჩუნება მოითხოვს მრავალი ღონისძიების განხორციელებას სახელმწიფოს მხრიდან, ასეთი დაცვა შენარჩუნება საჭიროა არა მხოლოდ მაშინ როდესაც ადამიანი ავადაა და შერყეულია მისი ჯანმრთელობა, არამედ მაშინაც, როდესაც ის ჯანმრთელია. განმარტავს, რომ სიცოცხლე ის სიკეთეა რაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ფიზიკურ პირს, როგორც ცოცხალ არსებას. განმარტავს, რომ სასამართლომ არ გამიკვლია მესამე პირთა ახსნა განმარტებები, კერძოდ გ------------ის და ი----------------ას განმარტება, რომლებიც ადასტურებდნენ რომ მათი და მათი ოჯახების ტუბერკულიოზით დაავადება, მათი საცხოვრებელი სახლების სს. ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სიახლოვით იყო განპირობებული. ისევე როგორც არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი სხვა დანარჩენი მტკიცებულებები ამ დაავადებასთან დაკავშირებით, მათ შორის სტატისტიკა თბილისში დაავადებულთა რაოდენობის შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, დაუშვებელი იყო უზარმაზარი ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ტერიტორიის ისე განკარგვა, რომ აღნიშნულზე ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ისედაც მომეტებული საფრთხის ქვეშ ცხოვრობს ინფორმირებული არ ყოფილიყო. მიუთითებს, რომ ორჰუსის კონვენცია ადგენს საზოგადოების მონაწილეობას რეალური განხორციელებისათვის სავალდებულო მოთხოვნებს რაც დაინტერესებული საზოგადოების დროულ ეფექტიან ინფორმიერებაში, მათ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყევტილების მიღების პროცესის საწყის ეტაპზე ჩართვაში უნდა გამოვლინდეს. კონვენცია აღიარებს, რომ ყოველ ადამიანს აქვს მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესაბამის გარემოში სიცოცხლის უფლება, აგრეთვე ყოველ მოქალაქეს გააჩნია მოვალეობა, როგორც ინდივიდუალურად ისე სხვებთან ერთად დაიცვას გარემო ახლანდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. გარემოს დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნების წინაპირობაა, სახელმწიფო კი თვითნებური პოლიტიკით არ უნდა არღვევდეს კონსტიტუციით დაცულ უფლებებს.
აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებებით, უდავოდ დასტურდება გასაჩივრებული აქტის უკანონობა და ასევე ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგობა.
აპელანტი მიუთითებს, რომ საკრებულოს მიერ 2015 წლის 2 ოქტომბრის N2----- დადგენილების მიღება მოხდა ყოველგვარ წინასწარი გამოკვლევისა და მიზანშეწონილობის დადგენის გარეშე, რაც მისივე განმარტებით, ეწინააღმდეგება "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენელობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს, რომლის მიზნები და ამოცანებია მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს შექმნა.
აპელანტი მიუთითებს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით - ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. ასევე აპელირებს მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმებას უზრუნველყოფენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და ა-----ს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
აპელანტის განმარტებით, თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი. მიუთითებს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტავს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს დაგეგმვის დოკუმენტების მიზნების ფორმირების, შემუშავების, განხილვისა და შეთანხმების პროცესში ორგანიზებულ საჯარო განხილვებში. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, საჯარო განხილვების ორგანიზებას ახორციელებს დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყება.
აპელანტი მიუთითითებს, რომ ამ კანონის ამოცანაა: ტერიტორიებისა და დასახლებათა გავითარება, სივრცით ტერიტორიის დაგეგმვის პრინციპები, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯასაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 1 ივლისის N2-------- განკარგულების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N2-- განკარგულების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 28 ივლისის უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის N2----- დადგენილების ბათილად ცნობა.
პალატა მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობას იმ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა განაპირობებს, რომლის საფუძველზედაც იქნა გაფორმებული. ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეფასებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ნორმები, თუმცა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 25-ე მუხლებით დადგენილია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მოსარჩელეს საამისოდ სამართლებრივი ინტერესი გააჩნია და სადავო აქტები მას პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.
პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 30 მარტს სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა” N1--------- განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საკრებულოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შუამდგომლობა ბავშვთა განყოფილებისათვის შენობის ასაშენებლად და შენობის მიმდებარედ ბავშვთა სათამაშო მოედნისა და ამ განყოფილების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კეთილმოწყობითი სამუშაოების საწარმოებლად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული N0--------------- საკადასტრო კოდის 499 884 კვ.მ ნაკვეთიდან 5000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისათვის“ გადაცემის თაობაზე.
განცხადებით დგინდება, რომ ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბავშვთა განყოფილება განთავსებულია ამორტიზირებულ შენობაში და მას არ გააჩნია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ბავშვთა განყოფილებისათვის შენობის ასაშენებლად და შენობის მიმდებარედ ბავშვთა სათამაშო მოედნისა და ამ განყოფილების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კეთილმოწყობითი სამუშაოებისათვის საჭიროა სავარაუდოდ 5000 კვ.მ ფართობის თავისუფალი მიწის ფართი რაც წერილის თანახმად, სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს“ არ გააჩნია.
პალატა მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს, მუნიციპალიტეტის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება; ამავე კოდექსიის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს.
აღნიშნული კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად. ხოლო დამატებითი ქონება არის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის 109-ე მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტი ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია. მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები. ხოლო კანონის 110-ე მუხლის მესამე ნაწილით კანონმდებელმა მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, პალატა ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის 122-ე მუხლზე, რომლითაც დარეგულირებულია მუ????????????? ??????? ??????????? ??????? ????????? ??????? ?? ????. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმების გამოყენება: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის. რაც შეეხება მუხლის მესამე ნაწილს მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. რაც შეეხება მუხლის მე-6 ნაწილს მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
პალატა საქმის მასალებით, კერძოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 1 ივლისის N2-------- განკარგულებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთხოვა, განეხილა და შეეთანხმებინა ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N0---------------) პირდაპირი განკარგვის წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის საკითხი, დანართით განსაზღვრული უსასყიდლო აღნაგობის პირობებით. განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, უსასყიდლო აღნაგობის მოქმედების პერიოდი განისაზღვრებოდა იურიდიული პირის არსებობის ვადით, მაგრამ არაუმეტეს 99 წლით.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N18 რიგგარეშე სხდომაზე განხილული იქნა ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N0---------------) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის გაცემის საკითხი, რაზედაც სხდომის მონაწილე 22 წევრის მხარდაჭერით კენჭისყრის შედეგად მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება. სხდომას 32 წევრი ესწრებოდა, რომელთაგან 10-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N2-- განკარგულებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, თანხმობა მიეცა ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N0---------------) პირდაპირი განკარგვის წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 1 ივლისის N2-------- განკარგულების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N2-- განკარგულების საფუძველზე, 2015 წლის 28 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უსასყიდლო აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაეცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N0---------------), სამინისტროს არსებობის ვადით, მაგრამ არაუმეტეს 99 წლისა. ხოლო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის N2----- დადგენილებით, ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი - რუკა, თანდართული სახით ჩამოყალიბდა. კერძოდ, დადგენილებას თანდართული განმარტებითი ბარათის თანახმად, ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე N0--------------- 8035 კვ.მ მიწის ნაკვეთის ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონასა და სპეციალურ ზონა 1-ს შორის კონტური დაზუსტდა და ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 4------------ სხდომის ოქმის საფუძველზე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა სპეციალურ ზონა 1-ით შეიცვალა.
საქმის მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის N2------ ბრძანებით, დადგინდა თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასატრო კოდი N0---------------) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 5 ნოემბრის N2------ ბრძანებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დისპანსერის არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ქალაქ თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარე 5000 კვ.მ N0--------------- მიწის ნაკვეთზე დისპანსერის მშენებლობის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს 4 ხის მოჭრის ნებართვა ეთხოვა, რაზედაც თანხმობა გასცა აღნიშნულმა სამსახურმა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერი №1---- დადგენილებაზე რომლითაც დამტკიცდა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი“. აღნიშნული შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. მითითებული წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობის უფლებით გადაცემის წესს და პირობებს.
აღნიშნული წესის მე-4 ნაწილის თანახმად, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – „სააგენტო“), რომელიც ამზადებს საკითხს. ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა ან „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს სააგენტოს. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის.
ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 1 ივლისის N2-------- განკარგულების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N2-- განკარგულებისა და მათ საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 28 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების დადებისას კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამდენად პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ საქმის მასალებით და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებებით, უდავოდ დასტურდება გასაჩივრებული აქტების უკანონობა და ასევე ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგეობა.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს სადავოდ გამხდარ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის N2----- დადგენილებაზე და განმარტავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.
პალატა მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტზე რომლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი).
თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით. ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები).
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ სადავო ნორმატიული აქტით ცვლილებები შევიდა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილებაში, რომელიც გამოცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს მითითებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს.
პალატა მიუთითებს ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის ნორმები და წესები არის დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-31 მუხლის თანახმად, დასახლების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიის ცალკეული ნაწილების გამოყენება და განვითარება უნდა შეესაბამებოდეს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საერთო პირობებსა და მოთხოვნებს, ასევე მთელი ტერიტორიის გამოყენება და განვითარება უნდა ითვალისწინებდეს მისი შემადგენელი ნაწილების განვითარების პირობებსა და მოთხოვნებს (ვერტიკალური და ჰორიზონტალური თანამშრომლობა).
კანონის 24-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების თანახმად, დასახლებათა სივრცით -ტერიტორიული დაგეგმვის ინიციატორი არის შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის უფლებამოსილი ორგანო, ხოლო თუ დაგეგმვა მოიცავს რამდენიმე დასახლებას – შესაბამისი რაიონების ადგილობრივი მმართველობის უფლებამოსილი ორგანოები. დასახლებათა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის საჭიროებას ასაბუთებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის უფლებამოსილი ორგანო.
ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის სპეციალურ უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება. მოცემულ შემთხვევაში პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ოქტომბრის N2----- დადგენილებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე დაზუსტდა კონკრეტულ ტერიტორიაზე ფუნქციური ზონების საზღვრები, კერძოდ, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონასა და სპეციალურ ზონა 1-ს შორის კონტური დაზუსტდა და ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონა სპეციალურ ზონა 1-ით შეიცვალა. დადგენილია, რომ აღნიშნული ცვლილებით მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი ფუნქციური ზონა შესაბამისობაში მოვიდა მის გამოსაყენებლად განსაზღვრულ პირობებთან, რაც საზოგადოებრივი საჭიროებით იყო მოტივირებული, სადავო ცვლილებით მოსარჩელისათვის მიყენებული პირდაპირი და უშუალო ზიანი კი წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ საკითხზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, 75-ე მუხლის "დე", "ეთ" და "ეკ" ქვეპუნქტების, 122-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N1---- დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთხოვა განეხილა და შეეთანხმებინა ქ. თბილისში, ხ----------ის ქუჩის მიმდებარედ, 5000 კვ.მ (საკადასტრო კოდი N0---------------) მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის საკითხი.
პალატა საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესწავლილი და განხილული იქნა ქალაქ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე. საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრებს შენიშვნა არ ჰქონიათ, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით ქ. თბილისში ხ----------ის ქუჩის მიმდებარედ 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ0---------------) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის თაობაზე - საკითხი გატანილი იქნეს საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 16 ივლისის N515 ბრძანების საფუძველზე ქალაქ თბილსის საკრებულოში დაინიშნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2015 წლის 17 ივლისის სხდომაზე N31 ოქმით მიღებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი, ხოლო 2015 წლის 17 ივლისს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე (ოქმი N18) აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე წარდგენილი იქნა 23-ე საკითხად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მიერ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემულ ცნობაზე (იხ. ტომი მეორე გვ.143.) რომლის თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის რიგგარეშე სხდომის #18-ის დღის წესრიგის საკითხის კენჭისყრის დროს სხდომაზე იმყოფებოდა საკრებულოს 32 წევრი (ქვორუმი 26 წევრი) მათგან 22-მა მხარი დაუჭირა აღნიშნულ საკითხს, თავი არავის შეუკავებია და წინააღმდეგი არავინ ყოფილა. 10 წევრმა კი კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რაც დადასტურებულია კენჭისყრის ანგარიშის ამონაბეჭდით.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის სხდომის 23-ე საკითხის სახელობითი კენჭისყრის ანგარიშზე (იხ. ტომი მეორე გვ.106-108.); თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის #515 ბრძანება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის საჯაროდ გასაცნობად გამოქვეყნების შესახებ (იხ. ტომი პირველი გვ.148-152.); თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროსა და საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი#18 (იხ. ტომი პირველი გვ.148-152.); საქმეში ასევე წარმოდგენილია 2015 წლის 14 ივლისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომის ოქმი (გარემოს დაცვის კომისიასთან ერთად) (იხ. ტომი პირველი გვ.175-180.).
რაც შეეხება მოთხოვნას ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 ოქტომბრის N20-100 დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ "ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ საკითხზე, რომ 2015 წლის 25 ივნისს ქ. თბილისის საკრებულოში შევიდა ქ. თბილისის მერის N04/11917 წერილი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის N2-1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მოთხოვნილი იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილულიყო პროექტი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დადგენილია, რომ 2015 წლის 24 სექტემბერს გამოიცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N891 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ. ასევე რეგლამენტის შესაბამისად, საკითხი მომზადდა ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიაში. კომისიამ წარადგინა დასკვნა, რომ კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევდა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი ქ. თბილისის ცალკეული ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმების, განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების პროექტები გატანილი იქნეს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად. საკითხი განიხილა საკრებულოს ბიურომ და შეტანილი იქნა დღის წესრიგში საკრებულოს სხდომაზე განსახილველად. ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღეული იქნა 2015 წლის 2 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“, ისევე როგორც მისი ბავშვთა განყოფილება სადავო აქტების გამოცემამდე ფუნქციონირებდა და ბავშვთა განყოფილებისათვის ახალი ნაგებობის აშენება მოსარჩელის მიმართ არსებითი ზიანის მომტან ქმედებად ვერ ჩაითვლება, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო პალატაში წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება მშენებლობისა თუ ხეების მოჭრის კანონირების შეფასებას, იგი განსახილველი დავის საგანს სცდება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა სრულყოფილად და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად მიღებული იქნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ არ დგინდება გასაჩივრებული აქტების ბათილობის სამართლებრივი წინაპირობები, ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები შეესაბამება კანონმდებლობას, ხოლო საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი არგუმენტი და მტკიცებულება მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც პირველი ინსტანციის და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
საქმეში წარმოდგენილ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
აპელანტის მ--- დ---------ის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--- დ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები: ილონა თოდუა
შოთა გეწაძე