განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002515464
საქმე №1/ბ-552-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ------ ძ-------ის მიმართ (პირადი №3----------), დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ო---------------------------------------––------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით:
ზ------ ძ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ზ------ ძ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ------ ძ-------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალა გურიის პრობაციის ბიუროს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ ძ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117 , 118 ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1990 წლის მარტის თვეში ზ------ ძ-------ემ ცოლად შეირთო გ-----–- ძ-------ე, რომელსაც ქორწინების შემდეგ, 2017-2018 წლებში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი უმიზეზოდ, სისტემატიურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართვდა უწმაწური სიტყვებით. ზ------ ძ-------ეს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირებინა მეუღლე, მიემართა მისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ეგინებინა დედისა და სხვა ნათესავების მისამართით. მის მიერ კონფლიქტის დაწყების მიზეზი ყოველთვის ხდებოდა მისი სიმთვრალე, რა დროსაც მეუღლის _ გ-----–- ძ-------ის მიმართ უმიზეზოდ გამოხატავდა აგრესიას. ყოველივე აღნიშნულის გამო, გ-----–- ძ-------ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. გარდა აღნიშნული ფისქოლოგიური ძალადობის განხორციელებისა, 2018 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 16:30 საათზე, ო------------------–----–---ეტის დ--------------––- მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ------ ძ-------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ-----–- ძ-------ეს, კერძოდ, შეაგინა დედის მისამართით და მარჯვენა ხელის არეში ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი, რის შედეგადაც გ-----–- ძ-------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ------ ძ-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა ბრალდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, ის გარემოებები, რომ ზ------ ძ-------ეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, მას ბოლო პერიოდში ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული მეუღლის _ გ-----–- ძ-------ის შეურაცხყოფა და დამცირება, რომლის ძირითად მოტივს წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოება და ბრალდებულის სიმთვრალე. ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ზ------ ძ-------ის მხრიდან მეუღლის მიმართ აგრესიას და სიტყვიერ შეურაცხყოფას არაერთხელ ჰქონდა ადგილი. ასევე დადგენილია, რომ ზ------ ძ-------ეს სიმთვრალეში აქვს ცუდი ხასიათი და ამავე დროს არის ალკოჰოლზე დამოკიდებული, რაც ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ ის კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ზ------ ძ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც მას უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ ზ------ ძ-------ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ გ-----–- ძ-------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - გ---- ძ-------ის, ჯ----– ძ-------ის, ი-----–- კ---------ის, ნ---- ძ-------ის, ს------ რ-----ის, ხ---- ძ-------ის, ნ---- გ-------ის და მ------ ხ--------ის გამოკითხვის ოქმებით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში 112-ის ოპერატორისაგან მიღებული შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ------ ძ-------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა ზ------ ძ-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მსჯავრდებულ ზ------ ძ-------ისათვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. შესაბამისად, სასამართლოს დისკრეციაა სასჯელის რომელ სახეს შეარჩევს და რა ზომით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზ------ ძ-------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა ჩადენილი ქმედება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არაფრითაა შებღალული. საქმეში არსებული 2018 წლის 21 აპრილის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა გ-----–- ძ-------ემ თანხმობა განაცხადა ზ------ ძ-------ის მიმართ გატარებულიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ზ------ ძ-------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი ზ------ ძ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი ზ------ ძ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ზ------ ძ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
4.ზ------ ძ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
5.მსჯავრდებულ ზ------ ძ-------ისათვის სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ.დოლიძე