განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002484082
საქმე №1ბ/1662-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ლე-------------ს
მსჯავრდებულის: ოგ---------–---------ს
ადვოკატების: ლა-–-------------ს და რო-------------–----ს
თარჯიმნის: იგ----------------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ოგ---------–---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ოგ---------–--------------–---------ს მიმართ დაბადებული 1-----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–--–------–--------–---------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით, ოგ---------–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლითთავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ოგ---------–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2018 წლის 22 მაისიდან.
ოგ---------–--------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით,რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 20:35 საათზე, თბილისში, ტ---–----------------------------------ში მდებარე თა------------–---–-ს საცხოვრებელი ბინიდან, ოგ---------–--------- ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას, თუმცა ბინის მეპატრონის დაბრუნების გამო, მან ვერ შეძლო დანაშაულებრივი ქმედების ბოლომდე მიყვანა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ოგ---------–--------მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტმა თავის ადვოკატთან შეთანხმებით შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა კერძოდ, დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელება.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ოგ---------–---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ თა-----------–---–-ს, მოწმეების: სე-----------–--------------------------–---–-ს, გამოკითხვის ოქმებით; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღებული მობილური ტელეფონით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ოგ---------–--------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მართალია მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენების შესაძლებლობას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ოგ---------–--------ს დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადა, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ოგ---------–---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ოგ---------–---------ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ოგ----------–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ ოგ---------–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2018 წლის 22 მაისიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ოგ---------–---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
6.ნივთიერი მტკიცებულებები:
- ოგ---------–---------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: მაჯის საათი, ერთლარიანი მონეტა და საფულე, მასში მოთავსებული საბუთებით და ფულადი თანხით, ასევე ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პ---–-–------------------------------------------------------–---------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: სუნის ერთი ნიმუში და ხელის ექვსი კვალი; ოგ----------–--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული თეთრი პოლიეთილენის პაკეტი, ასევე ოგ---------–---------სგან აღებული: სუნის და ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პ---–-–---------------------------------------------------–--------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
-ოგ---------–---------სგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, რაც შეყვანილია დაქტილოსკოპიურ ელექტრონულ ბაზაში, შენახულ იქნეს აღნიშნულ ბაზაში ხელის კვლების შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ადგილმდებარეობის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი სამ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი