განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002608921
საქმე N1/ბ-539-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ მარინა მაკარიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ი----- მ–----ს
მსჯავრდებულის _ ქ-------ა თ-------ს
ადვოკატის _ ი-----–- შ-----–--ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ქ--------- თ-------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ქ--------- თ-------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------- ზუგდიდის რაიონში, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 1----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ზ----------------------------–------–-, მცხოვრების აბ-–--------------------–--------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განაჩენით:
ქ--------- თ------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რისი ათვლაც უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.
ქ--------- თ-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· სისხლის სამართლის საქმეზე ვ-–- ი-----ის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის ერთი ცალი დისკი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაერთოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· სისხლის სამართლის საქმეზე ვ-–- ი-----ის მიერ წარმოდგენილი და სასაქონლო ექსპერტიზის შემდგომ გადმოგზავნილი ოქროსგან დამზადებული 14,08 გრამი სამაჯური, ოქროსგან დამზადებული 4,24 გრამი ბეჭედი, ოქროსგან დამზადებული 2 გრამი ბეჭედი, ოქროსგან დამზადებული 4,24 გრამი ერთი წყვილი საყურე და ოქროსგან დამზადებული 7,91 გრამი ბეჭედი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ს-------------–----------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ--------- თ-------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 12 მაისიდან და 13 მაისამდე დროის მონაკვეთში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქ---------–----------------–-----–------------------–- განთავსებულ ბინაში, ქ--------- თ------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ს-------------–----------ის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ოქროს ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ქ--------- თ-------მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მისთვის დანიშნული სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციის მინიმუმამდე _ 03 წლამდე შემცირება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამ ფაქტამდე არასდროს ყოფილა ნასამართლევი და მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ქ--------- თ-------მ და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- შ-----–--მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ი----- მ–----მ ითხოვა დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განაჩენის უცვლელად ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა მსჯავრდებულ ქ--------- თ-------ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს-------------–----------ის ჩვენებით; მოწმეების _ გ-------–--ს, შ------- ქ-----–--ს, ვ-–- ი-----ის, ა---------– გ---–--ს და მ---- თ----------ს ჩვენებებით, 2016 წლის 17 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოცხრილით, 2016 წლის 15 მაისის დათვალიერების ოქმით და თანდართული შესყიდვის აქტით, 2016 წლის 15 მაისის დათვალიერების ოქმით და თანდართული ხელშეკრულებით, 2016 წლის 15 მაისის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 16 მაისის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 25 მაისის ნივთების დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ექსპერტ რ---- მ-------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ქ--------- თ-------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის _ მსჯავრდებულ ქ--------- თ-------ს მოთხოვნას მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ვადის 6 თვემდე შემცირებისა და დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ამასთან, მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა თავი აარიდა გამოძიებასა და სასამართლოში გამოცხადებას და მიიმალა, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის, რისი გათვალისწინებითაც პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა სრულად დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მას დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად.
ამასთან, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული ქ--------- თ------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, ჰყავს 3 წლის ასაკის მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მიიჩნევს, რომ ქ--------- თ-------ს უნდა შეუმცირდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციით დაწესებული სასჯელის მინიმუმი _ 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ქ--------- თ-------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განაჩენში სასჯელის ნაწილში შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება.
3.ქ--------- თ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
4.მსჯავრდებულ ქ--------- თ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 18 აგვისტოდან.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ ქ--------- თ-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· სისხლის სამართლის საქმეზე ვ-–- ი-----ის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის ერთი ცალი დისკი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაერთოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· სისხლის სამართლის საქმეზე ვ-–- ი-----ის მიერ წარმოდგენილი და სასაქონლო ექსპერტიზის შემდგომ გადმოგზავნილი ოქროსგან დამზადებული 14,08 გრამი სამაჯური, ოქროსგან დამზადებული 4,24 გრამი ბეჭედი, ოქროსგან დამზადებული 2 გრამი ბეჭედი, ოქროსგან დამზადებული 4,24 გრამი ერთი წყვილი საყურე და ოქროსგან დამზადებული 7,91 გრამი ბეჭედი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ს-------------–----------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/