განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002667492
საქმე №1ბ/363-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნა-----------–---–-ს
ადვოკატის: მა---------------ს
მონაწილეობით,ქ.თბილისის----------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გი--------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ მა-–--------–--------------------ს მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, დაბადებული 1----–-–---------–---, მცხოვრები: თ---–-------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით, მა-–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი)ლარის ოდენობით.
მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით (2018 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით.
მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მა-–---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500(ორი ათასხუთასი)ლარის ოდენობით.
მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
მა-–---------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მითვისება, ესე იგი, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია(სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 27 ოქტომბერს, ქ.თ---–--–--------–---–----------------------------------ში ქირით მცხოვრებმა მა-–-----------------ა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ეკ-----------ს კუთვნილი „ბეკო“-ს ფირმის მაცივარი, რომელიც იმავე დღეს ჩააბარა ქ.თ---–--–-------------------------ში მდებარე ლომბარდში. აღნიშნული ქმედების შედეგად ეკ---------ს მიადგა 850 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
- 2017 წლის 25 დეკემბერს, ქ.თ---–--–--------–---–----------------------------------ში ქირით მცხოვრებმა მა-–-----------------ა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ეკ-----------ს კუთვნილი „სამსუნგი“-ს ფირმის სარეცხი მანქანა, რომელიც იმავე დღეს ჩააბარა ქ.თ---–--–-------------------------ში მდებარე ლომბარდში. აღნიშნული ქმედების შედეგად ეკ---------ს მიადგა 650 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
- 2018 წლის 14 აპრილს, ქ.თ---–--–--------–---–---------------------------------- ში ქირით მცხოვრებმა მა-–---------------მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ეკ---------ის კუთვნილი „ვოგელი“-ს ფირმის გაზქურა, რომელიც იმავე დღეს ჩააბარა ქ.თ---–--–------–--------–--------------------ში მდებარე ლომბარდში. აღნიშნული ქმედების შედეგად ეკ---------ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
პ------–ი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის----------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გი--------------–---–-ა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პ------–ი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. მა-–---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ეკ---------ის, გი---------------------------------–------------------------------------------–-------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ხელშეკრულების ამოღების ოქმით, ამოღებული სალომბარდე ხელშეკრულებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან მა-–---------------მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პ------–ი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის----------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გი--------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. მა-–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი)ლარის ოდენობით.
მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით (2018 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით.
მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მა-–---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500(ორი ათასხუთასი)ლარის ოდენობით.
მასვე, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მა-–---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
5. ნივთმტკიცება:
- ი/მ „გ--------–-------–---–-ს“ ტექნიკის ლომბარდიდან ამოღებული #2------------- სალომბარდე ხელშეკრულებები, ი/მ „ბ-------------------–---–-ს“ ტექნიკის ლომბარდიდან ამოღებული #2--- სალომბარდე ხელშეკრულება, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის----------------- სამმართველოს პ------– განყოფილებაში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი