განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
200210016001398605
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/344-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2-19 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები - ეკატერინე ცისკარიძე, ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - მ--------------–---–-;

მოწინააღმდეგე მხარეები - სოფიო ს-----–---–ი, მარეხი ა-–--–-–---–ი, კ--------–---–---–-;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2-17 წლის 2- დეკემბრის გადაწყვეტილება;

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მორალური ზიანის ანაზღაურება;

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ს--------------–---–-ს სარჩელის (ძირითადი სარჩელში) მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეთა: მ--------------–---–-ს, მ--- თ------–---–ის, გ--–ა თ------–---–ის, დ-----ი თ------–---–ის, ნ-----–ა თ------–---–ისა და გიორგი კ----–--–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თ--–--ი, დ. აღ--–-----–ის შესხვ. 7, ბინა N2-, ს/კ N5-.2-.3-.0--.0-.5--. მ----- თ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელში): მოპასუხეებს: ს-----ო ს-----–---–სა და მ-----ი ა-–--–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ანაზღაურება - არ იქნა დაკმაყოფილებული. კერძო აღმასრულებლის კახა გ---–---–---–ის მიერ სააღსრულებო წარმოების უხეში დარღვევისა და აქედან გამომდინარე აუქციონის არასწორად ჩატარების გამო უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თ--–--ი, დ. აღ--–-----–ის შესხვ. 7, ბინა N2-, ს/კ N5-.2-.3-.0--.0-.5-- - არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

სადავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრში მოსარჩელე (ძირითად სარჩელში) ს-----ო ს-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. თ--–--ი, დ. აღ--–-----–ის გამზ., შესახვევი 7, ბინა N2-, ს/კ N5-.2-.3-.0--.0-/5--). უფლების რეგისტრაციის თარიღია: 16/12/2-15წ; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: განკარგულება NA----------------, დოკუმენტის თარირი: 08/12/2-15წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები (ძირითად სარჩელში): მ----- თ------–---–ი, (პ/ნ 2----------), მ--- თ------–---–ი (პ/ნ 2-00-061867), გ--–ა თ------–---–ი (პ/ნ 2----------), დ-----ი თ------–---–ი (პ/ნ 2-00-035003), ნ-----–ა თ------–---–ი (პ/ნ 2-40-071289) და გ------ი კ----–--–ი (პ/ნ 2-8500-0366) ფაქტობრივად ფლობენ აღნიშნულ უძრავ ნივთს (სადავო ბინას) და მათ ვერ წარმოადგინეს ვერც სანივთო და ვერც ვალდებულებითი სამართლებრივი საფუძველი სადაო ბინის ფლობის უფლების დასადასტურებლად.

 

მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) მ----- თ------–---–ის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება მოპასუხეების ს-----ო ს-----–---–ისა და მ-----ი ა-–--–-–---–ის მხრიდან მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული საფუძველი.

 

მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) მ----- თ------–---–ის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება მოპასუხეების ს-----ო ს-----–---–ისა და მ-----ი ა-–--–-–---–ის მხრიდან მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული საფუძველის არსებობა (გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხილის მე-2 და 413-ე მუხლის პირველი ნაწილით). კერძოდ, მოპასუხეების: ს-----ო ს-----–---–ისა და მ-----ი ა-–--–-–---–ის მიერ მოხდა მ----- თ------–---–ის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად ამ უკანასკნელმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი.

 

მ----- თ------–---–ს დაეკისრა თანხის გადახდა გ-- ს-----–---–ის სასარგებლოდ. სააღსრულოებო ფურცლის საფუძვლეზე უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანს შეადგენდა მ----- თ------–---–ის კუთვნილი ფათი 70.50 კვ.მ, ბინა N2-, მდებარე: თ--–--ი, დ. აღ--–-----–ის გამზირი, შესახევი 7, ს/კ (5-.2-.3-.0--.0-.5--).

 

აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა: სესხის ძირითადი თანხა 9 000 აშშ დოლარი, გადაუხდელი პროცენტი 1150 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე (შემცირებული) სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე 630 ლარი, აგრეთვე სააღსრულებო ხარჯები 12-.72 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის ასევე კანონმდებლობით გათვლისწინებული შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება კერძო აღმასრულებლის კ--- გ---–---–---–ის მიერ მ----- თ------–---–თან მიმართებაში აღსასრულებელი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.

 

სააღსრულებო ბიუროს განკარგულება NA----------------, (დამოწმების თარიღი 08/12/2-15 წელი, იძულებითი აუქცინის ჩატარების შედეგად სადაო უძრავი ნივთის ს-----ო ს-----–---–ის საკუთრებაში სააჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი, დღემდე ბათილად არ არის ცნობილი და კანონიერ ძალაშია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.2. საჯარო რეესტრში მოსარჩელე (ძირითად სარჩელში) ს-----ო ს-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. თ--–--ი, დ. აღ--–-----–ის გამზ., შესახვევი 7, ბინა N2- ს/კ N5-.2-.3-.0--.0-/5--). უფლების რეგისტრაციის თარიღია: 16/12/2-15წ; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: განკარგულება NA----------------, დოკუმენტის თარიღი: 08/12/2-15წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები (ძირითად სარჩელში): მ----- თ------–---–ი, , მ--- თ------–---–ი , გ--–ა თ------–---–ი , დ-----ი თ------–---–ი, ნ-----–ა თ------–---–ი და გ------ი კ----–--–ი ფაქტობრივად ფლობენ აღნიშნულ უძრავ ნივთს (სადავო ბინას) და მათ ვერ წარმოადგინეს ვერც სანივთო და ვერც ვალდებულებითი სამართლებრივი საფუძველი სადავო ბინის ფლობის უფლების დასადასტურებლად.

 

მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) მ----- თ------–---–ის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება მოპასუხეების ს-----ო ს-----–---–ისა და მ-----ი ა-–--–-–---–ის მხრიდან მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული საფუძველის არსებობა (გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხილის მე-2 და 413-ე მუხლის პირველი ნაწილით). კერძოდ, მოპასუხეების ს-----ო ს-----–---–ისა და მ-----ი ა-–--–-–---–ის მიერ მოხდა მ----- თ------–---–ის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად ამ უკანასკნელმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი.

 

საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად: ფორმა IV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არ დასტურდება წარსულში სამჯერ იშემური ინსულტის გადამტან მ----- თ------–---–ს ს-----ო ს-----–---–მა და მ-----ი ა-–--–-–---–მა მეოთხედ მიაღებინეს ინსულტი უფრო დამძიმებული დიაგნოზით, რასაც ენცეფატოპათია ჰქვია (ს. ფ. 51-57).

 

მ----- თ------–---–ის განცხადების საფუძველზე, სადაც იგი მიუთითებდა ს-----ო ს-----–---–ის მხრიდან მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თ--–--ის რაიონული სამმართველოს ნაფარეულის პოლიციის განყოფილების მიერ მოხდა განცხადებაში მითითებეული ფაქობრივი გარემოებების შესწავლა, რის შედეგადაც არ გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. აღნიშნულის გამო არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე (ს. ფ. 28).

 

მ----- თ------–---–ს დაეკისრა თანხის გადახდა გ-- ს-----–---–ის სასარგებლოდ. სააღსრულებო ფურცლის საფუძვლეზე უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანს შეადგენდა მ----- თ------–---–ის კუთვნილი ფართი 70.50 კვ.მ, ბინა N2-, მდებარე: თ--–--ი, დ. აღ--–-----–ის გამზირი, შესახევი 7, ს/კ (5-.2-.3-.0--.0-.5--).

 

აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა: სესხის ძირითად თანხა 9 000 აშშ დოლარი, გადაუხდელი პროცენტი 1150 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე (შემცირებული) სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე 630 ლარი, აგრეთვე სააღსრულებო ხარჯები 12-.72 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის ასევე კანონმდებლობით გათვლისწინებული შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება კერძო აღმასრულებლის კ--- გ---–---–---–ის მიერ მ----- თ------–---–თან მიმართებაში აღსასრულებელი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.

 

სააღსრულებო ბიუროს განკარგულება NA----------------, (დამოწმების თარიღი 08/12/2-15 წელი, იძულებითი აუქციონის ჩატარების შედეგად სადავო უძრავი ნივთის ს-----ო ს-----–---–ის საკუთრებაში სააჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი, დღემდე ბათილად არ არის ცნობილი და კანონიერ ძალაშია.

 

შესაბამისად, ს-----ო ს-----–---–ის სარჩელის მოთხოვნას (ძირითად სარჩელში) სამართლებრივი საფუძველი გააჩნია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ----- თ------–---–ის სარჩელის მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელში) უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ს-----ო ს-----–---–ი არ წარმოადგენდა მ----- თ------–---–ის კრედიტორს. გ-- ს-----–---–სა (კრედიტორი) და მ----- თ------–---–ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს შედგა შეთანხმება, რომ მ----- თ------–---–ის ქონება არ გაიყიდებოდა. ს-----ო ს-----–---–ის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამდენად, სახეზე იყო მორალური ზიანის დაკისრების საფუძველი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგ--მ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №793-/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.2-; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

მ----- თ------–---–ი არ წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელს. მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს სადავო უძრავ ქონებას და მოსარჩელეს არ აძლევს აღნიშნული ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრში მოსარჩელე (ძირითად სარჩელში) ს-----ო ს-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ.თ--–--ი, დ. აღ--–-----–ის გამზ., შესახვევი 7, ბინა N2- , ს/კ N5-.2-.3-.0--.0-/5--). პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტს. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მასზე, რომ ვინაიდან, არსებული მდგომარეობით რეესტრის ჩანაწერების თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრედ ს-----ო ს-----–---–ი ფიქსირდება, მოპასუხე ვერ იქნება მიჩნეული სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელად.

 

4.2. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის, პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ზიანის ერთ-ერთ ნაირსახეობას მორალური ზიანი წარმოადგენს, რომელიც დაკავშირებულია პიროვნების სულიერ, ფსიქიკურ განცდებთან, ტანჯვასთან. მორალური ზიანის მიყენება შესაძლებელია როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებების დარღვევით. განსხვავებულია მათი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი. მორალური ზიანი ქონებრივი უფლების ხელყოფის ვითარებაში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ითვალისწინებს ამგვარ ურთიერთობას კანონმდებელი. აღნიშნული მიდგომა განპირობებულია იმით, რომ ქონებრივი ზიანი ყოველთვის ანაზღაურდება, ხოლო ქონებრივი ზიანით მიყენებული მორალური ზიანი დამატებით ანაზღაურებადი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ როცა იგი დამოუკიდებლად გარკვეულ მნიშვნელობას იძენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ქონებრივი ზიანი ავტომატურად გამოიწვევდა ასევე მორალური ზიანის არსებობას, რადგან ქონებრივი დანაკლისის განცდა ადამიანისათვის ყოველთვის სულიერი დისკომფორტის, მორალური ტრამვის გამომწვევია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონმდებლის მიერ მხოლოდ ნაწილის გამოყოფა ხდება და ამდენად პირის ფიზიკური თუ ზნეობრივი ტანჯვა ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. სწორედ აღნიშნულზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 413-ე მეხლის მე-2 ნაწილის დანაწესი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები თავის სულიერ-ფსიქიკურ ტანჯვას უკავშირებენ უძრავი ნივთის მესაკუთრის მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, რა დროსაც მოპასუხეს დაუზიანდა ჯანმრთელობა (ინსულტი).

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) მ----- თ------–---–ის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება მოპასუხეების ს-----ო ს-----–---–ისა და მ-----ი ა-–--–-–---–ის მხრიდან მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული საფუძველის არსებობა (გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხილის მე-2 და 413-ე მუხლის პირველი ნაწილით). კერძოდ, არ დასტურდება იმ გარემოების არსებობა, რომ მოპასუხეების ს-----ო ს-----–---–ის და მ-----ი ა-–--–-–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოხდა მ----- თ------–---–ის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2- დეკემბრის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დასახელებული კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო აპელანრი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ----- თ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2-17 წლის 2- დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ანა გოგიშვილი

 

მოსამართლეები ხათუნა არევაძე

 

ეკატერინე ცისკარიძე