განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
100100118002570392
ინსტანცია
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-622-2018 წელი

№100100118002570392

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

16 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-–-- გ--–------ის,ადვოკატის – გ------ კ-------–ის,მსჯავრდებულის – გ---- ს-----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხი-ლა გ---- ს-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ---- ს-----ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ს--------------------–-------------ში, მსჯავრდებულია საჩხერის რაი-ონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლი-ობით შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 310 (სამასათი) საა-თის ოდენობით.

aRwerilobiTi nawili:

გ---- ს-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალა-დობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყო–ფისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ს-------–--------------------–-------------------------ში მცხოვრებმა, მთვრალ მდგო-მარეობაში მყოფმა გ---- ს-----ემ, 2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 18:30 საათზე, საცხოვრებელ სახლში შელაპარაკებისას, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღ-ლეს - ლ-------- ბ-----ეს ხელი გაარტყა სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამო-იწვია.

ს-------–--------------------–-------------------------ში მცხოვრებმა, მთვრალ მდგომა-რეობაში მყოფი გ---- ს-----ე 2018 წლის 14 ივლისის პერიოდის ჩათვლით, არასრულ-წლოვანი შვილების თანდასწრებით, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ-------- ბ-----ეს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რამაც ტანჯვა გამოიწვია.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ი-–-- გ--–------მა, რომელიც თავისი სააპელაციო სა-ჩივრით ითხოვს გ---- ს-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ---- ს-----ე ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, ძალადობრივ და შეურაცხმყოფელ ქმედებებს განახორციელებდა მეუღლის, ლ-------- ბ-----ის მიმათ, მათ შორის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. დაზარალებული ლ-------- ბ-----ე იმყოფებოდა მუდმივი სტრესის ქვეშ. აღნიშნული გარემოებები მეტყველებს მსჯავრდებუოლის იმპულსურო-ბაზე და არაკონტროლირებად ქცევაზე. მისი ასეთი ძალადობრივი ქმედებები ხელყოფს როგორც დაზარალებულის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე წარუშლელ სულიერ ტრავმას აყენებს არასრულწლოვნებს. მსჯავრდებულისათვის დანიშნული სას-ჯელი მსუბუქია, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პი-როვნებას. დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებული-სათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ი-–-- გ--–------ს, რომელიც ითხოვს გ---- ს-----ის მიმართ შე-ფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით.

– აპელანტს, მსჯავრდებულ გ---- ს-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გ------ კ-------–ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუ–თებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ---- ს-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ---- ს-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პა-ლატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ---- ს-----ის მიმართ სასჯე-ლის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ გ---- ს-----ემ მოინანია მის მი-ერ ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, ოჯახის წევრები არ ითხოვენ მის მკაცრად დასჯას. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღ-მდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, შეუფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი საათის ვადით, რაც პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით შეუმცირა და გა-ნუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 310 (სამასათი) საათის ოდენობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩა-დენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებული-სათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენი გ---- ს-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ---- ს-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონული სასამარ-თლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ---- ს-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდ-ვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ---- ს-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, იარაღთან დაკავ-შირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

მსჯავრდებულ გ---- ს-----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხ-ლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლოში განხილვამდე დაკავებისა და პატიმ-რობის დრო 2018 წლის 14 ივლისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით – 18 დღე ჩაეთ-ვალოს სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით - პატიმრობის ერთი დღე - საზოგა-დოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 310 (სამას ათი) საათის ვადით.

მსჯავრდებულ გ---- ს-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გა-უქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ბ------ ს-----ის (პ/ნ 3----------), დ----- ს-----ის (პ/ნ 0----------), ია მ-----------–-–---–ის (პ/ნ 0----------), ნ---- ს-----ის (პ/ნ 3----------), ნ---- ს-----ის (პ/ნ 0----------), ს------- ს-----ის (პ/ნ 3----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომლის საკადასტრო მონაცემებია: სარე-გისტრაციო ზონა ს-----------------------------------------–------------------, მდებარეს ს---------------------------–---------ში.

განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტო-რიულ ორგანოს – იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ გ---- ს-----ის საცხოვ-რებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili