განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002584373
საქმე №1/ბ-729-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ზ------ მ-----–--ის მიმართ (პირადი №6----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, მ–---------------–---------------------–----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენით:
ზ------ მ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ზ------ მ-----–--ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობის დრო _ 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 08 ოქტომბრის ჩათვლით.
გაუქმდა ზ------ მ-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ზ------ მ-----–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალა პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ მ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 25 ივნისს, ხ---–-----------–----–-----------------–------------–-, ზ------ მ-----–--ემ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, თავის შვილს _ მ----- მ-----–--ეს მიაყენა სხეულის სხვადასხვა ადგილას ფიზიკური შეურაცხყოფა, აგრეთვე მარცხენა ხელის მაჯაზე მოუჭირა ხელი და დაარტყმევინა მიწაზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარსიხის დაზიანება გამოიწვია, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ------ მ-----–--ისათვის სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში არ მიიღო ქმედების ხასიათი. საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებულ ზ------ მ-----–--ეს დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა უთანხმოება საკუთარ შვილთან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებზე. აქედან გამომდინარე, იმ ფონზე, როდესაც დაზარალებული და მსჯავრდებული ცხოვრობენ ერთ სახლში, არსებობს რისკი, რომ კვლავ მოხდეს ანალოგიური დანაშაული. აპელანტის მოსაზრებით, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, ზ------ მ-----–--ისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი 06 ექვსი) თვის ვადით, არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულის და აქედან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას.
მსჯავრდებულ ზ------ მ-----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-----------–--ემ სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 08 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მსჯავრდებულმა ზ------ მ-----–--ემ გამოძიების დაწყებისთანავე და სასამართლო განხილვის დროს სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება, ის არის 60 წელს მიღწეული, ავადმყოფობის გამო არის პენსიონერი და წარსულში არასდროს ყოფილა ნასამართლევი. დაზარალებული მ----- მ-----–--ე (ზ------ მ-----–--ის შვილი) შეურიგდა მსჯავრდებულს, რომლის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: ბრალდებულ ზ------ მ-----–--ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ მ----- მ-----–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ნ-------- ღ-----------–--ის, მ--–---- ა--–--ის და ნ-------- ი-------ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------ მ-----–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა ზ------ მ-----–--ისათვის სასჯელის დამძიმება, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ზ------ მ-----–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, შეურიგდა დაზარალებულს. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 02 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ მ----- მ-----–--ეს არანაირი პრეტენზია არ აქვს ზ------ მ-----–--ესთან და თანახმა არის, მის მიმართ გავრცლდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. საქმეში არსებული საპენსიო მოწმობიდან ირკვევა, რომ ზ------ მ-----–--ეს დადგენილი აქვს მე-2 ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ. სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზ------ მ-----–--ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი და დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს. მსჯავრდებული ზ------ მ-----–--ე არ არის ნასამართლევი და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა რაიმე გარემოება გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ზ------ მ-----–--ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ ზ------ მ-----–--ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი ზ------ მ-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი ზ------ მ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ზ------ მ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.ზ------ მ-----–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობის დრო _ 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 08 ოქტომბრის ჩათვლით.
5.პირობით მსჯავრდებულ ზ------ მ-----–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ------ მ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/