განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
080100118002469364
ინსტანცია
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002469364

საქმე №1/ბ-649-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ გ------- გ----------ის

მსჯავრდებულის _ ნ-------- ფ----–--–--ის

ადვოკატის _ ვ--–---- კ-------–---ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ნ-------- ფ----–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ნ-------- ფ----–--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------- ბ--------ში, საქართველოს მოქალაქის, (პირადი ნომერი 0----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ბ--------–---------–--–--------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;187-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-------- ფ----–--–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით, ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 აპრილს, ღამის საათებში, დაახლოებით 00:10 საათზე, ბ--------–-----------–---–--------ში მდებარე სახლის ეზოში, ნ-------- ფ----–--–--ემ შურისძიების მოტივით, ბენზინისა და ასანთის გამოყენებით, ცეცხლი წაუკიდა მეუღლის დედის _ ს-------- გ------ის ავტომანქანას, რის შედეგადაც ს-------- გ------ეს მიდგა 800 (რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2017 წლის აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში ნ-------- ფ----–--–--ე მეუღლეს, მ------ გ------ეს აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მ------ გ------ე მეუღლის ქმედებით განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და მუქარას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენით:

 

ნ-------- ფ----–--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;187-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-------- ფ----–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ნ-------- ფ----–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

ნ-------- ფ----–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან _ 2018 წლის 29 აპრილიდან.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დეფორმირებული პოლიეთილენის ბოთლი, ქსოვილის ფრაგმენტი და ასანთის კოლოფი, რომლებიც ინახება ბ--------ის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

· დაზარალებულ მ------ გ------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდეო ჩანაწერი CD დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

· CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ-------- ფ----–--–--ემ, რომელმაც ითხოვა მისთვის რეალური სასჯელის სახით 06 თვით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, გამოძიებისათვის თავიდანვე არ შეუქმნია დაბრკოლება, მეუღლესთან _ მ------ გ------ესთან აქვს იდეალური ურთიერთობა, ასევე მის სიდედრს _ ს------- გ------ეს მის მიმართ არ გააჩნია არანაირი პრეტენზია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ--–---- კ-------–---მა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს ნ-------- ფ----–--–--ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობითად ჩათვლა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა გ------- გ----------ემ მხარი არ დაუჭირა აპელანტების მოთხოვნას და ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა მსჯავრდებულ ნ-------- ფ----–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულების _ ს-------- გ------ის და მ------ გ------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმების _ რ--------- გ------ის, დ----- გ------ის და რ--------- გ------ის გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ-------- ფ----–--–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესახებ, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ძალადობრივ ხასიათს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;187-ე მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებაში, ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნ-------- ფ----–--–--ემ აღნიშნული ქმედება _ სხვისი ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა სრულად დაკმაყოფილდეს აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნა და ნ-------- ფ----–--–--ეს დანიშნული სასჯელი მთლიანად ჩაეთვალოს პირობითად, რადგან ასეთ შემთხვევაში მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ნ-------- ფ----–--–--ე წინათ ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, მან პირველივე დაკითხვისთანავე აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, 2018 წლის 23 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების თანახმად, ნ-------- ფ----–--–--ემ აანაზღაურა მის მიერ ჩადენილი დანაშაულით გამოწვეული ზიანი და დაზარალებულებს _ ს-------- გ------ეს და მ------ გ------ეს მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ. აღნიშნულისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებები, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ-------- ფ----–--–--ის მიმართ უნდა გავრცელდეს ხსენებული ნორმით დადგენილი შეღავათი და მას დანიშნული სასჯელის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება, ხოლო სხვა ნაწილში იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ნ-------- ფ----–--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

3.ნ-------- ფ----–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111; 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;187-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-------- ფ----–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

5.მსჯავრდებულ ნ-------- ფ----–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 აპრილიდან.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ-------- ფ----–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.პირობითი მსჯავრის პერიოდში ნ-------- ფ----–--–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8.მსჯავრდებულ ნ-------- ფ----–--–--ეს დაევალოს პირობითი მსჯავრის პერიოდში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

9.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დეფორმირებული პოლიეთილენის ბოთლი, ქსოვილის ფრაგმენტი და ასანთის კოლოფი, რომლებიც ინახება ბ--------ის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

· დაზარალებულ მ------ გ------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდეო ჩანაწერი CD დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

· CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/