განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-597-2018 წელი
№060100118002513356
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი----- რ-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი----- რ-----ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, მცხოვრები ხ-----------------------–---------ში, მსჯავრდებულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ი---- რ-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ხ-----------------------–---------ში არ-სებულ თავისივე საცხოვრებელ სახლში, ყოფით საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქ-ტის გამო მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი----- რ-----ემ ყელში ხელის წაჭერის გზით ძალადობა განახორციელა შვილზე ლ--- რ-----ეზე, რა დროსაც ლ--- რ-----ემ განი-ცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
2018 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ხ-----------------------–---------ში არ-სებულ თავისივე საცხოვრებელ სახლში, ყოფით საკითხებზე წარმოშობილი კონფ-ლიქტით განაწყენებული მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ი----- რ-----ე ნაჯახის მეშვე-ობით სიცოცხლის მოსპობით და დასახიჩრებით დაემუქრა შვილს ლ--- რ-----ეს. შექმ-ნილი ვითარებიდან გამომდინარე ლ--- რ-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ი-----–- შ---------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ი----- რ-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ ი----- რ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბა-მება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და გარემოებებს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი----- რ-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი----- რ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი----- რ-----ის მიმართ სას-ჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაუ-ლის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეო-ბათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლ-საწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასია-თისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდე-ბულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენი ი----- რ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ი----- რ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი----- რ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბა-მისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ი----- რ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ი----- რ-----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვა-ლოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძ-ლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონ-ტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრუ-ლების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგა-ნოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ი----- რ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრო-ბა – გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ი----- რ-----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 06 ივნისიდან 2018 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით.
ნივთმტკიცება – ნაჯახი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili