განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
080100117002063763
ინსტანცია
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100117002063763

საქმე №1/ბ-512-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის- დ------- ვ-----------ას

ადვოკატის- ი--- გ--------ის

გამართლებულის - გ------- დ------ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- პ---–-ს ძე დ------ს მიმართ, დაბადების თარიღი: 1--------- წ.პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, მ-----–-ს ქუჩა №2;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

გ------- დ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 3-------ს, ქუთაისში, შ-----–--ის ქუჩის და ი-----–- ა--–--ის გამზირის ცენტრალური საავტომობილო გზის კვეთასთან გ------- დ-----ემ ხელი დაარტყა ს------ ჩ----ეს ჯერ ცხვირში, ხოლო შემდეგ კი ტუჩის არეში, ასევე მუჭი დაარტყა მანქანის საჭესთან სავარძელზე მჯდომს მუცლის არეში ორჯერ. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენით გ------- დ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ-----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი და გ------- დ-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გ------- დ------ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არ ემყარება მოცემულ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- დ------ს მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს. საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასება-გააანალიზებით უტყუარად დადგენი-–--, რომ გ------- დ-----ემ ს------ ჩ----ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა დაუსაბუთებული გადაწყვეტილება და გ------- დ-----ე არასწორად იქნა გამართლებული.

 

გამართლებულ გ------- დ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ი--- გ--------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გამამართლებელი განაჩენი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს დ------- ვ-----------ას, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ გ------- დ-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი--- გ--------ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ------- დ------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენი-–--, რომ 2017 წლის 3-------ს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაულის გარემოებანი იყო შემდეგი: 2017 წლის 3-------ს ქუთაისში შ-----–--ის ქუჩაზე ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს ს------ ჩ----ეს და დაუზიანეს მანქანის სარკე.

 

შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით №------- დადგენი-–--, რომ საპატრულო ეკიპაჟის „102“ ოცეულის მეთაურმა დ. გ------------ამ ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელს ი---- ა-----ეს ტელეფონით აცნობა, რომ ქუთაისში, შ-----–--ის ქუჩაზე 1986 წელს დაბადებულ ს------ ჩ----ეს მისთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც იყო უცნობი ავტომანქანით, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანა ავტომანქანის მარცხენა გვერდითი სარკე.

 

შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით №------- დადგენი-–--, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. ინციდენტის თარიღი: 30/ივნისი/17 22:03:16. ინციდენტის ტიპი: შეურაცხყოფა სიტყვიერი/ფიზიკური. განმცხადებელმა ს------ ჩ----ემ 22:06:42 საათზე შეატყობინა, რომ მანქანაში შეუვარდა უცნობი და სცემა, სახეში დარტყა. ვინ მიაყენა შეურაცხყოფა არ იცის.

 

2017 წლის 3-------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის ი-–-- კ--------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების გ---- ლ-----ას და შ--–-- ფ---------ის, ექსპერტების ზ----- რ-------ისა და ბ------- უ----–--ის და თვით დაზარალებულ ს------ ჩ----ის მონაწილეობით. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 23:15 სთ-ზე და დასრულდა 23:50 სთ-ზე. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში შ-----–--ის ქუჩაზე არსებულ მობეტონებულ საავტომობილო გზაზე ი-----–- ა--–--ის გამზირის ცენტრალური საავტომობილო გზის კვეთასთან 40 მეტრის დაცილებით, სადაც დგას წინა მხარით ი-----–- ა--–--ის გამზირის მიმართულებით მობეტონებული საავტომობილო გზის მარჯვენა კუთხეში რუხი ფერის მერსედეს ბენცის სახ. C---------- ნომრის ავტომანქანა. დათვალიერებაში მონაწილე ს------ ჩ----ემ მიუთითა, რომ აღნიშნული ავტომანქანა არის მისი კუთვნილება. რამდენიმე წუთის უკან შ-----–--ის ქუჩასა და ი-----–- ა--–--ის კვეთასთან საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს მთავარ ქუჩაზე გადასვლამდე მისთვის უცნობმა ახალგაზრდა ბიჭმა თეთრი მაისურითა და მუქი ფერის შორტებით ჩაცმულმა აღნიშნულ ადგილზე მანქანაში საჭესთან მჯდომს აგინა დედისა და ახლობლების მისამართით. ფეხები რამოდენიმეჯერ დაარტყა მანქანის წინა მარცხენა კარებს, ნაწილობრივ მოტეხა იმავე კარებზე მიმაგრებული უკანა ხედვის სარკე და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას... უკანა ხედვის სარკე მოტეხილია მიმაგრების ადგილს და ნახევრად დაკიდებულია კარებზე... ს------ ჩ----ემ მიუთითა იმ ადგილის საავტომობილო გზის კუთხეს სადაც მისგან წასული ზემოხსენებული პირი მივიდა და ჩაჯდა თეთრი ფერის ,,ჰონდა ფიტის’’ მარკის სახ. X------ ნომრით ავტომანქანაში და მ-----–-ს ქუჩის მიმართულებით წავიდა. ... შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობისას, როდესაც ს------ ჩ----ე მიუთითებდა ზემოხსენებულ ადგილმდებარეობებს სიახლოვეს შეამჩნია და მიათითა შ-----–--ის ქუჩიდან ირ. ა--–--ის ქუჩის მიმართულებით ნელი სიჩქარით მოძრავ თეთრი ფერის ,,ჰონდა ფიტის“ მარკის სახ. ნომრით X------ ავტომანქანაზე და მის საჭესთან მჯდომ ახალგაზრდა, შავი ფერის თმითა და წვერით, თეთრი მოკლემკლავიანი მაისურითა და მოკლე მუქი ფერის შორტებში ჩაცმულ პირზე, რომელმაც მას რამოდენიმე წუთის უკან მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანა ავტომანქანის სარკე. ... შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ, რაიმე ნივთი, კვალი ან ობიექტი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული არ ყოფილა.

 

2017 წლის 01 ივლისს 03:35 სთ-დან 03:45 სთ-მდე პერიოდში გ------- დ------საგან გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებულ იქნა გ------- დ------ს კუთვნილი თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური წინა მხარეს შავი ფერის წარწერით „VO” და მუქი ფერის ლურჯ და სტაფილოსფერ ზოლებში გაწყობილი მოკლე შორტი, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. გამომძიებლის დადგენილების თანახმად, არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, რადგან დაყოვნებას შეიძლება გამოეწვია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან დაყოვნება შეუძლებელს გახდიდა აღნიშნული მონაცემების მოპოვებას.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ------- დ------საგან გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებულ ტანსაცმელზე რაიმე ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ 01.07.2017წ. 03:02-03:15 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ს------ ჩ----ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

- საქმის გარემოება: როგორც დადგენილებიდან ირკვევა: 2017 წლის 3-------ს დაახლოებით 22:00 სთ-ზე ქუთაისში შ-----–--ისა და ირ. ა--–--ის ქუჩების კვეთაზე ს------ ჩ----ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------- დ-----ემ.

- შესამოწმებლის განმარტებით: 2017 წლის 3-------ს დაახლოებით 21:00 სთ-ზე ქუთაისში მოძრაობდა თავისი ავტომობილით, რა დროსაც მეორე მანქანით მოსდევდა მისთვს უცნობი პირი. გააჩერებინა, გადმოხტა მანქანიდან და დაუწყო ცემა სახის არეში, რის გამო მიაყენა სხეულის დაზიანებები, არ იცის.

- ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, 01.07.2017წ. 03:02-03:15 სთ. უჩივის ტკივილს სახის არეში, კონკრეტულად ქვედა ტუჩის მიდამოში. მოქ. ს------ ჩ----ეს პირადი გასინჯვით სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენი-–--, რომ 01.07.2017წ. 04:24-04:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ------- დ-----ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ზემოაღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ.

 

2017 წლის 10 ივლისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი-–-- კ--------ემ ჩაატარა შსს რიცხული ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის დათვალიერება. დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენდა ქ. ქუთაისში ი-----–- ა--–--ის გამზირზე ე.წ. ავტოქარხნის გადასასვლელ ხიდთან ელ. ბოძზე მიმაგრებული შსს რიცხული ქალაქ ქუთაისის ვიდეომეთვალყურეობის კამერის ვიდეო ჩანაწერი. კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მოხდა აღნიშნულ მისამართზე მდებარე ვიდეო სამეთვალყურეო კამერის 2017 წლის 3-------ის 21:30 საათიდან 22:30 საათამდე დროის მონაკვეთის ვიდეო ჩანაწერის შემოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ვიდეო სამეთვალყურეო კამერა არ მუშაობს და შესაბამისად ზემოაღნიშნული ჩანაწერი არ არსებობს. აღნიშნული დათვალიერება დასრულდა.

 

საქართველოს შსს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო -კრიმინალისტიკური სამსახურის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 1994 წელს გამოშვებული “MERCEDES BENZ 200 D” სახ. ნომრით C-------- ავტომობილის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 100 (ას) ლარს.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–---- ს--------ამ.

 

საქართველოს შსს საექსპერტ -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო -კრიმინალისტიკურ სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის 1------- დასკვნით დადგენი-–--, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი “MERCEDES BENZ“-ის მოდელის სახელმწიფო ნომრით C-------- ავტომობილზე არსებული მექანიკური დაზიანების კვალი განვითარებულია რაღაც მექანიკური და ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

გაცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმე გ--- ხ-----ამ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ავტომანქანის მარკის, მოდელის, ძრავის მოცულობისა და სხვა მახასიათებლების შესახებ კითხვა არ იყო დასმული და თუკი მოითხოვდა აღნიშნულს გამომძიებელი, შესაბამისად სხვა კვლევა ჩატარდებოდა. ტექნიკური პასპორტი წარმოდგენილი არ ყოფილა. საკვლევ მანქანას სიძველისგან გამოწვეული საექსპლუატაციო ცვეთა, როგორიცაა ნაკაწრები, ნაფხაჭნები აღენიშნებოდა, თუმცა დაზიანება არა. ექსპერტმა მიუთითა, რომ მანქანაზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა არ ხდება საჭირო მეთოდიკის არარსებობის გამო.

 

მოწმის სახით დაიკითხულ დაზარალებულ ს------ ჩ----ის განმარტებით ირკვევა, რომ 2017 წლის 3-------ს ღამის საათებში, მეგობართან ერთად წყალტუბოდან მიემართებოდა ქუთაისში. მეგობარი უნდა დაეტოვებინა ავტოქარხნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ რაც მეგობარი დატოვა და განაგრძო გზა, რომელიც მოუწესრიგებელი იყო (თავდაპირველად კარგი გზით მოძრაობდა), იქვე ავტოქარხნის ტერიტორიაზე, კონკრეტულად ქუჩის დასახელება არ ახსოვს, პარლამენტის გვერდით ხიდთან არმისული, მდებარე ორ გამოსასვლელთან, მას დაახლოებით ერთი ან ერთნახევარი მეტრის მანძილზე მიუახლოვდა მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელიც სინათლეებს ხან ანთებდა, ხანაც აქრობდა. რადგან ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მანქანას სწრაფად ვერ ატარებდა, იფიქრა, რომ უცნობ პირს გავლა უნდოდა, იგი ეცადა გზის დათმობას. გზის მოუწესრიგებლობის მიუხედავად, მისი განმარტებით, მისი მანქანის მოძრაობას მტვერი არ გამოუწვევია. როდესაც მიუახლოვდა პარლამენტის მეორე გამოსასვლელს, მთავარი გზის მაჩვენებელ ნიშნულთან ახლოს გააჩერა მანქანა. მის უკანა მხარეს გაჩერდა მანქანა. ს------ ჩ----ესთან მივიდა უცნობი პიროვნება, რომელიც ურტყამდა მანქანას. უკანა ხედვის სარკე მოამტვრია ნახევრად, ურტყამდა მინას, კარი გააღო და შიგა ნაწილებსაც მისწვდა. თავად დაზარალებულსაც ახალ ნაოპერაციები მუცლის არეში ურტყამდა, რომელმაც ტკივილი გამოიწვია. ს------ ჩ----ეს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აიღო ტელეფონი, დარეკა 112-ში და გადასცა ინფორმაცია მომხდარის შესახებ. პარალელურად მოახერხა პიროვნებისა და ავტომობილის მონაცემების დამახსოვრება.

 

მისი განმარტებით, უცნობი პირი მობრუნდა და წავიდა მანქანით დასახლების მხარეს. მან არ იცის იყვნენ თუ არა კიდევ სხვა პირები ავტომანქანაში. შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა როგორც კრიმინალური პოლიცია, ასევე საპატრულო ეკიპაჟები და სამმართველოს უფროსი. სხვა მოქალაქეები თუ იმყოფებოდნენ ადგილზე, მას არ ახსოვს. მან მიაწოდა განყოფილების თანამშრომლებს პიროვნების შესახებ ინფორმაცია, ვიზუალური მახასიათებლები და ასევე ავტომანქანის მახასიათებლები, ფერი, მარკა, ნომერი. ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა დაზარალებულის მანქანა. მცირე დროის შემდეგ, ზუსტი საათი არ ახსოვს, სწორედ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ახლომდებარე ტერიტორიაზე გაირა სწორედ იმ ავტომანქანამ, რომელზედაც დაზარალებული მიუთითებდა. ავტომანქანის საჭესთან იჯდა იგივე პიროვნება, მან იცნო და უთხრა გამომძიებელს. საპატრულო ეკიპაჟი დაედევნა ავტომანქანას და შეაჩერა პარლამენტის ტერიტორიის გაყოლებაზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანა, მანამდე როცა მეგობარი მიჰყავდა სახლში, არ დაუნახავს. ეს პიროვნება აღმოჩნდა გვარად დ-----ე, რომელსაც არ იცნობს და მასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. მისთვის უცნობია რა შეიძლება ყოფილიყო თავდასხმის მიზეზი. მოწმემ სრულად დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება.

 

მოწმე გ---- ლ-----ას ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 3-------ს პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ს------ ჩ----ისაგან, მასზედ, რომ ქ. ქუთაისში შ-----–--ისა და ი-----–- ა--–--ის ქუჩის კვეთასთან უცნობმა მოქალაქემ მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შეტყობინებიდან მაქსიმუმ 5 წუთში, უკვე დაღამებული იყო, როდესაც ოპერატიული ჯგუფი უბნის ინსპექტორ- გამომძიებლების შემადგენლობით, კერძოდ, შ--–-- ფ---------ის, ა-–---------- ა--------ის, დ----- ე---------ისა და თავად გ---- ლ-----ას შემადგენლობით გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ს------ ჩ----ე რუხი ფერის ავტომანქანით, მერსედესის მარკის. მისი განმარტებით, როდესაც მოძრაობდა შ-----–--ისა და ა--–--ის ქუჩის კვეთაზე, მისთვის უცნობი მიზეზით, წინ გადაუდგა თეთრი ფერის ავტომანქანა, “Honda fit”-ის ფირმის, საიდანაც გადმოვიდა უცნობი პიროვნება და ს------ ჩ----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ფეხით დაუზიანა მარცხენა კარი და უკანა ხედვის სარკე. უცნობი პირი იყო დაახლოებით 25 წლამდე, ეცვა მოთეთრო ფერის მაისური და მუქი ფერის შორტი, ჰქონდა წვერი. ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, ადგილზე მივიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მათივე მონაწილეობით, ს------ ჩ----ესთან ერთად, გამომძიებელ ი-–-- კ--------ის, ასევე შ--–-- ფ---------ისა და გ---- ლ-----ას მიერ განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერდა დაზიანებული ავტომანქანის კარი და უკანა ხედვის სარკე, რომელიც ასევე იყო დაზიანებული. მოხდა დასურათება. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, მცირე დროის გასვლის შემდეგ, შ-----–--ის ქუჩიდან ნელი სვლით გაიარა “Honda fit”-ის ფირმის ავტომანქანამ, რომელიც გადაადგილდებოდა ი-----–- ა--–--ის გამზირისკენ. აღნიშნული დაინახა ს------ ჩ----ემ და გამომძიებელს მიუთითა, რომ სწორედ ეს მანქანა იყო, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გადაუდგა წინ და უცნობმა პიროვნებამ მიაყენა შეურაცხყოფა. მიუხედავად იმისა, რომ დაღამებული იყო, მოწმის განმარტებით, ირგვლივ საკმარისი განათება იყო მანქანისა თუ მასში მჯდომი პიროვნების დასანახად.

 

ა-–---------- ა--------ემ და დ----- ე---------ემ გამომძიებლის მითითებით გააჩერეს თეთრი ფერის ავტომანქანა, სადაც იჯდა 3 პიროვნება. საჭესთან მჯდომ პირზე მიუთითა ჩ----ემ, რომელიც, როგორც შემდეგ დადგინდა, იყო გ------- დ-----ე, რომელიც შემდეგ განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

მოწმე დ----- ე---------ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 3-------ს პოლიციის განყოფილებაში, საღამოს საათებში შევიდა შეტყობინება, რომ ქ. ქუთაისში შ-----–--ის ქუჩაზე პიროვნება, გვარად ჩ----ე ითხოვდა დახმარებას ცემის ფაქტზე. ის მაქსიმუმ 5 წუთში, ა-–---------- ა--------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე ერთდროულად გამოცხადნენ სხვა თანამშრომლებიც, საპატრულო ეკიპაჟიც. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ. ქუთაისში შ-----–--ისა და ი-----–- ა--–--ის ქუჩების კვეთაზე. დაღამებული იყო, თუმცა ღამის განათება ანათებდა გარემოს. მოქალაქე ჩ----ემ პოლიციას განუმარტა, რომ უცხო პირმა გააჩერა და სცემა უმიზეზოდ, მიუთითა ასევე მანქანის მარკა და ფერი, მისი გადაადგილების ტრაექტორია, პიროვნების ფიზიკური აღწერილობა, რომ იყო საშუალო აღნაგობის. მოწმემ ინფორმაციის მიღების შემდეგ შეატყობინა ხელმძღვანელობას მომხდარის შესახებ. გამომძიებელი მივიდა ადგილზე, გაესაუბრა ჩ----ეს, რომელმაც ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს. გამომძიებელმა განახორციელა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. იქვე იყო ჩ----ეც, რომელმაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მალევე დაინახა გზად მიმავალი ავტომანქანა და მიუთითა, რომ სწორედ ეს მანქანა იყო, რომლის მძღოლმაც მიაყენა მას შეურაცხყოფა. გამომძიებელმა ი-–-- კ--------ემ, მას და ა-–---------- ა--------ეს სთხოვა გაეჩერებინათ ავტომანქანა. მათ შეასრულეს დავალება, შეჩერებულ ავტომანქანაში იჯდა 3 პიროვნება. როგორც მოწმეს ახსოვს, ესენი იყვნენ კ----–--ე, დ-----ე და გ--------ე. მოწმე დიდი ხანია იცნობს გ------- დ-----ეს. მან არ იცოდა, რომ გ-------ს ეს მანქანა ჰყავდა. დ----- ე---------ემ დ------ს კითხვაზე თუ რატომ აჩერებდა მის მანქანას, აუხსნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, გ------- დ-----ე უნდა წაჰყოლოდა განყოფილებაში, დ-----ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოცემულ დროს მათთან მივიდა ჩ----ე და თანამშრომლებს განუმარტა, რომ ეს სწორედ ის ბიჭი იყო, რომელმაც სცემა.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დგინდება მოწმეების: ა-–---------- ა--------ის და ი-–-- კ--------ის ჩვენებების თანახმად.

 

მოწმე დ----- კ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ------- დ-----ესთან აქვს მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა. 2017 წლის 3-------ს, ღამის 22:00 საათისათვის, დ----- კ----–--ე მის მეგობარ მ-----– გ--------ესთან ერთად მიდიოდა ბათუმში. ფეხით მოძრაობდნენ, როდესაც გაიარა გ------- დ-----ემ მანქანით, იცნო ბიჭები და შესთავაზა გზამდე გაყვანა, როგორც ახსოვს ა--–--ის ქუჩამდე. მოწმეს მანქანის მახასიათებლები არ ახსოვს, მხოლოდ მიუთითებს, რომ იყო მსუბუქი ავტომანქანა. დ----- კ----–--ე და მ-----– გ--------ე გაჰყვნენ დ-----ეს, გამოვიდნენ მარჯვენა დასახლებიდან ანუ შ-----–--ის ქუჩიდან და წავიდნენ ჭ-------ის ქუჩის მიმართულებით. მალევე ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო პოლიციამ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუქნიშანთან მისვლამდე, ა--–--ის ქუჩაზე. პოლიციის თანამშრომლებმა თავდაპირველად ჩვეულებისამებრ შეამოწმეს მძღოლი, სთხოვეს პირადობა, ხოლო შემდეგ სთხოვეს, რომ მანქანიდან გადასულიყვნენ, გადაუღეს ფოტოები, ამ დროს პოლიციის მეორე მანქანაც მივიდა. თანამშრომლებმა შეჩერებულ პირებს სთხოვეს იქვე მცირე მანძილზე გადასულიყვნენ, მომხდარი იყო ინციდენტი და საჭირო იყო ამოცნობა. შ-----–--ის ქუჩაზე გადასახვევთან, ძველ ბენზინგასამართ სადგურთან იყვნენ, იქვე მივიდა დაზარალებულად ცნობილი პირი, რომელმაც გ------- დ------ს მანქანას დაადო ხელი და მიუთითა, რომ სწორედ ეს ავტომანქანა და ეს პიროვნება იყო. მოწმისათვის უცნობია რა ხდებოდა, მანამდე არც ხალხმრავლობა და არც სხვა რაიმე შეუნიშნავს, ვერ იხსენებს იყო თუ არა გზაზე პოლიციის მანქანები, იგი არც დაზარალებულს იცნობდა და არ ახსოვს რა ეცვა გ------- დ-----ეს. მათ მიერ მანქანით გავლიდან, სანამ პოლიციამ გააჩერა და უკან მიბრუნდნენ დ----- კ----–--ის განმარტებით დაახლოებით 10 წუთი იქნებოდა გასული. როცა მიბრუნდნენ იქ ბევრი ხალხი იყო. შემთხვევის ადგილიდან პოლიციის თანამშრომლებმა გ------- დ-----ე, დ----- კ----–--ე და მ-----– გ--------ე წაიყვანეს მე-3 განყოფილებაში. დ----- კ----–--ე ს------ ჩ----ეს მოქმედებებს ყურადღებას არ აქცევდა.

 

მოწმე ნ--- ჯ--–-------ას ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის გ------- დ------ს დეიდაშვილი. 2017 წლის 30 ივნისს საღამოს საათებში დაურეკა გ------- დ-----ემ და უთხრა, რომ პოლიციამ გააჩერა, რაღაც პრობლემები ჰქონდა და სთხოვა დასახმარებლად მისვლა. ნ--- ჯ--–-------ა მივიდა ადგილზე მანქანით, სადაც დახვდა საპატრულო ეკიპაჟი, გ------- დ------ს მანქანა გაჩერებული იყო მისი საცხოვრებლის შესახვევთან, პარლამენტს რომ გასცდები, ამოსასვლელში გზაჯვარედინთან, ქუჩის მხარეს დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით, ხოლო ჩ----ის მანქანა დ------ს მანქანის უკან, დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე. ის გაესაუბრა თავის დეიდაშვილს, რომელმაც უთხრა, რომ პოლიციამ გააჩერა მისთვის უცნობი მიზეზით და უთხრეს, რომ ვიღაც პირი სცემა, რომელსაც არც კი იცნობდა. ადგილზე იმყოფებოდა გ------- დ------ს თანხმლები 2 პიროვნება, თუმცა მათ ვინაობებს ვერ იხსენებს. ნ--- ჯ--–-------ამ სთხოვა გამომძიებელს ეჩვენებია პირი, რომლის ცემასაც აბრალებდნენ გ-------ს. მცირე დროის შემდეგ თანამშრომლებთან ერთად მოდიოდა სწორედ ეს პირი, რომელმაც ნ---სა და გ-------სთან მიახლოებისას გამომძიებელს უთხრა, რომ ეს ბიჭიც იყო მასთან ერთადო. იქვე მდგომმა მესამე პირმა იუმორით უთხრა ჩ----ეს, „მეც ხომ არ ვიყავი, მეც ხომ არ გცემეო“ ? და ჩ----ემ იმასაც უთხრა კი შენც იყავიო. მას შემდეგ რაც, მოწმის განმარტებით, მან იფიქრა, რომ ჩ----ე ან ნასვამი იყო და ან შეურაცხადი, მიხვდა, რომ არ ჰქონდა მასთან საუბარს აზრი, აღარაფერი უთქვამს. ნ--- ჯ--–-------ამ დაურეკა გ------- დ------ს მშობლებს, რათა გაერკვია მართლა ხომ არ მოხდა რაიმე. მშობლების განმარტებით კი შეიტყო, რომ სამსახურის შემდეგ გ------- იყო სახლში და მანქანა კართან ჰქონდა დაყენებული, მისული იყო მათთან პოლიცია, შეამოწმა მანქანა, თქვეს ცივიაო და წავიდნენო, გ-------ს ეძინა და როცა გაიღვიძა ვუთხარით ასე იყო და არ წახვიდე არაფერი ხდებოდესო, გ-------მ მშობლებს უთხრა რას ქვია არ წავიდე არაფერი დამიშავებია, ადგა და წავიდაო. ნ--- ჯ--–-------ა გ------- დ-----ეს გაჰყვა განყოფილებაში. როდესაც გამოუშვეს ყველანი, პოლიციელმა გ-------ს, თავად მას და გ-------ს მშობლებს აჩვენა მანქანის ფოტოები, რომელზედაც სულ სხვა მანქანა იყო აღბეჭდილი. მოწმემ არ იცის ვინ იყო ეს პოლიციელი. მოწმეს არ ახსოვს რა ეცვა გ------- დ-----ესა და ს------ ჩ----ეს. დაახლოებით იხსენებს, რომ ჩ----ეს შესაძლოა ცმოდა შავი მაისური.

 

მოწმე პ---–- დ------ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის გ------- დ------ს მამა, 2017 წლის 3-------ს, გ------- დ-----ესთან ერთად დღის განმავლობაში იმყოფებოდა ი-–-- ჭ-------ის ქუჩაზე სამსახურში, საქმიანობა დაკავშირებულია ძირითადად გადაზიდვასთან. საღამოს, დაახლოებით შვიდი საათისათვის დაბრუნდნენ სახლში. ჩვეულებისამებრ მოწესრიგდნენ, საჭმელი ჭამეს და გ-------მ დაიძინა. საღამოს ათი-თერთმეტი საათისათვის დაურეკა მეგობარმა, რომელიც ა----–-----–ის ქუჩაზე მუშაობს საშაურმეში, გამოდიო და გ-------ც თითქმის ყოველ საღამოს გადიოდა მასთან, იმ საღამოსაც წავიდა. დაახლოებით თერთმეტ საათზე მეზობელმა დაურეკა და, შეატყობინება რომ მისი შვილი დაკავებული იყო. როდესაც სახლიდან პირდაპირ მივიდა პოლიციის განყოფილებაში გ------- დ-----ე დაკავებული დახვდა. პოლიციასთან დაკავშირებით მოწმე განმარტავს, რომ მეუღლემ უთხრა მათთან პოლიციის მისვლის შესახებ, „მანქანა შეამოწმეს, მატორი ცივია თქვეს და წავიდნენო“. ვინ ან რამდენი პოლიციელი იყო მოწმემ არ იცის, თუმცა განმარტავს, რომ მინიმუმ 2 მაინც იყო, ხმა გაიგონა მაგრამ პირადად არ უნახავს. პ---–- დ-----ე ს------ ჩ----ეს არ იცნობს.

 

მოწმის განმარტებით, გ-------ს არასდროს უჩხუბია და არასდროს ყოფილა კონფლიქტურ სიტუაციაში, ბოლო პერიოდში გ-------ს აქვს გაკეთებული ოპერაცია, რის გამოც განსაკუთრებით ერიდება როგორც სიმძიმეს, ასევე რაიმე კონფლიქტურ სიტუაციებს, ხელის მოხვედრას და მსგავს ქმედებებს. 2017 წლის 3-------ს გ------- დ-----ეს მანქანა განათხოვრებული არ ჰყოლია, ხოლო ეზოში ადგილის არქონის გამო გ------- მანქანას ძირითადად ჭიშკრის გარეთ აყენებს. პ---–- დ-----ემ პოლიციის განყოფილებაში მისვლისას არ იცოდა რა ხდებოდა, მეზობლებიც იქ იყვნენ, ერთ-ერთი გოგონა, რომელიც დატოვა დასახლებაში ჩ----ემ და რომელსაც მოწმე არ იცნობს, ასევე იმყოფებოდა იქ და გ------- დ------ს მშობლებს ეუბნებოდა, რომ არაფერი იყო სანერვიულო და დაელაპარაკებოდა ს------ ჩ----ეს.

 

მოწმე ნ----- კ-----–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის გ------- დ------ს დედა. 2017 წლის 3-------ს, დაახლოებით შვიდ საათზე მივიდა სახლში, მეუღლე და შვილიც ასევე იმყოფებოდნენ სახლში. გ------- დ-----ე წავიდა დასასვენებლად. ქუჩაზე სკვერის არქონის გამო მოსახლეობა საღამოობით გადის ქუჩაში. ნ----- კ-----–-–---–იც, როცა საქმეები დაასრულა, სახლში მისვლიდან დაახლოებით ერთ საათში, გავიდა ქუჩაში. შევიდა მის წინ მცხოვრები დედამთილის ოჯახში. შესვლისას იქვე გაჩერდა უცხო მანქანა, გადმოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პიროვნება, მოწმემ ეს პირი მის დისშვილს მიამსგავსა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ სხვა პირი იყო, საშუალო სიმაღლის, ღია ფერის თმით, უცნობი მამაკაცი მივიდა გ------- დ------ს ქუჩაში მდგომ მანქანასთან, ეზოში ადგილის არქონის გამო გ------- მანქანას ძირითადად ჭიშკრის გარეთ აყენებს, უცნობმა მამაკაცმა მანქანას ხელი გადაუსვა და თქვა „ცხელი არ არისო“. მოწმემ იკითხა თუ ვინ იყო ეს პიროვნება, გაუკვირდა და გაარკვია რომ მესამე განყოფილების თანამშრომელი იყო, იფიქრა, რადგანაც მისი მეუღლე და შვილი რკინაზე მუშაობენ, ალბათ მაგ საკითხზე იყო ვინმე. პიროვნების წასვლიდან სადღაც 1 საათის შემდეგ, როდესაც გ-------მ გაიღვიძა, გამოვიდა სახლიდან დაახლოებით თერთმეტის ნახევრისათვის, ცოტახნით მის მანქანასთან იყო, შემდეგ კი მეგობართან, აღმაშენებელზე საშაურმეში მარტო წავიდა მანქანით. მალევე ოჯახს დაუკავშირდნენ, რომ გ------- დ-----ეს ბრალად ედებოდა ვინმე ჩ----ის მიმართ განხორციელებული ძალადობა.

 

მოწმის განმარტებით, მის შვილს აქვს გაკეთებული ოპერაცია, რომლის შემდეგაც მისთვის არ შეიძლება არც სიმძიმის აწევა და არც რაიმეს მოხვედრა, რის გამოც მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა კონფლიქტური პიროვნება, მაინც განსაკუთრებულად ერიდებოდა კონფლიქტურ სიტუაციებს.

 

მოწმე მ------ დ---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის გ------- დ------ს მეზობელი. 2017 წლის 3-------ის ფაქტთან დაკავშირებით მოწმე განმარტა, რომ საღამოს შვიდი საათისათვის, საკუთარი სახლის აივანზე მყოფმა დაინახა, რომ გ------- დ-----ე მივიდა სახლში. გარეთ მეზობლები იყვნენ, მანაც გადაწყვიტა გასულიყო. ის კვლავ გარეთ იყო, როდესაც გ------- დ-----ე გავიდა მანქანით. იქნებოდა დაახლოებით თერთმეტის ნახევარი.

 

მოწმე ზ------ ც---–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის გ------- დ------ს მეზობელი. 2017 წლის 3-------ს, საღამოს ექვს საათზე დაბრუნდა სახლში. გ------- დ------ს მანქანა იდგა ქუჩაში, სახლის წინ, თავად გ------- სად იყო არ იცის. ზ------ ც---–---ე მას შემდეგ რაც საჭმელი ჭამა და მოწესრიგდა, იმყოფებოდა ქუჩაში მეზობლებთან ერთად, რამდენიმეჯერ მცირე დროით შევიდა სახლში და კვლავ უკან დაბრუნდა, ხოლო თერთმეტის ნახევრისათვის საბოლოოდ შევიდა სახლში, ტელევიზორს უყურა და შემდეგ დაიძინა.

 

გ------- დ-----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2017 წლის 3-------ს, საღამოს შვიდი საათისათვის სამსახურიდან დაბრუნდა სახლში. მუშაობს ჭ-------ის გამზირზე სამშენებლო მასალების მაღაზიაში. დაბრუნების შემდეგ ჭამა საჭმელი, მოწესრიგდა და დაიძინა. დაახლოებით ათი საათისათვის გაიღვიძა და თერთმეტის წუთები იქნებოდა, როდესაც გავიდა სახლიდან, უკანა შ-----–--ის ქუჩიდან, რადგანაც მ-----–-ს ქუჩიდან ცუდი გზა არის. პარლამენტის გასასვლელთან, შ-----–--ისა და ი-----–- ა--–--ის ქუჩის კვეთასთან შეამჩნია პატრულის მანქანები, პიკაპები, როგორც ფორმიანი თანამშრომლები, ასევე ფორმის გარეშეც. იგი მიდიოდა ჭ-------ის ქუჩის მიმართულებით როდესაც პარლამენტის შუქნიშნამდე არ მისული უკნიდან გააჩერა პატრულმა, რომელიც ზემოთ მითითებულ ადგილზე იდგა და გ------- დ------ს გამოვლისას მოატრიალა და გაჰყვა მას. თავდაპირველად მოსთხოვეს სიმთვრალეზე შემოწმება, მან მისცა საბუთებიც, თანამშრომლებმა გადაილაპარაკეს, რომ სიმთვრალე არ ფიქსირდებოდა. შემდეგ სთხოვეს მანქანიდან გადასვლა და საბარგულის გაღება. საბარგულშიც არაფერი იყო. უთხრეს, რომ გაზის ბალონის გადამოწმება უნდოდათ, მაგრამ მას გაზის ბალონი არ ჰქონდა მანქანაში. საბოლოოდ კი თანამშრომლებმა სთხოვეს გაყოლა, რადგან სურდათ რაღაცის გადამოწმება. გ------- დ-----ე გაჰყვა საპატრულო მანქანას და მივიდა იგივე კვეთაზე, სადაც საპატრულო მანქანები და დაზარალებული იყვნენ გაჩერებული. როდესაც ადგილზე მივიდნენ გ------- დ-----ე და მისი თანხმლები ორი პირი - გ--------ე და კ----–--ე, დაზარალებულს შეეკითხნენ თანამშრომლები, ესენი იყვნენ თუ არა, რაზეც დაზარალებულმა მას დაადო ხელი, „კი ეს არისო“. ირგვლივ შეიკრიბა მოსახლეობა, მოვიდნენ გ-------ს მეზობლებიც.

 

გ------- დ-----ემ დეიდაშვილს დაურეკა და უამბო მომხდარი. ადგილზე მალევე მივიდა დ------ს დეიდაშვილი - ნ--- ჯ--–-------ა, რომელსაც ასევე დაადო დაზარალებულმა ხელი, „ეს იყო კიდეო“. იქვე მდგომმა გ------- დ------ს ახლობელმაც ჰკითხა დაზარალებულს „მეც ხომ არ ვიყავიო“ და დაზარალებულმა უპასუხა: „კი შენც იყავიო“. ის ცდილობდა სიტუაციის გარკვევას, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების შემდეგ თავად გ------- დ------ს მანქანით, თანმხლებ პირებთან ერთად წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში, გამოიკითხა პოლიციელების მიერ და გადაიყვანეს უფროსის კაბინეტში. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა უფროსს. დაურეკეს მამამისს, დაიკითხა როგორც მამა, ასევე მისი თანხმლები ორი პირი, შემდეგ კი ის გადაიყვანეს ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ ჰქონდა რაიმე დაზიანებები, თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა. ექსპერტიზის შენობის ეზოში მათ შეხვდა პოლიციელი, რომელსაც ჰქონდა მანქანის ფოტო, რომელიც არ ეკუთვნოდა გ------- დ-----ეს, თავად თანამშრომელმაც აღნიშნა ეს ფაქტი. მან მიუთითა, რომ მანათობელი შუქები, რომელიც ფოტოზე აღბეჭდილ მანქანას ჰქონდა, მის კუთვნილ მანქანას საერთოდ არა აქვს. გ------- დ-----ე არ იცნობს ს------ ჩ----ეს და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ჩ----ისათვის არც უკითხავს თუ რატომ ადებდა ხელს. გ------- დ-----ემ ასევე განმარტა, რომ, როდესაც სახლიდან წავიდა, იცოდა, რომ მის მანქანასთან იყო ნამყოფი პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც შეამოწმა მანქანის ,,მატორი“.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. მართალია ცემა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად, რადგან ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ადამიანის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ისეთი მსუბუქი დარტყმები, რომელსაც არ მოჰყოლია ფიზიკური ტკივილი, ცემად არ განიხილება. ასევე არ განიხილება ცემად ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივლი გამოიწვიოს. ცემა ხშირად ტოვებს კვალს ადამიანის სხეულზე. ზოგჯერ ცემის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ცემის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებას.

 

სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში ან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან, მაგალითად: თმით თრევა, ხელების გადაგრეხა და სხვა. სხვაგვარი ძალადობის დროსაც აუცილებელია მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ამდენად განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. როგორც ცემის, ისე სხვაგვარი ძალადობისათვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემის ან სხვაგვარი ძალადობის შედეგი 6 დღემდე უნდა გაქრეს. ამ დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობია, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ------- დ------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ს------ ჩ----ის ჩვენებას, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წლის 30 ივნისს ღამის საათებში ავტომანქანქით მოძრაობდა ავტოქარხნის ტერიტორიაზე, პარლამენტის გვერდით ხიდთან არმისული, მდებარე ორ გამოსასვლელთან, მას დაახლოებით ერთი ან ერთნახევარი მეტრის მანძილზე მიუახლოვდა მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელიც სინათლეებს ხან ანთებდა, ხანაც აქრობდა. რადგან ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მანქანას სწრაფად ვერ ატარებდა, იფიქრა, რომ უცნობ პირს გავლა უნდოდა, იგი ეცადა გზის დათმობას. გზის მოუწესრიგებლობის მიუხედავად, მისი მანქანის მოძრაობას მტვერი არ გამოუწვევია. როდესაც მიუახლოვდა პარლამენტის მეორე გამოსასვლელს, მთავარი გზის მაჩვენებელ ნიშნულთან ახლოს გააჩერა მანქანა. მის უკანა მხარეს გაჩერდა მანქანა. ს------ ჩ----ესთან მივიდა უცნობი პიროვნება, რომელიც ურტყამდა მანქანას. უკანა ხედვის სარკე მოამტვრია ნახევრად, ურტყამდა მინას, კარი გააღო და შიგა ნაწილებსაც მისწვდა, დარეკა 112-ში და გადასცა ინფორმაცია მომხდარის შესახებ. პარალელურად მოახერხა პიროვნებისა და ავტომობილის მონაცემების დამახსოვრება.

 

მოწმეების: დ. ე---------ის, გ.ლ-----ას, ა. ა--------ის, ი. კ--------ის ჩვენებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 3-------ს პოლიციის განყოფილებაში, საღამოს საათებში შევიდა შეტყობინება, რომ ქ. ქუთაისში შ-----–--ის ქუჩაზე პიროვნება, გვარად ჩ----ე ითხოვდა დახმარებას ცემის ფაქტზე, მოქალაქემ ასევე მიუთითა მანქანის მარკა და ფერი, მისი გადაადგილების ტრაექტორია და პიროვნების ფიზიკური აღწერილობა. ისინი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, გაესაბრნენ ს. ჩ----ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაინახა ,,FIT“-ის მარკის, თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელზე დაკვირვების შემდეგ თქვა, რომ სწორედ ეს მანქანა იყო, იცნო მანქანის საჭესთან მჯდომი პიროვნებაც და განაცხადა, რომ სწორედ ის წვერიანი ბიჭი იყო, რომელიც დაესხა თავს.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გააანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარეს გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, გ------- დ------ს ბრალეულობის დასადასტურებლად არ წარუდგენია; შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გ------- დ------ს დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმე პოლიციის თანამშრომლებს, ისინი შემთხვევის თვითმხილველები არ არიან და მათი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება). რაც შეეეხება საქმეში წარმოდგენილ სასაქონლო ექსპერტიზისა და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, აღნიშნულით დასტურდება მხოლოდ ავტომობილის დაზიანების ფაქტი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, იკვეთება ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ მიუთითებენ გ------- დ------ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაზე.

 

აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე დაკითხულ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ, ნ----- კ-----–-–---–ის, დ----- კ----–--ის, პ---–- დ------ს, მ------ დ---–-ს ჩვენებებს, რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებულ ს. ჩ----ის მიერ მითითებულ პერიოდში, როდესაც ის ცემეს, გ------- დ-----ე იმყოფებოდა სახლში და მისი ავტომანქანაც იქვე იდგა ჭიშკრის წინ. ბრალდების მხარის მიერ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულებები.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40-მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებლ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- დ------ს მხრიდან ს------ ჩ----ის მიმართ ცემის ან სხვაგვარი ძალადობის განხორციელების ფაქტს; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ------- დ------ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში გამართლების ნაწილში, კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის განაჩენი გ------- დ------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ------- დ-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გ------- დ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გ------- დ------ს სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა პ---–- დ------ს (პ/ნ 6----------) კუთვნილ უძრავ ქონებას - მდებარეს ქ. ქუთაისში, მ------–ის ქუჩა №24 (საკადასტრო კოდი: 0-----------).

 

გ------- დ-----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ CD-R დისკზე, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე