განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-656-2018 წელი
№110100118002604504
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
15 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ს---–--- ჩ----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ს---–--- ჩ----ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ზ------------------------------–---------ში, მსჯავრდებულია ზეს-ტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვე-თა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ს---–--- ჩ----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 24 ივლისის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 1 ივლისის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ჯ--–--- გ---–--------- ქორწინებაში იმყოფება ს---–--- ჩ----ესთან. ისინი ერთად ცხოვ-რობენ ზ------------------------------–---------ში. თანაცხოვრების პერიოდში, მათ, შეეძი-ნათ და ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი. 2017 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ზ------------------------------–---------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ს---–---- ჩ----ემ, განაწყენების ნიადაგზე, რამდენჯერმე დაარტყა ხელი გვერდების არეში ჯ--–--- გ---–---------ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ჯ--–--- გ---–--------- ქორწინებაში იმყოფება ს---–--- ჩ----ესთან. ისინი ერთად ცხოვ-რობენ ზ------------------------------–---------ში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძი-ნათ და ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი. 2018 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ზ------------------------------–---------ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აი-ვანზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ს---–--- ჩ----ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და მკლავების არეში ჯ--–--- გ---–---------ს, რო-მელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ს---–--- ჩ----ის მიმართ პირობითი სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ს---–--- ჩ----ის მიერ ჩადენილი დანა-შაულის ხასიათის და საშიშროების გათვალისწინებით არსებობს დანაშაულებრივი ქმე-დების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთადაც აუცილებელია მკაცრი სას-ჯელის გამოყენება, რაც გახდებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მყარი გარანტი. ს---–--- ჩ----ისათვის დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, სიმძიმეს და მისი დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეულ ზიანს, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ს---–--- ჩ----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით (2 ეპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულ ს---–--- ჩ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ს---–--- ჩ----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ს---–--- ჩ----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი არაა წარსულში ნასამართლევი, ასევე გაითვა-ლისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინე-ბული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედე-ბაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამ-ნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართ-ლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოცია-ლიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გა-მოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრუ-ლად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილ-ში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი ს---–--- ჩ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ს---–--- ჩ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ს---–--- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 24 ივლისის ეპიზოდი, 2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწი-ნებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ს---–--- ჩ----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
ს---–--- ჩ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნ-დეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
ს---–--- ჩ----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -
2018 წლის 1 ივლისიდან, 2018 წლის 9 ივლისის ჩათვლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ს---–--- ჩ---ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგი-ლი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონ-ტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებუ-ლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები – სსიპ 112-დან გამოთხოვილი ჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili