განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210018002395468
საქმე №2ბ/6255-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ქეთევან დუგლაძე
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
І აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს „ე-–--ი“
წარმომადგენლები: პ-------–---–----ე, შ--–--------------ე
ІІ აპელანტები (მოწინააღმდეგე მხარეები) : ააიპ „თ---–----------–------------------ი“, ააიპ „თ---–-----------------–--------------ი“, ააიპ „თ---–-----------------–-------------ი“, ააიპ „თ---–-------------–-------------ი“, ააიპ „თ---–--------------–-------------ი“, ააიპ „თ---–--------------–-------------ი“, ააიპ „თ---–---------------–--------–-------------ი“, ააიპ „თ---–---------------–-------------ი“
წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
І. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ІІ. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ე-–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ააიპ „თ---–----------–-----------------ი“-ს მოსარჩელე შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 3 850.75 ლარის და პირგასამტეხლოს 231 ლარის გადახდა; შპს „ე-–--ი“-ს სარჩელი ააიპ „თ---–-----------–-------------------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 776 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ააიპ „თ---–-------------–-------------ი“-ს მოსარჩელე შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 9530.15 ლარის და პირგასამტეხლოს 720 ლარის გადახდა; შპს „ე-–--ი“-ს სარჩელი ააიპ „თ---–-------------–-------------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 1 751 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ააიპ „თ---–--------------–------------ი“-ს მოსარჩელე შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 18746.4 ლარის და პირგასამტეხლოს 1 440 ლარის გადახდა; შპს „ე-–--ი“-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ „თ---–--------------–-------------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 3034 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ააიპ „თ---–---------------–--------–-------------ი“-ს მოსარჩელე შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 6544.45 ლარის და პირგასამტეხლოს 540 ლარის გადახდა; შპს „ე-–--ი“-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ „თ---–---------------–--------–-------------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 1037 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ააიპ „თ---–---------------–-------------ი“-ს მოსარჩელე შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 28937.2 ლარის და პირგასამტეხლოს 2156 ლარის გადახდა; შპს „ე-–--ი“-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ „თ---–---------------–-------------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 4892 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ააიპ „თ---–---------------–-------------ი“-ს მოსარჩელე შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16165.85 ლარის და პირგასამტეხლოს 1232 ლარის გადახდა; შპს „ე-–--ი“-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ „თ---–---------------–-------------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2988 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ააიპ „თ---–--------------–-------------ი“-ს მოსარჩელე შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 13450.25 ლარის და პირგასამტეხლოს 1 040 ლარის გადახდა; შპს „ე-–--ი“-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ „თ---–----------------–--------------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2358 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ააიპ „თ---–---------------–-------------ი“-ს მოსარჩელე შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 14559.85 ლარის და პირგასამტეხლოს 1 260 ლარის გადახდა; შპს „ე-–--ი“-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ „თ---–---------------–-------------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2343 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა ბაგა-ბაღების შეგებებული სარჩელები მოპასუხე შპს „ე-–--ი“-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
І. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტი „იმერული“ დამზადებული იყო არა ნატურალური, არამედ აღდგენილი რძისაგან, მაგრამ აპელანტი თვლის, რომ აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ხსენებული პროდუქტი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილი პროდუქტ ყველის მახასიათებლებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ აღნიშნული პროდუქტი თავისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობით განსხვავდებოდა მოპასუხეებისათვის ხელშეკრულებებით მისაწოდებელი პროდუქტისაგან, რისი გათვალისწინებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე, აპელანტს მიაჩნია დაუსაბუთებლად.
3.1.2. აპელანტს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვის სამართლებრივი წინაპირობები. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების არსებობა არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას უპირობოდ აინაზღაუროს თანხა, რადგან მას ამ შემთხვევაში ეკისრება მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა სკ-ს 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
აპელანტის განმარტებით, თუ დადგენილად იქნება მიჩნეული აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის სრული თანხის გადახდა ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს და იწვევს მის უსაფუძვლო გამდიდრებას. საბანკო გარანტიის არააქცესორული ხასიათი არ ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარი უფლებამოსილია დაიტოვოს მსგავსი შესრულება. ასეთ შემთხვევაში დგება უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნების საკითხი, რომლის მოთხოვნის უფლებაც პრინციპალს გააჩნია სკ-ს 976 „ა“ მუხლის საფუძველზე.
3.1.3. აპელანტის განმარტებით, საქმეზე არსებული მტკიცებულებით, კერძოდ საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროდუქტი ყველის საბაზრო ფასებს შორის სხვაობა შეადგენს: ააიპ „თ---–----------–------------------ის“ შემთხვევაში - 11.63 ლარს, ააიპ „თ---–-----------------–--------------ის“ შემთხვევაში - 89.75 ლარს, ააიპ „თ---–-----------------–-------------ის“ შემთხვევაში - 49.25 ლარს, ააიპ „თ---–-------------–-------------ის“ შემთხვევაში - 29 ლარს, ააიპ „თ---–--------------–-------------ის“ შემთხვევაში - 57.29 ლარს, ააიპ „თ---–--------------–-------------ის“ შემთხვევაში - 72.25 ლარს, ააიპ „თ---–---------------–--------–-------------ის“ შემთხვევაში - 20.02 ლარს, ააიპ „თ---–---------------–-------------ის“ შემთხვევაში - 83.52 ლარს. შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით ამ ოდენობის ზიანის არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ 19179 ლარის შემოსავლის მიღება განხილულ უნდა იქნეს მხარის უსაფუძვლო გამდიდრებად, რისი გათვალისწინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
ІІ. აპელანტების სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტების მოსაზრებით, გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლოს გამოყენებული აქვს ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც შემხებლობაში არ არის დავის არსთან და არ აქვს გამოყენებული ისეთი უმნიშვნელოვანესი აქტები, როგორიც არის მაგალითად, კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ. გარდა ამისა, სასამართლოს უგულებელყოფილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები და სრულიად დაუსაბუთებლად რიგი დოკუმენტაციისთვის მინიჭებული აქვს მტკიცების უპირატესი ძალა. ყოველივე აღნიშნული, ერთობლიობაში ქმნის სრულიად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რაც გარდა კერძო სამართლებრივი ვალდებულებების დარღვევისა, ხელყოფს აპელანტების ინტერესებს იმოქმედონ ბავშვების საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად. თავად სასამართლო კი ხელყოფს აღნიშნულ ინტერესს და უფრო მეტიც, ახალისებს მხოლოდ სამოქალაქო ბრუნვით შენიღბულ ასეთ ქმედებას.
სასამართლომ, სადავო გადაწყვეტილების ფარგლებში არასწორად განმარტა დავის არსი, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას, რის გამოც შეილახა მხარეთა კანონიერი ინტერესები. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა ორ გარემოებაზე, ერთის მხრივ დაადგინა, რომ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი აკმაყოფილებდა უვნებლობის პარამეტრებს, ხოლო მეორეს მხრივ, პროდუქტის შეუსაბამობა არ იყო არსებითი ხასიათის.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების მითითებით, შპს „ე-–--სა“ და აპელანტებს შორის არსებული დავა გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი მოცემულობიდან, რომ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებულმა კომპანიამ, მოწინააღმდეგე მხარემ, არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ყველისა და კარაქის ნაცვლად, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურებისას შემსყიდველს, ანუ აპელანტებს მიაწოდა სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე კარაქისა და ყველის მაგვარი მასა. შესაბამისად, ის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც არ არის ყველი და კარაქი, რომელიც პირდაპირ არღვევს ხელშეკრულების პარამეტრებს, აკმაყოფილებს თუ არა რაიმე სტანდარტს, ეს რა თქმა უნდა მოცემულ დავაში მნიშვნელოვანი საერთოდ არ არის, რადგან ხელშეკრულების შესრულების მიზნებისათვის, სხვა პროდუქტის მიწოდება ითვლება საერთოდ მიუწოდებლობად. თუმცა, თავად ყველისა და კარაქის და იმ პროდუქტის ერთმანეთთან შედარებით, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების გამოკვების მიზნიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა საუბარია უხარიხსო პროდუქტის მიწოდებაზე, რადგან, ფართო გაგებით უხარისხო გულისხმობს ისეთ პროდუქტს, რომლის გამოყენებითაც ვერ მიიღწევა იგივე შედეგი, რომელსაც მიაღწევდა დაინტერესებული მხარე ხარისხიანი პროდუქტების გამოყენების შემთხვევაში. ამ დავის ფარგლებშიც, რა თქმა უნდა უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველითა და კარაქით და შპს „ე-–--ის“ მიერ მიწოდებული პროდუქციით მცირეწლოვანი ბავშვის გამოკვება სრულიად განსხვავებული შედეგის მომტანია, თუნდაც მხოლოდ რძის კომპონენტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, ამ ერთი კომპონენტის ისეთი მნიშვნელოვანი ხელყოფით, როგორიც განხორციელებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, მთლიანად კვების მენიუს ხარისხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან საკითხი შეეხება მცირეწლოვანი ბავშვების კვების რეჟიმს, რომელიც შესყიდვის ეტაპზე დამუშავებულია სპეციალისტთა მიერ და გამოყვანილია იმ სავალდებულო მოთხოვნების დაცვით, რომელიც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის. შესაბამისად, ნებისმიერი უმნიშვნელო კომპონენტის ცვლილებამაც კი შესაძლოა სრულიად შეცვალოს მენიუს არსი. სწორედ ამ რისკის გამორიცხვას ემსახურება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტით დადგენილი ვალდებულება, რომ მიმწოდებელმა არ განახორციელოს მენიუში თვითნებური ცვლილებები და ნებისმიერი ცვლილება შეათანხმოს შემსყიდველთან. მოცემულ შემთხვევაში კი, ადგილი აქვს არა რაიმე უმნიშვნელო ცვლილებას, არამედ ორი პროდუქტის პრაქტიკულად სრულად ჩანაცვლებას.
3.2.2. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვები მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე არ ყოფილა სასამართლო კვლევის საგანი. ეს მსჯელობა ცალსახად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის არსი. აპელანტების მხრიდან, შპს „ე-–--ის“ მიმართ წარმოშობილ პრეტენზიას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. შესამოწმებელი სურსათის ეტიკეტზე დატანილი იყო პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტების ჩამონათვალი. შესაბამისად, რაიმე დამატებითი კვლევის ჩატარება პროდუქტის შემადგენლობის დასადგენად საჭირო არ გამხდარა. მით უმეტეს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა პოზიციებითაც სადავო არაა ის ფაქტი, რომ ეტიკეტზე აღწერილი შემადგენლობა სრულად შეესაბამებოდა მიწოდებული პროდუქტის რეალურ შემადგენლობას. აღნიშნულ გარემოებას ასევე წერილობით ადასტურებს თავად მწარმოებელი კომპანია „ნ---------–--“, რომელიც განმარტავს, რომ შპს „ე-–--ისათვის“ მიწოდებული ე.წ. ყველი წლების განმავლობაში მზადდებოდა რძის ფხვნილისგან - აღდგენილი რძისაგან. თავის მხრივ, პროდუქტის შემადგენლობა რა თქმა უნდა წარმოადგენს საკვების მახასიათებელს. შესაბამისად, აპელანტის აზრით, სრულიად უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ „უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვების მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება“ სასამართლოს კვლევის საგანი არ ყოფილა. კიდევ უფრო უსაფუძვლოა ამ დასკვნის გამოტანა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს არ განუხორციელებიათ პროდუქტის ვარგისიანობის კუთხით ლაბორატორიული კვლევა და მათი მახასიათებლები შესწავლილია მხოლოდ ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში.
აპელანტების განმარტებით, მითითებული მთავრობის დადგენილება პირდაპირ ავალდებულებს მწარმოებელს ეტიკეტზე დაიტანოს პროდუქტის შემადგენლობა. რა უნდა ყოფილიყო ლაბორატორიული კვლევის მიზანი, რომ ეტიკეტში მითითებული აღდგენილი რძის, ანუ რძის ფხვნილის ნაცვლად ნატურალური რძე ხომ არ იყო გამოყენებული. მითუფრო, რომ თავად მწარმოებელი კომპანია ეჭვქვეშ არ აყენებს იმ გარემოებას, რომ სწორედ აღდგენილ რძეზე, ანუ რძის ფხვნილზე მზადდებოდა პროდუქტი, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდა შპს „ე-–--ი“ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების საკვებად. ასეთი მსჯელობით სასამართლო არა მხოლოდ არასწორად აღიქვამს დავის არსს, არამედ ხელყოფს მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპს და მტკიცებულებათა შეფასების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტს:
დავა მდგომარეობს არა იმაში, რამდენად შეესაბამება პროდუქტის ეტიკეტი ეტიკეტირების მოთხოვნებს, არამედ იმაში, ეტიკეტზე მოცემული ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობის შესახებ რამდენად შეესაბამება მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებს. შესაბამისად, პრობლემა მდგომარეობს არა ეტიკეტირების ტექნიკურ მახასიათებლებში, არამედ პროდუქტის შემადგენლობაში;
მთავრობის №441 დადგენილებით მწარმოებელი ვალდებულია ეტიკეტზე დაიტანოს ნამდვილი და უტყუარი ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობისა და სხვა მახასიათებლების შესახებ. შესაბამისად, მესამე პირებისათვის და თუნდაც ხელშემკვრელი მხარისათვის, ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია ითვლება ნამდვილად, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. შესაბამისად, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევისას, ეტიკეტის, როგორც ინფორმაციის წყაროს გამოყენება სრულიად ლეგიტიმური და კანონთან შესაბამისია, სასამართლოს მიერ განსხვავებული მიდგომა და მტკიცების ტვირთის სხვაგვარი გადანაწილება კი ცალსახად კანონსაწინააღმდეგოა. შესაბამისად, ლაბორატორიული კვლევის ჩატარების საჭიროება უნდა დაეყენებინა მოწინააღმდეგე მხარეს და დაემტკიცებინა, რომ ეტიკეტზე არსებული ინფორამცია პროდუქტის შემადგენლობის შესახებ არ იყო ნამდვილი და ხდებოდა ნატურალური რძის გამოყენება, ხოლო ეტიკეტზე მიეთითებოდა, როგორც რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტი.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარეს შპს „ე-–--ს“ არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ ის გარემოება, რომ მათ მიერ მიწოდებული ყველის მაგვარი მასა წარმოადგენდა აღდგენილ რძეზე დამზადებულ პროდუქტს.
3.2.3. აპელანტების მითითებით, გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა სასამართლომ რატომ არ გაიზიარა სსიპ „ს---------------------–------------ს“ 2017 წლის 15 დეკემბრის №---------- წერილი, სადაც უდავოდ არის დადასტურებული, რომ „სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს“. ასევე, სასამართლომ არ შეაფასა სსიპ „ს---------------------–------------ს“ 2017 წლის 19 დეკემბრის წერილი №--------, რომელშიც სააგენტომ იმსჯელა ეტიკეტზე აღწერილ ინფორმაციაზე და დაადგინა, რომ კარაქის ეტიკეტი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებს. ხელშეკრულებით კი მოთხოვნილი იყო არა ეტიკეტზე დასატანი ინფორმაცია, ანდა ეტიკეტთან დაკავშირებული რაიმე საკითხი, არამედ პროდუქტის მახასიათებლები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც დაიტანება ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის №441 დადგენილების შესაბამისად. ეს სამართლებრივი მოცემულობა კი ცალსახად ადასტურებს, რომ გასაჩირებული გადაწყვეტილება, გასაჩივრებულ ნაწილში, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მტკიცების სტანდარტებს.
3.2.4. აპელანტების მტკიცებით, სასამართლომ არათუ იმსჯელა ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არამედ, წაახალისა ის ხელყოფა, რომელიც განხორციელდა მოცემულ შემთხვევაში და მსჯელობა დაიყვანა მხოლოდ ეტიკეტირების პრობლემამდე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, არც არსებობდა. რეალურად, მიწოდების ნაკლი მდგომარეობდა იმ პროდუქტის შემადგენლობაში, რომელიც საკვებად მიეწოდათ ბავშვებს. მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს და სასამართლო სრული საკანონმდებლო პრინციპების დარღვევით იზიარებს იმ სჯელობას, რომ „იმერულის“ და არასათანადო შემადგენლობის კარაქი მოწმდებოდა შესაბამისი წესით და დადგენილი იყო მათი საკვებად ვარგისიანობის საკითხი. თუმცა ეს არ გულისხმობს რომ იგი ვარგისი, უსაფრთხო და სარგებლის მომტანი იყო ბავშვების ჯანმრთელობისათვის, ან სხვა პროდუქტთან ერთად მათი მიღება იგივე შედეგის მომტანი იყო, რომელ შედეგზეც ორიენტირებული იყო კვების მენიუ ერთიანობაში. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული კონკრეტული მახასიათებლის კარაქისა და ყველის შეძენა მოთხოვნილი იყო სპეციალისტთა მიერ, ბავშვების ჯანმრთელობაზე გავლენის და ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, წინასწარ რომ სცოდნოდა შემსყიდველს პროდუქტების ჩანაცვლების თაობაზე, სადავო ხელშეკრულება არ დაიდებოდა. ამ კუთხით, ხელშეკრულების მიზნისა და ინტერესის მნიშვნელოვანი, ნაკლიანი ნივთის მიწოდების შედეგზე მთლიანი ხელშეკრულების მიმართ არსებული ინტერესის ჭრილში სასამართლოს მსჯელობა საერთოდ არ აქვს მოცემული სადავო გადაწყვეტილებაში.
აპელანტების მითითებით, ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა და საკანონმდებლო ვალდებულებების/მოცემულობის გაუთვალისწინებლობამ განაპირობა ის გარემოებაც, რომ არ მოხდა აპელანტისათვის მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიყენებული ზიანის სწორი შეფასება და შედეგად, შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება.
3.2.5. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს „ე-–--თან“ ანგარიშსწორების შეყოვნება განაპირობა ორმა გარემოებამ: 1. შესრულების ნაკლის აღმოჩენამ და 2. დათვლილი ზიანისა და გადასახდელი თანხის პროპორციამ. აპელანტი აღიარებს, რომ გარდა კარაქისა და ყველის ღირებულებისა, დანარჩენ ნაწილში წარმოიშვა გადახდის ვალდებულება, თუმცა აღნიშნული ბევრად ნაკლები იყო შპს „ე-–--ის“ მიერ უსაფუძვლოდ მიღებული ანაზღაურებაზე. შესაბამისად, წარმოიშვა გაქვითვის უფლება და სამართლებრივი მოცემულობა. ეს კი გამორიცხავს მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1. – 3.1.28 პუნქტები).
4.2. უდავოა, რომ სს „ბ---------მა“ საგარანტიო თანხა გადაურიცხა ააიპ „თ---–-----------–-------------------ს“ - 776 ლარის, ააიპ „თ---–-------------–-------------ს“ - 1751 ლარის, ააიპ „თ---–--------------–-------------ს“ - 3034 ლარის, ააიპ „თ---–---------------–--------–-------------ს“ - 1037 ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ს“-4892 ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ს“ - 2988 ლარის, ააიპ „თ---–----------------–--------------ს“ - 2358 ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ს“ - 2343 ლარის ოდენობით.
4.3. ასევე უდავოა, რომ მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ე-–--ის“ მიერ მოპასუხეებისთვის მიწოდებული პროდუქტი ყველი „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს „ე-–--ის“ მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების მიხედვით კი, კომპანიას ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი.
„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუქნტის „დ“ ქევეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.
ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, კომპანიის მხრიდან ბაღებისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.
4.5. სააპელაციო პალატა არ იზიარებს მე-2 აპელანტების პრეტენზიას, რომ კომპანიის მხრიდან ბაღებისთვის მიწოდებული კარაქიც ნივთობრივი ნაკლის მქონეა.
უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. ასევე უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). სააპელაციო პალატა იზიარებს მე-2 აპელანტების მოსაზრებას, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაში მის ეტიკეტზე დატანილი მხასიათებლებთან.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა ნაკლებია 80%-ზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა პირნათლად.
4.6. პალატა აღნიშნავს, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის, პირგასამტეხლოსა, უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის და ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.2, 417-ე, 991-ე, 494.1, 394.1, 408.1 და 409-ე მუხლები წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიაწოდა ბაგა-ბაღებს შეთანხმებული საქონელი, ამ უკანასკნელს კი შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული პროდუქტი ყველი „იმერული“ ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. იმავე კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ბაგა-ბაღებმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღეს და დანიშნულებით გამოიყენეს. ასევე, უდავოა, რომ ბაგა-ბაღებს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვიათ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და პირველი აპელანტის განმარტებით დგინდება, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ნაკლიანი ყველის ღირებულება ნაკლებია ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე, სახელდობრ, ფასებს შორის სხვაობა შეადგენს: ააიპ „თ---–----------–------------------ის“ შემთხვევაში - 11.63 ლარს, ააიპ „თ---–-----------------–--------------ის“ შემთხვევაში - 89.75 ლარს, ააიპ „თ---–-----------------–-------------ის“ შემთხვევაში - 49.25 ლარს, ააიპ „თ---–-------------–-------------ის“ შემთხვევაში - 29 ლარს, ააიპ „თ---–--------------–-------------ის“ შემთხვევაში - 57.29 ლარს, ააიპ „თ---–--------------–-------------ის“ შემთხვევაში - 72.25 ლარს, ააიპ „თ---–---------------–--------–-------------ის“ შემთხვევაში - 20.02 ლარს, ააიპ „თ---–---------------–-------------ის“ შემთხვევაში - 83.52 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ფასი ექვემდებარება შემცირებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის ღირებულებასა და მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ღირებულებას შორის სხვაობით, შესაბამისად, შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ ააიპ „თ---–----------–-----------------ს“ უნდა დაეკისროს პროდუქციის ღირებულება 3 839.12 (3 850.75 – 11.63) ლარის, ააიპ „თ---–-------------–-------------ს“ 9501.15 (9 530.15 - 29) ლარის, ააიპ „თ---–--------------–------------ს“ 18689.11 (18746.4 – 57.29) ლარის, ააიპ „თ---–---------------–--------–-------------ს“ 6524.43 (6544.45 – 20.02) ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ს“ 28847.45 (28937.2 - 89.75) ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ს“ 16116.6 (16165.85 -49.25) ლარის, ააიპ „თ---–--------------–-------------ს“ 13378 (13450.25 - 72.25) ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ს“-ს 14476.33 (14559.85 - 83.52) ლარის ოდენობით.
4.7. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბაგა-ბაღებს მართებულად დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა მოთხოვნილი ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანია ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობათან მიმართებით, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ბაგა-ბაღებს მართებულად დაეკისრათ კომპანიის სასარგებლოდ პირგასამტეხლო მოთხოვნილი ოდენობით.
4.8. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის ნაკლის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ მე-2 აპელანტებს მიადგათ რაიმე სახის ზიანი. მართალია დადგენილია შპს „ე-–--ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, მაგრამ საქმის მასალებით არ დგინდება მისგან გამომდინარე მოსარჩელისთვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4.9. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სს „ბ-----------ს“ მიერ შპს „ე-–--ის“ სახელშეკრულებო ვალდებულების (პროდუქციის მიწოდების) უზრუნველყოფის მიზნით გაცემული იყო საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის ოდენობით. ასევე უდავოა, რომ ბაგა-ბაღების მოთხოვნების შესაბამისად, სს „ბ----------მა“ ბაგა-ბაღებს გადაურიცხა საგარანტიო თანხები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.
პალატის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში ბაგა-ბაღების სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გარანტიას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია ემსახურება დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება წარმოიშვას კონტრაქტის არასათანადო შესრულებით, ის ასევე ფარავს იმ რისკს, რაც დაკავშირებულია მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის-სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან მოდის წინააღმდეგობაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბაგა-ბაღებს რაიმე ზიანი არ მისდგომიათ. საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბაგა-ბაღები მიღებული საგარანტიო თანხებით, კომპანიის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდნენ ზიანის არარსებობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საგარანტიო თანხის მიღებით ბაგა-ბაღები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ, ვინაიდან პრინციპალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ბენეფიციარებს რაიმე ფინანსური ზიანი არ განუცდიათ. რაც შეეხება კომპანიას, მას გარანტის მიმართ წარმოეშვა ბენეფიციარებისთვის გადახდილი საგარანტიო თანხების (ააიპ „თ---–-----------–-------------------ისთვის“ - 776 ლარის, ააიპ „თ---–-------------–-------------ისთვის“ - 1751 ლარის, ააიპ „თ---–--------------–-------------ისთვის“ - 3034 ლარის, ააიპ „თ---–---------------–--------–-------------ისთვის“ - 1037 ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ისთვის“- 4892 ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ისთვის“ - 2988 ლარის, ააიპ „თ---–----------------–--------------ისთვის“ - 2358 ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ისთვის“ - 2343 ლარის) ანაზღაურების ვალდებულება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით ბაღები საგარანტიო თანხებით უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ კომპანიის ხარჯზე, შესაბამისად, ბაღებს უნდა დაეკისროთ ხსენებული თანხების პრინციპალისთვის დაბრუნების ვალდებულება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ბაგა-ბაღების სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს „ე-–--ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შპს „ე-–--ის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
ვინაიდან შპს „ე-–--ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბაგა-ბაღების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე-–--ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ ბაგა-ბაღებს უნდა დაეკისროთ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: ააიპ „თ---–-----------–-------------------ს “ - 53.50 ლარის, ააიპ „თ---–-------------–-------------ს “ – 120.54 ლარის, ააიპ „თ---–--------------–-------------ს“ – 208.35 ლარის, ააიპ „თ---–---------------–--------–-------------ს“ – 71.15 ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ისთვის“- 336.15 ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ს“ - 205.7 ლარის, ააიპ „თ---–----------------–--------------ს“ - 160 ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ს “ – 158.15 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე-–--ი“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაგი აისის“, ააიპ „თ---–-----------------–--------------ის“, ააიპ „თ---–-----------------–-------------ის“, ააიპ „თ---–-------------–-------------ის“, ააიპ „თ---–--------------–-------------ის“, ააიპ „თ---–--------------–-------------ის“, ააიპ „თ---–---------------–--------–-------------ის“, ააიპ „თ---–---------------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. შპს „ე-–--ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3.1. მოპასუხე ააიპ „თ---–----------–-----------------ი“-ს შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 3 839.12 ლარის, პირგასამტეხლოს 231 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 776 ლარის გადახდა;
3.2. მოპასუხე ააიპ „თ---–-------------–-------------ი“-ს შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 9501.15 ლარის, პირგასამტეხლოს 720 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 1751 ლარის გადახდა;
3.3. მოპასუხე ააიპ „თ---–--------------–------------ს“ შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 18689.11 ლარის, პირგასამტეხლოს 1440 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 3034 ლარის გადახდა;
3.4. მოპასუხე ააიპ „თ---–---------------–--------–-------------ს“ შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 6524.43 ლარის, პირგასამტეხლოს 540 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 1037 ლარის გადახდა;
3.5. მოპასუხე ააიპ „თ---–---------------–-------------ს“ შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 28847.45 ლარის, პირგასამტეხლოს 2156 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 4892 ლარის გადახდა;
3.6. მოპასუხე ააიპ „თ---–---------------–-------------ს“ შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16116.6 ლარის, პირგასამტეხლოს 1232 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 2988 ლარის გადახდა;
3.7. მოპასუხე ააიპ „თ---–--------------–-------------ს“ შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 13378 ლარის, პირგასამტეხლოს 1040 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 2358 ლარის გადახდა;
3.8. მოპასუხე ააიპ „თ---–---------------–-------------ს“ შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 14476.33 ლარის, პირგასამტეხლოს 1260 ლარის და საბანკო გარანტიის თანხის 2343 ლარის გადახდა;
4. შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
5. შპს „ე-–--ის“ სასარგებლოდ ბაგა-ბაღებს დაეკისროთ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: ააიპ „თ---–-----------–-------------------ს“ - 53.50 ლარის, ააიპ „თ---–-------------–-------------ს “ – 120.54 ლარის, ააიპ „თ---–--------------–-------------ს“ – 208.35 ლარის, ააიპ „თ---–---------------–--------–-------------ს“ – 71.15 ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ისთვის“- 336.15 ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ს“ - 205.7 ლარის, ააიპ „თ---–----------------–--------------ს“ - 160 ლარის, ააიპ „თ---–---------------–-------------ს “ – 158.15 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა
მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი
ქეთევან დუგლაძე