განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100117002037275
საქმე N1/ბ-291-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ლ---- მ---------ის,ადვოკატის - მ----- წ---–---ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ------- კ-----–-ს ძე ბ-------–---–ის მიმართ; დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თერჯოლა, ტ----ის ქუჩა N14 ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს-------–--ს მე-2 შესახვევი, სახლი N5;
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ------- ბ-------–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
კ------- ბ-------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ხუთ ცალ აბს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 0,125 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონის მარილს“. ასევე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 48 ცალი აბი და აბის ნატეხები, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 0,3996 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც 2017 წლის 19 ივლისს, ქ. ბათუმში, მ----------სა და შ--–---ის ქუჩების კვეთაში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენით კ------- ბ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 09 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2017 წლის 19 ივლისიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი- მსჯავრდებული კ------- ბ-------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით არ ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს, მიაჩნია, რომ ასეთი მკაცრი სასჯელი არ დაუმსახურებია, მას გარდა საკუთარი თავისა, სხვისთვის ზიანი არ მიუყენებია. ითხოვს, გაუფრომდეს საპროცესო შეთანხმება.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლ---- მ---------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ კ------- ბ-------–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს მ----- წ----–---ს, რომელმაც დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მსჯავრდებულ კ------- ბ-------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა;
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ლ---- მ---------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს და კ------- ბ-------–---–ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ------- ბ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:
საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და ოპერატიული პატაკით დანაშაულის შეტყობინების შესახებ დასტურდება, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმში, მ----------ს ქუჩაზე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზედ იმყოფება კ. ბ-------–---–ი, რომელსაც ტან უნდა ჰქონოდა უკანონოდ მოპოვებული ნარკოტიკული საშუალება და უნდა იყოს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.
მოწმე გ------ ტ------–--ის ჩვენებით თანახად, იგი არის ბათუმის საქალაქო სამმართლოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, 2017 წლის 19 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ბათუმში, მ----------ს ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქე კ------- ბ-------–---–ს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, შემდეგ კი დაიკითხა მოწმის სახით.
მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ ზ----- მ-------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ კ------- ბ-------–---–ს თან უნდა ჰქონოდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები, თანამშრომლებთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე - ქ. ბათუმში, მ----------ს ქუჩაზე, სადაც პირადი ჩხრეკა ჩაუტარა კ------- ბ-------–---–ს. პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები რ----- კ----ე და მ------- ზ----ე, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტი რ----- ბ-----ე. ჩხრეკის დაწყებამდე ბ-------–---–ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, შემდეგ კი ჩაუტარა ჩხრეკა. ჩრეკის დაწყებამდე მიცემულ წინადადებაზე - წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთები, ბ-------–---–მა ნებაყოფლობით წარუდგინა სხვადასხვა ფერის საჰაერო ბუშტის სამი ცალი შენაფუთი, თითოეულის გახსნისას, შიგ აღმოჩნდა აბები და აბის ნატეხები. ამოღებული ნივთები ადგილზევე დაილუქა. ექსპერტმა მოახდინა პირადი ჩხრეკის მიმდინარეობის ფოტოგადაღება.
მოწმე მ------- ზ----ის განმარტებით ირკვევა, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართლოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 19 ივლისს მათ განყოფილებაში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ მ----------ს ქუჩაზე მყოფ კ------- ბ-------–---–ს თან აქვს ნარკოტიკული საშუალება. გამომძიებელ ზ----- მ-------–-–---–თან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ----- კ----ესთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც ნამდვილად აღმოჩნდა ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული პირი, რომელსაც წარუდგინეს თავი, გამომძიებელმა გააცნო პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე გამოტანილი დადგენილება, ჩხრეკის ჩატარებაზე ბ-------–---–მა თანხმობა განაცხადა, წინადადებაზე - წარმოედგინა კანონსაწინაღმდეგო ნივთები, ნებაყოფლობით წარუდგინა სხვადასხვა ფერის საჰაერო ბუშტის სამი შენაფუთი, თითოეულის გახსნისას შიგ აღმოჩნდა სხვადასხვა რაოდენობის აბები, ასევე აბის ნატეხები. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე. ჩხრეკაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტმა მოახდინა პირადი ჩხრეკის პროცესის ფოტოგადაღება.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება პირად ჩხრეკაში მონაწილე რ----- კ----ის მიერ მიცემული ჩვენებით.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტ -კრიმინალისტმა რ----- ბ-----ემ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო კ------- ბ-------–---–ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედება - პირად ჩხრეკაში გამომძიებელ მ-------–-–---–თან და პოლიციის ორ თანამშრომელთან ერთად. მისი თანდასწრებით მოხდა ბ-------–---–ის მიერ გამომძიებლისთვის ფერადი ბუშტების შენაფუთების წარდგენა, თითოეულში კი გახსნისას აღმოჩნდა თეთრი ფერის აბები და აბის ნატეხები. ფოტო-აპარატით იღებდა პირადი ჩხრეკის მიმდინარეობას.
2017 წლის 19 ივლისს შედგენილი, კ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, კ------- ბ-------–---–მა თეთრი ფერის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო და ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციის თანამშრომლებს სამი ცალი შენაფუთი, რომლებიც წარმოადგენს სხვადასხვა ფერის ბუშტისგან დამზადებულ ფუთას. ლურჯი ფერის შენაფუთში მოთავსებული იყო ვერცხლისფერ პარკში დაფასოებული 20 ცალი აბი წარწერით “SUBOXONE”. წითელი ფერის შენაფუთში ასევე მოთავსებული იყო ვერცხლისფერ პაკეტში დაფასოებული 27 ცალი აბი, წარწერით “SUBOXONE”, ხოლო მწვანე ფერის შენაფუთში აღმოჩნდა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ხუთი ცალი თეთრი ფერის აბი, იმავე ბუშტში მოთავსებული იყო თეთრი ფერის ბუშტი, რომელშიც აღმოჩნდა ვერცხლისფერ ქაღალდში შეფუთული თეთრი ფერის ექვსკუთხა აბი, წარწერით N8 და აბების ნამტვრევები. იმავე ბუშტში გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში აღმოჩნდა აბის ნამტვრევები. აღნიშნული ნივთები ადგილზევე დაილუქა. პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, მათ შორის კ------- ბ-------–---–მა ხელი მოაწერეს ჩხრეკის ოქმს, რაიმე შენიშვნა ან განცხადება ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 20 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის №----- დასკვნით დასტურდება, რომ ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, კ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 48 ცალი აბი და აბის ნატეხები შეიცავს - 0,3996 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“. 5 ცალ აბში ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს -0,125 გრამს.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა შ------- მ----–-----ამ.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური გამოკვლევის N------ დასკვნის თანახმად, კ------- ბ-------–---–ს ნარკოლოგიური გამოკვლევისას დაუდგინდა "ოპიუმის" ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
მსჯავრდებულმა კ------- ბ-------–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც პირადი ჩხრეკისას წარუდგინა გამომძიებელს. თუმცა, მისი განმარტებით, მის პირად ჩხრეკაში მონაწილე პირები არ იყვნენ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც დაფიქსირებულნი არიან ჩხრეკის ოქმში და დაიკითხნენ საქმის არსებითი განხილვისას.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ------- ბ-------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს.
საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და ოპერატიული პატაკით დანაშაულის შეტყობინების შესახებ დასტურდება, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმში, მ----------ს ქუჩაზე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება კ. ბ-------–---–ი, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა უკანონოდ მოპოვებული ნარკოტიკული საშუალება და უნდა იყოს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების, პოლიციის თანამშრომლების გ. ტ------–--ის, ზ. მ--------–-–---–ის, მ. ზ----ის, რ. კ----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ოპერატიული ინფრომაციის საფუძველზე, 2017 წლის 19 ივლისს დაკავებულ იქნა კ------- ბ-------–---–ი, რომელმაც პირადი ჩხრეკისას ნებაყოფლობით წარმოადგინა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული ნივთიერება.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს კ------- ბ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კ------- ბ-------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რასაც არც მსჯავრდებული უარყოფს; შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ კ. ბ-------–---–ის უდანაშაულობა არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე ახალი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ კ------- ბ-------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, ამასთან, კ------- ბ-------–---–ი ნასამართლევია (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის განაჩენით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 118-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული ჰქონდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის განაჩენით, სასჯელი შეუმცირდა 8 წლამდე. პენიტენციური დაწესებულებიდან ბ-------–---–ი გათავისუფლდა 2012 წლის 28 დეკემბერს); აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ კ------- ბ-------–---–ს სასჯელი განსაზღვრული აქვს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი კ------- ბ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ------- ბ-------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენი კ------- ბ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
კ------- ბ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ კ------- ბ-------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 19 ივლისიდან.
მსჯავრდებულ კ------- ბ-------–---–ს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის `გ~ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, 05 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით.
ნივთმტკიცებები - კ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელჩანთა, მამაკაცის ჯინსის შარვალი, პერანგი, "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი და პირადობის მოწმობა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კ------- ბ-------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო კ------- ბ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები და აბების ნატეხები, რომლებიც შეიცავს 0,3996 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "ბუპრენორფინს" და 0,125 გრამ ნარკოტიკულ საშუალება "მეთადონს" (მარილი) და დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მთავარ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე