განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2019
საქმის ნომერი
200210016001276905
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210016001276905

საქმე №2ბ/1145-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე- ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - ა-–---------- ვ----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ------- ც--------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება სრულად

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა-–---------- ვ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ზ------ ც--------–---–ს დაეკისრა მოსარჩელის ა-–---------- ვ----–---–ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ღირებულების 826 (რვაას ოცდაექვსი) ლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2016 წლის 6 თებერვალს ზ------ ც--------–---–მა, ქ. ახმეტის მიმდებარედ თავის კუთვნილ სახნავ-სათეს მიწის ნაკვეთში, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების დროს მოგროვილ გამხმარ ბალახს ცეცხლი წაუკიდა, არ გაითვალისწინა წინდახედულობის ნორმით გათვალისწინებული გარემოებები, რომ შესაძლოა ცეცხლი გადასულიყო მეზობლად მდებარე ნაკვეთებში. ზ------ ც--------–---–ის მიწის ნაკვეთში ბალახზე წაკიდებული ცეცხლი გადავიდა მისი ნაკვეთის გვერდით არსებულ ა-–---------- ვ----–---–ის კუთვნილ ვენახში. ზ------ ც--------–---–ის დაუდევრობით გაჩენილმა ხანძარმა ა-–---------- ვ----–---–ს დაუზიანა 34 ძირი რქაწითელის ჯიშის ვაზი, რითაც მიადგა 826 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ობიექტის ადგილზე დათვალიერებით, აღწერილი, აღრიცხული და დასურათებული იქნა არსებული მდგომარება.

 

ხანძრისაგან დაზიანებული, ვენახის ჯიში არის ,,რქაწითელი“ ა-–---------- ვ----–---–ის კუთვნილი 17 რიგი (რიგის სიგრძე - 100 მეტრი) განმეორებითი ექსპერტიზის შედეგად აღირიცხა დაზიანებული ნაგავები. კერძოდ, ა-–---------- ვ----–---–ის ვენახი 17 რიგში ხანძრისაგან დაზიანებული აღირიცხა 34 ძირი.

 

1).20 ძირი ვაზი - შტამპის დიამეტრი ფესვის ყელიდან 10 სმ სიმაღლეზე 4 სმ-მდე.

2).22 ძირი ვაზი - შტამპის დიამეტრი ფესვის ყელიდან 10სმ სიმაღლეზე ცვალებადობს 4.1-8.0 სმ.

3).4 ძირი ვაზი - შტამპის დიამეტრი ფესვის ყელიდან 10 სმ სიმაღლეზე ცვალებადობს 8.1-12.0სმ.

 

ხოლო, ვეგეტაციაში - ყვავილობის პერიოდში მყოფი, ინტენსიურად განვითარებული, ფესვის ყელთან გადახერხილი და მექანიკურად დაზიანებული 68 ძირი.

 

მოცემულ შემთხვევაში ა-–---------- ვ----–---–ისათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრისას ექსპერტმა იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით, ტექნიკური რეგლამენტის - ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა. დამტკიცების შესახებ, მე-6 მუხლის თანახმად: საქართველოს დედაქალაქში, სხვა ქალაქებში, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და დაბებში არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებით, მოჭრით ან განადგურებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი.

 

მწვანე ნარგავების სახეობისა და დიამეტრის მიხედვით განისაზღვრება მისი აღდგენითი ღირებულება ლარებში. მრავალწლიანი ნარგავები მითითებული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გაერთიანებულია ხუტ ჯგუფში. საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების საზღვრებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მწვანე ნარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოფა სამ კატეგორიად. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით დგინდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 2. 1.5 და 1.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ ა-–---------- ვ----–---–ის კუთვნილი ვაზი მიეკუთვნება მესამე კატეგორიას და V ჯგუფს. მესამე კატეგორიის შემასწორებელი კოეფიციენტია 1, რაზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხის ორმაგი ოდენობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა-–---------- ვ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ხანძრისაგან მიყენებული ზიანის ოდენობა 826 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და თანდართული მასალები;

-შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები სასამართლო სხდომაზე;

-თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს N1/202-16 გამამტყუნებელი განაჩენი ზ------ ც--------–---–ის მიმართ;

-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა N00344516 16.06.2016 წ.;

-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ნადეჟდა მიროტაძის ჩვენება მიცემული სასამართლოს სხდომაზე;

-აუდიტი ვ-------ი ჩ--------–---–ის ჩვენება მიცემული სასამართლო სხდომაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს მტკიცებულებათა წრეს და უთითებს, რომ მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით და ა.შ. სასამართლოს საქმის სწორი გადაწყვეტის მიზნით შეუძლია გამოიყენოს მითითებულ მუხლში ნახსენები ნებისმიერი მტკიცებულება და მტკიცების ნებისმიერი საშუალება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამა თუ იმ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ- სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობის და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. კანონი დაუშვებელ მტკიცებულებათა რიგს, გარდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებისა, მიაკუთვნებს ასევე ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუხედავად მათი შინაარსისა, არ არის ვარგისი ამა თუ იმ გარემოებების სამტკიცებლად, ვინაიდან ამ გარემოებების დამამტკიცებელი დოკუმენტის სახე თვითონ კანონმა - კონკრეტულმა ნორმამ იმპერატიულად განსაზღვრა. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი ითვალისწინებს ამა თუ იმ გარემოების მხოლოდ კონკრეტული სახის მტკიცებულებით დამტკიცებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია:

 

2016 წლის 6 თებერვალს ზ------ ც--------–---–მა, ქ. ახმეტის მიმდებარედ თავის კუთვნილ სახნავ-სათეს მიწის ნაკვეთში, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების დროს მოგროვილ გამხმარ ბალახს ცეცხლი წაუკიდა, არ გაითვალისწინა წინდახედულობის ნორმით გათვალისწინებული წინდახედულების ნორმით გათვალიწინებული გარემოებები, რომ შესაძლოა ცეცხლი გადასულიყო მეზობლად მდებარე ნაკვეთებში. ზ------ ც--------–---–ის მიწის ნაკვეთში ბალახზე წაკიდებული ცეცხლი გადავიდა მისი ნაკვეთის გვერდით არსებულ ა-–---------- ვ----–---–ის კუთვნილ ვენახში. ზ------ ც--------–---–ის დაუდევრობით გაჩენილმა ხანძარმა ა-–---------- ვ----–---–ს დაუზიანა 34 ძირი რქაწითელის ჯიშის ვაზი, რითაც მიადგა 826 (რვაას ოცდაექვსი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ობიექტის ადგილზე დათვალიერებით, აღწერილი, აღრიცხული და დასურათებული იქნა არსებული მდგომარება.

 

ხანძრისაგან დაზიანებული, ვენახის ჯიში არის ,,რქაწითელი“ ა-–---------- ვ----–---–ის კუთვნილი 17 რიგი (რიგის სიგრძე - 100 მეტრი) განმეორებითი ექსპერტიზის შედეგად აღირიცხა დაზიანებული ნაგავები. კერძოდ, ა-–---------- ვ----–---–ის ვენახი 17 რიგში ხანძრისაგან დაზიანებული აღირიცხა 34 ძირი.

 

1).20 ძირი ვაზი - შტამპის დიამეტრი ფესვის ყელიდან 10 სმ სიმაღლეზე 4 სმ-მდე.

2).22 ძირი ვაზი - შტამპის დიამეტრი ფესვის ყელიდან 10სმ სიმაღლეზე ცვალებადობს 4.1-8.0 სმ.

3).4 ძირი ვაზი - შტამპის დიამეტრი ფესვის ყელიდან 10 სმ სიმაღლეზე ცვალებადობს 8.1-12.0სმ.

 

ხოლო, ვეგეტაციაში - ყვავილობის პერიოდში მყოფი, ინტენსიურად განვითარებული, ფესვის ყელთან გადახერხილი და მექანიკურად დაზიანებული 68 ძირი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რო ა-–---------- ვ----–---–ისათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრისას ექსპერტმა იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით, ტექნიკური რეგლამენტის - ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა. დამტკიცების შესახებ, მე-6 მუხლის თანახმად: საქართველოს დედაქალაქში, სხვა ქალაქებში, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და დაბებში არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებით, მოჭრით ან განადგურებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი.

 

მწვანე ნარგავების სახეობისა და დიამეტრის მიხედვით განისაზღვრება მისი აღდგენითი ღირებულება ლარებში. მრავალწლიანი ნარგავები მითითებული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გაერთიანებულია ხუთ ჯგუფში. საქართველოს

 

ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების საზღვრებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მწვანე ნარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოფა სამ კატეგორიად. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით დგინდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 2. 1.5 და 1.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ ა-–---------- ვ----–---–ის კუთვნილი ვაზი მიეკუთვნება მესამე კატეგორიას და V ჯგუფს. მესამე კატეგორიის შემასწორებელი კოეფიციენტია 1, რაზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხის ორმაგი ოდენობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–---------- ვ----–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ხანძრისაგან მიყენებული ზიანის ოდენობა 826 ლარს, რაც დღემდე მოპასუხის მიერ ანაზღაურებული არ იყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი მოთხოვს, გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება N2/163-16 (18.12.2017 წ.), რადგან იგი უკანონოა და არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 6 თებერვალს, მოპასუხემ - ზ------ ც--------–---–მა, ცეცხლი წაუკიდა თავის ნაკვეთში არსებულ ხმელ ბალანს, საიდანაც ცეცხლი გავრცელდა მეზობელ ტერიტორიებზე, მათ შორის აპელანტის ნაკვეთშიც, რის შდეგადაც დაიწვა ვაზი, ტერიტორიულად დაახლოებით 40%, სადაც დაახლოვებით არსებული ვაზის 80% გახდა გამოუსადეგარი. თელავის რაიონულ სასამართლოს წარვუდგინე ზარალის დადგენის ექსპერტული აქტი, რომლის მიხედვითაც ზ------ ც--------–---–ის ბრალით ჩემთვის მოყებული ზიანის თანხა შეადგენს 4476,00 ლარს. თელავის რაიონულმა სასამართლომ, გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა აპელანტის მიერ წარდგენილი ზარალის დადგენის აქტი და იხელმძღვანელა მხოლოდ პოლიციის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნით, რომლის მიხედვითაც აპელანტის მიმართ მიყენებული ზიანი შეადგენდა 826 ლარს. სასამართლომ საკითხი გადაწყვიტა ტენდენციურად, რაც იმაში გამოიხატება, რომ არათუ იხელმძღვანელა არამედ მხედველობაში საერთოდ არ მიიღო აპელანტის მიერ წარდგენილი კერძო აუდიტორის ვ. ჩ--------–---–ის დასკვნა, რომელიც შედგენილია მაღალპროფესიულ დონეზე და დასკვნაში მოყვანილი ფაქტები მოტივირებული და დასაბუთებულია მოქმედი კანონმდებლობის ნორმების მითითებით. აპელანტის მიერ წარდგენილი დასკვნის მიხედვით მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს 4476 ლარს, რაც 5-ჯერ აღემატება სასამართლოს მიერ გაზიარებულ დასკვნას.

 

3.2. აპელანტი მიუთითებს, რომ ექსპერტიზამ იხელმძღვანელა კანონით (2014 წლის 14 იანვრის დადგენილება N54), რომლითაც არ უნდა ეხელმძღვანელა, რადგან აღნიშნული კანონი არეგულირებს გარემოზე მიყენებულ ზიანს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. შესაფასებელი ზიანი კი არის კერძო სუბიექტის ანუ აპელანტის საკუთრება და სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ექსპერტიზის დასკვნა, რადგან იგი შედგენილია კერძო სუბიექტზე მიყენებული ზიანის გამოანგარიშებისათვის შეუსაბამო ნორმატიულ აქტთან.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 992-ე მუხლით - დელიქტური ვალდებულებების ნაწილში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. უპირველეს ყოვლისა სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ აღიარა მის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ვაზის განადგურების ფაქტი და ზიანის ოდენობა 826 ლარის ოდენობით.

 

4.2. მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის მიერ აპელანტის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე დაზიანებული ვაზის ღირებულების განსაზღვრა და შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამდენად, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, სახეზე უნდა იყოს შესაბამისი პირობები. კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმებში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე #ას-72-72-2018).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. შესაპირისპირებელი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-139-ე მუხლების კონტექსტში მოწოდებულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ მტკიცებულების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-28-25-2017).

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დისპოზიციურობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრული რეალიზაციის პირობებში, საქმის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა, რომ გადაწყვეტილება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა N00344516 16.06.2016წ უნდა დაეფუძნოს და აუდიტორული დასკვნა მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულზე ბევრად მეტი ზიანი მიადგა მოპასუხის ქმედების შედეგად.

 

ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, დამოუკიდებელი აუდიტორის ვ------- ჩ--------–---–ის აუდიტორული დასკვნით ზიანი შეადგენს 4476 ლარს, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებით მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომ ზიანის ოდენობა შეადგენს 4476 ლარს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა სათანადო მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის განსაზღვრა, თუ რა მოცულობის ზიანი მიადგა უშუალოდ მოპასუხის მხრიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მიყენებული ზიანის განსაზღვრისას ექსპერტმა იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით, ტექნიკური რეგლამენტის - ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა. დამტკიცების შესახებ, მე-6 მუხლის თანახმად: საქართველოს დედაქალაქში, სხვა ქალაქებში, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და დაბებში არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებით, მოჭრით ან განადგურებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი. მწვანე ნარგავების სახეობისა და დიამეტრის მიხედვით განისაზღვრება მისი აღდგენითი ღირებულება ლარებში. მრავალწლიანი ნარგავები მითითებული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გაერთიანებულია ხუთ ჯგუფში. საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების საზღვრებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მწვანე ნარგავები მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყოფა სამ კატეგორიად. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით დგინდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 2. 1.5 და 1.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა-–---------- ვ----–---–ის კუთვნილი ვაზი მიეკუთვნება მესამე კატეგორიას და V ჯგუფს. მესამე კატეგორიის შემასწორებელი კოეფიციენტია 1, რაზედაც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხის ორმაგი ოდენობა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ მოპასუხის მიერ მიყენებული იქნა ზიანი 4476 ლარის ოდენობით.

 

4.3. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ხანძრის შედეგად განადგურდა აპელანტის 826 ლარის ღირებულების ვაზი. შესაბამისად, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ თანხის ანაზღაურება. იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით (სსკ-ის 408.1-ე მუხლი), კრედიტორს შესაძლებელია მიეცეს ფულადი ანაზღაურება, რაც დაადგინა პირელი ინსტანციის სასამართლომ (სსკ-ის 409-ე მუხლი).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---------- ვ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე