განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
820100118002566784
ინსტანცია
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-617-2018 წელი

№820100118002566784

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

25 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ---- ს------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ლ---- ს------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ---–---------------------–----------ში, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათ-ვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვ-სი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ლ---- ს------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (2 ეპიზოდი)

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფი-სათვის, შანტაჟისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ლ---- ს------ემ 2018 წლის 30 იანვარს დაახლოებით 23 საათზე, ხ---–---------–----–-----------------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მისივე ოჯახის წევრს, მე-უღლე მ------ შ----ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტი-სას, ხელის მარცხენა მხრის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

ლ---- ს------ემ 2018 წლის 21 ივნისს დაახლოებით 19:15 საათზე, ხ---–---------–-----–----------------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მისივე ოჯახის წევრს, მე-უღლე მ------ შ----ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქ-ტისას, ხელის სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხ-ყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის და-ზიანება გამოიწვია, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის 21 ივნისამდე ჩათვლით პერიოდში, ხ---–---------–----–----------------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალ-კოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ლ---- ს------ე, სისტემატურად შეუ-რაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს მ------ შ----ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ლ---- ს------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყო-ფად მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დამტკიცებული იყო შემაკავებელი ორდერი. ის არის აგრესიული პიროვნება, ალკოჰოლზე დამოკიდებული, რომელსაც ხშირად უჭირს საკუთარი თავის და ემოციების კონტროლი, შესაბამისად ეს გარემოება შეიცავს რისკს იმისა, რომ განაგრძოს დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ, მითუფრო, რომ დაზარალებულმა და სხვა მოწმეებმაც ჩვენებებში განმარტეს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მსგავს ფაქტებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი. ლ---- ს-------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაუ-ლის და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ლ---- ს------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ----- ჩ-----ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლე-ლი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ლ---- ს------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით (3 ეპიზოდი).

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ---- ს------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ---- ს------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ლ---- ს------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი არაა წარსულში ნასამართლევი, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლ-მსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს ლ---- ს------ის მიმართ რაიმე პრე-ტენზია არ გააჩნია და შეურიგდა მას, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგა-დი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინა-აღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქ-ცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩ-ნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილე-ბის შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენი ლ---- ს------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ლ---- ს------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ლ---- ს------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდე-ლი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდე-ლი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ ლ---- ს------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვა-დით.

ლ---- ს------ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო – 2018 წლის 21 ივნისიდან 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

გაუქმდეს ლ---- ს------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – გირაო და მოეხსანას გირაოს უზრუნველსაყოფად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის (№--------) განჩინებით, ა------ ქ------ის (პ/ნ 6----------) უძრავ ქო-ნებაზე, მდებარე ხ---–---------------------–----------ში, (საკადასტრო კოდი 2-----------), დადებული ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ლ---- ს------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაც-დელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვ-რებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili