განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002733222
საქმე №1ბ/676-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მა---–-----ს
მსჯავრდებულის: ლუ-------------–---ს
ადვოკატის: მა---------------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლუ-------------–---ს ინტერესების დამცველი აადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ლუ-----–-------------------–---ს მიმართ, დაბადებული 2-----–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გუ-----------------–-------–--------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენით, ლუ-------------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ლუ-------------–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
ლუ-------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლუ-------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი)წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლუ-------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10(ათი)წლის ვადით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მსჯავრდებულ ლუ-------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ოქტომბრიდან.
ლუ-------------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშაულების მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა.
ლუ-------------–---ს ქმედებები განოიხატა შემდერგში:
- გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენით, ლუ-------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
- 2018 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, მ---------------------------------------- შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუ-------------–--ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა აზ-----------ს რესპუბლიკის მოქალაქე სა--------------ს კუთვნილ ხელჩანთას, მასში მოთავსებული სხვადასხვა ნივთებით, ასევე, ფულით 1003 (ათას სამი) აშშ დოლარით, 300 (სამასი) ევროთი, 720 (შვიდას ოცი) ლარითა და 130 (ასოცდაათი) აზერბაიჯანული მანათით, რაც იმ დროს მოქმედი სავალუტო-გაცვლითი კურსის შესაბამისად, საერთო ჯამში შეადგენდა 4526 (ოთხიათას ხუთასოცდაექვსი) ლარს და 65 (სამოცდახუთი) თეთრს.
- ლუ--------------–---მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას საერთო წონით - 7,09 გრამი; 2018 წლის 09 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, გურ-----------------------–-------–ი, გუ----------------–---------–---ს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე - სარკინიგზო ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს გუ--------------------–ი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ლუ-------------–---ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა გამომშრალი მარიხუანა საერთო წონით - 7,09 გრამი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელება.
ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაუსაჩივრებია და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ლუ--------------–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ - სა-------------ს და მოწმეების: ჰუ--------------------------------–---–-------------------–-------------------–--------------------–--------–--–--------–---–-------------------–---–--------–--------–-------ს გამოკითხვის ოქმებით, ასევე, მოწმე - გი----------------ს ჩვენებით; ადგილმდებარეობის დათვალიერების 2018 წლის 16 ოქტომბრის ოქმით; 2018 წლის 16 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით; 2018 წლის 17 ოქტომბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; 2018 წლის 19 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; გუ--------------------–ი სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენით, ვიდეოჩანაწერით; 2018 წლის 9 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის ოქმით; ქიმიური ექსპერტიზის N2----- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ლუ-------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მართალია, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამდგარი შედეგი, აგრეთვე, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის გამოც პალატას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ლუ-------------–--ეს დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლუ-------------–---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ლუ-------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ლუ-------------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
ლუ-------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლუ-------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4(ოთხი)წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლუ-------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.ლუ-------------–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვას ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10(ათი)წლის ვადით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6.მსჯავრდებულ ლუ-------------–--ეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან.
7. მსჯავრდებულ ლუ-------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ოქტომბრიდან.
8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლუ-------------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია;
9.ნივთიერი მტკიცებულებები:
- ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ხელჩანთა მასში მოთავსებული საფულითა და ნივთებით;
-ნე---------ი ჩო---სგან ამოღებული საფულე, ხელჩანთა და მობილური ტელეფონის ჩასადები დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ადგილმდებარეობის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე;
-სამორინე „შ-------–----ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე;
-საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე;
-ჰუ----------------ს და სა-------------ს სხდომის ოქმები 2 (ორი) ცალ ლაზერულ დისკზე;
-ნე--------ი ჩო---სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე;
-ს.ს „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ელექტრონულ დისკზე;
-ი/მ ნი--------–----–---–-ს სავალუტო ჯიხურიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ელექტრონულ დისკზე;
-ლუ-------------–--ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე;
-ნე-------ი ჩო---ს დაკითხვის ელექტრონული ვერსია, ელექტრონულ დისკზე;
-ზუ---------–-------ნ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ლუ---------------–---ს ნერწყვის ნიმუში და ლუ---------------–---ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მარიხუანა - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
11. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი