განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2018
საქმის ნომერი
020100118002425313
ინსტანცია
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002425313

საქმე №1/ბ-537-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ა-----------ს

ადვოკატის _ მ--------- ბ------ს

მონაწილეობით,გამართლებულის _ ო---- ხ----–--–---ს მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ო---- ხ----–--–---ს მიმართ, დაბადებულის 2----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 1----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-----------–-----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19; 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ო---- ხ----–--–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 28 მარტს, ღამის საათებში, ო---- ხ----–--–--- და გ---- კ--------–-- ცდილობდნენ ქ-----------–-----------------------ში მდებარე გ------- ფ-----ს კუთვნილი მშენებარე მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ სამშენებლო მასალას და ხელსაწყოებს, რითაც გ------- ფ-----ს შესაძლოა მისდგომოდა 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ზემოაღნიშნულის გამო ო---- ხ----–--–---ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19; 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენით:

 

ო---- ხ----–--–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გამართლებულ ო---- ხ----–--–---ს განემარტა ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

 

ო---- ხ----–--–---სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა გაუქმდა.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ო---- ხ----–--–---ს ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა განადგურდეს, ხოლო სხვა ნივთები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-----------მ, რომელმაც ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ო---- ხ----–--–---ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის შეცვლა გამამტყუნებელი განაჩენით და ო---- ხ----–--–---ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

ო---- ხ----–--–--ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, კერძოდ: ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ------- ფ-----მ ამოიცნო მისი კუთვნილი პ---------------ი, რაც მან ასევე დაადასტურა სასამართლოში დაკითხვის დროს. სასამართლოში დაიკითხნენ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ა-–---------- გ----- და კ--- კ--------, რომლებმაც დანაშაულის ფაქტზე წაასწრეს ო---- ხ----–--–---ს და გ---- კ--------–--ს, ასევე დაიკითხნენ საქმის გამომძიებელები გ----- გ----ი და დ---------–-----, ექსპერტები ზ----------------- და შ-----------–------, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული იქნა ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ბრალდების მხარემ შეძლო სასამართლოში დაედასტურებინა, რომ ო---- ხ----–--–---მ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა აღნიშნული მტკიცებულებები.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ა-----------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ ო---- ხ----–--–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------- ბ------მ ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენი ო---- ხ----–--–---ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ო---- ხ----–--–---ს უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 177-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. კერძოდ:

 

დაზარალებულ გ------- ფ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მარტს, ღამის საათებში, მასთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ ქ-----------–-------------------ში მდებარე მის კუთვნილ მშენებარე ობიექტზე დააფიქსირეს 2 ადამიანი და თხოვეს დაეთვალიერებინა ობიექტი, რათა ენახა რამე ნივთი ხომ არ იყო მოპარული. აღნიშნული შენობა იყო ორსართულინი და იმ დროს მიმდინარეობდა მე-2 სართულის გადახურვა. იქ ძვირადღირებული არაფერი ინახებოდა. როდესაც ობიექტზე მივიდა, ადგილზე დახვდნენ პოლიციელები და ექსპერტი. მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ნახა რკინები, დაახლოებით 20 ცალი არმატურის ჯოხი, ჩაქუჩები და ლურსმნის ამოსაღები, რომლებიც მე-2 სართულზე იყო მოგროვილი და კიბის ასასვლელთან ეყარა. ეს ნივთები ექსპერტმა ჩამოიტანა ზემოდან ქვემოთ, ქუჩაში და მის თვალწინ შეფუთეს. შეკითხვაზე, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ნივთები, უპასუხა, რომ მისი იყო. ამის შემდეგ წაიყვანეს პოლიციაში დაკითხვაზე, ჰკითხეს ნივთების დაახლოებითი ფასები და მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში 250 ლარამდე გამოვიდა. დაზარალებულ გ------- ფ-----ს განმარტებით, იგი ყოველდღე დადიოდა ობიექტზე და მუშებს აკონტროლებდა. მათ თავიანთი იარაღები მიჰქონდათ, ხოლო რაც მისი იყო და ძვირადღირებული, იქვე გვერდით მდებარე საწყობში ინახავდნენ. ო---- ხ----–--–---ს და გ---- კ--------–--ს არ იცნობს, ისინი შენობაში არც შესული უნახავს და არც გამოსული და მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

 

მოწმის სახით დაკითხული საქართველოს შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, კ--- კ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მარტს, სამსახურეობრივ მოვალოებას ასრულებდა თავის მეწყვილე ა-–---------- გ-----სთან ერთად და მისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდნენ ქ.ზუგდიდის ტერიტორიაზე. დაახლოებით 00:10 საათზე, ს-------------------ში მდებარე მშენებარე მაღაზიის მე-2 სართულზე შენიშნეს ორი პიროვნება, რომლებიც საეჭვოდ გადაადგილდებოდნენ მაღაზიის შიგნით. მან და მისმა მეწყვილემ ავტომანქანა იქვე ახლოს გააჩერეს, ავიდნენ შენობის მეორე სართულზე და ნახეს ორი პიროვნება, როგორც შემდგომ გაირკვა, ერთი იყო ო---- ხ----–--–--, ხოლო მეორე გ---- კ--------–--. ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა პ---------------ი, ო---- ხ----–--–--- კი მის გვერდით იდგა და ხელში არაფერი სჭერია. გ---- კ--------–--მ თავად თქვა, რომ პ---------------ს იპარავდა. იქვე იატაკზე ეყარა 20 ცალი ხრახნიანი რკინის ნაჭერი, 3 ცალი ჩაქუჩი და ლურსმნის ამოსაძრობი „გელა“. ამის შემდეგ გ---- კ--------–-- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მის ხელთ არსებული პ---------------ი. ო---- ხ----–--–---ს ჩხრეკა არ ჩატარებია, რადგან არ არსებობდა ამის საფუძველი, დაადგინეს, რომ ის არასრულწლოვანი იყო და გაუშვეს. მოწმე კ--- კ--------ს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნივთები ერთ ადგილზე იყო შეგროვილი და კიბის შესასვლელთან ეწყო, იქვე ახლოს, სადაც გ---- კ--------–-- და ო---- ხ----–--–-- იდგნენ.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ა-–---------- გ-----მ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----------–-----------------------ში და წარმოადგენს გ------- ფ-----ს კუთვნილ ორსართულინ მშენებარე მაღაზიას. აღნიშნული ტერიტორია შემოკავებულია რკინის კონსტრუქციის ღობით. ჭიშკრიდან დაახლოებით 7 მეტრის მოშორებით განთავსებულია ორსართულიანი მშენებარე მაღაზია, რომელიც არის ღია მდგომარეობაში და მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. მაღაზიის მეორე სართულზე აწყვია სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალები. მეორე სართულზე ასასვლელი კიბიდან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით, ბეტონის ზედაპირზე ყრია 3 ცალი ჩაქუჩი და ლურსმნის ამოსაძრობი ხელსაწყო, ხოლო მის გვერდით ყრია 20 ცალი, დაახლოებით 1 მეტრი სიგრძის ხრახნილი, რომლებსაც გააჩნია დაბოლოებები. აღნიშნული ნივთები ამოღებული იქნა, შეიფუთა და დაილუქა ორ პაკეტად.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანაშემწე გამომძიებელ გ----- გ----ის მიერ დათვალიერებული იქნა გ------- ფ-----სგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დისკზე. ვიდეოფაილი იწყება 2018-03-28 03:39:33 საათზე და მასში ასახულია ქ-----------–-----------------------ში მდებარე მშენებარე მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები, კერძოდ, მოვლენები ვითარდება ღამის საათებში, ქუჩა განათებულია ლამპიონებით. კადრში ხელმარჯვნივ ქვემოთა მხარეს დგას შენობა, ხოლო მოპირდაპირე მარცხენა მხარეს კი მშენებარე ობიექტი, რომელიც არის ორსართულიანი და პირველი სართული განათებულია ნათურით. კადრში ჩანს, რომ 03:39:33 საათზე, წ-------–ის ქუჩის მიმართულებით, ნელი სვლით, ერთიმეორის გვერდით მოძრაობს ორი პირი, რომლებიც 03:39:33 საათზე გადიან ვიდეოკამერის მხედველობის არედან და ეფარებიან კადრში მარჯვენა მხარეს არსებულ შენობას. 03:43:07 საათზე კადრში ჩანს, რომ მარჯვენა ქვემოთა მხარეს არსებული შენობის უკანა მხრიდან გამოდის ორი პირი, ორივეს ზემოთა მხარეს აცვია მოთეთრო ფერის ტანსაცმელი, ერთს აცვია მოშავო ფერის შარვალი და ახურავს კაპიუშონი, ხოლო მეორეს კი მუქი ფერის შარვალი. ორივენი ერთად მიემართებიან მშენებარე მაღაზიისაკენ, მაგრამ მაღაზიაში მისვლამდე 03:43:33 საათზე კადრში ჩანს, ორივე პირი მიდის ღობესთან და შედიან მშენებარე მაღაზიის ეზოში. მშენებარე მაღაზიის ტერიტორია შემოკავებულია ღობით. 03:43:33 საათზე ჩანს, რომ კადრში შემოდის პირი, რომელსაც აცვია მოშავო ფერის ტანსაცმელი, გადადის წ-------–ის ქუჩაზე და მიემართება ს------ის ქუჩის მიმართულებით. 03:44:14 საათზე კადრში ჩანს, რომ მშენებარე მაღაზიის პირველ სართულზე შუქის ფონზე ჩნდება ორი ადამიანის მოძრავი სილუეტი, 03:49:19 საათზე მშენებარე მაღაზიის პირველ სართულზე შუქი ქვრება. დაზარებულ გ------- ფ-----ს განმარტებით, აღნიშნულ ვიდეოსათვალთვალო კამერას გააჩნია სამსაათნახვერიანი ცდომილება.

 

ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა გ------- ფ-----მ ამოსაცნობად წარდგენილ 3 ცალ პ---------------ს შორის ამოიცნო გ---- კ--------–--ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პ---------------ი და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი პ---------------ი 2018 წლის 28 მარტს იქნა მოპარული ქ-----------–-----------------------ში მდებარე მისი კუთვნილი მშენებარე მაღაზიის შენობიდან.

 

საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და ექსპერტ შ------- კ--–-----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით ,,...ბეტონის დასატკეპნი მოწყობილობა – პ---------------ი..." მოთავსებული მეტალის კონსტრუქციის სახელურზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და გ---- კ--------–--ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში წარწერით: ,,...3 (სამი) ცალი ხის ტარიანი ჩაქუჩი და ერთი ცალი ლურსმნის ამოსაღები მეტალის ხელსაწყო..." მოთავსებულ მეტალის საგანზე და ორ ცალ ჩაქუჩზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და გ---- კ--------–--ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ ბრტყელ ჩაქუჩზე არსებული ბიომასალის (ობ.№4) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და გ---- კ--------–--ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№4-ის პროფილში ო---- ხ----–--–---ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში წარწერით: ,,...ოცი ცალი ხრახნილი..." მოთავსებულ მეტალის სიგრძივი ფორმის ერთ-ერთ საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გ---- კ--------–--სა და ო---- ხ----–--–---ს გენეტიკური პროფილებისაგან. ამავე პაკეტში მოთავსებულ მეტალის სიგრძივი ფორმის ორ ცალ საგანზე (ობ.№13, 22) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.№13-ის პროფილში გ---- კ--------–--ს გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის. ობ.№22-ის პროფილის ერთი წილი და გ---- კ--------–--ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.№13,22-ის პროფილში ო---- ხ----–--–---ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია იმავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნება ო---- ხ----–--–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის და აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისი არ არის დასკვნისათვის, რომ ო---- ხ----–--–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 177-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სააპელაციო პალატის აზრით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, მხოლოდ ვარაუდის დონეზე წყვეტს ო---- ხ----–--–---ს ბრალეულობის საკითხს, რაც საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული მისი მსჯავრდებისათვის, რადგან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამასთან, ზემოთ ხსენებული საპროცესო ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გამორიცხავს პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის ყოველგვარ შესაძლებლობას. ამგვარი კი შეიძლება იყოს მხოლოდ უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც მსჯავრდებულ ო---- ხ----–--–---ს მიმართ მისი ბრალეულობის დასადასტურებლად ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ო---- ხ----–--–--- ქურდობის მიზნით შევიდა ქ-----------–-----------------------ში მდებარე გ------- ფ-----ს კუთვნილ მშენებარე მაღაზიაში და რომ იგი ცდილობდა აღნიშნული მაღაზიიდან ფარულად დაუფლებოდა სამშენებლო მასალას და ხელსაწყოებს. პალატის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლების მისვლისას ო---- ხ----–--–---ს მაღაზიაში ფარულად დაუფლებული რაიმე ნივთი ხელში არ ჰქონია და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ არცერთ ნივთზე, რომლებიც ბრალდების მხარის ვერსიით, წასაღებად იყო გამზადებული, ო---- ხ----–--–---ს გენეტიკური პროფილი არ აღმოჩენილა, ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ო---- ხ----–--–---ს და მასთან ერთად მყოფ პირს შორის, ქურდობის ჩასადენად როლების გადანაწილების რაიმე ნიშანი, მხოლოდ მათი ერთად ყოფნა ქ-----------–-----------------------ში მდებარე მშენებარე მაღაზიაში, არ მიუთითებს ო---- ხ----–--–---ს მხრიდან ქურდობის ჩადენის განზრახვაზე. მაშასადამე, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ო---- ხ----–--–--- თანმხლებ პირთან ერთად სამშენებლო მასალის და ხელსაწყოების დაუფლებას ცდილობდა, განსახილველ საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ო---- ხ----–--–---ს მიმართ 2018 წლის 01 აგვისტოს დადგენილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც აღნიშნული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენი ო---- ხ----–--–---ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ო---- ხ----–--–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19; 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.გამართლებულ ო---- ხ----–--–---ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ო---- ხ----–--–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა გაუქმებულია.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ო---- ხ----–--–---ს ნერწყვის ნიმუში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს, ხოლო სხვა ნივთები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/