განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-606-2018 წელი
№060100118002548522
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
27 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – მ------ მ--–--ის,ადვოკატის – თ------ ჟ-----ს,მსჯავრდებულის – რ---–---- გ----–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომა-ზე, განიხილა რ---–---- გ----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქ-მე.
რ---–---- გ----–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, რეგისტრი-რებული ქ. ს-----------–----–----–----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ს------------–----------–----------------ში, მსჯავრდებულია სამტრედიის რაიონული სასა-მართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვე-პუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუა-ლების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწე-სებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახა-ზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგ-რეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
რ---–---- გ----–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული სა-შუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისათვის იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომე-ლიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. ს-----------–----------–----------------ში მცხოვრები რ---–---- გ----–---–ი, საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის იმყოფებოდა პირობითი სასჯელის ქვეშ, 2018 წლის აპრი-ლი-მაისის თვის პერიოდში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში საკარმიდამო ნაკ-ვეთზე უკანონოდ დათესა, მოიყვანა და კულტივირება გაუკეთა 7 ძირ ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარე „კანაფს“. 2018 წლის 16 ივნისს, მისი პირადი და ეზოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნანახი და ამოღებული იქნა მის მიერვე უკანონოდ და-თესილი, მოყვანილი და კულტივირებული 60,14 გრამი კანაფი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ---–---- გ----–---–მა და მისი ინტერესების დამ-ცველმა ადვოკატმა თ------ ჟ-----მ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ რ---–----- გ----–---–ის მიმართ დანიშნული საპატიმრო სასჯელის გაუქმებას. მოთხოვნას ასა-ბუთებენ იმ მოტივირებით, რომ რ---–---- გ----–---–ს ბოლო განაჩენის გამოტანის დროს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდა უკვე დამთავრებული ჰქონდა და მოსახ-დელად არაფერი ჰქონდა დარჩენილი. ამასთან რ---–---- გ----–---–ი დაავადებულია უმ-ძიმესი დაავადებით, რის გამოც მისთვის თავისუფლების აღკთვეთით დანიშნული სას-ჯელი გამანადგურებლად იმოქმედებს მის ჯანმრთელობაზე.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ რ---–---- გ----–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ად-ვოკატს თ------ ჟ-----ს, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ რ---–---- გ----–----–ის მიმართ დანიშნული საპატიმრო სასჯელის გაუქმებას.
– პროკურორ მ------ მ--–--ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამარ-თლოს მსჯავრდებულ რ---–---- გ----–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხ-ლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ რ---–---- გ----–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ რ---–---- გ----–---–ის მიმართ საპატისრო სასჯელის გაუქმების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რ---–---- გ----–---–მა ახალი დანაშაული (დანაშაული, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით) ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გამოსაცდელი ვადის ამო-წურვამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბა-მისად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაი-დინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სას-ჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბა-მისად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო გა-ნაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, გააუქმა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და წინა განაჩენით დანიშნული სას-ჯელის მოუხდელი ნაწილიდან (3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან) მას მხოლოდ 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა მოსახდელად, რასაც სააპელაციო პალატა იზიარებს, მიიჩნევს სამართლიანად და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებულ განა-ჩენში ცვლილების შეტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენი რ---–---- გ----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
რ---–---- გ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:
რ---–---- გ----–---–ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით სასჯელის დაუნიშნავად.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასი-ური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხო-ლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის გამოყენებული პირობითი მსჯავრი – 03 (სამი) წელი, 01 (ერთი) თვე და 17 (ჩვიდმეტი) დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად რ---–---- გ----–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალე-ბის მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესე-ბულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზი-ნო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
რ---–---- გ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმე-ბულია.
მსჯავრდებული რ---–---- გ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავე-ბის მომენტიდან – 2018 წლის 02 აგვისტოდან.
ორი ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე წონით 5,38 გრამი და ხუთი ძირი მომწვანო ფერის ნედლი მცენარე წონით 53,36 გრამი, რომელებიც წარმოადგენენ ნარკოტიკულ საშუალება კანაფს და ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავ-ნოს შს სამინისტროს მთავარ კრიმინალურ დეპარტამენტს მისი შემდგომი განადგურე-ბის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili