განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
100100118002558910
ინსტანცია
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-607-2018 წელი

№100100118002558910

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

9 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-–-- გ--–------ის,ადვოკატის – ნ--- ღ--------–---–ის,მსჯავრდებულის – ბ--------- ა-----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ბ--------- ა-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ბ--------- ა-----ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ს--------------–----–----------------–------ში, მსჯავრდებუ-ლია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დანა-შაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც 06 (ექვსი) თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად განსაზღვრული აქვს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ბ--------- ა-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალა-დობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფი-სათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 2 ივლისს, ს--------------–----–----------------–-----ში, მთვრალ მდგომარე-ობაში მყოფმა ბ--------- ა-----ემ, სრულიად უმიზეზოდ, საცხოვრებელი სახლის ეზოში ფეხი დაარტყა მუცლის არეში რძალს - ჟ-------–-------ს, რამაც ფიზიკური ტკივილი გა-მოიწვია.

ს--------------–----–----------------–-----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბ--------- ა-----ე, 2018 წლის 6 ივლისამდე პერიოდში, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას დედას - ნ--- ა-----ეს და რძალს - ჟ-------–-------ს, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ი-–-- გ--–------მა და მსჯავრდებულმა ბ--------- ა-----ემ.

აპელანტი, პროკურორი ი-–-- გ--–------ი თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბ---------- ა-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბ--------- ა-----ე ალკოჰოლური სიმ-თვრალის მდგომარეობაში ყოფნისას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას ასაკოვან დედას - ნ--- ა-----ეს და რძალს - ჟ-------–-------ს, ხოლო 2018 წლის 2 ივლისს განა-ხორციელა ფიზიკური ძალადობა ჟ-------–-------ის მიმართ, რაც მეტყველებს ბ. ა------ის იმპულსურობაზე და არაკონტროლირებად ქცევაზე. მისი ასეთი ძალადობრივი ქმე-დებები ხელყოფს დაზარალებულთა ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და ისინი იმყოფებიან მუდმივი სტრესის ქვეშ. მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ნაკ-ლებად მკაცრია, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებებს და მსჯავრდებულის პი-როვნებას. დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებული-სათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეული იქ-ნეს სასჯელის მიზნები.

აპელანტი, მსჯავრდებული ბ--------- ა-----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მისთვის დანიშნული საპატიმრო სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვა-ლისწინა ის გარემოება, რომ მან აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებულები არ ითხოვენ მის დასჯას, წარსულში არ არის ნასამართლევი და არ არის შემჩნეული რაიმე ცუდ ქმედებაში. ის და დაზარებულები ცხოვრობენ ერთად და მათ შორის რაიმე უთანხმოება არ ყოფილა. მას გაცნობიერებული აქვს მისი ქმედების შედეგი და იმის საშიშროება, რომ მომავალშიც გააგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებას არ არსებობს.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ი-–-- გ--–------ს, რომელიც ითხოვს ბ--------- ა-----ის მი-მართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით.

– აპელანტს, მსჯავრდებულ ბ--------- ა-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს ნ--- ღ--------–---–ს, რომლებიც ითხოვენ ბ--------- ა-----ის მიმართ შეფარდე-ბული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ბ--------- ა-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ--------- ა-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბ--------- ა-----ის მი-მართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა როგორც შემამუბუქებელი, ასევე დამამ-ძიმებელი გარემოებები, რომ ბ--------- ა-----ე აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადე-ნილ ქმედებას, არაა ნასამართლევი, რომ დანაშაული ჩაიდნა ნასვამ მდგომარეობაში, რომ დანაშაულის ობიექტები არიან ქალბატონები (მოხუცი დედა და რძალი), რომ 2007 წლიდან აღრიცხვაზეა ნარკოლოგიურ კაბინეტში. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სას-ჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვ-ლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლი-ანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწი-ნააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა თავისუფ-ლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც 06 (ექვსი) თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად განუსაზღვრა რეალუ-რად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთ-ვალა პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასა-ჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუა-რესო ან სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი ბ--------- ა-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ბ--------- ა-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ბ--------- ა-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნ-ქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (პირველი ეპიზოდი) – თავისუფ-ლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზ-ღუდვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ--------- ა-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მსჯავრდებულ ბ--------- ა-----ეს დანიშნული სასჯელის ნაწილი – 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ბ--------- ა-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 05 ივლისიდან 2018 წლის 18 ივლისის ჩათვლით (თოთხმეტი დღე);

მსჯავრდებულ ბ--------- ა-----ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 13 აგვისტოდან.

მსჯავრდებულ ბ--------- ა-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გი-რაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ნ--- ა-----ეს (პ№ 3----------) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2700 (ორიათასშვიდასი) ლარის ოდენობით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პატარა ზო-მის ნაჯახი, რაც დალუქული სახით ინახება შსს საჩხერის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შუშის ნამს-ხვრევები, რაც საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნი-ლია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, განადგურდეს საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შავი ფერის „ვესტელის“, ფირმის დაზიანებული პლაზმური ტელევიზორი, რაც საქონელმცოდნეო-ბითი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალის-ტიკურ სამსახურში, დაუბრუნდეს ბ--------- ა-----ის ოჯახის წევრს ნ--- ა-----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili