განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
020100117002039024
ინსტანცია
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100117002039024

საქმე N 1/ბ-140-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორების - ნ-------- ჯ----ის, ი-–-- ტ-------ს

ადვოკატის - გ---–- შ--–--ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ------ ა-------ს ასული გ---------ას მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, ტექნიკური განათლების მქონე, მცხოვრები მისამართზე: წალენჯიხის რაიონის სოფელი ფ-----–--ი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ლ------ გ---------ას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1996 წლიდან მ------ გ-------- ფლობს და სარგებლობს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფ-----–--ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, რომელსაც ამუშავებს ყოველწლიურად და მოჰყავს მოსავალი. 2017 წლის 28 აპრილს მ------ გ--------მ გადაწყვიტა, დაემუშავებინა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფ-----–--ში მდებარე, მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაშიც მას დახმარება შესთავაზა მეზობლად მცხოვრებმა ბ------ გ---------ამ. 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბ------ გ---------ა, მის სარგებლობაში არსებული ტრაქტორით შევიდა მ------ გ--------ს მიწის ნაკვეთზე და დაიწყო მიწის დამუშავება. აღნიშნული შენიშნა მეზობლად მცხოვრებმა ლ------ გ---------ამ, რომელიც სისტემატურად აიძულებდა მ------ გ--------ს, თავი შეეკავებინა მიწის დამუშავებისაგან და არ ესარგებლა მიწით. ნანახით გაბრაზებულმა და განაწყენებულმა ლ------ გ---------ამ, იმის გამო, რომ მ------ გ--------მ არ შეასრულა მისი სისტემატური უკანონო მოთხოვნა, კვლავ მოსთხოვა ამ უკანასკნელს, შეეწყვიტა მიწის დამუშავება. ლ------ გ---------ამ, მას შემდეგ, რაც მიიღო უარი, თავისი მიზნის შესასრულებლად, მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად შესულ ბ------ გ---------ას არ მისცა მიწის დამუშავების საშუალება და დაუზიანა ტრაქტორის მინა, რითაც მ------ გ--------ს შეეზღუდა მიწის დამუშავების თავისუფლება, რისი განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით ლ------ გ---------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- ტ------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ლ----- გ---------ას მიმართ და იგი ცნობილ იქნასდამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ------ გ---------ამ ჩაიდინა ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელებაც მის უფლებას წარმოადგენს. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ლ------ გ---------ა სრულიად დაუსაბუთებლად გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ლ. გ---------ას ქმედებაში სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობის სრულად არსებობა არ დასტურდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანხმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, ხოლო 159-ე მუხლის შესაბამისად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს. მ------ გ-------- 1995 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით და არის კეთილსინდისიერი მფლობელი. სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით კი, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მის მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ლ------ გ---------ას მიმართ უნდა შეიცვალოს.

 

გამართლებულ ლ------ გ---------ას პროკურორის სააპელაციო საჩოვარზე შესაგებლი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორებს ნ-------- ჯ----ეს და ი-–-- ტ-------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ ლ------ გ---------ას ინტერესების დამცველ ადვოკატს გ---–- შ--–--ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს და ლ------ გ---------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე მ------ გ--------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ ლ. გ---------ას დედამ მოსთხოვა, შეეწყვიტა ხვნა და დაეტოვებინა მიწის ნაკვეთი, ქვით დაემუქრა, თუ არ შეწყვეტდა მიწის დამუშავებას. ლ. გ---------ამ ქვით ჩაამტვრია ტრაქტორის მინა. მათ მიმართ იყო მუქარა. ამის გამო ვერ მოხნა ტრაქტორმა მიწა. ამ ინციდენტის შემდეგ გამგეობამ სხვა ტრაქტორი მოიყვანა, მაგრამ მასაც არ მისცეს მიწის მოხვნის საშუალება. 12 წელია ლ. გ---------ა ითხოვს მიწას. ლ. გ---------ა მის ნათესავებს შეურაცხყოფას აყენებს, ცუდი სიტყვები რომ უთხრა, თვითონაც ვერ მოითმინა და უპასუხა. საბოლოოდ მიწაზე დათესვა მოახერხა. ნათესავები ეუბნებიან, რომ დატოვოს იქაურობა, მაგრამ მისი შვილის ნამყოფ ადგილს ვერ დატოვებს. მოსავალს რატომ იღებო, ეკითხებოდა ლ. გ---------ა და ქვას ესროდა. ყოველდღე ემუქრებოდა ლ. გ---------ა და მისი დედა, მოკლავო, ქვით გაგიხეთქავო თავს. სამჯერ დაუმტვრიეს ჯოხი, შვილიშვილს უწყევლიდნენ.

 

მოწმის ჩვენებით, 1996 წელს რაიონის ხელმძღვანელმა სოფლის რწმუნებულის მეშვეობით მის დედამთილს მისცა უფლება, ჩასახლებულიყო იმ ადგილას და მოწმეთა თანდასწრებით გადასცა სკოლის უკან მიწის ნაკვეთი, თუმცა რამე საბუთი არ მიუციათ. მის შვილს მისცეს რაღაც საბუთი რაიონში, მაგრამ არ იცის, თუ სად არის ის, რადგან მისი შვილი დაიღუპა. მის შვილს სოფლის რწმუნებულმა, გვარად გ--------მ გადასცა ეს საბუთი. ლ. გ---------ას დედა მუშაობდა მეეზოვედ სკოლაში. ლ. გ---------ას მისი ჰგონია მიწის ნაკვეთი.

 

მოწმე ბ------ გ---------ას ჩვენებით დადგენი-–--, რომ 17-18 საათი იქნებოდა, ტრაქტორზე მუშაობდა, დაუძახა მ------ გ--------მ მიწის მოსახნავად. ლ. გ---------ამ უთხრა, არ მოეხნა მიწა, რომელსაც ცული ეკავა, შემდეგ კი ქვა ისროლა და დააზიანა ტრაქტორის მინა. ამის შემდეგ გააჩერა ტრაქტორი. ლ. გ---------ა და მისი ოჯახი გადმოვიდნენ მისკენ და დაუწყეს ლანძღვა. მოვიდა პოლიცია. ლ. გ---------ა ამბობდა, ეს მიწა ჩემიაო. იგი დაზარალებულს და გამართლებულს აშველებდა. ბლ. გ---------ა აგრძელებდა ქვების სროლას, რის გამოც ვერ დაასრულა ხვნა. ზიანი თვითონ აანაზღაურა, არ მოუთხოვია ლ. გ----------საგან ზიანის ანაზღაურება.

 

მოწმე ზ---- გ---------ას ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 28 აპრილს 18 საათისთვის ტრაქტორის მოყვანის შემდეგ ატყდა წივილ-კივილი, ქვების სროლა. ხალხი შეგროვდა. ტრაქტორზე მომუშავეს ეუბნებოდნენ ლ. გ---------ა და მისი ოჯახის წევრები, რომ არ მოეხნა მიწა. ლ. გ---------ამ ქვა ისროლა, რომელიც მოხვდა ტრაქტორის მინას. მოწმის ჩვენებით ასევე ირკვევა, დაზარალებული მეწყრის გამო გამგეობამ და სკოლამ ჩამოასახლა 1996 წელს სკოლის შენობაში. მიწაც ეკუთვნოდა სკოლას. მას შემდეგ ის იქ ცხოვრობს.

 

მოწმე მ--- გ---------ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის 28 აპრილს გაიგო ყვირილის ხმა. ლ. გ---------ა ითხოვდა, ტრაქტორს შეეწყვიტა მუშაობა, მინა ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ტრაქტორმა შეწყვიტა მუშაობა. დაზარალებული 20 წლის წინ გამგეობამ შეასახლა შენობაში. ადრე იქ სკოლის ნაკვეთი იყო. 2 წელი იქნება, რაც დავობენ გამართლებული და დაზარალებული მიწის გამო. ლ. გ---------ა ფიქრობს, რომ მიწა მისია. მიწის ნაკვეთი მდებარეობს დაზარალებულის სახლის უკან. მის მეზობლად ცხოვრობს ლ. გ---------ა.

 

მოწმე ზ----- გ---------ას ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს ხმაური გაიგო. ბ------ გ---------ა ხნავდა მიწას. ლ. გ---------ა, მისი დედა და და ბ------ გ---------ას ეუბნებოდნენ, გაეყვანა ტრაქტორი. ლ. გ---------ამ აიღო ქვა და ტრაქტორს ჩაუმსხვრია მინა, ნაჯახი ესროლა დაზარალებულს, რომელიც გაარიდეს იქაურობას. ლ. გ---------ა ჯერ დაზარალებულს მიმართავდა, მოგკლავო, მერე - ბ------ გ---------ას. მოწმის ჩვენებით, დაზარალებული სკოლამ და გამგეობამ ჩამოასახლა 1996 წელს მისი სახლ-კარის დამეწყრვის გამო. სკოლის უკან არის მიწა, რომელსაც სულ დაზარალებული ამუშავებს. ლ. გ---------ა ამბობს, რომ მისი მამა მუშაობდა სკოლაში, რის გამოც მას ეკუთვნის მიწა. დაზარალებულის შვილის სიკვდილის მერე გამძაფრდა ვითარება დაზარალებულსა და გამართლებულს შორის. მიწა სკოლას ეკუთვნის.

 

მოწმე მ--–---- გ------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ იყო წივილ-კივილი და ქვების სროლა, ჩაიმსხვრა ტრაქტორის მინა. ეს ხდებოდა 17-18 საათისთვის სკოლის უკან. ლ. გ---------ას ოჯახიდან მეზობლები ესროდნენ დაზარალებულს და ტრაქტორს ქვებს. ლ. გ---------ა აგრესიული იყო, ტრაქტორის გაყვანას ითხოვდა. მუშაობა შეჩერდა. მოწმის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ სკოლაში მეეზოვე იყო ლ. გ---------ას მამა. დაზარალებული მიწის ნაკვეთით სარგებლობს 1995-1997 წლიდან, ბოლო 2-3 წელია, ეს ნაკვეთი სადავო გახდა. ლ. გ---------ას უნდა მიწის ნაკვეთი და ამბობს, რომ მას ეკუთვნის.

 

მოწმე ჯ---- გ--------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ დაზარალებული ცხოვრობს ჩამოსულ პედაგოგთა საცხოვრებელ სახლში, რომელიც მანამდე დანგრეული იყო. დაზარალებული შეასახლეს შენობაში, მაგრამ მიწის ნაკვეთი გადასცეს თუ არა, არ იცის. ლ. გ---------ას მამა უვლიდა ნაკვეთს საბჭოთა კავშირში 90-იან წლებამდე.

 

მოწმე ხ------- ფ-----ს ჩვენებით დასტურდება, რომ ლ. გ---------ას მამა მუშაობდა სკოლაში, მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. ნაკვეთს ნაწილი სკოლისაა, მაგრამ სადავო მიწის ნაკვეთის სკოლის არ არის. არ იცის, თუ ვის ეკუთვნის ის.

 

მოწმე თ---------- ბ------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 28 აპრილს დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ტრაქტორის კარის საქარე მინა დაზიანებული იყო. სალონიდან ამოიღო ქვა. როცა ადგილზე მივიდა, პოლიცია იცავდა შემთხვევის ადგილს. ტრაქტორის კარი დაკეტილი იყო.

 

მოწმე ი-----–- ჭ-----ს ჩვენების თანახმად, ლ. გ---------ა ყვიროდა, დაზარალებულს ემუქრებოდა, ტრაქტორს ქვების სროლა დაუწყო და ტრაქტორის მინა ჩატეხა. ბ------ გ---------ამ შეაჩერა მუშაობა. ლ. გ---------ა ბ------ გ---------ას ეუბნებოდა, რომ არ უნდა მოეხნა მიწა.

 

მოწმე მ----- გ------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მიწის მოხნის უფლებას არ აძლევდნენ. ერთმანეთს ლანძღავდნენ ლ. გ---------ა და მ. გ--------. ლ. გ---------ა იდგა ღობის იქით. ტრაქტორი გაჩერებული იყო და გვერდითა მინა ჰქონდა ჩამსხვრეული. ლ. გ---------ა და მისი ოჯახის წევრები ეჩხუბებოდნენ დაზარალებულს, გაიყვანეო ტრაქტორი.

მოწმე ფ------- ც----ს ჩვენების თანახმად, 1 ივნისს ჯ---- გ-------- მივიდა და სთხოვა, დაზარალებულის ეზოს დამუშავებას დასწრებოდა. იმიტომ სთხოვა მათ მისვლა დაზარალებულმა, რომ გამართლებული ადრეც აძევებდა ტრაქტორს დასამუშავებელი მიწიდან.

 

მოწმე ზ---- შ--------ას ჩვენებით ირკვევა, რომ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ტრაქტორს, რომელსაც დაწყებული ჰქონდა მიწის მოხვნა, მარცხენა კარის მინა ჰქონდა ჩამტვრეული. ტრაქტორი შეჩერებული იყო. ტრაქტორიდან ამოიღო ქვა და მინის ნამსხვრევები. მინის ჩამსხვრევით გამოწვეული ზიანი იყო 140 ლარი, რის გამოც იძულების მუხლით წაუყენა ბრალდება.

 

გამართლებულ ლ------ გ---------ას ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულ მ------ გ--------ს უთხრა, წელს არ დაემუშავებინა მიწა, რადგან აპირებდა ამ მიწაზე განცხადების შეტანას და სურდა დალოდებოდნენ შედეგს, მაგრამ დაზარალებულმა მოიყვანა ტრაქტორი და დაიწყო მიწის დამუშავება. მიუხედავად მის მიერ ხელის შეშლისა, დაზარალებულმა მაინც დაამუშავა მიწა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ხელშეწყობით. ბ------ გ---------ას რამდენჯერმე უთხრა, არ შესულიყო ნაკვეთზე, გააფრთხილა, რომ სადავო იყო. დაზარალებულის ნათესავებმა უთხრეს ბ------ გ---------ას, რომ დაემუშავებინა მიწა. მათ გაანერვიულეს, ისინი აგინებდნენ და არ ახსოვს, როგორ შეუშალა ხელი. გაღიზიანებული და გაბრაზებული იყო და რა ისროლა, არ იცის. არ იცის ტრაქტორის მინა რომ დაზიანდა. ალბათ ესროლა ქვა და მოხვდა, მაგრამ ზუსტად არ იცის. ითხოვდა, დაეცადათ 1 წელი მაინც, რათა გარკვეულიყვნენ ვის ეკუთვნოდა ნაკვეთი.

 

ლ. გ---------ას ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ დაზარალებულის სახლ-კარი მეწყერმა დააზიანა 19 წლის წინ, რის გამოც ის ჩასახლდა მათ მეზობლად და თვითნებურად დაიკავა სკოლის შენობა. შენობა შეუკეთეს გაეროს სახსრებით, ვინაიდან დაზარალებული ლტოლვი-–--. მას ყველაფერი ყალბად აქვს გაკეთებული. მიწა დაზარალებულს თვითნებურად აქვს მიტაცებული. იქ ჩასახლება აკრძალული იყო. იმ შენობაში იყო სკოლის პედსაბჭო. შენობა ავარიული იყო. დაზარალებული შენობაში ძალადობით შევიდა.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფ-----–--ში N- საჯარო სკოლის უკანა მხარეს მიწის ნაკვეთზე, რომელიც მ------ გ--------ს საცხოვრებელ სახლს უკანა მხარეს ემიჯნება და არ არის გამოყოფილი აღნიშნული სახლის საკარმიდამო ეზოსგან. მიწის ნაკვეთს ემიჯნება N- საჯარო სკოლა, დასავლეთით ლ------ გ---------ას საცხოვრებელი სახლისკენ მიმავალი მოხრეშილი საუბნო-საავტომობილო გზა, ჩრდილოეთით ლ------ გ---------ას კუთვნილი თხილის პლანტაცია.

 

2017 წლის 8 ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით დგინდება, რომ მ------ გ--------ს განცხადებაზე უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, ვინაიდან მიმდინარეობს დამატებითი მასალების მოძიება. აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად. დამოწმების თარიღია 05.03.2014წ. აღნიშნულ ნივთზე რეგისტრირებულია მოსარგებლე სსიპ ,,ა------------------------------------–------–--–--------------–----–--------------- N- საჯარო სკოლის შეზღუდული სარგებლობა.

 

საქმეზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ლ------ გ---------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტურ მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავის ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ იძულების შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენი-–--, რომ სადავო მიწა არის სახელმწიფო საკუთრება. ასევე დადგენი-–--, რომ ეს მიწა უვადო შეზღუდულ სარგებლობაში აქვს გადაცემული სკოლას 2014 წელს. ლ. გ---------ას მიერ ქმედების ჩადენის მომენტში მიწის ნაკვეთის დაზარალებულისათვის სარგებლობაში არ ყოფილა გადაცემული. აქვე სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ სკოლის დირექტორის ხ------- ფ-----ს ჩვენებას, რომლითაც ირკვევა, რომ დაზარალებულისათვის მას მიწის ნაკვეთი არ გადაუცია სარგებლობაში, დაზარალებული მისი ნებართვის გარეშე სარგებლობდა მიწით. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაზარალებული მ------ გ-------- ჩასახლებული იქნა სკოლის შენობაში, თუმცა ვერც ერთმა მოწმემ ვერ მიუთითა ჩასახლების სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე. საქმეში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ მიწის დამუშავების სამართლებრივ საფუძველს და იმას, რომ დაზარალებულს ჰქონდა სამართლებრივი უფლება, შეესრულებინა ის მოქმედება, რა მოქმედების შეზღუდვაც განახორციელა ლ. გ---------ამ.

 

პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ვერ მიიჩნევა დადასტურებულად, რომ ლ. გ---------ა მოქმედებდა განზრახ და მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ არღვევდა სხვის უფლებას, კერძოდ, მ------ გ--------ს უფლებას, იმ პირობებში, როცა ამ უფლების არსებობა ვერ დადასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უფრო მეტიც, ლ. გ---------ა მიწას თავისად მიიჩნევდა.

 

სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ სასამართლო საქმეს იხილავს სისხლისსამართლებრივი ნორმებით ხელმძღვანელობის პირობებში, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და ვერ გასცდება ამ ფარგლებს და სისხლის სამართლის, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებს და ვერ იმსჯელებს ლ. გ---------ას ქმედების სხვაგვარ სამართლებრივ შეფასებაზე იმ პირობებში, როცა სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს სხვა, უფრო მსუბუქი ნორმა, რომელიც სრულად შეესაბამება ლ. გ---------ას ქმედებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა დაზარალებულის უფლება მიწით სარგებლობაზე, რის გამოც ლ. გ---------ას ქმედება ვერ ჩაითვლება ამ უფლების განხორციელებაში ხელის შეშლად. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ლ. გ---------ას საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს წარდგენილ ბრალდებაში ლ------ გ---------ას გამართლების თაობაზე.

 

ამდენად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე , 298-ე , 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- ტ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი ლ------ გ---------ას მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ლ------ გ---------ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქვა და მინის ნამსხვრევები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

გამართლებულ ლ------ გ----------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე