განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-406-2018 წელი
№050100117002098848
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
4 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – შ----- ჩ----ის,ადვოკატის – ზ---– დ--------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა მ----- ც-----ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ----- ც-----, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ს------------------------–-----–-------–ში, ოზურგეთის რაიონული სა-სამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამარ-თლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდე-ბაში.
aRwerilobiTi nawili:
მ----- ც-----ს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედო ქურდო-ბისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მ------ ც-----მ, იყო რა მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ქურ-დობა არაერთგზის. კერძოდ, 2017 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ------ ც----- იმყოფებოდა ქალაქ ო----------–-------------------------ში მდებარე შ------- ს--–------ის კუთვნილ მაღაზიაში, მაგიდის ქვეშ განთავსებულ ღია თაროზე შენიშნა შ------- ს--–------ის კუთვნილი საფულე, რომლიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისა-კუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულად თანხას 200 (ორასი) ლარის ოდენო-ბით, რითაც მისი ქმედებით, დაზარალებულ შ------- ს--–------ეს მიაყენა მნიშვნელოვა-ნი ზიანი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენით მ----- ც----- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ----- ც-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნო-ბას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მ----- ც----- პო-ლიციაში წარმოდგენის დღიდან აღიარებდა მის მიერ შ------- ს--–------ის მაღაზიიდან ფულადი თანხის 200 ლარის ქურდობის ფაქტს, მან გამოძიებისას მიცემული ჩვენების დროს დეტალურად აღწერა თუ რა ვითარებაში ჩაიდინა შ------- ს--–------ის მაღაზიიდან 200 ლარის ქურდობა, რაც ასევე დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. მ----- ც-----მ დაკითხვისას მიუთითა, რომ საფულე, რომლიდანაც იგი ფულად თანხას დაეუფლა იყო ფერადი, რაც დადასტურდა სასამართლო პროცესზე საფულის გამოკვლევისას.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში წარმოდგენილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი მრავალი ფოტოდოკუმენტი, რომლებითაც დგინდება ის გარემოება, რომ ექსპერიმენტის დროს პოლიციის თანამშრომლები, მათთან ერთად მ----- ც-----ც, მოძ-რაობენ და გადაადგილდებიან შემთხვევის ადგილის მიმართულებით თვით ბრალდე-ბულის მითითებების შესაბამისად, რომელიც თავისი ხელით უჩვენებს მათ თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაონ, ასევე მ----- ც-----მ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებს აჩვენა, როგორ შევიდა მაღაზიაში, როგორ მივიდა მარცხენა მხარეს დადგმულ მაგიდასთან, სად ნახა მაგიდის თაროზე საფულე, როგორ აიღო საფულე, რო-მელშიც ნახა, ფულადი თანხა 200 ლარი, რომელსაც დაეუფლა. შემდეგ როგორ გამოვი-და მაღაზიიდან და ნაქურდალ ფულთან ერთად როგორ წავიდა ქ. ო----------–-----------ის ქუჩიდან გ-----ის ქუჩის მიმართულებით. გ-----ის ქუჩიდან ჭ---------ას, გ-------–------------ის, ი-------------–ის და ც-----------–ის ქუჩების გავლით, როგორ მივიდა მის მიერ დაქირავებულ ტაქსთან, რომელშიც მძღოლთან ერთად ელოდებოდა მეგობარი ბ------ რ------.
თავად მ----- ც-----მაც დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის რეალობა და აღნიშნა, რომ მან მართლაც მიუთითა გამომძიებელს თუ რა ვითარებაში ჩაიდინა მაღაზიიდან თანხის ქურდობა და სად იდო რა ადგილას საფულე დახლზე, ასევე არ უარყო ის ფაქტიც, რომ მან მაღაზიაში საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, როცა მიუთითებდა მის მიერ ჩადენილი ფულადი თანხის ქურდობის შესახებ ბოდიში მოუხადა დაზარალებულს და შეპირდა მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
მოწმეებმა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შემდგენი გამომძიებელმა თ------ რ------–---–მა და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პოლიციელმა უ-- ჩ--------მ და-კითხვისას დაადასტურეს საგამოძიებო ოქმში მითითებული გარემოებების მართებუ-ლობა.
მ----- ც-----ს მიერ სასამართლოში გაკეთებულ განმარტება, რომ მან იმიტომ აღიარა არ ჩადენილი დანაშაული, თითქოს პოლიციელები დაპირდნენ პირობითი სასჯელის გაკეთებას და ამის გამო მოერიდა პოლიციელებთან პრობლემას, მოგონილია მოსალოდ-ნელი პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევის მიზნით.
სასამართლოში დაკითხული პოლიციელები ა----- ა---–--–ი, უ-- ჩ--------, პ----- ხ-------ე და თ------ რ-----–---–ი პირდაპირ მიუთითებენ, რომ რაიმე სახის დაპირებას მ----- ც-----ს მიმართ, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ ადგილი არ ჰქონია. იგი პირველივე შეხვედრის შემდეგ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და ითხოვდა, რომ გასწეოდა კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მ----- ც----- წარსულში ნასამართლვია მაღაზიებიდან, მათ შორის მეორადი ტანსაცმლის მაღაზიიდან, ფულადი თანხების, რომელიც საფულეში იყო მოთავსებული და ჩანთებიდან ფულადი თანხებისა და მობი-ლური ტელეფონის ქურდობის ფაქტებზე.
აღნიშნული გარემოება პირდაპირ მიუთითებს, რომ მ----- ც----- საკუთრების წინააღმ-დეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი პირია. მას, მისი პიროვნებიდან გამომდინარე საკმაო გამოცდილება აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთო-ბის და იგი დანაშაულს, რომელიც მას არ ჩაუდენია საკუთარ თავზე არ აიღებს.
დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტო-ილუსტრაცია, პირის ამოცნობის ოქმი პირდაპირ მიუთითებენ, რომ მ----- ც-----მ ჩაიდინა შ------- ს--–------ის მაღაზიიდან ფულადი თანხის 200 ლარის ქურდობა.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ მ----- ც-----ს ინტე-რესების დამცველმა ადვოკატმა ზ---– დ--------მ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლე-ლი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ შ----- ჩ----ეს, რომელიც ითხოვს მ----- ც-----ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქ-ტით.
– გამართლებულ მ----- ც-----ს ინტერესების დამცველ ადვოკატს ზ---– დ--------ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართ-ლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეა-მოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმებლის სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
მ----- ც-----მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს, ტაქ-სით წავიდა ქალაქ ოზურგეთში, ბ--- რ------სთან ერთად. ბ---მ და ტაქსის მძღოლმა, გ------- ქ--------მ, არ იცოდნენ რა მიზნით მიდიოდა ოზურგეთში, რადგან მეგობარი გოგოს ნახვა სურდა. ოზურგეთში როდესაც ჩავიდნენ, მანქანა გააჩერებინა გ------- ქე-ბურიას და უთხრა, რომ დალოდებოდნენ. წავიდა იმ მიმართულებით, სადაც უნდა შეხ-ვედროდა მეგობარ გოგოს, შემდეგ კი ეკლესიისკენ აპირებდნენ წასვლას. როდესაც მივიდა იმ ქუჩაზე, სადაც შეხვედრა ჰქონდათ დათქმული, დაინახა, რომ მისი მიმართუ-ლებით მიდიოდა გოგონას მამა, რომელთან შეხვედრაც არ სურდა, რადგან წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის. თავი აარიდა შეხვედრას, მოტრიალდა და შევიდა მაღაზიაში. მ------ ც-----მ აღნიშნა, რომ მაღაზიაში დახლის ქვემოთ ხელი არ .ქონდა მოკიდებული რაიმე ნივთისთვის. მაღაზიის მესაკუთრე კი შეხვდა კართან, რომლისთვისაც არ უთ-ქვამს, რომ კედებს ეძებდა და საერთოდ არ უსაუბრია აღნიშნულ ქალბატონთან. რამდე-ნიმე ხნის შემდეგ გამოვიდა მაღაზიიდან და იმავე მანქანით წავიდნენ ჯერ ფოთში, ხო-ლო შემდეგ სენაკში. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, მივიდნენ მასთან პოლიციე-ლები და ტელეფონში აჩვენეს ოზურგეთში ყოფნის დამადასტურებელი ჩანაწერი. დაა-დასტურა ოზურგეთში ყოფნის ფაქტი, თუმცა კითხვაზე უპასუხა, რომ ფული არ ჰქონ-და მოპარული. პოლიციელებმა შეახსენეს, რომ პირობითი მსჯავრი ჰქონდა, აღიარების სანაცვლოდ კი ციხეში არ გაუშვებდნენ. არ უნდოდა პრობლემები და დათანხმდა პოლიციელთა მოთხოვნას. მიიყვანეს ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში, სადაც აღიარებითი ჩვენება მისცა. მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და მიუ-თითა მხოლოდ ის ადგილები, სადაც იმყოფებოდა. მ----- ც-----მ განმარტა, რომ ოზურ-გეთში ყოფნის დროს ეცვა ნაცრისფერი მაისური, ლურჯი საყელოთი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა შ------- ს--–------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დაახლოე-ბით 5 წელი არის ინდ. მეწარმე და ქალაქ ო----------–------------ის ქუჩაზე აქვს მეორადი საქონლის მაღაზია. 2017 წლის 9 აგვისტოს მუშაობდა. გვერდით მაღაზია აქვს ვ---- დ---–--ეს, რომელიც წასული იყო და აღნიშნულ მაღაზიაშიც თავად მუშაობდა. დაახლოებით 2 საათიდან 3 საათამდე დროის შუალედში, ვ---- დ---–--ის მაღაზიაში მივიდნენ კლიენტები, რის გამოც გადავიდა მაღაზიაში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი და მოემსახურა კლიენტებს. შემდეგ გამოვიდა მაღაზიის კართან და დაინახა თავის მაღაზიაში ლანდი. დაბრუნდა მაღაზიაში და ნახა მ----- ც-----, რომელიც დახლს გაცილებული და ჩაცუცქული იყო. კითხვაზე თუ რას აკეთებდა მაღაზიაში, მ----- ც-----მ მიუგო, რომ კედებს ეძებდა. მ----- ც-----ს უთხრა, რომ ძირითადად ბავშვების კედები იყო მაღაზიაში და დიდების მხოლოდ ძველი საქონელი ჰქონდა. მ------ ც----- დაახლოებით 4-5 წუთი გაჩერდა მაღაზიაში, გააგრძელა ძებნა და შემდეგ წავიდა. როდესაც მ------ ც----- წავიდა, მივიდა თავის საფულესთან და ნახა რომ 200 ლარი, რომელიც ორი საათით ადრე გადასცეს, აღარ იდო საფულეში. ამავე საფულეში, ცალკე ჰქონდა შენახული თავისი კუთვნილი თანხა 250 ლარი, რომელიც არ იყო წაღებული. შ------- ს--–------ემ აღნიშნა, რომ მ------ ც-----ს მიერ საფულედან თანხის ამოღების ფაქტი არ დაუნახავს. შ------- ს--–------ემ ასევე აღწერა იმ პირის ჩაცმულობა, რომელიც ნახა თავის მაღაზიაში და მიუთითა, რომ აღნიშნულ პირს ტანთ ეცვა მოკლესახელოე-ბიანი ღია ფერის მაისური.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ--- შ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იცნობს შ------- ს--–------ეს, რომელსაც მის პირდაპირ აქვს მაღაზია. 2017 წლის 9 აგვისტოს, შ-------ს მიუტანა 200 ლარი, რომელიც შემდეგ ვ----სთვის უნდა გადაეცა. მოგვიანებით გაიგო შ-------სგან, რომ დაკარგა 200 ლარი. ნ--- შ-----ემ აღნიშნა, რომ მისთვის შ------- ს--–------ის გადმოცემით არის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ------- გ----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იცნობს შ------- ს--–------ეს, რომელსაც მის გვერდით აქვს მაღაზია. 2017 წლის 9 აგვისტოს, შ------- ს--–------ე ნახა აღშფოთებული, რომელსაც მისცა ტელეფონი პოლიციის გამოძახების მიზნით. თ-------- გ----მ მიუთითა, რომ შ------- ს--–------ე ეძებდა ლურჯმაისურიან ადამიანს. იგი უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი არ არის და გადმოცემით იცის ფაქტობრივი გარემოებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ც---- ჩ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის ინდ. მეწარმე და აქვს აფთიაქი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ო----------–------------ის ქუჩაზე. იცნობს შ------- ს--–------ეს, რომელსაც ამავე ქუჩაზე აქვს მეორადი ტანსაცმლის მაღაზია. მან გადმოცემით შ-------სგან იცის ფაქტობრივი გარემოებები. ც---- ჩ-------–---–მა აღნიშნა, რომ აფთიაქი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ვიდეო ჩანაწერები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ვ------- დ---–--ემ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ქალაქ ო----------–------------ის ქუჩაზე, შ-------ს მაღაზიის გვერდით, აქვს მეორადების მაღაზია. შემთხვევის დღეს ოჯახთან ერთად დასასვენებლად იყო წასული ბ--------ში და როცა დაბრუნდა შ-------ს-გან შეიტყო მომხდარის შესახებ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ------- ქ--------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი. 2017 წლის 9 აგვისტოს მივიდა მ------ და ბათუმში წაყვანა თხოვა. ფოთს როდესაც გასცდნენ, მ------ს მითითებით წავიდა ოზურგეთში, რადგან ახლობელს უნდა შეხვედროდა და მიიყვანა იმ ადგილას სადაც მ-----მა მიუთითა. მ------ გადავიდა მანქანიდან. გარკვეუ-ლი დროის გასვლის შემდეგ დაურეკა და მივიდა დასახელებულ ადგილას, მ------ ჩაჯ-და მანქანაში და წავიდნენ ფოთში. როდესაც შეიტყო მომხდარის შესახებ მივიდა მ------თან და კითხა, რატომ გახვია შარში. მ------მ განუცხადა, რომ თავის თავზე აიღო მომხ-დარი ფაქტი და მას არ უნდა შეშინებოდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ბ------ რ------ს 2017 წლის 16 აგვისტოს ჩვენების (გამოქვეყნდა პირველი ინს-ტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობის საფუძველზე) თანახმად, 2017 წლის 9 აგვისტოს, მ----- ც-----ს თხოვნით სენაკიდან, გ------- ქ--------ს ავტომანქანით. წავიდნენ ქალაქ ბათუმის მიმართულებით. მ----- ც-----ს თხოვნით ჩავიდნენ ოზურგეთში, სადაც მ----- ც-----მ, ქალაქის ტერიტორიაზე გააჩერებინა მან-ქანა, თავად კი მეგობრის ნახვის მიზეზით წავიდა სავაჭრო ობიექტების მიმართულე-ბით. დაახლოებით 20-30 წუთში მ------ დაბრუნდა და თქვა, რომ დაბრუნებულიყვნენ სენაკში. ოზურგეთიდან არ იყვნენ გასული, როცა მ----- ც-----მ უთხრა, რომ მაღაზიი-დან მოპარული ჰქონდა 200 ლარის ოდენობით თანხა, ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა. აღნიშნულზე მ----- ც-----ს უთხრა, რომ მოპარული თანხა დაებრუნებინა მეპატრონი-სათვის, რაზეც დათანხმდა. მოაბრუნეს ავტომანქანა და გაჩერდნენ ისევ ქალაქ ოზურგე-თის ტერიტორიაზე. მ------ დაახლოებით 15 წუთით იყო გადასული მანქანიდან და როცა დაბრუნდა უთხრა, რომ ნაქურდალი ფული დაუბრუნა მეპატრონეს. ამის შემდეგ ქ. ოზურგეთიდან წავიდნენ სენაკში. ტაქსის მძღოლს გ------- ქ--------ს მათი საუბარი არ გაუგონია და მისთვის არ იყო ცნობილი მ------ ც-----ს მიერ ქ. ოზურგეთში ჩადე-ნილი ქურდობის შესახებ. 2017 წლის 11 აგვისტოს მ----- ც-----მ სენაკში ყოფნის დროს უთხრა, რომ ქ. ოზურგეთში, 2017 წლის 9 აგვისტოს, ტანსაცმლის მაღაზიიდან მოპარუ-ლი 200 ლარი არ დაუბრუნებია მეპატრონისათვის.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ბ------ რ------ს 2017 წლის 18 სექტემბრის ჩვენების (გამოქვეყნდა პირველი ინს-ტანციის სასამართლოში დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე) თანახმად 2017 წლის 16 აგვისტოს ღამის საათებში ზუსტი დრო არ ახსოვს, მივიდა მეგობარი მ------ ც----- და პოლიციის ორი თანამშრომელი, მ-----მა გაიყვანა ცალკე და სთხოვა, რომ ხელი მოეწერა ჩვენებისათვის, რომელსაც შეადგენდნენ პოლიციის თანამშრომლები. გაიკვირვა და დაინტერესდა, თუ რა ჩვენებაზე უნდა მოეწერა ხელი. მ-----მა უთხრა, რომ დაწერა აღიარებითი ჩვენება და უნდოდა ანალოგიური ჩვენებით დაემოწმებინა. აღნიშნულზე განუცხადა უარი. მათ საუბარში ჩაერია პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ ეს მას არ შეეხებოდა და არც მოწმის სახით გამოიძახებდნენ დასაკითხად, ხოლო მეგობარს კი იხსნიდა ციხიდან, რადგან აღიარებითი ჩვენება მიცე-მული ქონდა და თუ დაადასტურებდა, გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას. მცირე ყოყმანის შემდეგ დათანხმდა აღნიშნულს, პოლიციელებმა დაწერეს ჩვენება, რომელიც წაიკითხა და მოაწერა ხელი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ-- ნ-----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის მ----- ც-----ს დედა. 2017 წლის 16 აგვისტოს ღამით, სახლთან გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც დაუძახა შვილმა და როდესაც მივიდა ნახა, რომ მ----- ც----- პოლიციის მანქანაში იჯდა შიშველი და თხოვა ტანსაცმლის მიტანა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა, თუმცა პოლიციელებმა დაამშვი-დეს და უთხრეს, რომ მ------ დაკავებული არ იყო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ---- ს--------–--ის ჩვენების თანახმად, მუშაობს პირველ სავაჭრო სახლში, დაც-ვის სამსახურის უფროსად. სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციას გადასცა ვიდეოკამერის ჩანაწერები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა ა----- ა---–--–მა, თ------ რ-----–---–მა, უ-- ჩ--------მ და პ----- ხ-------ემ ჩვენებების მიცემისას დაადასტურეს, რომ მ----- ც-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამო-ძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ იქნა აფთიაქ „ლ----დან“ გამოთხო-ვილი ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელზეც ჩანს, რომ ჩერდება ლურჯი ფერის მერსე-დესის მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის მ----- ც----- და გადაადგილდება ქუჩაში. ვიდეოჩანაწერის გახსნამდე, პირველ ფაილზე მითითებულია - 2017 წლის 9 აგ-ვისტო, 14:00 საათი. ფაილის გახსნის შემდეგ ვიდეო ჩანაწერის მარცხენა კუთხეში მითითებულია მხოლოდ საათი - 14:00. უშუალოდ ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია დრო - 2000 წლის 14 იანვარი, 10:55 საათი. მსგავსი სხვაობა არის მოცემული ყველა ვი-დეოფაილზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული. აფთიაქი „ლ-----დან“ გამოთხოვილ ვიდეოკამერის ჩანაწერებში არ ჩანს, რომ მ------ ც----- შედის შ-------- ს--–------ის კუთვნილ მაღაზიაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა შპს „პ------–----------------–-დან“ გამოთხოვილი ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელზეც ჩანს შენობის კედელი, სადაც აქვს მაღაზია შ------- ს--–------ეს. ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია თარიღი 2017.08.09. ფაილის გახსნამდე, ვიდეოჩანაწერზე მითითებულია თარიღი - 18.08.2017. ჩანაწერზე შ------- ს--–------ის კუთვნილი მაღაზიის შესასვლელი არ ჩანს. შპს „პ-------–----------------–-დან“ გამოთხოვილ ვიდეოკამერის ჩანაწერში არ ჩანს, რომ მ------ ც----- შედის შ------- ს--–------ის კუთვნილ მაღაზიაში. ვიდეოჩანაწერზე 14:21:38 საათ-ზე, ჩანს პიროვნება, რომელიც ქუჩაში გადაადგილდება, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმ-დნენ აღნიშნული პიროვნება იყო თუ არა მ----- ც-----. ვიდეოჩანაწერით პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან ჩანაწერზე პიროვნების სახე გამოკვეთილად არ ჩანს.
საქმეში არსებული, №------- შეტყობინების საფუძველზე 112-ის ოპერატორთან და-ფიქსირდა შემდეგი სახის ინფორმაცია, ინციდენტის თარიღი: 8/9/2017 14:47:58 ინცი-დენტის ტიპი: ქურდობა/ძარცვა ზარის ტიპი: Call მისამართი: რეგიონი გ-----ა, დასახ-ლება: ოზურგეთი, რაიონი: ოზურგეთი, ქუჩა: რ------–----------ის ქუჩა, დამატებითი: №-- ინიციატორი: გ---- თ------- ინიციატორის ტელეფონის ნომერი: 5--------, დაზარალებულის ტელეფონის ნომერი: 5-------- შენიშვნა:08/09/2017 14:51:27 - ს--–----- ი--, შ------- ს--–------ე დაახლოებით 14:20 სთ-ზე, 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცმა (ეცვა ლურჯი მაისური ) მაღაზიიდან მოიპარა თანხა 200 ლარის ოდენობით.
საქმეში არსებული, 2017 წლის 9 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ო----------–------------ის ქუჩის №---ში მდებარე ვ-–-------- მ------ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გან-თავსებულ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამანქო მოასფალტებული გზით, სადაც აღნიშნული ქუჩის მარჯვენა მხარეს, გ-----ის ქუჩიდან ე--------ის ქუჩის მიმართულებით №-- საცხოვრებელ სახლში, პირველი სართულზე განთავსებულია ინდ. მეწარმე შ------- ს--–------ის კუთვნილი მეორადი ტანსაცმლის მაღაზია. აღნიშნული მაღაზიის შესასვლელი კარები და წინა ფანჯარა არის მეტალო-პლასტმასის. შესასვლელ კარებთან მარცხნივ დგას ნაყინის მაცივარი. მაღაზიაში შესასვ-ლელთან, როგორც ხელმარჯვნივ, ასევე ხელმარცხნივ განთავსებულია სხვადასხვა დასახელების ტანსაცმლის ნიმუშები. მაღაზიის იატაკი ბეტონის არის. აღნიშნულ მაღა-ზიაში შიგნითა მხარეს შესასვლელშივე ხელმარცხნივ, დგას ხის მაგიდა, რომელზედაც ზემოდან აწყვია ბავშვის საზაფხულო ფეხსაცმელები. ამავე მაგიდაზე დევს სალარო აპა-რატი და გამომთვლელი მანქანა. აღნიშნულ მაგიდას შიგნითა მხრიდან აქვს მარცხენა მხარეს მთლიანი თარო დახურული ფორმით, ხოლო მარჯვნივ გასდევს ღია სიგრძის თარო. მაღაზიაში კედლებზე განთავსებულ ხის თაროებზე, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს დევს სხვადასხვა დასახელების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. დათვა-ლიერებისას რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული ვერ იქნა. შემთხვევის ადგილზე გადაი-ღეს სურათები, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. შემთხვევის ადგილის დათ-ვალიერება დაიწყო 2017 წლის 9 აგვისტოს 16:00 საათზე და დასრულდა 16:30 საათზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები თ------- სურ-გულაძე, ი-----–- კ---------ე, შ------- ს--–------ე და ოქმის შემდგენი თ------ რუსიეშვი-ლი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართულ ფოტოსურათებზე ჩანს საფულე, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახის ზოლები და დევს მაგიდის ღია თაროზე. ტომი I, ს.ფ. 16, 17, 18, 22, 23, 24, მოთავსებულ ფოტოსურათებზე, საფულე ჩანს სხვადა-სხვა ადგილზე და მდგომარეობაში, თუმცა შემთხვევის ადგილის დათლიერების ოქმში არ არის მოცემული რატომ გადაუღეს სურათები საფულეს, რა ადგილას იყო საფულე საგამოძიებო მოქმედების დაწყებისას და რა კავშირი ქონდა საფულეს საქმესთან.
საქმეში არსებული, 2017 წლის 16 აგვისტოს პირის ამოცნობის შესახებ ოქმის თანახმად, შ------- ს--–------ემ ამოცნობის დროს აღნიშნა, რომ 2017 წლის 9 აგვისტოს კუთვნილ მაღაზიაში პირისპირ შეხვდა და ნახა ამოსაცნობი პირი, რომელიც იყო ახალგაზრდა მამაკაცი, საშუალოზე მაღალი, სპორტული აღნაგობის, ხორბლისფერი კანის, მოგრძო პირ-სახით, თაფლისფერი თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ ეცვა ღია ფერის უსახელო მაისური, მუქი ფერის მოკლე შარვალი და ფეხზე ეცვა სპორტული კედები, სახეზე მარ-ჯვენა მხარეს ზედა ტუჩთან ხალით, წინ წამოწეული ყურებით. შ------- ს--–------ემ ამოიცნო მ----- ც----- საშუალოზე მაღალი სიმაღლით, სპორტული აღნაგობით, მოგრძო პირის სახით, თაფლისფერი თვალებით, სახეზე მარჯვენა მხარეს ზედა ტუჩთან არსე-ბული ხალით, წვერით, იერით, წინ წამოწეული ყურებით, უმკლავო ღია ფერის მა-ისურით და შავი ფერის ჯინსის მოკლე შარვლით, რის შემდეგაც განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი იმყოფებოდა 2017 წლის 9 აგვისტოს, კუთვნილ მაღაზიაში, რა დროსაც მოპარული იქნა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით. ოქმი ხელმოწერილია ამომცნობი პირის შ------- ს--–------ის, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ბ------ რ---–---–ის, ა-–---- ს--–------ის, მ------ ც-----ს, უ-- ჩ--------ს და ოქმის შემდგენი თ------ რ-----–---–ის მიერ.
საქმეში არსებული, 2017 წლის 16 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვე-ვა, რომ მ----- ც-----ს მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, (თუმცა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს უარყო ოქმში, მის მიერ მითითებული გარემოებები). საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 19:55 საათზე და დას-რულდა 20:40 საათზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია შ------- ს---–------ის, მ----- ც-----ს, უ-- ჩ--------ს, ნ-----–---- გ--------ის და საგამოძიებო ექსპე-რიმენტის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის, თ------ რ-----–---–ის მიერ. ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდი-ნარეობა.
საქმეში არსებული, 2017 წლის 16 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, მ----- ც------საგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, უმკლავო ღია ფერის მაისური, რომელსაც წინა მხა-რეს გააჩნია სამი ცალი ფოლაქი, შავი ფერის მოკლე შარვალი, რომლის ტოტებზე არის ორივე მხარეს ელვა შესაკრავი, წინ და უკანა მხარეს გააჩნია ჯიბეები. სპორტული კედე-ბი, რომლის ძირი და წინა ცხვირი შეღებილია თეთრად, ხოლო ზედა მხარეს ჯინსის ლურჯი ფერის ნაჭერზე გააჩნია ლურჯი ფერის თასმები და კეპკა ქუდი. ოქმი ხელმო-წერილია მ------ ც-----ს და ამოღების ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის თ------ რ-----–---–ის მიერ.
საქმეში არსებული, 2017 წლის 19 აგვისტოს ამოღების ოქმით შ------- ს--–------ისგან ამოღებულ იქნა ტყავის საფულე, რომელიც არის მართკუთხედის ფორმის, ზედა მხარეს გააჩნია მოყვითალო ფერის ელვა-შესაკრავი, რომელიც ფარავს საფულის სამ მხარეს. საფულის შიგთავსი არის ნაჭრის და შეფერილია მოყავისფროდ. საფულის შიგთავსი შედგება სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სათავსოებისგან. ერთ-ერთ სათავსოს გააჩნია ელვა შესაკრავი. საფულის ზედაპირზე ორივე მხარე შეფერილია, მომწვანო, მო-ლურჯო, მოვარდისფრო, მოყვითალო და შინდისფერ ფერებში. აღნიშნული ფერები სა-ფულეზე დატანილია ზოლების სახით. შ------- ს--–------ემ განმარტა, რომ სწორედ აღ-ნიშნულ საფულეში ქონდა მოთავსებული, კუთვნილი 200 ლარის ოდენობის ფულადი თანხა, რომელსაც 2017 წლის 9 აგვისტოს დაეუფლა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მის მაღაზიაში მყოფი მ------ ც-----. მიმდინარეობდა ფოტოგა-დაღება, ხოლო საფულე შეიფუთა და დაილუქა. ოქმი ხელმოწერილია შ------- ს--–-------ის, ნ-----–---- გ--------ის და ამოღების ჩამტარებლის და ოქმის შემდგენის – თ------ რ-----–---–ის მიერ.
სააპელაციო პრალატამ გააანალიზა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარე თავის სააპელაციო საჩივარში, მ----- ც-----ს ბრალის მადასტურებ-ლად მიუთითებს დაზარალებულ შ------- ს--–------ის, მოწმეების: ბ----- რ------ს, გ-------- ქ--------ს, ნ--- შ-----ის, თ------- გ----ს, ც---- ჩ-------–---–ის ჩვენებებზე, აგ-რეთვე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, მ----- ც-----ს ამოცნობის ოქმზე. სასამართ-ლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ შ------- ს--–------ის ჩვენებაზე და განმარ-ტავს, რომ დაზარალებულს არ განუცხადებია, რომ მან დაი--ხა მ----- ც-----ს მხრიდან ფულადი თანხის დაუფლების ფაქტი. შ------- ს--–------ემ განაცხადა, რომ მ----- ც----- ნამდვილად იმყოფებოდა მის მაღაზიაში, დახლთან ჩაცუცქული.მისი წასვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ საფულეში აღარ ჰქონდა ფულადი თანხა – 200 ლარი.
– ამასვე მიუთითებს შ. ს--–------ე 2017 წლის 16 აგვისტოს შედგენილ პირის ამოცნობის ოქმში. მან მ----- ც----- ამოიცნო იმ პირად, რომელიც იმყოფებოდა მის კუთვნილ მაღა-ზიაში.
– მოწმის სახით დაკითხული პირები: ნ--- შ-----ე, თ------- გ----, ც---- ჩ-------–---–ი, ვ------- დ---–--ე არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და ისინი გადმოსცემენ შ-------- ს--–------ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას.
– რაც შეეხება ბ----- რ------ს, რომლის ჩვენებებიც (გამოძიებისათვის და დაცვის მხრი-სათვის მიცემული) გამოქვეყნდა სახელმწფიო ბრალმდებლისა და დაცვის მხარის შუამ-დგომლობების საფუძველზე, ვერ გამოდგება მ----- ც-----ს ბრალის მადასტურებულ უტყუარ მტკიცებულებად, რადგან გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში იგი აღწერს, თუ როგორ მოუყვა მ----- ც----- ოზურგეთში, მაღაზიიდან 200 ლარის მოპარვის შესა-ხებ. ხოლო იმავე სასამართლო სხდომაზე, დაცვის მახრის შუამდგომლობის საფუძველ-ზე გამოქვეყნებულ ჩვენებაში განმარტავს, რომ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას ხელი მოაწერა მ----- ც-----ს თხოვნით და პოლიციის თანამშრომელთა დაპირებით, რომ მ------ ც-----ს საპოროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შპს „პ------–----------------–-დან“ და აფთიაქ „ლ-----დან“ გამოთხოვილ ვიდეოკამერების ჩანაწერებს. ამ ჩანაწერებით დასტურდება, თუ როგორ გამოდის მ----- ც----- ლურჯი ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანიდან და გადაადგილდება ქუჩაში. ამ ფაქტობრივ გარემოებას არც მ----- ც----- უარყოფს და უფ-რო მეტიც, იგი ადასტურებს შ------- ს--–------ის მაღაზიაში ყოფნის ფაქტსაც, თუმცა უარყოფს აღნიშნული მაღაზიიდან ფულადი თანხის ფარულად დაუფლების ფაქტს.
რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, იმის გათვალისწინებით, რომ მ----- ცა-ნავამ უარყო მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ასეთი ჩვენება გამოწვეული იყო საპროცესო შეთანხმების დაპირებით, საგამოძიებო ექსპერი-მენტის მიმდინარეობისას მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მტკიცებულებად ვერ იქნება გამოყენებული.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, გა-ნაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭ-ვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებუ-ლის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმა-ნეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის შესაბამისად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ----- ც-----ს ბრალის მადასტურებ-ლად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი მ----- ც------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყო-ფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ----- ც-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასა-მართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ----- ც----- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ----- ც-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
მ----- ც-----ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზ-ღაურდეს მიყენებული ზიანი.
ნივთმტკიცებები – მ----- ც-----ს კუთვნილი მაისური, მოკლე შარვალი, კედები და ქუდი, რომლებიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მ----- ც-----ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – შ------- ს--–------ის კუთვნილი საფულე, რომელიც ინახება ოზურგე-თის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს შ------- ს--–------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ორი ცალი DVD დისკი, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili