განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
050100118002308140
ინსტანცია
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-614-2018 წელი

№050100118002308140

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

27 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ნ--- მ-------ის,მსჯავრდებულის – გ--–- დ--------–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა გ--–- დ--------–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ--–- დ--------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასა-მართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ლ--------–----------–------–---–ში, ფაქტობ-რივად მცხოვრები ლ--------–--------------------------ში, მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და შეფარდე-ბული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, რაც 2018 წლის 05 იანვრიდან 2018 წლის 29 აგვისტომდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალის-წინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრო-მის მოხდის ვადაში და გათავისუფლდა დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

aRwerilobiTi nawili:

გ--–- დ--------–--ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემის ან სხვა-გვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გა-მოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც ფი-ზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2016-2017 წლებში, გ--–- დ--------–--ე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, მეუღლეს, ს-------- ა------–----ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - ს---, დ-----, ნ--- და თ---- დ---------–--ეების თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმარ-თავდა უწმაწური სიტყვებით, ასევე სისტემატურად ცემდა, რითაც აყენებდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. 2017 წლის ნოემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ქ. ლ---------–--------------------------ში, გ--–- დ--------–--ემ მეუღლეს - ს------- ა------–----ს, განაწყენებულმა იმით, რომ ამ უკანასკნელმა შენიშვნა მისცა ალკოჰოლით თრობის გამო, მათი არასრულწლოვანი შვილების - ს---, დ-----, ნ--- და თ---- დ--------–--ეების თანდასწრებით, სახლში ყოფნისას დაუწყო გინება და სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 00:05 სა-ათზე, ასევე ალკოჰოლით თრობის გამო შენიშვნის მიცემისთვის განაწყენებულმა გ--–- დ--------–--ემ, მეუღლეს, ს------- ა------–----ს, ქ. ლ--------–----------------------ში, მათ საცხოვრებელ ეზოში, არასრულწლოვანი შვილის თ---- დ--------–--ის თანდასწრებით, ძალადობით, კერძოდ, თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 00:05 საათზე, ქ. ლ--------–--------------------------ში, გ--–- დ--------–--ემ მეუღლეს ს------- ა------–----ს, განაწყენებულმა იმით, რომ ამ უკანასკნელმა შენიშვნა მისცა ალკოჰოლით თრობის გამო, მათ არასრულწლოვანი შვი-ლის, თ---- დ--------–--ის თანდასწრებით, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ხოლო თ---- დ--------–--ეს მოქაჩა თმები და აღნიშნული ძალადობით ორივე მათგანს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენით გ--–- დ---------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა იმავე კო-დექსის 111-126-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნ--- მ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს გ--–- დ--------–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლოში დაკითხვისას დაზარალე-ბულმა არასრულწლოვანმა თ---- დ--------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 4 იანვარს დაინახა თუ როგორ მოქაჩა თმებში გ--–- დ--------–--ემ მეუღლეს ს------- ა------–----ს და ამავე დროს რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავის არეში. იგი შეეცადა მამის შეჩერებას, მაგ-რამ მან ხელი მოუქნია დასარტყმელად, რაც აიცილა, რის შემდეგაც მამამ მას ძლიერად დაქაჩა თმებში, რის შედეგადაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მისი განმარ-ტებით მამამისის – გ--–- დ--------–--ის მხრიდან მსგავს ფაქტს მისი თანდასწრებით დედის ს------- ა------–----ს მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადრეც არა-ერთხელ ჰქონია ადგილი, მათ შორის სოფელ გ-----–-----სა და სოფელ ს------ში.

მოწმე ანა ა---–------მა, რომელიც ასევე არის შეტყობინების ავტორი, აჩვენა, რომ 2018 წლის 4 იანვარს დაინახა გ--–- დ--------–--ე, რომელიც არის მისი მეზობელი, იგი იდგა ეზოში და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს – ს------- ა------–----ს, რომელ-საც მისთვის არაერთხელ უთქვამს, რომ გ--–- დ----------–--ე მას ხშირად ცემდა.

საქმის ფაქტები და გარემოებები ერთმნიშვნელოვნად ასევე დადასტურებულ იქნა ფაქ-ტის უშუალო თვითმხილველი მოწმეების – შსს გურიის დენპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების გ--–- გ----–-–---–ისა და მ-----– ჩ----ის ჩვენებებით. ხოლო რაც შეეხება დაზარალებულ ს------- ა------–----ს მიერ სასამართლო-ზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმას, იგი ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ქმრისათვის მკა-ცრი სასჯელი და პასუხისმგებლობა აეცილებინა.

სასამართლომ გ--–- დ--------–--ისათვის სასჯელის დანიშვნისას არ შეაფასა მსჯავრდე-ბულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ასევე ის ფაქტი, რომ გ--–- დ--------–--ის მხრიდან მეუღლის მიმართ აგრესიას, სიტყვიერ და ფი-ზიკურ შეურაცხყოფას წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. განაჩენში ასახული კვალიფიკაცია არ ასახავს გ--–- დ--------–--ის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას და ამასთან მის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ნ--- მ-------ეს, რომელიც ითხოვს გ--–- დ--------–--ის დამნა-შავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქ-ტებით და მის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

– მსჯავრდებულ გ--–- დ--------–--ეს რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანო-ნიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულმა გ--–- დ--------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მი-ცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 4 იანვარს იმყოფებოდა სახლში. მეუღლემ, ს------- ა------–----მ დაწყევლა, რის გამოც შეაგინა მას დედის მისამართით, ხოლო ს------- ა------–----ს და თ---- დ--------–--ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. გ--–- დ--------–--ემ აღნიშნა, რომ სახ-ლში გინება და წყევლა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა ს------- ა------–----მ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

არასრულწლოვანმა დაზარალებულმა თ---- დ--------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 4 იანვარს იმყოფებოდა სახლში. მამა - გ--–- დ--------–--ე იყო მთვრალი. დედა - ს------- ა------–---- უყვიროდა გ--–- დ--------–--ეს, ხოლო გ--–- აგი-ნებდა მას. დაინახა როგორ მოქაჩა მამამ თმები დედას, შემდეგ კი მასაც მოქაჩა თმები, რის გამოც ტკივილი იგრძნო. ასევე დაინახა, რომ მამამ ხელი დაარტყა დედას თავში. აღნიშნულის შემდეგ, გ--–- დ--------–--ე გავიდა გარეთ, ჩაჯდა მანქანაში და იგინებოდა. ს------- ა------–---- მივიდა გ--–-სთან და უთხრა, რომ მანქანიდან გადმოსულიყო, თუმცა გ--–- აგრძელებდა ს-------ს მიმართ გინებას. თ---- დ--------–--ემ მიუთითა, რომ გ--–- დ--------–--ე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ს------- ა------–----ს. ასეთ ფაქ-ტებს სოფელ გ------–-----სა და ს------შიც ჰქონდა ადგილი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკმა ნ---- ჩ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დაესწრო თ---- დ--------–--ის გამოკითხვას. ბავშვი ანერვიუ-ლებული და შეშინებული იყო მომხდარით. დასმულ კითხვებს პასუხობდა ძალდატა-ნების გარეშე, ხოლო გამოკითხვას ესწრებოდნენ ბაბუა და ადვოკატი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ანა ა---–------მა ჩვენების მიცემისаს განმარტა, რომ გ--–- დ--------–--ე არის მისი მეზობელი. 2018 წლის 4 იანვარს დაინახა, რომ გ--–- დ--------–--ე იმყოფებოდა ქუჩაში და იგინებოდა, რის გამოც დარეკა პოლიციაში. ანა ა---–------მა აღნიშნა, რომ გ--–- დ--------–--ის მხრიდან, ს------- ა------–----ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა ს-------სგან გადმოცემით იცის, რომ გ--–- მას ცემდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქართველოს შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--–- გ-----–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე, მ-----– ჩ----ესთან ერთად მივიდა შემთ-ხვევის ადგილას. კონფლიქტს ადგილი ჰქონდა სახლში. შევიდა სახლში და დაინახა, რომ ქალბატონს ხელს ურტყამდა გ--–- დ--------–--ე, რომელსაც თმებით ყავდა დაჭერილი მეუღლე, რომელსაც ბავშვი ეხმარებოდა. გ--–- დ--------–--ე ეჩხუბებოდა მათ, ბავშვსაც წვდა თმებში და ეჩხუბებოდა, რადგან დედის მხარეს იყო. გ--–- უყვიროდა ქალს და ბავშვს, რომელიც ტიროდა, რომ დახოცავდა მათ. აღნიშნულის გამო დააკავეს გ--–- დ---------–--ე. ს------- ა------–---- კი ეხვეწებოდა მათ, რომ თავშესაფარში გადაეყვანათ, რად-გან ძალადობის მსხვერპლი იყო.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქართველოს შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-----– ჩ----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 4 იანვარს იყო მორიგე და სამსახურებრივი ავ-ტომანქანით მოძრაობდა გ--–- გ-----–-–---–თან ერთად. დაახლოებით ღამის 12 საათი-სათვის, მორიგემ ტელეფონით აცნობა, რომ იყო ზარი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავში-რებით. როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილას დაინახა, რომ გ--–- დ--------–--ემ თავში დაარტყა ხელი ს-------ს. ეს ფაქტი მოხდა პოლიციის მანქანის მისვლისთანავე და ს-------მ გაინთავისუფლა თავი და გაიქცა სახლისკენ. ვინაიდან სახლიდან ისმოდა გ--–- დ--------–--ის გინების და ყვირილის ხმა, შევიდნენ სახლში და დაინახა, რომ გ--–- დ---------–--ე თმებში წვდა ს------- ა------–----ს, შემდეგ კი თ---- დ--------–--ეს. ბავშვი თხოვდა მამას, რომ თავი დაენებებინა დედისთვის. ს------- ა------–----მ უთხრა, რომ ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა და ითხოვდა გ--–- დ--------–--ის დაკავებას. აღნიშნულის გამო დააკავეს გ--–- დ--------–--ე და წაიყვანეს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა - გ------- გ------–---–მა, ნ--- თ----–---–მა, ლ-–-----–- ჩ----ემ და ზ----- ი------ემ თავიანთ ჩვენებებში დაადასტურეს, რომ გ--–- დ--------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარე-ბული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაც-ვით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნაში მითითე-ბული გარემოებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ--–- დ--------–--ის მიერ, 2016-2017 წლებში ს------- ა------–----ს სისტემატური ცემა. თავად ს------- ა------–----მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

ბრალდების მხარე აპელირებს არასრულწლოვან თ---- დ--------–--ის ჩვენებაზე, რო-მელმაც განაცხადა, რომ მამის მხრიდან დედისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს სხვა დროსაც არაერთხელ ჰქონია ადგილი. სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ--–- დ--------–--ის მიერ ს------- ა------–----ს მიმართ განხორციელებულ სისტემატურ ძალადობას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. მხოლოდ არასრულ-წლოვანი მოწმის, თ---- დ--------–--ის ჩვენება, ვერ დაედება საფუძვლად ამ ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დად-გენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობი-სათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერ-თობლიობა.

რაც შეეხება 2018 წლის 5 იანვრის ეპიზოდს, რა დროსაც ჭ---------------------ში, დაახ-ლოებით 00:05 საათზე, გ--–- დ--------–--ემ, განაწყენებულმა იმით, რომ მეუღლემ- ს------- ა------–----მ შენიშვნა მისცა ალკოჰოლით თრობის გამო, საცხოვრებელ ეზოში, არასრულწლოვანი შვილის - თ---- დ--------–--ის თანდასწრებით, თავის არეში რამდენ-ჯერმე ჩაარტყა ხელი ს------- ა------–----ს, ხოლო თ---- დ--------–--ეს მოქაჩა თმები, რითაც ორივე მათგანს მიაყენა ფიზიკური ტკივილი, სააპელაციო პალატას დადასტუ-რებულად მიაჩნია დაზარალებულ თ---- დ--------–--ის, მოწმეების: ანა ა---–------ის, გ--–- გ-----–-–---–ის, მ-----– ჩ----ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერ-ტიზის №--------- ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ მ------ ნ-----–--ის ჩვენებით.

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ გ--–- დ--------–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--–- დ--------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ--–- დ--------–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ გ--–- დ--------–---ე არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული, დაზარალებულ თ---- დ--------–--ის მხრიდან იგი, როგორც მშობლი ხასიათდება დადებითად, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვა-ლისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასია-თი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამარ-თლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალი-ზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა საზოგადოებისათვის სა-სარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, რომლის მოხდისგანაც გაათავისუფლა პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შე-ფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით და-ნიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის სა-ფუძველი, რის გამოც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენი გ--–- დ--------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩი-ვარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ--–- დ--------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ--–- დ--------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ--–- დ--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველ-ზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ გ--–- დ--------–--ეს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგა-დოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, რაც 2018 წლის 05 იან-ვრიდან 2018 წლის 29 აგვისტომდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯე-ლის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და გ--–- დ--------–--ე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ გ--–- დ--------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმ-რობა გაუქმებულია.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili