განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100116001471364
საქმე №1ბ/1002-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თ---–---- სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
ლევან თევზაძე
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: თე---------ს
ადვოკატების: ან----------------------ს და გი---------------–---–-ს
გამართლებულის: ბი--------------–---–-ს
მონაწილეობით,კა------------–----------------------ს განყოფილების პროკურორის თე---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბი--------------–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- მცხოვრები: თ---–--------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით, ბი--------------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ბი--------------–---–ს ბრალი ედებოდა მასში, რომა მან ჩაიდინა მითვისება, ე.ი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 22 თებერვალს თ---–---- საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „-------------- (ს/ნ 2--------). საზოგადოების საქმიანობის სფეროა ბუნებრივი და თხევადი გაზის რეალიზაცია.
შპს ,,გ------------“ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე გაზის საჩამომსხმელო ბაზებიდან ახდენს თხევადი გაზის რეალიზაციას, მათ შორის გუ--------ს გაზის საჩამომსხმელო ბაზიდან, რომელიც შპს „გ------------ს“ კერძო საკუთრებაა.
საჩამოსხმელო ბაზები დამოუკიდებლად აწარმოებენ ბუღალტერიას და სალაროს. კერძოდ, ბაზებიდან რეალიზებულ (გაყიდულ) საქონელზე ადგილზე იწერება შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, სალაროს შემოსავლის ორდერები და სხვა, ხოლო გაზის რეალიზაციის შედეგად სალაროში შესული თანხები თითოეული ბაზის დირექტორს პერიოდულად სრულად შეაქვთ შპს „გ------------ს“ სათაო ოფისის სალაროში, რაზეც ასევე იწერება შესაბამისი სალაროს შემოსავლის ორდერები.
2008 წლის 1 მარტს შპს „გ------------ს“ გუ--------ს გაზის საჩამომსხმელო ბაზის დირექტორად დაინიშნა ბი--------------–---–-, რომელსაც 2010 წლის 30 სექტემბრამდე დროის პერიოდში ეკავა აღნიშნული თანამდებობა.
2010 წლის აგვისტო-სექტემბერის თვეებში გუ--------ს გაზის საჩამომსხმელო ბაზიდან რეალიზებული გაზის საფასური ბი--------------–---–მა არასრულად შეიტანა კომპანიის სათაო ოფისის სალაროში. კერძოდ, 2010 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის დროის პერიოდში გუ--------ს გაზის საჩამომსხმელო სადგურის მიერ სხვადასხვა ინდ. მეწარმეებზე და ორგანიზაციებზე, დღგ-ს ჩათვლით რეალიზებულია სულ 232809,02 ლარის ღირებულების თხევადი აირი. გარდა აღნიშნულისა დისტრიბუტორების მიერ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიხედვით რეალიზებულია 1200 ლარის ღირებულების თხევადი აირი, ხოლო სალარო აპარატის ჩეკებით რეალიზებულია 9974,95 ლარის ღირებულების თხევადი აირი. სულ რეალიზაციის შედეგად მიღებული თხევადი აირის ღირებულება შეადგენს 243983,97 ლარს. მაშინ, როდესაც 2010 წლის 01 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „გ------------ს“ სათაო ოფისის სალაროში ბი--------------–---–მა შეიტანა მხოლოდ 59757.56 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა მიითვისა.
შპს „გ------------ს“ გუ--------ს გაზის საჩამომსხმელო სადგურის მიერ, 2010 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეალიზაციის შედეგად მიღებული თხევადი აირის მთლიან ღირებულებასა და ბი--------------–---–-ს მიერ შპს „გ------------ს“ სათაო ოფისის სალაროში შეტანილ, ასევე შპს „გ------------ს“ ანგარიშზე გადარიცხულ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 182808.91 ლარს.
ამდენად, შპს „გ------------ს“ გუ--------ს გაზის საჩამომსხმელო სადგურის დირექტორად მუშაობის პერიოდში, ბი--------------–---–მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „---------------ს კუთვნილი ფულადი თანხა 182808.91 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა შპს „---------------ს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კა------------–----------------------ს განყოფილების პროკურორმა თე---------მ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, ბი--------------–---–-ს მიმართ იმავე კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც უტყარად ადასტურებდნენ ბი--------------–---–-ს ბრალეულობას და არ არსებობდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
პალატა უპირველესად აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დეტალურად იქნა გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შინაარსობრივი მხარე სადაო არ არის. შესაბამისად, პალატა განაჩენში განმეორებით აღარ მოიყვანს ამ მტკიცებულებებს და ყურადღებას გაამახვილებს ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და რამდენად საკმარისია ეს მტკიცებულებები ბი--------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.
აპელანტი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ძირითადად ეყრდნობა სამ გარემოებას, კერძოდ, ა) მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ გაზის რეალიზაციით მიღებულ თანხებს უშუალოდ აძლევდნენ ბი--------------–---–ს; ბ) დაზარალებულის წარმომადგენლის ნა-------–------ს, შპს „გ------------ს“ სათაო ოფისის ბუღალტრის და მოლარე ოპერატორის მა----------–-ს და ქე-------------ს ჩვენებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ ბი--------------–---–-, როგორც ბაზის დირექტორი, იყო მატერიალურად პასუხისმგებელი პირი და მას ევალებოდა გაზის რეალიზაციით მიღებული თანხების სათაო ოფისის ბუღალტერიაში შეტანა; გ) საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შპს „გ------------ს“ გუ--------ს გაზის საჩამომსხმელო სადგურის მიერ, 2010 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეალიზაციის შედაგად მიღებული თხევადი აირის მთლიან ღირებულებასა და ბიძ--------------–---–-ს მიერ შპს „გ-------------ს“ სათაო ოფისის სალაროში შეტანილ, ასევე შპს „გ------------ს“ ანგარიშზე გადარიცხულ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 182.808.91 ლარს.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე უდაოდ დგინდება, რომ 2010 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში, მათ როგორც თავიანთი, ისე შპს „გ------------ს“ კუთვნილი ცისტერნებით გუ--------ს საჩამომსხმელო ბაზიდან გაჰქონდათ თხევადი გაზი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მოწმეთა ნაწილი: ვლ---------–--------------------------–---–--------------------–---–-----------------–------------–----------–---–--------–------–--------------------–---–ი თავიანთ ჩვენებებში უთითებენ, რომ ისინი უშალოდ ბი--------------–---–ს უხდიდნენ რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას, მოწმები: ლ--------------–---–----------------–-–---–--------------------–--------------–---–---–------------------ე უჩვენებენ, რომ ბი--------------–---–-ს გარდა თანხას აძლევდნენ მძღოლებს, რომლებსაც ადგილზე მიჰქონდათ მათთან გაზი, ხოლო მოწმეთა ნაწილი: ლე------------–-–---–-----------------–-–---–---–--–------------–---–-----–-----------ე, განმარტავენ, რომ თანხას აძლევდნენ მძღოლს -„ლ----ს“, ჩამომსხმელს, საწყობის გამგეს, ბუღალტერს, ხოლო მოწმე მი----–---------–-–---–-ა საერთოდ უარყო ბი--------------–---–თან ნაცნობობა და უჩვენა, რომ თანხას აძლევდა პა----------–---–ს და მას სად მიჰქონდა, არ იცის.
გარდა ამისა, აღნიშნულმა მოწმეებმა კატეგორიულად უარყვესს შპს „გ------------ს“ მიმართ რაიმე დავალიანების არსებობა და განმარტეს, რომ მათ სრულყოფილად აქვთ გადახდილი თანხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ რეალიზაციისათვის გაზის ახალ პარტიას ბაზიდან არ გაატანდნენ.
პალატა მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეები ბი--------------–---–-ს გარდა ჩვენებებში, მიუთითებენ მძღოლებზე, ვისაც გაზის რეალიზაციიით მიღებულ თანხებს ატანდნენ. ძირითადად ფიგურირებენ გო-----------–---–ი, ზოგიერთ შემთხვევაში შა-–-----------–---–ი, ხოლო მოწმე კუ----------–-–---–ი ასახელებს ვინმე „ბა-----ს“ და „ნუ-------ს“. გო-- და შა-–-----------–---–ების შესახებ ბრალდების მხარისათვის გამოძიების ეტაპზეც ცნობილი იყო, თუმცა მათი დაკითხვა არ მომხდარა. პალატა მიიჩნევს, რომ მოწმეების ჩვენებებიდან გამომდინარე, გამოძიება ვალდებული იყო ისინი დაეკითხა, თუნდაც იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამებოდა მოწმეთა ჩვენებები სინამდვილეს, დადებით შემთხვევაში მძღოლები აძლევდნენ თუ არა ბი--------------–---–ს გაზის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს, ან აღნიშნული თანხები პირდაპირ შეჰქონდათ თუ არა გუ--------ს ბაზის ბუღალტერიაში.
- პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ვლ---------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2010 წლის აგვისტომდე მუშაობდა შპს „გ------------ს“ გუ--------ს ბაზაზე მწონავად. 2010 წლის მაისის თვეში ბაზაზე ბი--------------–---–-ს მოადგილედ მოვიდა „გ-----“, რომლის გვარიც არ იცის, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა ბაზას. მოწმემ განმარტა, რომ ბაზაზე შესულ ვაგონებს აკლდა ხოლმე გაზი, ამასთან, გ-----ს თანდასწრებით გადაწონეს შემოსული ვაგონი და აკლდა დაახლოებით 1500 კილოგრამი გაზი, რაზეც ბი--------------–---–მა დაურეკა გენერალურ დირექტორს გი----------ს, რომელსაც სთხოვა ბაზაზე ჩასვლა, რათა დასწრებოდა აღნიშნულ პროცესს. ამის შემდეგ გი---------- ჩავიდა ბაზაზე, რომლის თანდასწრებითაც აღმოჩნდა გაზის დანაკლისი, კერძოდ, საბუთში ეწერა მეტი რაოდენობა, ხოლო რეალურად იყო ნაკლები, რაზეც ბი--------------–---–სა და გი----------ს შორის მოხდა კამათი, რის შემდეგაც ბი--------------–---–- ბაზაზე აღარ უნახავს.
პირველი ნსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე გუ-----–----–---–--.
ბრალდების მხარისთვის გამოძიების ეტაპზევე იყო ცნობილი გ----- გე-------–---–-ს პიროვნების შესახებ, რაც დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული მოწმე თო--------------ს ჩვენებით, სადაც მოწმე განმარტავს, რომ მას უშუალო შეხება ჰქონდა გუ---- და გო-----------–---–ებთან, ხოლო ანგარიშწორებას აწარმოებდა „გ-----სთან“. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარის მიერ არც გამოძიებაში და არც სასამართლოში აღნიშნილი პიროვნება არ დაუკითხავს და არ დაუდგენია, რა შეხება ჰქონდა მას გუ--------ს ბაზასთან და გაზის რეალიზაციისაგან ამოღებულ თანხებთან.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გუ--------ს საჩამომსხმელო ბაზას გააჩნდა ბუღალტერია, სადაც ბუღალტერი იყო ნა----–----------–---–ი, ხოლო მოლარე თინ-------------–-–---–ი. ბუღალტერიაში უნდა შესულიყო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები და შესაბამისად, გაიცემოდა შემოსავლის ორდერები, რაზედაც ხელს აწერდნენ ბუღალტერი და მოლარე. ბრალდების მხარეს არც გამოძიების და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში ბუღალტერი და მოლარე არ დაუკითხავს. პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აღნიშნული პირების დაკითხვა არ მომხდარა, ვინაიდან მოწმეები მათთან დაკავშირებით ჩვენებებაში არ მიუთითებდნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, შპს „გ------------ს“ სათაო ოფისის მოლარე- ბუღალტერმა, მაი---------–-ა და მთავარმა ბუღალტერმა ქე-------------მ განმარტეს, რომ გუ--------ს ბაზის ბუღალტერია შემოსავლის ორდერებს არ გასცემდნენ თუ რეალურად ბუღალტერიაში თანხა არ იქნებოდა შესული. საქმეში კი წარმოდგენილია შემოსავლის ორდერები, რომელსაც ხელს აწერენ ბუღალტერი, მოლარე, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათზე ხელმოწერები არ არის.
პალატის აზრით, გუ--------ს ბაზის ბუღალტრისა და მოლარის დაკითხვა თუნდაც შემოსავლის ორდერებთან დაკავშირებით, იყო აუცილებელი, რომ არაფერი ვთქვათ, იმ გარემოების დასადგენად ბი--------------–---–ს როდის, დროის რა შუალედში შეჰქონდა თანხები ბუღალტერიაში, ასევე მძღოლებს ან სხვა პირებს, რომლებზედაც მოწმეები უთითებენ, რეალურად რა შეხება ჰქონდა ბუღალტერიასთან.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, საქმის განხილვისას პალატამ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ბრალდების მხარისაგან პასუხი ვერ მიიღო.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც ფინანსური კატეგორიის საქმეზე სრულყოფილად არ არის დადგენილი არსებითი მნიშვნელობის გარემოებები და დაკითხული არ არიან ის პირები, რომლებსაც უშუალოდ შემხებლობა ჰქონდათ საზოგადოების ბუღალტერიაში თანხების მოძრაობასთან, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაციით, უტყუარად ამტკიცოს ბი--------------–---–-ს ბრალეულობა.
პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ იგივე მტკიცებულებების საფუძველზე და იგივე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ბი--------------–---–-ს ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, ა) სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობისთვის აუცილებელი კომერციული საზოგადოება შპს „გ------------ს “ სახით; ბ) დანაშაულის სუბიექტი- ბი--------------–---–-, რომელიც 2008 წლის 1 მარტის ბრაძანებით დაინიშნა შპს „გ------------ს“ გუ--------ს გაზის საჩამომსხმელო სადგურის დირექტორად და იმავდროულად, იყო იმავე ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე და შესაბამისად, სარგებლობდა ხელმძღვანელობითი ფუნქციით; გ) დანაშაულის ობიეტი - შპს „გ------------ს“ კანონიერი ინტერესი, რომელსაც მიადგა ზიანი, დ) ობიექტური მხარის სამივე შემადგენელი ელემენტი- ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მნიშვნელოვანი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ბი--------------–---–-ს ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის; ე) პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედება, თავისი გამორჩენის მიღების მიზნით.
პალატა მიიჩნევს, რომ ბი--------------–---–-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია სამი გარემოება, კერძოდ 1) მოწმეები პირდაპირ მიუთითებენ, რომ გაზის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს აძლევდნენ ბი--------------–---–ს და ამ შემთხვევაში პალატა ვერ გაიზიარებს ამ უკანასკნელის პოზიციას, თითქოსდა ამ მოწმეების უმრავლესობას ის არ იცნობს; 2) შპს „გ------------ს “ სათაო ოფისის მთავარი ბუღალტერის ქე-------------ს, ამავე ორგანიზაციის მოლარე მა----------–-ს, ასევე დაზარალებულის წარმომადგენლის ნა-------–------ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ბი--------------–---–- იყო გუ--------ს ბაზის დირექტორი და იმავდროულად, შპს „გ------------ს “ გენერალური დირექტორის მოადგილე. ის იყო მატერიალურად პასუხისმგებლი პირი და მხოლოდ მას და არა ბუღალტერს შეჰქონდა სათაო ოფისის ბუღალტერიაში გაზის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები. ბი--------------–---–-ს მიერ 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში შეტანილი თანხები იყო ივლისის თვის ნავაჭრი თანხა, ხოლო აგვისტოს ბოლოს შეტანილი თანხა იყო აგვისტოს თვის ნავაჭრი თანხის ნაწილი. ბი--------------–---–ს აგვისტოს თვის დანარჩენი და სექტემბრის თვის თანხა მათ ბუღალტერიაში არ შეუტანია და დავალიანება შეადგენდა დაახლოებით 200.000 ლარს;
3) 2015 წლის 7 ოქტომბრის საბუღალტრო ესპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ 2010 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის დროის პერიოდში გუ--------ს გაზის საჩამომსხმელო სადგურის მიერ სხვადასხვა ინდ. მეწარმეებზე და ორგანიზაციებზე, დღგ-ს ჩათვლით რეალიზებულია სულ 232809,02 ლარის ღირებულების თხევადი აირი. გარდა აღნიშნულისა , დისტრიბუტორების მიერ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიხედვით რეალიზებულია 1200 ლარის ღირებულების თხევადი აირი, ხოლო სალარო აპარატის ჩეკებით რეალიზებულია 9974,95 ლარის ღირებულების თხევადი აირი. სულ რეალიზაციის შედეგად მიღებული თხევადი აირის ღირებულება შეადგენს 243983,97 ლარს. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით 2010 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „გ------------ს“ სათაო ოფისის სალაროში ბი--------------–---–-ს მიერ შეტანილია 59757.56 ლარი. შპს „გ------------ს“ გუ--------ს გაზის საჩამომსხმელო სადგურის მიერ, 2010 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეალიზაციის შედეგად მიღებული თხევადი აირის მთლიან ღირებულებსა და ბიძ--------------–---–-ს მიერ შპს „გ-------------ს“ სათაო ოფისის სალაროში შეტანილ, ასევე შპს „გ------------ს“ ანგარიშზე გადარიცხულ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 182808.91 ლარს.
ამდენად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ბი--------------–---–მა, რომელიც იყო შპს „გ------------ს“ გუ--------ს ბაზის დირექტორი და იმავდროულად, შპს „გ------------ს “ გენერალური დირექტორის მოადგილე, ორგანიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად, თავისი გამორჩენის მიზნით და 2010 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეალიზაციის შედეგად მიღებული თხევადი აირის მთლიან ღირებულებასა და მის მიერ შპს „გ-------------ს“ სათაო ოფისის სალაროში შეტანილ, ასევე შპს „გ------------ს“ ანგარიშზე გადარიცხულ თანხას შორის სხვაობა 182808.91 ლარი არ შეიტანა ორგანიზაციის ბუღალტერიაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა არ წარმოადგენს მისთვის ისეთი ახალი ბრალდების წარდგენას, რომელიც თვისობრივად ან შინაარსობრივად სცდება მისთვის წარდგენილ თავდაპირველ ბრალდებას. ქმედების კვალიფიკაციის შეცვლით არ ხდება რაიმე ახალი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, ვინაიდან ბი--------------–---–-სთვის მითვისების კვალიფიკაციით წარდგენილი ბრალდება მოიცავდა ქმედების იგივე სახეს და ხერხს.
შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ბი--------------–---–-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე და მას ამ კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პალატა სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების სახეს, ხერხს, პიროვნების ასაკს და მიიჩნევს, რომ ბი--------------–---–-ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის გამამართლებელი განაჩენი ბი--------------–---–-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კა------------–----------------------ს განყოფილების პროკურორის თე---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის გამამართლებელი განაჩენი ბი--------------–---–-ს მიმართ გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3. ბი--------------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე.
ბი--------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ბი--------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას, ბიძ--------------–---–-ს მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განჩინებით 10 000(ათი ათასი)ლარის ნაწილში დაყადაღებულ გი--------------–---–-ს (პირადი №4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N5------------
5. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
6.ნივთმტკიცება:
- საქმეზე დართული შპს „გ------------დან“ ამოღებული დოკუმენტები რვა ტომად, ნა-------–------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ორ ტომად, ქე-------------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ერთ ტომად და ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი მასალების ლუქები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---- სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე